დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 43 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/02/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.023876 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) 19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-3, 35-ე, მე-40, 78-ე − 783, 79-ე − 793, 133-ე, 134-ე, 136-ე − 141-ე, 146-ე − 149-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით სსიპ − შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს ელექტრონული ფორმით ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“; ბ) 19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 142-ე და 143-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით სსიპ − შემოსავლების სამსახურს მიმართავს ვიდეოზარის ან სსიპ − შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“: ა) 37-ე − 39-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) 76-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) 78-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) 78-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 781 − 783 გრაფები:
ე) 79-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) 79-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 791 − 793 გრაფები:
ზ) 88-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 881 გრაფა:
თ) 133-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ი) 135-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 136-ე − 155-ე გრაფები:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 20 თებერვლიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები