დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 502 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.022220 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. 119 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 120 – 123 მუხლები: „მუხლი 120. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 126-ე – 132-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები არ ვრცელდება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე. მუხლი 121. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 126-ე – 132-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის თვის მომდევნო კალენდარული თვის 5 რიცხვამდე. მუხლი 122. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 104-ე – 120-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს მომსახურების გაწევიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 123 1. შემოსავლების სამსახურმა არაუგვიანეს 2020 წლის 15 სექტემბრისა უზრუნველყოს: ა) გადასახადის გადამხდელის მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული დავალიანების შემცირება, მაგრამ არაუმეტეს შემცირების თარიღისთვის არსებული ნაშთის ოდენობისა; ბ) გადასახადის გადამხდელის მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ზედმეტობის შემცირება, მაგრამ არაუმეტეს შემცირების თარიღისთვის არსებული ზედმეტობის ოდენობისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი გარემოების არსებობისას, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს მონაცემების შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების აღრიცხვის ბარათის კორექტირებას.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“: ა) 90-ე გრაფა ამოღებულ იქნეს; ბ) 125-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 126-ე – 132-ე გრაფები:
|
მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 120 და 121 მუხლებისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 120 და 121 მუხლები და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები