დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 414 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016144 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №414
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 და 17 მუხლები:
„მუხლი 16
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება არასამუშაო დროს. ამ დადგენილების მიზნებისათვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; გაფორმების სხვა ადგილებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათი, კვირა და უქმე დღეები.
მუხლი 17
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;
ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;
გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) ეროვნული და უცხოური ვალუტისა (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;
ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;
ზ) საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;
თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი) დროებითი შემოტანის შემთხვევაში საქონელი, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6
|
საწყობის საქმიანობის ნებართვის, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა |
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე |
უფასო
ყოველ კვადრატულ მეტრზე 0.1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; რეზერვუარის ერთ კუბურ მეტრზე 0.05 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; დახურული საწყობის შემთხვევაში საწყისი კოეფიციენტი ნახევრდება; 10 დღეზე უფრო დაჩქარებულ ვადაზე, თითოეულ დაჩქარებულ დღეზე, საწყობის კოეფიციენტს ემატება 0.05 ლარი“; |
ბ) მე-8 და მე-9 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8 |
გაფორმებული საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა |
| კილოგრამზე 1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა |
9 |
გაფორმებული მსუბუქი ავტომანქანის მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა |
| 500 ლარი“; |
გ) მე-11 – მე-13 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11 |
ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა |
4 საათი 1 დღე 1 დღეზე მეტი |
400 ლარი 300 ლარი 200 ლარი | |
12 |
ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით) და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა |
|
აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ 10 ლარისა | |
13 |
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების მიზნით სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე
|
|
არა უმეტეს 5 კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი
5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი“; | |
დ) მე-20 და 21-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20 |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 (გარდა „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა) ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო გირავნობით/ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ |
1 სამუშაო დღე
|
15 ლარი |
21 |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით ყადაღადადებულ ქონებაზე ყადაღის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ
|
1 სამუშაო დღე
|
50 ლარი“;
|
ე) 44-ე – 51-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„44 |
მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ სასაქონლო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის დაშვება (დამატება)
|
20 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე |
უფასო 100 ლარი 50 ლარი |
45 |
განხორციელებული საქონლის გაფორმების შესახებ ინფორმაციის გაცემა |
10 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე |
უფასო 50 ლარი 20 ლარი
|
46 |
მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ ASYCUDA “-ში (თავდაპირველად) დაშვება |
1 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე |
500 ლარი 250 ლარი |
47 |
მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ ASYCUDA “-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება
|
1 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე |
50 ლარი 20 ლარი
|
48 |
წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ
|
30 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე |
უფასო 250 ლარი 500 ლარი
|
49 |
წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ |
30 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე |
უფასო 250 ლარი 500 ლარი
|
50 |
მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ ASYCUDA “-ში დაშვებული საწარმოს (ან მეწარმე ფიზიკური პირის) სახელით სასაქონლო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის სხვა საგადასახადო ორგანოს კოდზე დაშვება |
20 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე |
უფასო 50 ლარი 100 ლარი |
51 |
დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საწყობების, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში
|
20 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე |
უფასო 50 ლარი 100 ლარი“; |
ვ) 52-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ზ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54 |
საქონლის გაფორმება (გარდა მე-12 და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
|
|
3000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;
3000-დან 15000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;
15000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“;
|
თ) 59-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„59 |
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრა
|
| 1 კგ – 0.040 ლარი, 1 მ3 – 0.20 ლარი, 1 მ2-მდე – 30 ლარი, 1 მ2-ის ზევით – 30 ლარს + ყოველ 1 მ2-ზე 0.10 ლარი, 1 მ – 0.20 ლარი, 1 ცალი – 0.02 ლარი“; |
ი) 61-ე – 64-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61 |
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა
|
|
1 სახეობის ობიექტი 100 ლარამდე – 10 ლარი, 100-დან 10000 ლარამდე – 25 ლარი, 10 000 ლარის ზევით – 150 ლარი |
62 | გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ ჩათვლით) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა
|
|
1 ავტომობილი სეს ესნ კოდით – 40 ლარი |
63 |
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა
|
|
1 ავტომობილი სეს ესნ კოდით – 80 ლარი |
64 |
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენა
|
|
5000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა, 5000-დან 100 000 ლარამდე – 150 + 5000 ლარის ზევით თანხის 2%, 100 000-დან 1 000 000 ლარამდე – 2050+100 000 ლარის ზევით თანხის 1%, 1 000 000 ლარის ზევით თანხის 0,8%“;
|
კ) 65-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ლ) 66-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„66
| ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. №30-ში მდებარე კონტროლის ზონაში „საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის (გარდა საფოსტო გზავნილისა) გაფორმება |
| 3000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;
3000-დან 15000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;
15000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“.
|
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური
დოკუმენტის კომენტარები