„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 461
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020170
461
10/10/2017
ვებგვერდი, 11/10/2017
040030000.10.003.020170
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №461

2017 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების  54-ე,  57-ე,  მე-60 – 64-ე და 86-ე გრაფებით,  აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ 59-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას,  მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“;

ბ) 110  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 110

1. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და  მათი  განაკვეთების  54-ე  და  822 გრაფებით  გათვალისწინებული  მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, გარდა:

ა) „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ მომსახურების გაწევისა;

ბ)   ქ.   ბათუმში,   ბაქოს   ქ.   №11-ში   მდებარე   გაფორმების   ადგილზე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის შევსებისა.

2. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების 57-ე, მე-60 – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.

3. არასამუშაო დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება იმ პირისათვის, რომელსაც „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი მინიჭებული აქვს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ამ დადგენილების მიზნებისათვის, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში არასამუშაო დროა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირას – 14 საათის შემდეგი პერიოდი და უქმე დღეები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების:

) 68- გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„68

„თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის), „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში  (ქ. ბათუმში, ბაქოს ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე),  „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“, საბაჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული 3000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 20 ლარი“;

ბ) 83-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„83

კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია საბაჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის“ ან საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებების ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ

 

50 ლარი“.

 

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე  და მისი მოქმედება  გავრცელდეს  2017  წლის  5 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი