დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 364 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 06/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016095 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №364
2010 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
1. მე-20 და 21-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-8 (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა) და მე-9 ნაწილების საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო გირავნობით/ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ
| 1 სამუშაო დღე | 15 ლარი |
21 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-16 ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით ყადაღადადებულ ქონებაზე ყადაღის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ
| 1 სამუშაო დღე
| 50 ლარი“.
|
2. 50-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„50 | საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვებული საწარმოს (ან მეწარმე ფიზიკური პირის) სახელით სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის სხვა საბაჟო ორგანოს კოდზე დაშვება |
20 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე | უფასო
50 ლარი
100 ლარი“. |
3. 55-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„55 | გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა (დამუშავების ოპერაციის დასრულებამდე)
|
| პირველი 24 სთ – უფასო
შემდეგი სრული ან არასრული 24 სთ – 50 ლარი“. |
4. 65-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„65 | გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ დეკლარაციის შევსება
|
| 18 საათიდან მეორე სამუშაო დღის 09 საათამდე ან არასამუშაო დღის განმავლობაში ჩაბარებული დოკუმენტების შემთხვევაში – 150 ლარი.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები