„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018118
498
15/08/2014
ვებგვერდი, 18/08/2014
040030000.10.003.018118
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №498

2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურების და მათი განაკვეთების“ მე-14 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14

საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა (გარდა 48-ე და 49-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

90 კალენდარული დღე

პირებისათვის (მათ შორის, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის), რომელთა ერთობლივი შემოსავალი 10 000 000 ლარზე მეტია, აგრეთვე, არარეზიდენტი პირებისათვის - 10 000 ლარი;

პირებისათვის (მათ შორის, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის), რომელთა ერთობლივი შემოსავალი 10 000 000 ლარზე ნაკლებია – 5 000 ლარი.

შენიშვნა: საფასურის ოდენობის  მიზნებისათვის  ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრება

პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო  საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიური  დეკლარაციის მიხედვით.  თუ პირს აღნიშნული წლიური საგადასახადო დეკლარაცია არ აქვს წარდგენილი საგადასახადო ორგანოში, საფასურის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.