"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016181
  • Word
21
13/01/2011
ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
040030000.10.003.016181
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 21

2011 წლის 13 იანვარი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დადგენილების:

ა) 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი.;

ბ) 14 და 15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების 54-ე – 58-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში. ოქროს სიის მონაწილე პირისათვის, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

მუხლი 15. თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის ან/და საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს გამარტივებული დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.;

გ) 17 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან;;

დ) 17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება..

2. დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების:

ა) 30-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

30

ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვასთან დაკავშირებული მომსახურება

 

 

 

ერთი ლუქისათვის – 12 ლარი;

 

ბ) 31-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

31

საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე

 

1 აპარატზე – 10 ლარი.

 

 

მუხლი 2. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი                                          ნ. გილაური