დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 183 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/04/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110427008, 27/04/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016343 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №183
2011 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების 19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება:
ა) მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებზე;
ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაზე, აგრეთვე იმ საგადასახადო დეკლარაციებზე, რომელთა საგადასახადო ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენა ვერ ხორციელდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 27-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ბ) 76-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„76 | მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღება |
| ერთი დეკლარაცია – 30 ლარი“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები