„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 31/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
149
31/05/2010
სსმ, 61, 31/05/2010
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2010 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი გა­ნაკ­ვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივნი­სი­დან.“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსა­ხურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსა­ხურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები

 

მომსახურების სახე

მომსახურების ვადა

მომსახურე-ბის ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით)

1

 აზარტული და მომგებიანი თა­მაშობის მოწყობის ნე­ბა­რ­თვების გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

150 ლარი

300 ლარი

1 000 ლარი

2

 პირადი საგადასახადო აგენ­­ტის მომსახურება

 

6 თვე

 

2 000 ლარი

3

 მნიშვნელოვანი ქონებით უზ­რუნ­ველყოფილ პირზე რეზიდენტო­ბის შესახებ ცნობის დაჩქარებუ­ლი წე­სით გაცემა

 

2 სამუშაო დღეზე მეტი

 

2 სამუშაო დღე

 

უფასო

 

 

30 ლარი

4

 გადასახადის გადამხდე­ლის სა­ბა­ნ­კო ანგარიშების შესახებ ცნო­­ბის გაცემა

3 სამუშაო დღეზე მეტი

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

 

10 ლარი

20 ლარი

5

არქივიდან 3 თვემდე პერიო­დი­სათვის ყოველთვიური დეკლარა­ციისა და მისი დანართების ასლების გა­ცე­მა

1 თვე

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

150 ლარი

6

 არქივიდან 3-დან 6 თვემდე პე­რიოდისათვის ყოველ­თვიური დე­კ­ლა­რაციისა და მისი დანარ­თე­ბის ასლების გაცემა

1 თვე

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

უფასო

100 ლარი

250 ლარი

7

 არქივიდან 6 თვიდან 1 წლამ­დე პე­რიოდისათვის ყოველთვიური დე­კ­ლარა­ცი­ის ასლის გაცემა

1 თვე

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

უფასო

150 ლარი

350 ლარი

8

 არქივიდან 1 წელზე მეტი პე­რიოდისათვის ყოველ­თვი­ური დე­კლარაციის ას­ლის გაცემა

1 თვე

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

უფასო

250 ლარი

500 ლარი

9

 არქივიდან წლიური დეკ­ლა­რა­ციის ასლის გაცემა 1 საანგარი­შო პერიოდი­სათვის

1 თვე

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

150 ლარი

10

გადამხდელის ინიციატივით არა­გეგმური საგადასახადო შემოწ­მე­ბის ჩატარება

 

 

 1 000 000-მდე წლიური ბრუ­ნ­ვის მქონე პირე­ბისათ­ვის – 10 000 ლარი;

 1 000 000-ზე მეტი წლი­ური ბრუნვის მქონე პირე­ბისათ­ვის – 30 000 ლარი

11

 საბაჟო საწყობის საქმია­ნობის, თავისუფალი სა­წყო­ბის საქმია­ნობის, უბა­ჟო ვაჭრობის პუნქტის საქ­მიანობის ნებართვის დაჩ­ქა­­რე­ბული წესით გაცემა

20 სამუშაო დღე

 

10 სამუშაო დღე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 უფასო

 

 ყოველ კვად­რა­ტულ მეტ­რზე 0.1 ლა­რი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; რეზერ­ვუა­რის ერთ კუ­ბურ მეტრზე 0.05 ლარი, მაგრამ არა­ნაკლებ 100 ლა­რისა;

 და­ხურული საწ­ყობის შემთხვე­ვაში საწყისი კო­ეფიციენტი ნა­­ხევრდება;

10 დღეზე უფ­რო დაჩ­ქარე­ბულ ვადაზე, თითო­ე­ულ დაჩქა­რე­ბულ დღეზე, საწყობის კოე­ფიციენტს ემა­ტება 0.05 ლარი

12

 წარმოშობის სერტიფიკა­ტის დაჩ­ქა­რებული წესით გაცემა

 

2 სამუშაო დღეზე მეტი

2 დღე

4–8 საათი

1–3 სთ-მდე

 

უფასო

 

40 ლარი

100 ლარი

150 ლარი

13

 

 

 საფოსტო გზავნილის მი­მართ სა­ბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცი­ელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მი­ტანა

 

 

 

 

 

კილოგრამზე

1 ლარი, მაგრამ არა- ნაკლებ 30 ლარისა

14

 

 

 მსუბუქი ავტომანქანის მი­მართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცი­ელე­ბა და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

 

 

500 ლარი

15

 გემის სანიტარიული კონ­ტრო­­ლისაგან გათავისუფ­ლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩა­ტა­რების მოწ­მობის გაცემა

1 სამუშაო დღე

 

1 სა­მუ­შაო დღეზე მეტი

400 ლარი

 

200 ლარი

16

TIR“ წიგნაკით საქონლის გა­და­ზიდვისთვის სატრან­სპორტო სა­შუალების დაშ­ვების მოწმობის გაცემა

4 საათი

1 დღე

1 დღეზე მეტი

 

400 ლარი

300 ლარი

200 ლარი

 

17

 საფოსტო გზავნილით გა­და­ადგილებული აქციზური ალკოჰოლური სასმელის (მათ შორის, ლუდი) მი­მართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცი­ელე­ბა და მიმღების მიერ და­სა­ხელებულ ადგილზე მი­ტა­ნა

 

 

 აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, მაგრამ არა- ნაკლებ 10 ლარისა

18

 საგარეო ეკონომიკური საქ­მიანობის ეროვნული სასა­ქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზი­ცი­­ებით გათვალისწი­ნებუ­ლი მექანიკური სატრან­სპორ­ტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშა­ვების ოპერაციის განხორ­ცი­ელების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება (არა უმეტეს 45 კალენდარული დღით, საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე)

 

 

არა უმეტეს 5 კალენდა-რული დღის ვადით – ყოველ კალენდა-რულ დღეზე 20 ლარი;

 5 კალენდა­რულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდა-

რულ დღეზე 10 ლარი

 

19

 საგადასახადო ორგანოს წი­­­ნასწარი დასკვნა სა­გადასახადო კანონ­მდებ­ლო­ბის გამოყე­ნებას­თან და­კავშირებით

 10 სამუშაო დღეზე მეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10 სამუშაო დღე

 

 

 

 

 

 

 1 000 000 ლა­რ­ზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირე­ბისათვის – 10 000 ლარი;

 სხვა პირები­სათვის – 5000 ლარი.

 1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირე­ბისათვის – 30 000 ლარი;

 სხვა პირე­ბისათვის –

 15 000 ლარი

20

 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის აქ­ტის შედგენაში შემოსავ­ლების სამსახურის წარმო­მადგენლის მონაწილეობა

 

 

 სააღრიცხვო ღირებულე-ბის 5%, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ 300 და არა უმე­ტეს 1 000 ლარისა.“.

 

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 31 მაი­სიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური