„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024220
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
388
09/10/2023
ვებგვერდი, 10/10/2023
040030000.10.003.024220
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/10/2023 - 26/02/2024)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №388

2023 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 123 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე –158-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 541, 68-ე, 681, 82-ე, 821 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.

4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე – 158-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან პირი თავისუფლდება ამ დადგენილების 17 მუხლის „ა“ – „დ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე – 158-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, თუ საბაჟო დეკლარაციის შევსება მოთხოვნილია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, აღნიშნულ მომსახურებაზე ვრცელდება ამ დადგენილების 110 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში – ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) 156-ე გრაფა ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„156

200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა ხორბლის ფქვილზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

ყოველ 1 კგ-ზე 0,25 ლარი“;

ბ) 156-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 157-ე და 158-ე გრაფები:

„157

200 კგ-ზე მეტი ოდენობის სეს ესნ-ის 1003 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში ან/და 1104 სასაქონლო პოზიციაში  კლასიფიცირებული ქერის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

ყოველ 1 კგ-ზე 0.1 ლარი

158

200 კგ-ზე მეტი ოდენობის სეს ესნ-ის  2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

ყოველ 1 კგ-ზე 0.1 ლარი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 10 ოქტომბრიდან და ძალაშია 2024 წლის 1 მარტამდე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი