„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110812015, 12/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016471
  • Word
311
10/08/2011
ვებგვერდი, 110812015, 12/08/2011
040030000.10.003.016471
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №311

2011 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლე­ბის სამსახუ­რის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი გა­ნაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) და ამ და­დ­გენილებით დამ­ტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვე­თების“ მე-14 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14

საგადასახადო ორგა­ნოს მიერ წინასწარი გადა­წყვე­­­ტილების გამოცემა (გარდა 48-ე და 49-ე გრა­ფებით გათვალის­წინებული შემთხვევებისა)

20 სა­მუ­შაო დღე­ზე მეტი

20 სა­მუშაო დღე

1 000 000 ლარზე მეტი კაპიტა­ლის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 10 000 ლარი;

სხვა პირებისათვის – 5 000 ლარი.

1 000 000 ლარზე მეტი კაპიტა­ლის მქონე ან/და        10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 30 000 ლარი;

სხვა პირებისათვის – 15 000 ლარი.

შენიშვნა: საფასურის ოდენო­ბის განსაზღვრის მიზნები­სათ­ვის მხედველობაში მიიღება პი­­რის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები“.

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური