დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/01/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200250000.10.003.016695 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №22
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების:
ა) 111 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-5 გრაფით გათვალისწინებული მომსახურება არ მოიცავს გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ.“.
ბ) 111 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი:
„მუხლი 112.
1. თუ პირმა პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრამდე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის 6-თვიანი ვადის განმავლობაში მიმართოს საგადასახადო ორგანოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული პირობებით, პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობის მოთხოვნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ახალი პირობებით სარგებლობის დაწყებამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საფასურის ანგარიშში ჩაითვალოს 2012 წლის 1 იანვრამდე დაწყებული მომსახურებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის თანხა, დარჩენილი პერიოდის (მიუღებელი მომსახურების) პროპორციულად.“.
2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-15 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგო რედაქციით:
„15 | ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება |
| სააღრიცხვო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 50 და არა უმეტეს 5 000 ლარისა“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები