"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 162, 13/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016103
  • Word
372
08/12/2010
სსმ, 162, 13/12/2010
040030000.10.003.016103
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №372

2010 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებს და მათ განაკვეთებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 66-ე გრაფა:

„66

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე (გარდა საფოსტო გზავნილისა) ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. №30-ში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ დეკლარაციის შევსება

3000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის – 150 ლარი;

3000-დან 15000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის – 200 ლარი;

15000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონლის – 250 ლარი.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                            ნ. გილაური