„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111017022, 18/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016554
  • Word
394
13/10/2011
ვებგვერდი, 111017022, 18/10/2011
040030000.10.003.016554
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 394

2011 წლის 13 ოქტომბერი

. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იური­დიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწე­ვი­სათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამ­სა­ხუ­რის გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულე­ბის/ქვედანაყო­ფების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევი­სათ­ვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე – 64-ე, 66-ე, 82-ე და 86-ე გრა­ფე­­ბით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურე­ბის საფასური გადახ­დილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენ­და­რუ­ლი დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენი­ლი ავტომანქანისა და ამ ავტომანქანით შემოტანილი საქონლის მიმართ.“.

2. 110 და 111 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 110. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევი­სათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემ­თხვე­ვებისა, როდესაც ხდება დეკლარანტის მიერ საქონლის საქართვე­ლოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე დეკლარირებისთვის, დოკუმენტების ელექტრონულად ან ASYCUDA-ს მეშვეობით რეგის­ტრირებული დეკლარაციისა და საქონლის თანმხლები დოკუმენ­ტების ელექტრონულად მიწოდება). ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების დეპარტამენტში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარას­კე­ვის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები. ამასთან, ,,ოქროს სიის“ მონაწილე პირის მიმართ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება.

მუხლი 111. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსა­ხურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 31-ე გრა­ფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელ­დება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე იმ პირებზე, რომლებიც 2012 წლის 1 იანვრამდე რეგის­ტრი­რებულნი არიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირე­ბად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           ნ. გილაური