"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110527009, 27/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016381
  • Word
221
24/05/2011
ვებგვერდი, 110527009, 27/05/2011
040030000.10.003.016381
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 221

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გა­წე­­ვ­ისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგე­ნი­ლე­ბაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლე­ბა:

 1. დადგენილების 17 მუხლის:

 ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ზ) საქონლის (ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) ექს­პო­რ­ტი, რეექსპორტი (,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსა­ხუ­რე­ბის გა­წევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 86-ე გრაფით გათ­­ვა­ლისწინებული მომსახურების გარდა) და საქონლის საქართვე­ლოს ეკო­­­ნომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;

 შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გა­დახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დრო­­ებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი.“;

 ბ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირ­ებუ­ლე­ბის საქონლის გაფორმება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ ,,სსიპ – შემოსავლების სამ­სა­ხუ­რის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განა­კვე­თე­ბში“:

ა) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,54

სამუშაო დროს დეკლარი­რე­­ბუ­ლი საქონლის გაფორ­მება (გარდა მე-12, 66-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე, 86-ე და 87-ე გრაფებით გათვალისწინე­ბუ­ლი შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღი­რებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლა­რი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სა­ტარიფო ღირებულების საქო­ნელზე – ერთ დეკლა­რაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატა­რი­ფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლა­რი“;

 

 ბ) 66-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

,,66

საჰაერო ტრანსპორტით შე­მოტანილი სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა 87-ე გრა­ფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღი­რებულების საქონელზე ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სა­ტარიფო ღირებულების საქო­ნე­­ზე ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარი­ფო ღირებულების საქონელზე ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“;

 

 გ) 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,68

,,ფოთის“ გაფორმების ეკო­ნო­­მიკურ ზონაში ან პორ­ტალ ,,ბათუმის პორ­ტ­ში“ ფი­ზიკუ­რი პირის მიერ გა­მარ­ტივე­ბუ­ლი დეკლარა­ცი­­ით გაცხა­დე­ბული 3 000 ლარამდე სა­ტა­რიფო ღირე­ბუ­ლების სა­ქო­ნ­­ლის გა­ფო­რ­­მება

 

 

 

ერთ დეკლარაციაზე – 20 ლარი“;

 

 დ) 77-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

 ე) 83-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,83

კონტეინერით/ავტოსატ­რანსპორტო საშუალებით შე­მო­ტანილი, საქარ­თვე­ლოში არარეგისტ­რირებული ავტოსატრან­სპორტო სა­შუალების სა­ქართველოს შინაგან საქ­მეთა სა­მინისტროს მონ­ა­ცემთა ავტომატი­ზებულ ბა­ზაში რეგისტრა­ცია პორ­ტა­ლი ,,ბა­თუმის პორტის“ ან პორ­ტალი ,,ფოთის პორ­ტის“ ან გა­ფ­ორმების დეპა­რ­ტამენ­ტის მიერ

 

 

 

50 ლარი“;

 

 ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 86- და 87- გრაფები:

 

,,86

სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშამო­ცუ­ლობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასა­ქონლო პოზიციებით გათვა­ლისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუა­ლებე­ბის გარდა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

150 ლარი

87

საფოსტო გზავნილით შემო­ტანილი, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გაფორმება

 

300 ლარი.“.

 მუხლი 2

 1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვე­პუნქ­ტების მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 18 მაისიდან წარმო­შო­ბილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური