საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 1251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 13-14, 20/03/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.327
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1251
20/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 13-14, 20/03/1998
090.000.000.05.001.000.327
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

კონსოლიდირებული ვერსია (17/06/2005 - 23/06/2005)

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

ზოგადი ნაწილი

კარი პირველი

ძირითადი დებულებანი

თავი I

სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა

    მუხლი 1. სისხლის სამართლის პროცესის ამოცანები

სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი, უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება, არ დაუშვას უდანაშაულო პირის მსჯავრდება, გამოასწოროს საგამოძიებო და სასამართლო შეცდომები, დაიცვას მოქალაქის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ყველა სხვა მონაწილის უფლებები და თავისუფლებები, დაამკვიდროს საზოგადოებაში კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 2. სისხლის სამართლის პროცესის წყაროები

1. სისხლის საპროცესო სამართლის ნორმებს შეიცავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი, საქართველოს სხვა კანონები, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები.

2. თუ ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, შესაბამისად მოქმედებს კონსტიტუცია ან საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედებს კონსტიტუცია.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება დროში

1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.

2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მდგომარეობა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 4. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში

1. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო სამართალწარმოების დროს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.

4. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.

5. საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო ან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოს დავალების შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და აღნიშნულ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 5. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოქმედება უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო სახელმწიფოს მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.

2. დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ მათი თხოვნით ან თანხმობით. დაუშვებელია ამ პირთა დაკავება, მოყვანა, დაპატიმრება.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ დაკავებულ შენობაში და ტერიტორიაზე დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება და სხვა საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თხოვნით ან თანხმობით, პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით.

4. ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე თანხმობა გამოითხოვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

თავი II

სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები

    მუხლი 6. ზოგადსამართლებრივი და სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები

1. სისხლის სამართლის პროცესს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების ხელშეუხებლობის, მისი ღირსების პატივისცემის, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის ზოგადსამართლებრივი პრინციპები.

2. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებს, სტრუქტურას, ფუნქციებსა და წესს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 7. კანონიერება და ადამიანის ბუნებითი უფლებები

1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, ფიზიკური და იურიდიული პირები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები.

2. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.

3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.

5. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას.

6. კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 8. სასამართლო ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა

1. სასამართლო ხელისუფლება არის ხალხის სუვერენული ნების გამოხატულება და მას მხოლოდ სასამართლო ახორციელებს.

2. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელით.

3. სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მოსამართლე დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს.

4. სასამართლო ხელისუფლება აკონტროლებს გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერებასა და დასაბუთებულობას.

5. მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით. არავის არა აქვს უფლება ზედამხედველობა გაუწიოს სასამართლოს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

6. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება დამნაშავედ ცნოს პირი და დაუნიშნოს მას სასჯელი, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენს – სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.

7. განაჩენსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში რაიმე ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით.

8. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში და ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე. მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს ადგენს კანონი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 9. თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე

1. ყველა თანასწორია კანონისა და სასამართლოს წინაშე – რასის, ეროვნების, ენის, სქესის, სოციალური წარმოშობის, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, რწმენის, აგრეთვე სხვა გარემოებების მიუხედავად.

2. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, – მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები.

3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირთა მიერ პრივილეგიებისა და იმუნიტეტის გამოყენება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

    მუხლი 10. უდანაშაულობის პრეზუმფცია

1. ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ბრალმდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე.

3. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

4. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

    მუხლი 11. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის დაცვის უფლების უზრუნველყოფა

1. სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესს ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ უფლებები, მისცენ შესაძლებლობა, დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, უზრუნველყონ მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

2. დაცვის უფლებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პირი, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, აგრეთვე მსჯავრდებული და გამართლებული განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.

3. სისხლის სამართლის საქმეში დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს დასაცავ პირს მის კუთვნილ უფლებებს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 12. პიროვნების ხელშეუხებლობა, მისი პატივისა და ღირსების დაცვა

1. ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების დაცვის უფლება.

2. დაუშვებელია თავისუფლების შეზღუდვა კანონიერი საფუძვლისა და წესის გარეშე. დაკავებულსა და დაპატიმრებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაკავებისა თუ დაპატიმრების მიზეზი, საფუძველი და დანაშაული, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია ან რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება.

3. დაუშვებელია პირის 48 საათზე მეტი ხნით დაკავება. პირის დაპატიმრება ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). მოსამართლე, სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი.

4. უკანონოდ და დაუსაბუთებლად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს მისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება.

5. დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა თუ სხვა პირთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, აგრეთვე მათი პატივისა და ღირსების შემლახავი მეთოდების გამოყენება.

6. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება, რომელიც ეხება პიროვნების ხელშეუხებლობას, შეიძლება იძულებით ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ამას უშუალოდ კანონი ითვალისწინებს.

7. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების ჩატარებისას აკრძალულია პიროვნების მიმართ მეძიებლობის, მუქარის, შანტაჟის, წამების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის სხვა ხერხების გამოყენება. დაუშვებელია დაკავებულისა და დაპატიმრებულის მიმართ სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება, ძილის, წყლის, საკვების აკრძალვა ან ზღვრულ ნორმაზე მეტად შეზღუდვა, ისეთ პირობებში ჩაყენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ლახავს მის ღირსებას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 13. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.

2. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.

3. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები.

4. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო გამჟღავნებით, ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება აქვს.

5. პირადი მიმოწერა და პირადი სატელეგრაფო შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს ღია სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი თანხმობა არ არის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 14. საჯაროობა და დისპოზიციურობა

1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო, რომლებიც მოქმედებენ საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით.

2. დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პიროვნების უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

3. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირად კანონიერ ინტერესს აქვს პრიორიტეტი დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პიროვნების კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

4. მხარეებს უფლება აქვთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტაზე.

5. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

6. ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას ან ამ კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. თუ სამოქალაქო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მხარეები მორიგდნენ, სასარჩელო წარმოება წყდება.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 15. სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობა

1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

2. ბრალდების, დაცვისა და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები გამოყოფილია ერთმანეთისაგან და არ შეიძლება დაეკისროს ერთსა და იმავე ორგანოს ან ერთსა და იმავე თანამდებობის პირს.

3. მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.

4. შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრება პროკურორს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და მათ წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს; დაწესებულია სასამართლო კონტროლი გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ გამომძიებლის ან პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

5. სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის.

6. სასამართლო შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 151. საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება ხორციელდება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით. საპროცესო შეთანხმებების მიზანია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

    მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის საქვეყნოობა

1. სისხლის სამართლის საქმის განხილვა ყველა სასამართლოში ღიაა.

2. სამართალწარმოების მონაწილეებსა და სხვა პირებს აქვთ პროცესის დროს სტენოგრაფირების, ხმის ჩაწერისა და სხვა ჩამწერი საშუალებების უხმაუროდ გამოყენების უფლება, თუ ისინი ხელს არ უშლიან სასამართლო განხილვას. პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ თავისუფლად გააშუქონ სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და შედეგები, ოღონდ ამ დროს მათ უნდა იხელმძღვანელონ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპით.

4. საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა: სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; პირადი მიმოწერის და სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამის თანახმა არ არის პირი; განსასჯელის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით განიხილება აგრეთვე: არასრულწლოვნის დანაშაულის საქმე, სქესობრივი დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმეები, რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ, როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილის და მისი ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების პირადი უსაფრთხოების დაცვა.

5. დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ (გარდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევისა) და სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი.

6. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა წარმოებს ყველა საპროცესო წესის დაცვით.

7. სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება ყველა შემთხვევაში საქვეყნოდ ცხადდება.

8. წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით.

9. 16 წელს მიუღწეველი პირი სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვება.

10. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148  

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 17. სისხლის სამართლის პროცესის ენა

1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, მისცეს ჩვენება და განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, შეიტანოს საჩივარი, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც იცის. ამ შემთხვევებში, აგრეთვე საქმის მასალების გაცნობისას პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.

3. საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაეცეს ბრალდებულს ან პროცესის სხვა მონაწილეს, უნდა ითარგმნოს მის მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის.

4. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია პროცესის მონაწილეებს განუმარტოს ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული მათი უფლებები.

5. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე თარჯიმნის შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს ხარჯზე.

6. ყველა საპროცესო აქტი დგება სისხლის სამართლის პროცესის ენაზე.

7. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე ვალდებულნი არიან სრულყოფილად იცოდნენ სისხლის სამართლის პროცესის ენა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 18. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა

1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

2. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი.

3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 19. მტკიცებულების შეფასება შინაგანი რწმენით

1. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით.

2. მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით.

3. ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 20. სისხლის სამართლის პროცესის უშუალობა და ზეპირობა

1. ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია დაკითხოს ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული და მოწმე, შეისწავლოს და მოისმინოს ექსპერტის დასკვნა, შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულებები. ამ წესისაგან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაკითხული პირი ჩვენებას იძლევა ზეპირად. ჩვენება ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

3. სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 21. საპროცესო მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების თავისუფლება

1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილემ, აგრეთვე სხვა პირმა და ორგანომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივრონ სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედება და გადაწყვეტილება.

2. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს საჩივარი გამოიყენოს საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის საზიანოდ, რომლის ინტერესების დასაცავადაც იგი იყო შეტანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვა პირმა ან ორგანომ შეიტანა საწინააღმდეგო ხასიათის საჩივარი, ანდა საჩივრის შემოწმებისას დადგინდა სხვა გარემოებები.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი III

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და სახეები

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

     მუხლი 22. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება

პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი ვალდებულია დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ საამისოდ არსებობს საკმარისი საფუძველი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 23. სისხლისსამართლებრივი დევნის სახეები

სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება იყოს საჯარო, სუბსიდიური, კერძო-საჯარო და კერძო.

    მუხლი 24. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა

1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე.

2. საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი.

3. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით.

4. (ამოღებულია).

5. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

51. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, თუ გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დაზარალებულს, მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც ხდება მტკიცებულებათა შეკრება, უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

52. ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება იწვევს ყველა იმ მტკიცებულების უკანონოდ ცნობას, რომლებიც მოპოვებული იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი.

53. ამ მუხლის 51 და 52 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლო საჩივარს იხილავს ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს და დაკითხავს მას წაყენებული ბრალდების გამო 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.

7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.

8. პროკურორის მიერ ბრალდების შეცვლა და ბრალდებაზე უარის თქმა სავალდებულოა გამომძიებლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომძიებელს უფლება აქვს ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართოს ზემდგომ პროკურორს (58-ე მუხლი). თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 25. სუბსიდიური სისხლისსამართლებრივი დევნა

1. დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ პროკურორის მიერ ფორმულირებულ სახელმწიფო ბრალდებას.

2. თუ პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე ან შეცვლის ბრალდებას, დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლოში მხარი დაუჭიროს წინანდელ ბრალდებას. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ წყდება, ხოლო პროკურორს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საქმის შემდგომ განხილვაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 26. კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე და 189-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს.

2. თუ საქმეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე დანაშაულის შესახებ განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ამასთანავე, დაზარალებულს უმწეო მდგომარეობის ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს უფლება აქვს დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუნდაც არ არსებობდეს დაზარალებულის საჩივარი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქმედუნარიან დაზარალებულს ამაზე წერილობითი თანხმობა აქვს მიცემული.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 27. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამდენი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და უნდა შეწყდეს ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო.

2. შერიგება დასაშვებია სასამართლოს (მოსამართლის) სათათბირო ოთახში გასვლამდე, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას.

3. შერიგების შემთხვევაში მხარეები უნდა მორიგდნენ სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე. თუ მორიგება ვერ ხერხდება, ხარჯებს სასამართლო ანაწილებს.

4. პროკურორი სასამართლო გამოძიების დაწყებამდე უნდა ჩაებას კერძო ბრალდების საქმეში, თუ ამას წერილობით მოითხოვენ მხარეები ანდა მოითხოვს მხოლოდ დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. პროკურორი უფლებამოსილია ჩაებას აღნიშნული კატეგორიის საქმეში, თუ მას განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება შეწყდეს მხარეთა შერიგებით.

5. თუ კერძო ბრალდების საქმეზე მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, მოსამართლე თავისი დადგენილებით დაზარალებულს ცნობს ბრალდებულადაც, ხოლო ბრალდებულს – დაზარალებულადაც.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 28. სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები

1. სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს:

ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;

გ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;

დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;

ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;

ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

ზ) თუ არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძოსაჯარო და კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეთა გამო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურორი (ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი);

თ) თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე და 891 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ი) თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე;

კ) თუ არსებობს სასამართლოს ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

ლ) თუ ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში;

მ) თუ პროკურორი და დაზარალებული უარს იტყვიან ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ნ) ამ კოდექსის 6791 მუხლის მე-5 ნაწილით და 6798 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ო) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი);

პ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები) და იმავე კოდექსის 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 323-ე, 339-ე, 370-ე, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ჟ) თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს, თუ:

ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გამოძიების წარმართვისათვის;

გ) გასულია ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე უნდა შეწყდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა გადმოცემული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ წინასწარი გამოძიების დროს გადაწყვეტილებას დასაბუთებული დადგენილებით ან განჩინებით იღებს პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე).

4. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იგივე წესი გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148  

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 29. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძვლები და ვადები

1. სისხლისსამართლებრივი დევნა ჩერდება, თუ:

ა) ბრალდებული მიიმალა – მის მოძებნამდე;

ბ) უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფელი – ამ გარემოების დადგენიდან ბრალდებულის მოძებნამდე;

გ) ბრალდებული ფსიქიკურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნით – ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ ასეთი რამ 6 თვის განმავლობაში არ მოხდა, აღიძვრება წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად;

დ) სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;

ე) დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან უცხო სახელმწიფოსათვის პირის გადაცემის შესახებ – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;

ვ) საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში მოსამართლეს ან პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ. თუ ამ საქმეში ჩაბმულია ორი ან რამდენიმე ბრალდებული, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი ყველა ბრალდებულს არ შეეხება, პროკურორს შეუძლია გამოყოს და შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა ცალკეული ბრალდებულის მიმართ.

3. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი დევნა არ ჩერდება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი IV

სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეში

    მუხლი 30. სამოქალაქო სარჩელი და მისი წარდგენის საფუძველი

1. პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი.

2. იურიდიულ პირს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს მოითხოვოს ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.

3. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, პირდაპირი ზიანისა და ანაცდენი სარგებლის სახით, საშუალო-საბაზრო ფასებით ინდექსაციის გამოყენებით.

4. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება დაკრძალვაზე, მკურნალობაზე, პროთეზირებასა და მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯების, გადახდილი სადაზღვევო თანხების, დახმარებისა და პენსიის კომპენსაციით.

5. მორალური ზიანი ანაზღაურდება ფულადი და სხვა ქონებრივი გამოხატულებით, დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის, დასახიჩრების, დამახინჯების, ბიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების მოშლისა თუ დაქვეითებისათვის, აგრეთვე სხვა სახის ფიზიკური თუ მორალური ზიანით გამოწვეული განცდებისათვის. დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობას ადგენს სასამართლო ზიანის სიმძიმისა და ბრალდებულის (სამოქალაქო მოპასუხის) ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

6. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარედგინოს პირს, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად. ამ შემთხვევაში სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა.

    მუხლი 31. სამოქალაქო სარჩელის საგამოძიებო ქვემდებარეობა და განსჯადობა

1. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ გამომძიებელთან ან პროკურორთან, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე.

2. სამოქალაქო სარჩელს განიხილავს და წყვეტს სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 32. სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლების განმარტება

თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დარწმუნდება, რომ პირს აქვს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება, იგი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მას ამ უფლების თაობაზე.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 33. სამოქალაქო სარჩელის წარდგენა

1. თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ მომენტში სასამართლო გამოძიების დაწყებამდე.

2. თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის ან იმ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს.

3. ფიზიკურმა პირმა სამოქალაქო სარჩელი შეიძლება განაცხადოს ზეპირი ფორმითაც, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

4. ბრალდებულის დაუდგენლობა არ აბრკოლებს სამოქალაქო სარჩელის წარდგენას. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შემთხვევაში, თუ ბრალდებული დაიმალა, მისი ადგილსამყოფელი ან პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია, სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

5. სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება.

6. პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე პირს, რომლის სარჩელიც განუხილველი დარჩა, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

7. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სარჩელზე უარის მიღება მოსარჩელეს უფლებას ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე.

8. სისხლის სამართლის საქმეზე სარჩელის უარყოფის შემთხვევაში აღარ შეიძლება მისი წარდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 34. შეგებებული სამოქალაქო სარჩელის წარდგენა

კერძო ბრალდების საქმეზე დასაშვებია შეგებებული სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და განხილვა.

    მუხლი 35. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის წესი

1. თუ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს საკმარისი საფუძველი აქვს, მას გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ. დადგენილების (განჩინების) ასლი გადაეცემა მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამასთანავე, სამოქალაქო მოსარჩელეს განემარტება ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ხოლო პირს, რომელსაც უარი ეთქვა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე – ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

2. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილ დაზარალებულს აქვს სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობებიც.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 36. სამოქალაქო მოპასუხედ საქმეში ჩაბმა

1. განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შემდეგ გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ან სასამართლოს გამოაქვს დადგენილება (განჩინება), იმის შესახებ, რომ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს ან იმ პირს, რომელსაც მატერიალური და სხვა პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ქმედებისათვის, ანდა პირს, რომელსაც ასეთი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად. დადგენილების (განჩინების) ასლი და განცხადებული სამოქალაქო სარჩელის ასლი გადაეცემა სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს. ამასთან, სამოქალაქო მოპასუხეს განემარტება 90-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.

2. სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ ბრალდებულს აქვს სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობებიც.

    მუხლი 37. პროკურორის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და მხარდაჭერა

1. პროკურორი ვალდებულია წარადგინოს სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

2. პროკურორს უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი დაზარალებულის თხოვნით, თუ დაზარალებული მოკლებულია შესაძლებლობას ჰყავდეს ადვოკატ-წარმომადგენელი ან დაიცვას თავისი ინტერესები ბრალდებულზე დამოკიდებულების, ავადმყოფობის, არასრულწლოვანებისა თუ სხვა მიზეზით.

3. პროკურორი სასამართლოში მხარს უჭერს თავის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს. მას უფლება აქვს მხარი დაუჭიროს სამოქალაქო მოსარჩელის მიერ განცხადებულ სარჩელს ან გამოთქვას სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

    მუხლი 371. პროკურორის სარჩელი თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით

1. თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონება შესაძლებელია იყოს მოპოვებული ამ კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენის შედეგად, იგი აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

    მუხლი 372. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 38. სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას

1. სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართლის პროცესის წესით.

2. თუ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით წარმოქმნილი საპროცესო ურთიერთობები მოწესრიგებული არ არის ამ კოდექსით, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება სისხლის საპროცესო სამართლის პრინციპებს.

3. სარჩელზე უარი, სარჩელის ცნობა და მორიგება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ იმ პირობით, რომ დაცულ იქნეს მოთხოვნები სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცების საგნის ყველა ელემენტის დადგენის შესახებ (112-ე მუხლი).

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 39. მატერიალური სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას

1. სამოქალაქო სარჩელის განხილვისას ზიანის ანაზღაურების საფუძველს, პირობას, მოცულობასა და წესს განსაზღვრავს სამოქალაქო, შრომისა და სხვა კანონმდებლობა.

2. სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელებზე არ ვრცელდება სამართლის სხვა დარგებში დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

    მუხლი 40. მოსარჩელის უარი სამოქალაქო სარჩელზე

1. სამოქალაქო მოსარჩელეს საქმის წარმოების ნებისმიერ მომენტში უფლება აქვს უარი თქვას სარჩელზე.

2. მოსარჩელისაგან უარის მიღებამდე გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, ვალდებულია მოსარჩელეს განუმარტოს სამოქალაქო სარჩელზე მისი უარის სამართლებრივი შედეგები და შეადგინოს ოქმი ან ამის შესახებ სათანადო აღნიშვნები შეიტანოს შესაბამის საგამოძიებო ოქმში.

3. სამოქალაქო სარჩელზე უარის მიღების შესახებ ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, გამოაქვს განჩინება (დადგენილება).

4. სარჩელზე უარს მოსდევს სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს ართმევს უფლებას განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 41. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა

1. სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში (დადგენილებაში) ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისა თუ მის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში (დადგენილებაში).

2. სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას.

3. სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით.

4. თუ 371 მუხლით გათვალისწინებული სარჩელი შეტანილია თანამდებობის პირის მიმართ, სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და შესაბამისად გადაწყვეტილება გამოიტანოს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისაგან დამოუკიდებლად.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 42. სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილებული სამოქალაქო სარჩელის აღსრულების თავისებურებანი

სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის საქმეზე, აღსრულდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

    მუხლი 43. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა

სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე მიიღოს სარჩელის უზრუნველყოფის ზომები, თუ ისინი მანამდე არ ყოფილა მიღებული.

თავი V

ამ კოდექსში გამოყენებული ზოგიერთი ცნების მნიშვნელობა

    მუხლი 44. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. სასამართლო – მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო; მოსამართლე – ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმესა და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ.

2. (ამოღებულია).

3. სასამართლო ინსტანციები – პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები.

4. საგამოძიებო კოლეგია – საოლქო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს.

5. გამოძიების მოსამართლე – ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს.

6. სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს ან მოსამართლის განაჩენი, განჩინება, დადგენილება.

7. განაჩენი – პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.

8. განჩინება – კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.

9. დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში.

10. შემაჯამებელი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლის სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას.

11. სასამართლო ბრძანება (მოსამართლის ბრძანება) – მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა დაპატიმრების, სხვა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვას.

12. სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) – გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო (მოსამართლე).

13. პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორი და მისადმი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები.

14. სახელმწიფო ბრალმდებელი – პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.

15. გამომძიებელი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.

16. საგამოძიებო დანაყოფის უფროსი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე.

17. (ამოღებულია).

18. მხარეები – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი, რომლებიც იცავენ საკუთარ ან მარწმუნებლების ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში.

19. ბრალდების მხარე – პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები.

20. დაცვის მხარე – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, დამცველი, ბრალდებულის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.

21. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). ამ კოდექსის XXIV თავის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი

211. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან ან განსასჯელთან მუდმივად მცხოვრები პირი.

212. დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი.

22. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი.

23. დასაცავი პირი – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული, რომელსაც დამცველი იცავს.

231. ეჭვმიტანილი – პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებულ იქნეს ბრალდება. პირი ეჭვმიტანილად ითვლება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებისთანავე ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე.

24. ბრალდებული – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი.

25. განსასჯელი – ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

26. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

27. გამართლებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

28. დაპატიმრება – წინასწარი პატიმრობა.

29. სისხლის სამართლის პროცესი – გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.

30. საპროცესო მოქმედება – სამართალწარმოების ნებისმიერი ორგანოს მოქმედება, რომელიც ტარდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურის ფარგლებში.

31. საგამოძიებო (სასამართლო) მოქმედება – საპროცესო მოქმედება, რომელიც ტარდება მტკიცებულებათა შეკრების, დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების მიზნით.

32. საპროცესო გადაწყვეტილება – გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.

33. პროკურორის სანქცია – პროკურორის მიერ გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

34. სისხლის სამართლის საქმე – საგამოძიებო და სასამართლო ოქმების, დოკუმენტების, ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

35. ზიანი – უშუალო ზიანი და ანაცდენი სარგებელი.

36. ღამის დრო – 22 საათიდან 6 საათამდე.

37. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

38. მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.

39. ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა – ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა.

40. (ამოღებულია).

41. კერძო ბრალმდებელი – დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას სასამართლოში.

42. კერძო გამოძიება – დაცვის მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დაცვისათვის საჭირო მონაცემების შეკრება და მტკიცებულებათა სახით პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენა. აღნიშნული საქმიანობა არ წესრიგდება ამ კოდექსით.

43. წინასწარი გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება.

431. სისხლისსამართლებრივი დევნა – ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა.

44. დამსწრე – ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში მოწვეული პირი.

45. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილი.

46. საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიზნებისათვის:

ა) გადაცემა – სახელმწიფოს მიერ პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად;

ბ) ექსტრადიცია – ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის გადაცემა საერთაშორისო ხელშეკრულების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

47. თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი) – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, ან საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შესაბამისად სამოხელეო ან სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისაგან თავის არიდება ან საბაჟო წესების დარღვევა, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.

48. საპროცესო კონფისკაცია – დანაშაულის იარაღის და საგნის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

49. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა – დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ან ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი სახსრების ჩამორთმევა.

50. რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.

51. რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

52. რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.

53. რეკეტული ქონება – რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

54. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ბრალდებული, რომლის მიმართაც განიხილება საქართველოში ექსტრადიციის საკითხი, ან პირი, რომლის მიმართაც განიხილება საზღვარგარეთ ექსტრადიციის საკითხი.

55. საექსტრადიციო პატიმრობა – პატიმრობა, რომელიც გამოიყენება საზღვარგარეთ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

კარი მეორე

სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი

თავი VI

სასამართლო

    მუხლი 45. სასამართლო როგორც მართლმსაჯულების ორგანო

1. სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, სასჯელი დაუნიშნოს მხოლოდ დამნაშავეს.

2. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო განსჯადობის მიხედვით ვალდებულია განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, წარდგინება, შუამდგომლობა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებისა და აქტების გამო.

3. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებენ ქვემდგომი სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 46. სასამართლოს უფლებამოსილება

1. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად.

2. (ამოღებულია).

3. ამ კოდექსით დადგენილი წესით განსასჯელის სამართალში მიცემის საკითხს განსჯადობის მიხედვით წყვეტენ: რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს კოლეგია.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო სააპელაციო საჩივარს განიხილავენ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატები.

5. საკასაციო საჩივარს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებზე, განჩინებებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

6. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

8. სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება: ბრძანების გაცემა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო მოქმედებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და პატიმრობის ვადის გაგრძელება; ბრალდებულის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე და საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; ჩხრეკა და ამოღება; საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ; ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, თანამდებობიდან (სამუშაოდან) მათი გადაყენება, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 47. საქმის ერთპიროვნულად და კოლეგიურად განხილვა სასამართლოში

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ყველა საქმეს, საჩივარსა და სხვა მასალას განიხილავს მოსამართლე ერთპიროვნულად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო და საოლქო სასამართლო მათ განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს პირველი ინსტანციით განიხილავენ კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.

3. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატები სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო ამავე სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლეები საჩივრებსა და სხვა მასალებს განიხილავენ ერთპიროვნულად.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 48. განსჯადობა

1. არავის არ შეიძლება აღეკვეთოს უფლება მისი საქმე განიხილოს იმ სასამართლომ ან იმ მოსამართლემ, რომლის განსჯადობასაც იგი კანონით განეკუთვნება. განსჯადობის კანონით დადგენილი წესის შეცვლა დაუშვებელია.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულის თაობაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განსჯადია საქმეები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამ სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აგრეთვე საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის და სამხედრო ძალების უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის, გამომძიებლის, პროკურატურის მუშაკის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის, ქალაქის მერის, რაიონის ან ქალაქის გამგებლის ბრალდების გამო, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 143-ე-144-ე, 146-ე-147-ე, 162-ე–164-ე მუხლებით, 212-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 214-ე მუხლის მე-2–მე-6 ნაწილებით, 222-ე–224-ე, 227-ე–235-ე მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 280-ე, 308-ე–321-ე, 323-ე–331-ე, 338-ე, 364-ე–367-ე მუხლებით, 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 381-ე, 391-ე, 401-ე-402-ე, 404-ე–413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.

4. (ამოღებულია).

5. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასა და სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება წინასწარი გამოძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

51. (ამოღებულია).

6. სისხლის სამართლის საქმე განიხილება სასამართლოში დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ არსებობს დანაშაულთა ან ერთი დანაშაულის ეპიზოდთა ერთობლიობა, – ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის ჩადენის ადგილის მიხედვით.

7. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის ან საქმეში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით.

8. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში ერთი პირის ან იმ პირთა ჯგუფის ბრალდების დროს, რომელთა საქმეებიც სხვადასხვა დონის სასამართლოთა განსჯადია, ყველა დანაშაულის საქმეს განიხილავს ამ სასამართლოებიდან უმაღლესი.

9. თუ სასამართლო ან მოსამართლე დაადგენს, რომ შემოსული საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მისი განჩინებით (დადგენილებით) საქმე გადაეცემა განსჯადობის მიხედვით.

10. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე დასაბუთებული დადგენილებით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №308 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.103

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 49. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა

1. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

2. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია თავი შეიკავოს ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა ძიებისაგან, გაითვალისწინოს, რომ მტკიცებულებათა აღმოჩენა, წარმოდგენა და გამოკვლევა მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება.

3. თუ მხარეს ან მხარეებს უძნელდებათ მტკიცებულებათა აღმოჩენა და წარდგენა, სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ მტკიცებულებათა გამოთხოვაში.

    მუხლი 50. სასამართლოს კერძო განჩინება (დადგენილება). სასამართლო დავალება

1. სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშეწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.

2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.

3. სასამართლოს შეუძლია კერძო განჩინებით (დადგენილებით) აცნობოს შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი შეგნებულობის, ვაჟკაცობის გამოვლენის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას.

4. კერძო განჩინების (დადგენილების) გამო არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები, ხოლო შედეგები ეცნობოს სასამართლოს.

5. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს ცალკეული საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომ სხვა სასამართლოს (მოსამართლეს), თუ ამ მოქმედების ჩატარება შეუძლებელია სასამართლო განხილვის ადგილას.

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია).

8. სხვა სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში სასამართლო დავალების გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით სამართლებრივი დახმარების შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

     მუხლი 51. მოსამართლეთა თანასწორობა საქმის განხილვისას

სასამართლო კოლეგიის ყველა მოსამართლეს საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების თანაბარი უფლება აქვს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 52. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე წარმართავს სხდომას, მოსამართლეთა თათბირის მიმდინარეობას; მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი; განხილვას განარიდებს ყველაფერს, რასაც კავშირი არა აქვს საქმესთან; უზრუნველყოფს კანონიერებასა და სამართლიანობას საქმის განხილვისას; მხარეებს განუმარტავს მათ უფლებებს; სხდომის დარბაზიდან აძევებს წესრიგის დამრღვევს და აკისრებს მას ფულად ჯარიმას ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ოდენობით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 53. მოსამართლის თანაშემწე

მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის დავალებით ამზადებს სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს, ამზადებს სასამართლო გადაწყვეტილების პროექტებს, აგრეთვე საპროცესო დოკუმენტების ასლებს და, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ გადასცემს სამართალწარმოების მონაწილეებს, უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას, მოსამართლეს უწევს სხვა ტექნიკურ დახმარებას.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 54. სასამართლო სხდომის მდივანი

1. სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდნენ თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირები, და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს.

2. სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად ჩაწეროს ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. ოქმის მომზადებისას მდივანს უფლება აქვს გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვა ტექნიკური საშუალებანი.

3. ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში მდივანს უფლება აქვს გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს ისინი განსახილველად ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს.

4. თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები, სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა ახსნა-განმარტებას სასამართლო სხდომაზე, რომელიც განიხილავს ამ შენიშვნებს.

თავი VII

პროკურორი

    მუხლი 55. პროკურატურა

1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა აგრეთვე სრული მოცულობით ატარებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს.

2. პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი.

3. პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

4. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

5. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს ახლით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 56. პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე

სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურორი უფლებამოსილია:

ა) საქმის გამოძიება დაავალოს წინასწარი გამოძიების ორგანოს ან გამომძიებელს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;

გ) გამომძიებელს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმების შესახებ და წინასწარი გამოძიების წარმოებისას წამოჭრილ სხვა საკითხებზე;

დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად;

ე) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მოძრაობის, წინასწარი გამოძიების ვადებისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ;

ვ) გამოიტანოს დადგენილება ან მისცეს თანხმობა დადგენილების გამოტანაზე პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაუყენოს პირს ბრალდება, მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულის დაკითხვაში ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ზ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად;

თ) გააუქმოს გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილებანი;

ი) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღოს ნებისმიერი საქმე, გადასცეს იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას;

კ) ჩამოაშოროს გამომძიებელი საქმის შემდგომ გამოძიებას;

ლ) შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, აგრეთვე შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები;

მ) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის;

ნ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა ან დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და წარმართოს საქმე სასამართლოში;

ო) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;

პ) ამ კოდექსის 6791 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

ჟ) ამ კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღძრას სარჩელი ბრალდებული თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით;

რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 57. პროკურორის უფლებამოსილებანი სასამართლოში

1. პროკურორი სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.

2. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაში. მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების და სხვა საკითხების განხილვაში.

4. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. იგი უფლებამოსილია: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებანი და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, განსასჯელის შერაცხაობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განსასჯელის განთავისუფლების შესახებ.

5. საკასაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს იმ საჩივრების შესახებ, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი VIII

გამომძიებელი

    მუხლი 58. გამომძიებლის სტატუსი

1. გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება.

2. წინასწარი გამოძიების წარმოებისას ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანება ან პროკურორის თანხმობა, და პასუხს აგებს მათი სრულად და დროულად ჩატარებისათვის.

3. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი და გამამართლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.

4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის წერილობითი მითითებები. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების, შემოწმების, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებებს ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა.

5. კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის. გამომძიებლის დადგენილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით დაწესებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 59. გამომძიებლის უფლებამოსილებანი

თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია:

ა) (ამოღებულია);

ბ) ჩაატაროს ამ კოდექსში აღნიშნული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;

გ) გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;

დ) პირს წარუდგინოს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ამ კოდექსის 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით;

ე) (ამოღებულია);

ვ) (ამოღებულია);

ზ) შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის ორგანოებს მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ;

თ) კანონით დადგენილი წესების დაცვით, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალება ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით;

ი) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა;

კ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, ამოსაცნობი პირის მონაწილეობა;

ლ) გამოიტანოს დადგენილება პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი;

მ) უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით და შექმნას მისი საქმიანობის ხელშემწყობი პირობები;

ნ) შეასრულოს ბრალდებულისა და დამცველის მოთხოვნები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა მის ჩატარებაში;

ო) გაათავისუფლოს არასმქონენი იურიდიული დახმარების გადასახადისაგან;

პ) გადაწყვიტოს პროცესის მონაწილეთა აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებაში აღძრული საკითხი და თავისი განმარტებები წარუდგინოს პროკურორს;

ჟ) გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები პროკურორს ან სასამართლოს;

რ) (ამოღებულია);

ს) შეწყვიტოს საქმის წარმოება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;

ტ) (ამოღებულია);

უ) გაასაჩივროს პროკურორის მითითება ზემდგომ პროკურორთან.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

     მუხლი 60. საგამოძიებო დანაყოფის უფროსი

საგამოძიებო დანაყოფის უფროსი უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს გამომძიებლებს, აკონტროლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

     მუხლი 61. წინასწარი გამოძიების ორგანოები

1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.

2. ყველა გამომძიებელს, უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობანი და მათ მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით განხორციელებული ყველა საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა.

3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, პროკურორის დავალებით უფლება აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 62. უწყებრივი და პერსონალური საგამოძიებო ქვემდებარეობა

1. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, უმაღლესი სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 332-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

61. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 190-ე, 192-ე, 193-ე, 195-ე–201-ე, 204-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.

62. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში.

63. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 377-ე–381-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებს.

64. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.

65. თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.

7. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება უფრო მძიმე დანაშაული.

8. (ამოღებულია).

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 63. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა

1. წინასწარ გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა.

2. თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული.

3. თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის.

4. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 64. გამომძიებლის დავალება

1. თუ საჭიროა ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა წარმოება სხვა რაიონში (ქალაქში), გამომძიებელს უფლება აქვს პირადად აწარმოოს ისინი ან მათი წარმოება დაავალოს შესაბამის გამომძიებელს, რომელიც ვალდებულია ეს დავალება შეასრულოს არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.

2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო დავალების შესრულების წესს განსაზღვრავს ამ სახელმწიფოსთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება.

3. გამომძიებელს უფლება აქვს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დაავალოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

თავი IX

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 65. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 66. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2269 - სსმ I, №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.183

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 - სსმ I, №24, 30.06.2000 წ., მუხ.66

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 - სსმ I, №48,16.12. 2000 წ., მუხ.138

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38

საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1337 - სსმ I, №7, 05.04.2002 წ., მუხ.37

საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3106 - სსმ I, №28,15.09.2003 წ., მუხ.204

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 67. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი X

დაზარალებული და მისი წარმომადგენელი

    მუხლი 68. პირის დაზარალებულად ცნობა

1. დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ანდა, რომელსაც ასეთი ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა.

2. იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.

3. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევა აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.

4. დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს კამათის დაწყებამდე.

6. თუ სამოქალაქო სარჩელის წარმდგენი დაზარალებული სამოქალაქო მოსარჩელედ იქნა ცნობილი, ეს აისახება განჩინებაში (დადგენილებაში) პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ ან ცალკე გამოტანილ განჩინებაში (დადგენილებაში).

7. დაზარალებული საჯარო ან კერძო-საჯარო ბრალდების საქმის გამო არის სუბსიდიური ბრალმდებელი, ხოლო კერძო ბრალდების საქმის გამო – კერძო ბრალმდებელი. დაზარალებულს სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში შეუძლია უარი თქვას კერძო ბრალდებაზე ან ბრალდების მხარდაჭერაზე.

8. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს ეს განჩინება (დადგენილება).

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 69. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებები

დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება:

ა) მიიღოს განმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ;

ბ) მისცეს ჩვენება და განმარტება;

გ) განაცხადოს აცილება;

დ) განაცხადოს შუამდგომლობანი მტკიცებულებათა გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების დროს წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ;

ე) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;

ვ) საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე და მოითხოვოს მისი შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში;

ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში;

თ) პირისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ იცოდეს მისი არსი;

ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

კ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გაეცნოს საქმის მთელ მასალას, თავისი ხარჯით გადაიღოს ასლები, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სამართალში მიცემის სტადიაზე;

მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; გამოვიდეს კამათში და გამოთქვას აზრი ბრალდების დასაბუთებულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის სახისა და ზომის, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები;

ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში – ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე;

ო) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;

პ) მისცეს ჩვენება და განმარტება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით;

ჟ) მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები;

რ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

ს) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული კუთვნილი ქონება;

ტ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მის მომსახურებაზე;

უ) განთავისუფლდეს ადვოკატ-წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ფ) პროცესის მწარმოებელ პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

 

    მუხლი 70. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის მოვალეობები

1. დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით, გულახდილად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმესთან დაკავშირებით იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ; დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წესი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში.

2. დაზარალებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ ამ კოდექსის 173-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად. დაზარალებულის გამოუცხადებლობა საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე არ აბრკოლებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.

3. დაზარალებულს ცრუ ჩვენების მიცემისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნა ამ საფუძვლით შეიძლება დაიწყოს მხოლოდ განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

4. დაზარალებულის შემოწმება, ექსპერტიზა, დაკავშირებული გაშიშვლებასთან, აგრეთვე სირცხვილის გრძნობის გამომწვევი სხვა მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 71. დაზარალებულის წარმომადგენელი

1. დაზარალებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში წარმოადგენს და იცავს ადვოკატი (ადვოკატები).

2. თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობას, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო ანაზღაურებს დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა.

3. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო, სახელმწიფო უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენლად ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში დაზარალებულისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.

4. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატ-წარმომადგენელი.

5. დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები.

6. დაზარალებულის წარმომადგენელს აქვს 69-ე მუხლში აღნიშნული უფლებები, გარდა იმავე მუხლის „ო“, „პ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა.

7. დაზარალებულის წარმომადგენელს ეკისრება 70-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დაზარალებულის მოვალეობები.

8. დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება არა აქვს იმოქმედოს დაზარალებულის ინტერესების საზიანოდ.

9. დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება, მისი თანხმობის გარეშე დაეთანმოს უარს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტაზე, პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს სარჩელის თანხა, მოურიგდეს ან შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება ან უარი თქვას მათ გასაჩივრებაზე.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XI

ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი

    მუხლი 72. პირის ეჭვმიტანილად ცნობა

1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. მას აგრეთვე უფლება აქვს ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების ასლი.

2. პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ეჭვმიტანილს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, მისი არსებობის შემთხვევაში, უქმდება, ხოლო პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება, უფლება, დაუკავშირდეს ახლობლებს, აგრეთვე ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის სხვა უფლებები.

4. ეჭვმიტანილი უნდა დაიკითხოს მისი დაკავებულთა მოთავსების ადგილზე მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

5. პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე ან, თუ ეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, მაქსიმალურად გონივრულ დროში, რათა ეჭვმიტანილს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება განახორციელოს თავისი დაცვა.

6. პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და გამომძიებლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება და გაათავისუფლოს დაკავებული.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 73. ეჭვმიტანილის უფლებები

1. ეჭვმიტანილს უფლება აქვს:

ა) პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში მისი მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლი, აგრეთვე მისი ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ დადგენილების ასლი. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7]

1) დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე, ეცნობოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი და გადაეცეს დაკავების ოქმის ასლი;

ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება;

გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურებისაგან სრული გათავისუფლებით ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად. მოცემული უფლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება შეიზღუდოს გონივრული ვადით, რის შესახებაც გამოძიების მწარმოებელმა პირმა უნდა გამოიტანოს მოტივირებული დადგენილება;

1) ჩხრეკის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოიწვიოს დამსწრე (არა უმეტეს ორისა);

ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;

ვ) დაკავებისთანავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მისი მიღებიდან 24 საათში;

ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი;

თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;

ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

კ) გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედებები და გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში – სასამართლოში;

ლ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი;

მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა უკანონო დაკავების შედეგად;

ნ) მიიღოს გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების და მოვალეობების შესახებ.

2. ეჭვმიტანილის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება გაგებულ ან განმარტებულ იქნეს მისი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 74. ეჭვმიტანილის მოვალეობები

1. ეჭვმიტანილი ვალდებულია:

ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს პროცესის მწარმოებელ ორგანოში;

ბ) ხელი არ შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, მოწმეთა და დაზარალებულთა შეგულიანებით;

გ) ხელი არ შეუშალოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შემოწმების, ექსპერტიზის, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გამოტანილ კანონიერ დადგენილებათა შესრულებას.

2. თუ ეჭვმიტანილი არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება.

    მუხლი 75. პირის ბრალდებულად ცნობა

1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.

2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.

3. (ამოღებულია).

4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა იგი ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას, ანდა მას იცავდა იმუნიტეტი.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 76. ბრალდებულის უფლებები

1. ბრალდებულს უფლება აქვს ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს დაცვისათვის.

2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი დადგენილების ასლი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ბრალდებულს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის დამცველს.

3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი, გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას, განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას; მოითხოვოს დაპირისპირება იმ პირთან, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; წინასწარი გამოძიების დამთავრების, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დროს, დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, ამასთან, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 77. ბრალდებულის მოვალეობები

ბრალდებულს ეკისრება ისეთივე მოვალეობები, როგორიც ეჭვმიტანილს (74-ე მუხლი). თუ მან ბრალდების წაყენების მომენტიდან ისინი არ შეასრულა, ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებები.

    მუხლი 78. დამცველი

1. დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ დახმარებას.

2. დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა.

3. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს შეზღუდოს ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამცველის არჩევაში.

4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება დაშვებულ იქნენ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, დამცველებად შეიძლება დაშვებულ იქნენ უცხოელი ადვოკატები.

6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე ან დანიშნულ დამცველზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლის ან ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ დამცველის შეცვლა ანდა ახალი დამცველის მოწვევა მიზნად არ ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 79. დაცვა შეთანხმებით

ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, მათ ნათესავებს, სხვა პირებს შეუძლიათ ადვოკატთან დადონ შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ. შეთანხმების პირობებს მხარეები განსაზღვრავენ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაცვა მიღებულად ითვლება და ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე არასაპატიო მიზეზით.

    მუხლი 80. დაცვა დანიშვნით

1. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს მათი თანხმობით სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს დამცველი – ადვოკატი, თუ ისინი არასმქონენი არიან, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.

2. დაცვა დანიშვნით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს დადგენილ განაკვეთზე ნაკლები.

3. დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს არ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით.

4. სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, აგრეთვე ადვოკატთა კოლეგიასა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებას უფლება აქვთ ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაათავისუფლონ დაცვის საფასურისაგან სხვა შემთხვევაშიც, რომელიც ამ მუხლში არ არის აღნიშნული. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დამცველის საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო კისრულობს მისი შრომის ანაზღაურების მთელ ხარჯებს.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 81. იძულებითი დაცვა

1. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, ხოლო თუ პირს ენიშნება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება – ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ:

ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია;

ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას;

გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;

დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ე) პირი გაიგზავნა სტაციონარულ სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე;

ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი;

ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი;

თ) ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე.

2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი კვირის ვადაში დანიშნონ დამცველი. თუ თანამდებობის პირი ან რეკეტირი ამ ვადაში არ დანიშნავენ დამცველს, თანამდებობის პირს ან რეკეტირს დამცველი დაენიშნება სავალდებულო წესით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 82. დამცველის დაშვება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის

სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი პროცესის მწარმოებელ ორგანოს წარუდგენს ადვოკატთა კოლეგიის, ფირმის, ბიუროს ორდერსა და თავის მოწმობას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 83. დამცველის მოწვევისა და შეცვლის შესახებ მოთხოვნათა გადაწყვეტა

1. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და მოსაწვევად.

2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა შესაძლებლობა, დაკავების მომენტიდან 6 საათის ვადაში შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაუნიშნონ მას დამცველი.

3. გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა ადვოკატთა გაერთიანებებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.

4. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება.

5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი მონაწილეობას ვერ იღებს სისხლის სამართლის პროცესში ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა საპატიო მიზეზის გამო, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია გადადოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, ან გადადოს სასამართლო განხილვა, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო ბრალდებულსა და განსასჯელს სთავაზობს მოიწვიოს სხვა დამცველი, ხოლო უარის ან დადგენილ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძახებს დამცველს დანიშვნით.

6. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე.

7. დამცველის შეცვლა ან ახალი დამცველის მოწვევა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე ან ახალი დამცველის მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს პროკურორის თანხმობით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება).

8. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის მხარის მიერ მოწვეული დამცველის რაოდენობა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ შეიძლება შეზღუდოს გონივრულ ფარგლებში, თუ შეზღუდვა მიზნად ისახავს პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან აცილებას. იმავდროულად მხარისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით მინიჭებული დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 84. დამცველის უფლება-მოვალეობანი

1. დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ანდა ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას, და უნდა გაუწიოს მას საჭირო იურიდიული დახმარება.

2. დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ.

3. დამცველს უფლება აქვს:

ა) იცოდეს ეჭვისა და ბრალდების არსი;

ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფს ბრალდებას ან ამსუბუქებს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას;

დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებაში და მის დაკითხვებში;

ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაქციოს ამ უფლებათა დარღვევას;

ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს;

ზ) მოითხოვოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;

თ) განაცხადოს აცილება;

ი) განაცხადოს შუამდგომლობა;

კ) გაეცნოს ეჭვმიტანილის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას, ჩვენებას, ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებას, დაკავების ოქმს და ამოიწეროს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეეხება მისი დასაცავი პირის ინტერესებს;

ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას;

მ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით – გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და დადგენილება, რომლებიც, მისი აზრით, არღვევს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას;

ნ) გამოვიდეს სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ, აგრეთვე ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვისას;

ო) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დროს, გაეცნოს საქმის ყველა მასალას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო აქტის ასლი;

პ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი;

ჟ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები;

რ) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს);

ს) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი;

ტ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას სასამართლოსა და ბრალდების მხარის მოქმედებებზე, რომლებიც, მისი აზრით, უკანონოა, და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში;

უ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის;

ფ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას;

ქ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

31. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა დამცველს ეძლევა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.

4. დამცველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, დაზარალებულთა, მოწმეთა შეგულიანებითა და სხვა უკანონო მოქმედებით; დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილას და სასამართლოში; დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს; პატივი სცეს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს; დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც დათქმულ დროს დამცველი არ ცხადდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, პროცესის მწარმოებელ ორგანოს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

თავი XII

სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები

    მუხლი 85. სამოქალაქო მოსარჩელე

სამოქალაქო მოსარჩელეა პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა ამ ზიანის ანაზღაურების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით და რომელიც სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით). 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა პროკურორი. იურიდიული პირი ან ორგანიზაცია სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ ის მოითხოვს ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებას. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა გარდაცვლილი დაზარალებულის მემკვიდრე და ლიკვიდირებული იურიდიული პირის ან ორგანიზაციის უფლებამონაცვლე.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 86. სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობანი

1. სამოქალაქო მოსარჩელეს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების განმარტება;

ბ) იცოდეს ბრალდების არსი;

გ) იყოლიოს წარმომადგენელი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში;

დ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;

ე) განაცხადოს აცილება;

ვ) განაცხადოს შუამდგომლობა;

ზ) მოითხოვოს სარჩელის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება;

თ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, დაუსვას შეკითხვები დასაკითხ პირს, მოითხოვოს, ოქმში შეიტანონ სარჩელის დამადასტურებელი მონაცემები და სხვა საწინააღმდეგო მოსაზრებები გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებაზე;

ი) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და აქტები;

კ) არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვოს გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში გამოძახების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

ლ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისას, გაეცნოს საქმის მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ცნობები სამოქალაქო სარჩელის ნაწილში;

მ) მისცეს განმარტება წარდგენილი სარჩელის გამო, საჭიროების შემთხვევაში კი მოითხოვოს მოწმედ დაკითხვა;

ნ) მონაწილეობა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაში, ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, გამოვიდეს სასამართლო კამათში, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, მისცეს განმარტება და დაიცვას თავისი ინტერესები სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში;

ო) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და საჭიროებისამებრ გამოთქვას მასზე შენიშვნები;

პ) გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე;

ჟ) უარი თქვას სარჩელზე ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოპასუხესთან.

2. სამოქალაქო მოსარჩელე ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს იმ ორგანოს გამოძახებით, რომელიც პროცესს აწარმოებს;

ბ) წარუდგინოს სასარჩელო განცხადების ასლები სამოქალაქო მოპასუხეს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს;

გ) დაემორჩილოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს, პატივი სცეს სასამართლოსა და მხარეებს, დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 87. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი

1. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოსარჩელის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს.

2. სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელის ადვოკატ-წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოსარჩელის თანხმობა 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 88. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი

1. წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე. წარმომადგენელს უფლება არა აქვს დაიკავოს პოზიცია, რომელსაც მარწმუნებელი არ ეთანხმება. წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.

2. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, რომლებიც აღნიშნულია 86-ე მუხლის პირველ ნაწილში, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „გ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა.

3. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს ეკისრება 86-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მოვალეობები.

    მუხლი 89. სამოქალაქო მოპასუხე

1. სამოქალაქო მოპასუხეა პირი, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა იმ ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც სხვა პირს მიადგა დანაშაულის ან იმ პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება და რომელიც დაშვებულია სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).

2. სამოქალაქო მოპასუხედ შეიძლება ცნობილ იქნეს 36-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა ორგანიზაცია.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 90. სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობანი

1. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე უფლებები აქვს, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულის გარდა). სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოსარჩელესთან, რაც გამორიცხავს სარჩელის გამო შემდგომ წარმოებას.

2. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე საპროცესო მოვალეობები ეკისრება, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულის გარდა).

3. პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ და მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე სამოქალაქო მოსარჩელის მტკიცებათა უარყოფის ტვირთი ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 91. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი

1. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოპასუხის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს. თუ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილია ბრალდებული, წარმომადგენლის ფუნქციები სამოქალაქო სარჩელის განხილვისას შეიძლება დაეკისროს დამცველს.

2. სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოპასუხის ადვოკატ-წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოპასუხის თანხმობა სარჩელის სრული ან ნაწილობრივი ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 92. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი

1. წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოპასუხის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე. წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.

2. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, გარდა 86-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სარჩელის ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხის გადაწყვეტისა.

3. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს ეკისრება იგივე საპროცესო მოვალეობები, რაც სამოქალაქო მოპასუხეს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

თავი XIII

სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი

    მუხლი 93. მოწმე

1. მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები.

2. მოწმის გამოძახებისა და დაკითხვის წესი განსაზღვრულია 295–308-ე მუხლებით.

    მუხლი 94. მოწმის უფლება-მოვალეობანი

1. მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.

2. თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ 176-ე მუხლით დადგენილი წესით. გამოუცხადებლობის, თავმჯდომარის განკარგულებათა შეუსრულებლობის, საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე (208-ე მუხლი).

3. ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-371-ე მუხლებით, ამასთან, მოწმე არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება თავისი ან მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

4. მოწმეს უფლება აქვს: იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ჩვენება მისცეს მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; აცილება მისცეს თარჯიმანს; საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს თავისი ჩვენება; გაეცნოს დაკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, სადაც ჩაწერილია მისი ჩვენება, და მოითხოვოს მასში დამატებების, ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა, ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით; ამ კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზისას ისარგებლოს 366-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით; გამომძიებლის უკანონო მოქმედება გაასაჩივროს პროკურორთან, არ მისცეს ჩვენება, რომელიც ამხელს მას ან მის ახლო ნათესავებს დანაშაულის ჩადენაში; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გაეცნოს ოქმს და გააკეთოს განცხადებები, რომლებიც ოქმში შეიტანება.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 95. პირი, რომელიც არ არის ვალდებული იყოს მოწმე

1. მოწმედ დაკითხვის ვალდებულება არ ეკისრებათ:

ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან იმ პირის წარმომადგენელს, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

გ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

დ) ადვოკატს, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

ე) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;

ვ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ახლო ნათესავს – თუ იგი არ დათანხმდება მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ;

ზ) სახალხო დამცველს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;

თ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს ამომრჩევლებმა;

ი) მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებას;

კ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

2. მოწმედ არ შეიძლება დაიკითხოს პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

3. გამომძიებელს, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლონ:

ა) ექიმი, მედიცინის და, მეანი, ფარმაცევტი, სხვა სამედიცინო მუშაკი, თუ მათ პროფესიულად ევალებათ საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;

ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;

გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

მუხლი 96. ექსპერტი

1. ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში და რომელიც გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ, ბრალდებულმა, დამცველმა, დაზარალებულმა დანიშნა სპეციალური გამოკვლევის ჩასატარებლად და სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გარემოებათა შესახებ დასკვნის შესადგენად.

2. ექსპერტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა, მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში ან აქვს ლიცენზია.

3. ექსპერტის გამოძახება, დანიშვნა და ექსპერტიზის ჩატარება ხდება 356–374-ე მუხლებით დადგენილი წესით.

4. სამართლებრივ საკითხთა გადასაწყვეტად ექსპერტიზა არ ტარდება.

5. ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა სპეციალური ცოდნა გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს.

6. ექსპერტის დასკვნის მოპოვების უფლება აქვს მხარესაც. ამ შემთხვევაში მხარე ექსპერტის დასკვნას წარუდგენს გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს და მოითხოვს მის მონაწილეობას საქმის შემდგომ წარმოებაში. დაცვის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას სახელმწიფო არ ანაზღაურებს. ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, მხარეს უნდა წარუდგინოს ნივთიერი მტკიცებულებანი და საექსპერტო გამოკვლევის სხვა ობიექტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უნდა გადაეცეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტს. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საექსპერტო კომისიის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდეს მის მიერ შეთავაზებული ექსპერტი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 97. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი

1. ექსპერტი ვალდებულია:

ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;

ბ) მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას ან სასამართლო განხილვის დროს;

გ) მისცეს დასაბუთებული და ობიექტური წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე;

დ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას და დააბრუნოს კვლევის ობიექტები;

ე) პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა;

ვ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი.

2. ყალბი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.

3. ექსპერტს უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ექსპერტიზისათვის საჭირო საქმის მასალებს და ამოიწეროს საჭირო ცნობები ან გადაიღოს ასლები;

ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა;

გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე ან ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;

დ) გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება;

ე) სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ მტკიცებულებათა კვლევაში და სასამართლოს ნებართვით შეკითხვები დაუსვას დასაკითხ პირებს;

ვ) ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც, რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები;

ზ) შეადგინოს დასკვნა და მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

თ) გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო პროკურორის მოქმედება – ზემდგომ პროკურორთან;

ი) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხება, და მოითხოვოს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

კ) გააკეთოს განცხადება მისი დასკვნის არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 98. სპეციალისტი

1. სპეციალისტი საჭირო დახმარებას უწევს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, დამაგრებასა და დემონსტრირებაში. სპეციალისტად შეიძლება გამოიძახონ კრიმინალისტი, ექიმი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა და ჩვევები.

2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს ტექნიკური აპარატურის (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფოტო- და კინოგადასაღები, სხვა აპარატები) გამოყენების მიზნით შეიძლება გამოიძახონ სპეციალისტ-ოპერატორი.

3. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს. საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში სპეციალისტის მონაწილეობის წესი გათვალისწინებულია ამ კოდექსის 99-ე მუხლით.

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

     მუხლი 99. სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი

1. სპეციალისტი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში; გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებები, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება მტკიცებულებათა აღმოჩენისა და დამაგრებისათვის; გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს ყურადღება მიაპყროს გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, მისცეს განმარტებანი მის მიერ შესრულებულ მოქმედებათა გამო; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.

2. თუ სპეციალისტი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. სპეციალისტს უფლება აქვს: იცოდეს, რა მიზნით გამოიძახეს იგი; უარი განაცხადოს საქმეში მონაწილეობაზე, თუ არ გააჩნია სათანადო ცოდნა; ოქმში შესატანად გააკეთოს განცხადება და შენიშვნა იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომლის ჩატარებაშიც იგი მონაწილეობდა; გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვით შეკითხვები დაუსვას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში მონაწილე პირებს; გაეცნოს საგამოძიებო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმებს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 100. თარჯიმანი

1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:

ა) გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ (მოსამართლეებმა) არ იციან ან სათანადოდ არ იციან ენა, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას;

ბ) ბრალდებულმა, ეჭვმიტანილმა, დამცველმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ, მათმა წარმომადგენლებმა, პროცესის სხვა მონაწილეებმა არ იციან ან სათანადოდ არ იციან სისხლის სამართლის პროცესის ენა;

გ) საჭიროა მეორე ენიდან ითარგმნოს ესა თუ ის წერილობითი ტექსტი.

2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

3. წესები, რომლებიც ეხება თარჯიმანს, ვრცელდება იმ პირზედაც, რომელსაც ესმის ყრუ-მუნჯთა ნიშნები და რომელიც მოწვეულია სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის.

31. თუ საქმის რამდენიმე მონაწილეს სჭირდება თარჯიმანი და ისინი სათანადოდ ფლობენ ერთსა და იმავე ენას, ამ კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება შეუძლია ერთ თარჯიმანს.

4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება არა აქვთ შეასრულონ თარჯიმნის მოვალეობანი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 101. თარჯიმნის უფლება-მოვალეობანი

1. თარჯიმანი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი; ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და სასამართლო სხდომის ოქმში, აგრეთვე სხვა საპროცესო დოკუმენტებში, რომლებიც პროცესის მონაწილეს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან იმ ენაზე თარგმნილი, რომელიც მან იცის; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.

2. თუ თარჯიმანი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით. არასწორი თარგმანისათვის თარჯიმანი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.

3. თარჯიმანს უფლება აქვს: თარგმანის დასაზუსტებლად დაუსვას შეკითხვები პროცესის მონაწილეებს; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს, გამოთქვას შენიშვნები, რომლებიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; უარი თქვას საქმის წარმოებაში მონაწილეობაზე, თუ თარგმნისათვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 102. დამსწრე

1. დამსწრე მოიწვევა ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების ფაქტის, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დამსწრის მოწვევის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით განუმარტოს ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ პირებს.

2. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთი საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენება.

3. ჩხრეკის ან/და ამოღებისას პირს, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი, მაგრამ შეიძლება შეეხოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება, უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოიწვიოს დამსწრე.

4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია დამსწრის გარეშე, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ეჭვმიტანილი და ბრალდებული სარგებლობენ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული უფლებით, რის თაობაზე გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნავს საგამოძიებო მოქმედების ოქმში.

5. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოწვეულ პირს საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაში დამსწრედ მონაწილეობაზე.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 103. დამსწრის უფლება-მოვალეობანი

1. დამსწრე ვალდებულია: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები.

2. თუ დამსწრე უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. დამსწრე შეიძლება დაიკითხოს, როგორც მოწმე, იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებულ გარემოებათა შესახებ, რომელშიც იგი მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში მას აქვს მოწმის უფლება-მოვალეობები.

4. დამსწრეს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების გამო და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 104. პროცესის მონაწილისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება

1. ეჭვმიტანილად (თუ იგი დაკავებული არ არის), ბრალდებულად (თუ იგი დაპატიმრებული არ არის), დაზარალებულად ან მის წარმომადგენლად, მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, დამსწრედ გამოძახებულ პირს უნარჩუნდება საშუალო ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ დროის განმავლობაში, რომელიც მან მოახმარა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებას. თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე (გარდა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისა), მას ეძლევა გასამრჯელო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან მოცდენისათვის. გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

2. სპეციალური საექსპერტო დაწესებულება (ექსპერტი), სპეციალისტი (შესაბამისი დაწესებულება, სადაც სპეციალისტი მუშაობს) და თარჯიმანი იღებენ გასამრჯელოს თავიანთი მოვალეობების შესრულებისათვის და კომპენსაციას იმ დანახარჯებისათვის, რომლებიც მათ გასწიეს ამ მოვალეობათა შესასრულებლად.

3. გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო სახსრებიდან კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტიზისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოებს სახელმწიფო სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XIV

სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი. აცილება. პროცესის მონაწილეთა დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 105. საქმეში მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი

1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:

ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით;

ბ) საქმე არ არის ამ პროკურორის ან გამომძიებლის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი;

გ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი;

დ) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს;

ე) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან;

ვ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2. მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში, როგორც გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი.

3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა გამომძიებლის და პროკურორის მოქმედებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვაში, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში ან ამ კოდექსის 140-ე და 292-ე მუხლებში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში, პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვაში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში.

4. პროკურორის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მის შემდგომ მონაწილეობას.

5. გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მის მიერ იქნა გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, თუ ამას განჩინებით (დადგენილებით) აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო (მოსამართლე), ან თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე ამავე საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები

1. ექსპერტს (გარდა ამ კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან სპეციალისტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.

2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებული უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა.

3. ექსპერტად ან სპეციალისტად საქმეში მონაწილეობის უფლება არა აქვს პირს, რომელიც ატარებდა რევიზიას ან სხვა უწყებრივ შემოწმებას აღნიშნულ საქმეზე.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 107. საქმეში დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლების მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი

დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:

ა) იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე;

ბ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობდა ან მონაწილეობს ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში, ანდა პირთან, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება პროცესის იმ მონაწილის ინტერესებს და რომელმაც მასთან დადო შეთანხმება იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;

გ) მას უკავია მოსამართლის, პროკურორის ან გამომძიებლის თანამდებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი შრომისუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელია, ანდა როცა დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს, ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ და ის ამ დაწესებულების წარმომადგენლად გამოდის;

დ) იგი იურიდიულ დახმარებას უწევს ან წინათ უწევდა პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის ინტერესებს, რომლის წარმომადგენელიც ის არის;

ე) დასაცავი პირი (მარწმუნებელი) უარს ამბობს დაცვაზე (წარმომადგენლობაზე) და უარი მიღებულია.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 108. აცილებისა და თვითაცილების განცხადებისა და გადაწყვეტის წესი

1. თუ არსებობს ამ კოდექსის 105-ე–107-ე მუხლებში აღნიშნული გარემოებები, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლები, ექსპერტი, სპეციალისტი ან თარჯიმანი ვალდებულნი არიან განაცხადონ თვითაცილება. თუ მათ ეს არ განუცხადებიათ, მათ აცილება შეიძლება მისცენ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დამცველმა, აგრეთვე დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, ხოლო სასამართლო სხდომაზე – სახელმწიფო ბრალმდებელმაც. პირებს, რომლებიც პროცესს აწარმოებენ, უფლება აქვთ აცილება მისცენ ერთმანეთს.

2. განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.

3. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს მისცეს განმარტება.

4. მოსამართლის აცილების საკითხს წყვეტენ დანარჩენი მოსამართლეები იმ მოსამართლის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. საკითხს აცილების შესახებ, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას ან სასამართლოს მთელ შემადგენლობას ანდა სასამართლო სხდომის მდივანს მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უბრალო უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს თვით საქმის განმხილველი მოსამართლე. აცილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აცილება მისცეს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, სადაც არ არის სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადაუგზავნის საოლქო სასამართლოს.

5. საქმის წინასწარი გამოძიებისას პროკურორისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს ზემდგომი პროკურორი, საქმის სასამართლოში განხილვისას – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.

6. გამომძიებლის აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, როგორც საპროცესო ხელმძღვანელი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.

7. ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.

8. (ამოღებულია).

9. წინასწარი გამოძიებისას განცხადებული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი 24 საათის განმავლობაში. თუ აცილება განცხადებულია სასამართლო სხდომაზე, საკითხი წყდება დაუყოვნებლივ სათათბირო ოთახში.

10. განცხადებული აცილების საკითხზე პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

11. ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მთელი შემადგენლობა, საქმე იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცემა შესაბამისად საოლქო სასამართლოს ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.

12. ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა საოლქო სასამართლოს ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 109. პროცესის მონაწილეთა დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან

1. მოსამართლეს, პროკურორს, გამომძიებელს, მოწმეს და დაზარალებულს უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ სახელმწიფო იცავდეს საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მათ, მათი ოჯახების წევრებისა და ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივს, ღირსებასა და ქონებას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. თუ არსებობს მონაცემი ასეთი ხელყოფის შესახებ, მათ ეს უნდა შეატყობინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, რომელიც ვალდებულია მიიღოს ზომები ამ პირთა დასაცავად.

2. დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტს, ბრალდებულსა თუ პროცესის სხვა მონაწილეს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს პირს ან ორგანოს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, მისი, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის შესახებ, თუ მათ წინააღმდეგ ჩადენილია უკანონო ქმედება, ანდა არსებობს მისი ჩადენის რეალური საფრთხე სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული განცხადების დადასტურების შემთხვევაში პირს ან ორგანოს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პროცესის მონაწილის სახელმწიფო დაცვის შესახებ და უგზავნის მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გაატარონ ამ პირის დაცვის ღონისძიებები. თუ ამ ღონისძიებებს არ გაატარებენ ან დააყოვნებენ მათ გატარებას, დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიტანოს საჩივარი სასამართლოში და მოითხოვოს აღნიშნული მიზეზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაცვის კონკრეტულ ღონისძიებათა შერჩევა განეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კომპეტენციას.

4. პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება დაცვის ღონისძიების გატარების შესახებ, არ თავისუფლდება მოვალეობისაგან მისცეს ჩვენება წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში, უპასუხოს შეკითხვებს და მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულთან დაპირისპირებაში.

5. თუ პირი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოს საიდუმლო თანამშრომელი, ანდა ცნობების მიმწოდებელი, მისი განსაიდუმლოება შეიძლება მაშინ, როცა დაცვა ამტკიცებს, რომ მისი ვინაობის გამჟღავნება შესაძლებელს გახდის დამტკიცდეს მის მიერ მიცემული ჩვენების სიყალბე და ბრალდებულის უდანაშაულობა. ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმა იწვევს საიდუმლო თანამშრომლის ან ცნობების მიმწოდებლის ჩვენებათა მტკიცებულებად დაუშვებლობის აღიარებას.

6. დაცვის ღონისძიება გამოიყენება, როგორც წესი, ამ მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული პირის მიერ ჩვენების მიცემის შემდეგ. ისეთი ღონისძიების შესახებ, როგორიცაა სახელისა და გვარის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან გარეგნობის შეცვლა, სხვა ადგილას გადასახლება, სხვა სამუშაოზე მოწყობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეატყობინოს პირს ან ორგანოს, რომელმაც გამოიტანა დადგენილება (განჩინება) პროცესის მონაწილის დაცვის ღონისძიების გატარების შესახებ.

7. თუ აღარ არსებობს ხელყოფის საფრთხე, დაცვის ღონისძიების დამნიშვნელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით) ეს ღონისძიება უქმდება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

კარი მესამე

მტკიცებულებანი და მტკიცება

თავი XV

მტკიცებულებანი და მტკიცების საგანი

    მუხლი 110. მტკიცებულების ცნება

1. მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.

2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებია:

ა) ეჭვმიტანილის ჩვენება;

ბ) ბრალდებულის ჩვენება;

გ) განსასჯელის ჩვენება;

დ) დაზარალებულის ჩვენება;

ე) მოწმის ჩვენება;

ვ) ექსპერტის დასკვნა;

ზ) ნივთიერი მტკიცებულებანი;

თ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები;

ი) სხვა დოკუმენტები;

კ) ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას. ამ შემთხვევაში ფარული გადაღების მწარმოებელი პირი დაკითხული უნდა იქნეს სასამართლოში მოწმის სახით ფარული ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით.

21. სისხლის სამართლის პროცესში პირის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად დასაშვებია ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერი, თუ იგი დაფიქსირებულია:

ა) ფარულად იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო დანაშაული და რომელიც არის საუბრის ან ქმედების მონაწილე;

ბ) ტექნიკური საშუალებით შემთხვევით, რაც ასახავს განხორციელებულ ქმედებას.

22. ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება სასამართლო გადაწყვეტილებით.

3. მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები უნდა დაერთოს საქმეს. ისინი უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს მეორე მხარემ, აგრეთვე ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს. მხოლოდ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სასამართლო კამათსა და სასამართლო განაჩენში.

4. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით მიღებული მონაცემები შეიძლება გახდეს ამა თუ იმ საპროცესო წყაროს ცნობისა და ფაქტის (დოკუმენტის გარდა) შინაარსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება როგორც მტკიცებულებები.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 111. დაუშვებელი მტკიცებულება

1. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია:

ა) იმ თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი არ არის შეკრიბოს მტკიცებულებანი ამ საქმეზე;

ბ) კანონით გაუთვალისწინებელი წყაროდან;

გ) კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით;

დ) პირისაგან, რომელმაც დაარღვია კანონი ან რომელსაც არ შეუძლია მიუთითოს, რა წყაროდან, სად, როდის და როგორ გამოვლინდა მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები.

2. ბრალდების მტკიცებულებათა დასაშვებობისა და დაცვის მტკიცებულებათა დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

3. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).

4. დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულება ამოიღება სისხლის სამართლის საქმიდან და ინახება პროცესის მწარმოებელი ორგანოს კანცელარიაში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადის განმავლობაში.

5. დაუშვებლად მიჩნეული ბრალდების მტკიცებულება შეიძლება დაშვებულ იქნეს დაცვის შუამდგომლობით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 112. გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სისხლის სამართლის საქმეზე

სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დამტკიცდეს:

ა) ბრალდებულის ან სხვა პირის მოქმედება ან უმოქმედობა;

ბ) მოქმედების (უმოქმედობის) მართლსაწინააღმდეგო ხასიათი;

გ) ბრალი;

დ) გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას;

ე) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ხასიათი და ოდენობა.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 113. გარემოებები, რომლებიც დგინდება მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე. პრეიუდიციები

1. მტკიცებულებათა წარმოდგენისა და გამოკვლევის გარეშე მიიღება:

ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები;

ბ) ადრე ნასამართლობაზე განაჩენის ასლი, თუ არც ერთი მხარე და არც პროცესის მწარმოებელი ორგანო ამ ფაქტს საეჭვოდ არ ხდიან და არ მოითხოვენ მის შემოწმებას.

2. მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ:

ა) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას;

ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას.

3. პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში გამომძიებელსა და პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად. ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე საქმესთან ერთად იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ან ცვლის ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XVI

მტკიცებულებათა სახეები

    მუხლი 114. ეჭვმიტანილის ჩვენება

1. ეჭვმიტანილის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს მის მიმართ არსებულ ეჭვს, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ.

2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება.

    მუხლი 115. ბრალდებულის ჩვენება

1. ბრალდებულის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს ბრალდებას, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილ სხვა გარემოებათა შესახებ.

2. ბრალდებულს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება.

3. ბრალდებულის მიერ უარის თქმა ჩვენების მიცემაზე ან ცრუ ჩვენების მიცემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

4. ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებასა და გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს, თუ ბრალის აღიარება დამტკიცებული არ არის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

    მუხლი 116. დაზარალებულის ჩვენება

დაზარალებულის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე შეტყობინება ეჭვმიტანილთან (ბრალდებულთან) ურთიერთობის შესახებ. დაზარალებულის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები.

    მუხლი 117. მოწმის ჩვენება

1. მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვნების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.

2. თუ მოწმის მიერ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მიცემულ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა მოცემული ჩვენებების ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 118. ჩვენების ზეპირი და წერილობითი ფორმა

1. ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ჩვენებას აყალიბებს ზეპირად. ჩვენება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ ეს პირი და პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირი. ოქმს უნდა დაერთოს ჩვენების ფონოგრამა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი ჩვენებები დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას.

3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ დასაკითხ პირს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენების შესაბამისი ნაწილი ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 119. ჩვენების ძალდაუტანლობა

ჩვენება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ძალდაუტანებლად. ჩვენების მისაღებად ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, მოტყუების, დაპირების, შანტაჟის, დაყოლიების გამოყენება აკრძალულია. ასეთი ხერხით მიღებული მტკიცებულება დაუშვებელია.

    მუხლი 120. ექსპერტის დასკვნა

1. ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს.

2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას.

3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკა, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.

4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს როგორც ნივთიერი მტკიცებულებანი.

5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო.

6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების არასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება, და ამ აქტს ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვს ამისათვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს, რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს ასეთი ექსპერტიზა.

7. თუ საჭირო არ არის დამატებითი და ახალი გამოკვლევის ჩატარება, ექსპერტის ჩვენება განმარტავს და ავსებს მის დასკვნას.

    მუხლი 121. ნივთიერი მტკიცებულება

1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი თვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.

2. ნივთიერი მტკიცებულებაა დანაშაულის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი ან მასზე დარჩენილი დანაშაულის კვალი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა, აგრეთვე ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულის აღმოჩენის, დანაშაულის ჩამდენის დადგენის ან ბრალდების უარყოფის საშუალება.

3. შედარებითი კვლევის ნიმუში არის შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულება.

4. საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, – გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში.

41. ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება ტარდება დამსწრის თანდასწრებით, თუ ის მოწვეულია. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება ხდება იმ დამსწრის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ნივთიერი მტკიცებულების ამოღებასა და დალუქვას. დამსწრეს იძახებს პროკურორი ან გამომძიებელი. თუ დამსწრე არ გამოცხადდება, პროკურორი ან გამომძიებელი ადგენს ოქმს და უფლებამოსილია განახორციელოს ნივთიერ მტკიცებულებაზე ლუქის მოხსნა და მოცემული მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება და ხელახლა დალუქვა მის გარეშე.

5. ნივთიერი მტკიცებულება დაუშვებლად ითვლება, თუ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 122. ნივთიერი მტკიცებულების შენახვა

1. ნივთიერ მტკიცებულებას ინახავს პროცესის მწარმოებელი ორგანო ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვასა და მისი თვისებების შეცვლას.

2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება ან მესაკუთრესა თუ მფლობელს არ უბრუნდება, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში სახელმწიფო ბანკის დაწესებულებებში უნდა ინახებოდეს ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, საქართველოს ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული საგნები ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, თუ მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მათ ინდივიდუალურ ნიშნებს.

5. დიდგაბარიტიანი საგანი შეიძლება დარჩეს მის მფლობელთან ანდა ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთან, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ საგნის დაცვაზე.

6. ექსპერტიზისათვის გასაგზავნი საგნები უნდა იყოს დალუქული, რაც დადასტურებული უნდა იქნეს გამომძიებლისა და ამ კოდექსის 121-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსწრის ხელმოწერით. ექსპერტისაგან მიღებული საგნები უნდა იყოს დალუქული ექსპერტის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით. იგივე წესები უნდა იქნეს დაცული ნივთიერ მტკიცებულებათა ფოსტით გაგზავნისა და მიღების დროს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 123. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ საქმის წარმოების დამთავრებამდე

1. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს: მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ პირუტყვს, ფრინველს, სხვა შინაურ ცხოველებს, სატრანსპორტო საშუალებებს, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული.

11. თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას – საგანს, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმისმწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ასეთი პირი ცნობილია, დაიბრუნოს კუთვნილი საგანი. საქმისმწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე მესაკუთრის (მფლობელის) ხელის მოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისად ოჯახის წევრის ანდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას. თუ მესაკუთრე (მფლობელი) აღნიშნულ ვადაში არ დაიბრუნებს თავის კუთვნილ საგანს, საქმისმწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს მის შენახვას არა უმეტეს 3 თვისა. ასეთ შემთხვევაში თუ საგნის მესაკუთრე (მფლობელი) გადაწყვეტს საგნის დაბრუნებას, იგი ცენტრალურ ბიუჯეტში იხდის საგნის შენახვისა და მოვლის ხარჯებს, რომელთა დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საბაზრო ღირებულების 1%-ს. საგნის შეფასებას ახორციელებს ექსპერტი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საგანი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და მისი განკარგვა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, არ არსებობს მისი კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს შესაბამის ორგანიზაციას გამოსაყენებლად, შესანახად, მოსავლელად ან უნდა განხორციელდეს მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123

    მუხლი 124. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ საქმის წარმოების დამთავრების დროს

1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ან დადგენილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:

ა) თუ დანაშაულის იარაღს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;

ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, ნადგურდება;

გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით, მას გადაეცემა;

დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტს;

ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. თუ ნივთი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მასზე ვრცელდება ამ კოდექსის 123-ე მუხლის 11 ნაწილით დადგენილი წესი.

2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, საპროცესო კონფისკაცია და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გამომძიებელმა წარადგინა.

3. ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი მტკიცებულება.

4. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულის ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 125. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები

1. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებებია ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით შედგენილი საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები.

2. ოქმი, რომელიც ჩვენებას აფიქსირებს, არ გამორიცხავს ჩვენების მიმცემ პირთა გამოძახებისა და დაკითხვის შესაძლებლობას.

3. საპროცესო გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა მითითება ჩვენებასა და კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან ამოკრებილ სხვა ცნობებზე.

    მუხლი 126. სხვა დოკუმენტები

1. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭირო ცნობებს. დოკუმენტი შეიძლება მომდინარეობდეს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისაგან.

2. დოკუმენტად ითვლება წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, ანდა ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუკი დაცულია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. დოკუმენტს აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა, თუ ცნობილია მისი წარმომავლობის წყარო და შესაძლებელია მისი უტყუარობის შემოწმება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით.

3. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებაც, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისებები აქვს.

4. თუ ამოღებული და საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვის, ანგარიშგებისა და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად, თუ ეს საქმისათვის საზიანო არ იქნება.

თავი XVII

მტკიცება

    მუხლი 127. მტკიცების პროცესის შემადგენელი ნაწილები

1. მტკიცება არის მტკიცებულებათა შეკრების, საპროცესო დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

2. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, მტკიცებას ახორციელებს მხარეთა აქტიური მონაწილეობით.

    მუხლი 128. მტკიცებულებათა შეკრება

1. მტკიცებულებათა შეკრება ხდება წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის, სააპელაციო წარმოებისა და განაჩენის აღსრულების პროცესში.

2. საკასაციო წარმოების სტადიაზე წარდგენილი ან გამოთხოვილი დამატებითი მასალა, რომელიც არ არის მტკიცებულება, თავისთავად ან საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება გახდეს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლის საფუძველი.

3. სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით, აგრეთვე პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ: მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით დაკითხვის, დასკვნის მიცემის მიზნით ექსპერტად გამოიძახონ ნებისმიერი პირი; ჩაატარონ დათვალიერება, შემოწმება, სხვა საგამოძიებო მოქმედება; საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, კერძო პირს მოსთხოვონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნებისა და დოკუმენტების წარმოდგენა.

4. სასამართლო განხილვისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე მტკიცებულებათა შეკრება სასამართლოს შეუძლია დაავალოს გამომძიებელს ან პროკურორს, თუ ამისათვის საჭიროა ჩხრეკა, ამოღება, გვამის ექსჰუმაცია ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებაც სასამართლო სხდომაზე ვერ ხერხდება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 129. მხარეების მიერ მტკიცებულებათა შეკრება და წარდგენა

1. დამცველს, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს უფლება აქვთ: შეაგროვონ მათ მარწმუნებელ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საჭირო ცნობები, მათ შორის, გამოავლინონ და შეკითხვები დაუსვან კერძო პირს, რომელიც ჯერ კიდევ ოფიციალურად დაკითხული არ არის; გამოითხოვონ ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნა; მიმართონ მცოდნე პირს გამოთქვას თავისი აზრი საქმის გამო წამოჭრილი სპეციალური საკითხის განსამარტავად, ჩატარებული ექსპერტიზის შესაფასებლად და შუამდგომლობის დასასაბუთებლად; ისარგებლონ კერძო დეტექტივის მომსახურებით მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობების მისაღებად.

2. დამცველისა და წარმომადგენლის მიერ ოფიციალურად წარმოებული გამოძიების გარეთ მოპოვებული მასალები, დოკუმენტები, ცნობები უნდა დაერთოს საქმეს და შეიძლება წარედგინოს სასამართლოს, როგორც მტკიცებულებანი.

3. დამცველის დასაბუთებული მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის. ამ მოქმედების ოქმი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მისი ასლი გადაეცეს დამცველს, რომელსაც უფლება აქვს დაიმოწმოს ისინი ბრალდებულის უდანაშაულობის ან მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა დასამტკიცებლად.

4. ცნობები წერილობითი და ზეპირი ფორმით, აგრეთვე საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება იყოს მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე, უფლება აქვს წარმოადგინოს აგრეთვე ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 130. მტკიცებულებათა საპროცესო დამაგრება

1. მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის პროცესში, თუ ის საპროცესო წესით არის დამაგრებული, ესე იგი შეტანილია საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის ოქმში, რომელიც შედგენილია ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულება უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს სპეციალური განჩინებით (დადგენილებით). ექსპერტის მიერ დადგენილი ცნობის საპროცესო წესით დამაგრება ხდება ექსპერტის მიერ სათანადოდ შედგენილი დასკვნით. სასამართლო მოქმედების ოქმი და დოკუმენტი საქმეს უნდა დაერთოს სპეციალურად გამოტანილი დადგენილების გარეშე.

2. დამცველისა და პროცესის სხვა მონაწილის მიერ წარმოდგენილი საგანი ან მასალა მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გამოიტანს განჩინებას (დადგენილებას) სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვის შესახებ. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს უარი უთხრას პროცესის მონაწილეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროცესის მწარმოებელი ორგანო ცნობს, რომ ეს მტკიცებულება არ განეკუთვნება საქმეს, ან როცა არ მიიჩნევს მას დასაშვებად.

    მუხლი 131. მტკიცებულებათა შემოწმება

მხარის მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა შემოწმდეს, რაც ითვალისწინებს მიღებულ მტკიცებულებათა ანალიზს, მათს შეჯერებას სხვა მტკიცებულებებთან, ახალ მტკიცებულებათა შეკრებას, იმის გარკვევას, დაცული იყო თუ არა სათანადო პროცედურა მტკიცებულებათა გამოვლენისა და საპროცესო დამაგრების დროს.

    მუხლი 132. მტკიცებულებათა შეფასება

1. თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.

2. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით.

3. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.

4. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

5. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

კარი მეოთხე

სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულება

თავი XVIII

სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენების საერთო პირობები

    მუხლი 133. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ამოცანები

1. თუ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე ეწინააღმდეგება საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედების ჩატარებას, არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს (მოსამართლეს) ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუძლიათ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებანი. საჭიროების შემთხვევაში ისინი აფრთხილებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომ აღიკვეთება ის ქცევა, რომელიც ხელს უშლის სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების შესრულებას.

2. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებისას ანალოგიის ან კანონის განვრცობითი განმარტება დაუშვებელია.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 134. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეები

სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეებია:

ა) მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველყოფა, თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება დათვალიერების, შემოწმების, ექსპერტიზის, ჩხრეკის, ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის ჩატარებისას;

ბ) ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო თუ სხვა დამაბრკოლებელი ქცევა, რომელიც ხელს უშლის ამ საქმის სწორად გადაწყვეტას: დაკავება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თანამდებობიდან გადაყენება, ქონებაზე ყადაღის დადება;

გ) ჯარიმები, სახდელები და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები – იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვისას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 135. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა

1. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ პირობით, თუ არსებობს ამის საფუძვლები და კანონით დადგენილი წესი.

2. სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 136. მოპყრობა პირისადმი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება

1. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება, ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას, სამართალსუბიექტობას და სარგებლობს სახელმწიფო დაცვით.

2. შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირის ყოფნის რეჟიმთან, დგინდება მხოლოდ კანონით.

3. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს უფლება შეძლებისდაგვარი შრომისა, რომელიც ანაზღაურდება მისი რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, აგრეთვე უფლება ნორმალური დასვენებისა, რომელიც საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ პირს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნარჩუნდება: შრომის სამართლებრივი ურთიერთობა საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან, სადაც ის მუშაობდა დაკავების, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების წინ; საცხოვრებელი ბინის უფლება; საკუთრების უფლება მესაკუთრის ცალკეული უფლებამოსილების დროებით შეზღუდვით; ქონების ანდერძით და მემკვიდრეობით გადაცემის უფლება; დაქორწინების უფლება; შემოქმედებითი საქმიანობის უფლება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საერთომოქალაქეობრივი უფლებები; პოლიტიკურ ცხოვრებაში – არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში, საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის უფლება. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანს აგრეთვე საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით.

4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვა არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.

5. აღნიშნული პირის განთავსების ადგილის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას, ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თავისი ინტერესების დაცვის უნარს. დაკავებულისადმი ან დაპატიმრებულისადმი სასტიკი მოპყრობა, მისთვის ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის მიყენება ისჯება კანონით.

6. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს პირისპირ – შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად – შეხვდეს თავის დამცველს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ისარგებლოს საკანონმდებლო მასალებითა და იურიდიული ლიტერატურით, იქონიოს ქაღალდი და საკანცელარიო საგნები საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა დოკუმენტების შესადგენად.

7. ბრალდებულთან, ეჭვმიტანილთან ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირთან დამცველის საუბრის მიყურადება, ფონოჩაწერა, ვიზუალური მეთვალყურეობა, აგრეთვე დამცველთან ამ პირის მიმოწერის შემოწმება დაუშვებელია. ამ მოთხოვნის დარღვევით მიღებული მონაცემი საქმეზე მტკიცებულებად არ დაიშვება.

8. ექსპერტიზის, შემოწმების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშის აღებისა თუ სხვა საპროცესო მოქმედებების დროს დაუშვებელია ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან შეურაცხყოფს მის ღირსებას.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148  

    მუხლი 137. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის საპროცესო მოვალეობა

1. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს, რომ დაპატიმრებულს საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, განჩინების, დადგენილების ასლი გადაეცეს მისი მიღებისთანავე; დაკავებულისა და დაპატიმრებულის საჩივარი და შუამდგომლობა გასინჯვის გარეშე გაუგზავნოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახალხო დამცველს, ადმინისტრაციისათვის მათი ჩაბარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა; დროულად მიიყვანოს დაკავებული და დაპატიმრებული გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გამოძახებით; არ დაუშვას მათი ურთიერთობა თანამდებობის პირსა და ორგანოსთან, რომელსაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღია; ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა დამცველთან შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა ექიმთან ან ექსპერტთან; შეადგინოს აქტი იმის შესახებ, რომ განსასჯელი უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე, და დაუყოვნებლივ გაუგზავნოს იგი შესაბამის სასამართლოს; დაუყოვნებლივ შეასრულოს გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან განჩინება დაკავებულისა თუ დაპატიმრებულის გათავისუფლების შესახებ; გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ან დაპატიმრებული პირი გადაიყვანოს საგამოძიებო იზოლატორში, რომელიც სხვა ტერიტორიაზე მდებარეობს; ეჭვმიტანილი დაკავების ვადის გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს; პატიმრობის ვადის გასვლამდე 7 დღე-ღამით ადრე შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხოლო თუ პატიმრობის მითითებული ვადა არ გაგრძელებულა, გაათავისუფლოს ბრალდებული საგამოძიებო იზოლატორიდან.

2. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის მიერ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას მოსდევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 138. შეტყობინება საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ

1. გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულების ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3 საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.

2. ასეთივე მოვალეობა ეკისრება სასამართლოს, თუ მან აღკვეთის ღონისძიებად აირჩია დაპატიმრება ან პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის.

3. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადებში ეს უნდა შეატყობინონ შესაბამის საელჩოს ან საკონსულოს.

4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს უფლება აქვს პროცესის მწარმოებელი ორგანოს მეშვეობით შეატყობინოს თავისი მდგომარეობა კრედიტორებს, სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები ეკისრება.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 139. დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფთა, მისი საცხოვრებელი ბინისა და ქონების მეურვეობის ღონისძიებანი

1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომლებიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩებიან, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავებს, სხვა პირებს ან დაწესებულებებს, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება ან საცხოვრებელი ბინა, გაატარონ მისი დაცვის ღონისძიებანი.

2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის შესახებაც გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ანდა კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 140. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების სასამართლო წესი

1. პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით გასცემს ბრძანებას დაპატიმრების, შინაპატიმრობის და მათი ვადის გაგრძელების, ბრალდებულის პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემის, გირაოს ან სხვა აღკვეთის ღონისძიებების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო სამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.

2. ჩხრეკის, ამოღების, სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 290-293-ე მუხლებით.

3. პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე მოსამართლის ბრძანების მიღების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.

4. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს ზუსტი მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც გამოითხოვება ბრძანება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოსაყენებლად.

5. შუამდგომლობა საქმის ყველა მასალის ასლებთან ერთად წარედგინება მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს კოლეგიის მოსამართლეს. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია.

6. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად პროკურორის მონაწილეობით. განხილვას აგრეთვე ესწრება ის გამომძიებელი, რომელმაც პროკურორის თანხმობით შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს ბრალდებულს, იმ პირს, რომლის მიმართაც სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა), თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, სისხლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მათ დამცველებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.

7. მოსამართლე შუამდგომლობას პირის დაპატიმრების, შინაპატიმრობის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების ან მის მიმართ აღკვეთის სხვა ღონისძიების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ განიხილავს შუამდგომლობისა და საქმის მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილიდან ბრალდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის, სტიქიური უბედურების ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო, მოსამართლეს შეუძლია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილას.

8. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, და შუამდგომლობის შემტან პირს წინადადება მისცეს წარმოადგინოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი. ამასთან, მოსამართლე არ განიხილავს პირის ბრალეულობის საკითხს და არკვევს მხოლოდ იმას, დაცული იყო თუ არა ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს.

9. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. იმ ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც შუამდგომლობა შეიტანა, ასაბუთებს მას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს. შუამდგომლობის აღმძვრელისა და მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

10. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ დაკავებული, დაპატიმრებული, სხვა პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მათი დამცველები და წარმომადგენლები, პროკურორი, მათ ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

11. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების, მისი ვადის გაგრძელების ან შეცვლის შესახებ, ხოლო თუ საქმეში არ მოიპოვება პირის მიმართ ასეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძველები (არ არის საკმაო მტკიცებულებანი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის), მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, ხოლო პროკურორის შუამდგომლობით – უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

12. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება დაშვებულია აგრეთვე სასამართლოს განჩინებით (მოსამართლის დადგენილებით), თუ ამის საჭიროება წარმოიშვა, სამართალში მიცემის სტადიაზე ან სასამართლო განხილვის დროს. შერჩეული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შუამდგომლობს ბრალდების მხარე (გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი).

13. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებაში უნდა აღინიშნოს: ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ, ამასთან, ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება; ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრძანების მოქმედების, აგრეთვე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ვადები; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს ბრძანება; მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი შეასრულოს დადგენილება; ამ კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების შემთხვევებში – გასაჩივრების წესი და ვადები; მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

14. ბრძანების ან დადგენილების შემსრულებელი ბრძანების მიღების შესახებ ადგენს ოქმს, რომელიც უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

15. ბრძანების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებათა გამოვლენის შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა 14 დღით, შუამდგომლობის განმეორებითი განხილვის გარეშე.

16. პირის დაპატიმრების, პატიმრობის ვადის გაგრძელების, აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების სასამართლო ბრძანებები, აგრეთვე მოსამართლის დადგენილება აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დგება 6 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმომდგენ ორგანოს (ერთი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს), მესამე იგზავნება დაპატიმრებულთა განთავსების ადგილას ან აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებთან, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, მეოთხე გადაეცემა პროკურორს, მეხუთე გადაეცემა ბრალდებულს ან მის დამცველს, ხოლო მეექვსე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

17. მხარეებს გამოძიების დამთავრების გამოცხადებამდე უფლება აქვთ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის, ან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართონ იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლის ბრძანების საფუძველზედაც იქნა გამოყენებული ეს აღკვეთის ღონისძიება, ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით აღნიშნული სასამართლოებისათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს. მხარეებს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე შუამდგომლობით მოსამართლისათვის მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც ბრძანების გაცემისას მოსამართლისათვის ცნობილი არ იყო და ამასთან, აუცილებელს ხდის გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საფუძვლიანობის გადამოწმებას.

18. შუამდგომლობის შემტანს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი შუამდგომლობა. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.

19. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების საკითხის გადასაწყვეტად პროკურორი დაკავების ადგილის მიხედვით რაიონულ სასამართლოს წარუდგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური პირის (ორგანოს) მიერ გაცემულ ბრძანებას დაპატიმრების შესახებ, დადგენილებას ძებნის გამოცხადების თაობაზე და პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებს. მოსამართლე პროკურორის მონაწილეობით ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობას მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს აქვს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

თავი XIX

დაკავება

    მუხლი 141. დაკავების გამოყენების პირობა და მიზანი

1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად.

2. პირი დაკავებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და საფუძველზე დაკავებისათვის საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის მიზნით.

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

    მუხლი 142. დაკავების საფუძველი

1. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება შეიძლება, თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები:

ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;

ბ) თვითმხილველები, მათ შორის, დაზარალებულებიც, პირდაპირ მიუთითებენ ამ პირზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე;

გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდება ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;

დ) პირი მიიმალა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ შემდგომ იგი ამოიცნო დაზარალებულმა;

ე) პირის მიმართ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) ძებნის წარმოების შესახებ.

2. თუ არსებობს სხვა მონაცემები, რომლებიც საფუძველს იძლევა, დანაშაულის ჩადენის ეჭვი იქნეს მიტანილი პირზე, ეს პირი შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი გაქცევას ცდილობდა, ან მას არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან არ არის დადგენილი მისი ვინაობა. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7]

3. დაკავებისაგან განთავისუფლებული პირის ხელმეორედ დაკავება იმავე ეჭვით არ შეიძლება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7

    მუხლი 143. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება

პოლიციის თანამშრომელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. ამ მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, თუ არსებობს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 144. პირები, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით დაკავებისას

1. არ შეიძლება დაკავებული და პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში წარდგენილ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 145. დაკავების წესი

1. თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და ასევე აცნობოს, რომ მას აქვს დამცველის ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ სასამართლოში. დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს ის განცხადებები, რომლებიც გაკეთებულ იქნა დაკავებული პირის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე.

2. პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია, დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.

3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს ჩაატაროს პირადი ჩხრეკა, რაზედაც უნდა შეადგინოს ოქმი ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით. პირადი ჩხრეკის ოქმი შეიძლება შედგეს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დაკავებულის მიყვანის შემდეგაც. ასეთ შემთხვევაში ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რატომ არ იქნა იგი შედგენილი პირადი ჩხრეკის ჩატარების ადგილზე.

4. მოქალაქე ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არსებობისას ვალდებულია დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში ანდა გადასცეს იგი ხელისუფლების წარმომადგენელს.

5. პოლიციის თანამშრომელმა ან სხვა კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს ეჭვმიტანილის დაკავებას ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით, დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია, ოქმი უნდა შედგეს დაუყოვნებლივ პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულის მიყვანისთანავე. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, კანონში აღნიშნულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის უფლებების ჩამონათვალი; აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამო შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი დამცველი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ეჭვმიტანილის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე დაკავების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. თუ დაკავების ოქმი არ შეუდგენიათ ზემოაღნიშნული პირობების დაცვით, აგრეთვე, თუ იგი დაკავებულს არ გადაეცა, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეჭვმიტანილის დაკავების შემთხვევაში პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილება არ გამოიტანება.

6. ეჭვმიტანილი უნდა დაიკითხოს დაკავებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და შედგეს სათანადო ცნობა.

7. დაკავების ვადა დაკავების მომენტიდან ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღინისძიების სხვა სახის გამოყენების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

8. გამომძიებელს, რომელიც იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების შესამოწმებლად.

9. დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და დაკითხონ, როგორც ბრალდებული, ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ გამოძიების ორგანოს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წარედგინა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 146. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 147. მსჯავრდებულის დაკავება

მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება პირობით მსჯავრდებულის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებულის 7 დღე-ღამით დაკავების შესახებ, თუ არსებობს საშიშროება, რომ იგი მიიმალება. დაკავების შესახებ სასამართლო ბრძანება გაიცემა პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამოძიების სხვა ორგანოს შუამდგომლობით, რომლის წარმოებაშიც არის სისხლის სამართლის საქმე ახალი დანაშაულის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 148. დაკავების დროის ჩათვლა

პირის ეჭვმიტანილის სახით დაკავების მომენტიდან აღრიცხული დრო ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 149. დაკავებულის ყოფნის ადგილი

დაკავებული იმყოფება დროებითი ყოფნის იზოლატორში, ხოლო სამხედრო მოსამსახურე – ჰაუპტვახტში. დაკავებულთა ყოფნის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

    მუხლი 150. დაკავებისაგან განთავისუფლების საფუძველი და წესი

1. დაკავებული უნდა განთავისუფლდეს, თუ:

ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;

ბ) დაკავებულის დაპატიმრება არ არის აუცილებელი;

გ) გავიდა დაკავების კანონით დადგენილი ვადა, ანდა არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა;

დ) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.

2. დაკავებული თავისუფლდება იმ თანამდებობის პირის დადგენილებით, რომელმაც იგი დააკავა, აგრეთვე გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ დაკავების ვადა გავიდა.

3. დაკავებულს განთავისუფლებისას მიეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის, რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა განთავისუფლებული.

4. უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

თავი XX

აღკვეთის ღონისძიებანი

    მუხლი 151. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი და საფუძველი

1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს არ შეიძლება შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ან აღკვეთის სხვა ღონისძიება, თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ამ ნაწილით გათვალისწინებულ მიზნებს.

2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

3. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახის მიზანშეწონილობა და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენების შეუძლებლობა, ხოლო წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შუამდგომლობის წარდგენისას – მოთხოვნილი ვადის აუცილებლობა.

4. სასამართლო უფლებამოსილია აღკვეთის ღონისძიების სახით პირს შეუფარდოს პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 152. აღკვეთის ღონისძიების სახეები

1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, შინაპატიმრობა, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, გირაო, ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, აგრეთვე არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.

2. თუ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ბრალდებულს უნდა განემარტოს მისი ვალდებულება გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით და უნდა შეატყობინოს მათ, თუ შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ვალდებულების ჩამორთმევა არ გამოიყენება იმის მიმართ, ვისაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 153. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები

აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, პირის მიერ მისთვის შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 154. პირი, რომლის მიმართაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას აღკვეთის ღონისძიების გამოყენება დაიშვება სასამართლო განჩინების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ეს პირი უნდა მოთავსდეს სპეციალურ განყოფილებაში ან პალატაში, რომელიც განკუთვნილია ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფისათვის.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 155. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და შეცვლა ხდება მოსამართლის ბრძანებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით).

2. აღკვეთის ღონისძიება უქმდება მოსამართლის დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით), თუ აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურორის მიერ მიღებული დადგენილებით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 156. სასამართლო ბრძანება წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ

აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის შესახებ ბრძანების გაცემისას მოსამართლე განიხილავს შუამდგომლობას 140-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 157. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საქმის სასამართლოში განხილვისას

1. აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეირჩეს, შეიცვალოს ან გაუქმდეს სამართალში მიცემის სტადიაზე, მოსამართლის (სასამართლოს) დასაბუთებული დადგენილებით (განჩინებით).

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავისი განჩინებით (დადგენილებით) საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მხარის შუამდგომლობით შეუძლია შეარჩიოს, შეცვალოს ან გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის ღონისძიების საკითხი.

3. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებს განაჩენის გაუქმებისას უფლება აქვთ დატოვონ წინანდელი აღკვეთის ღონისძიება, შეცვალონ ან გააუქმონ იგი, აგრეთვე შეარჩიონ ის ხელმეორედ, თუ ამის საფუძველი არსებობს საქმის ან დამატებით წარმოდგენილ (გამოთხოვილ) მასალებში.

4. საქმის სასამართლოში განხილვისას აღკვეთის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა უფრო მკაცრი სახით დაიშვება მხოლოდ პროკურორის ან დაზარალებულის (მისი წარმომადგენლის) მოთხოვნით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 158. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმი

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე ბრალდებული, აღინიშნება, ვინ, როდის, რა საფუძველზე შეარჩია, შეცვალა ან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. ამასთან, ბრალდებულს განემარტება მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არსი, მისთვის დაკისრებული შეზღუდვების ხასიათი და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ან შეცვლის შესახებ სასამართლო ბრძანებისა თუ განჩინების (დადგენილების) გასაჩივრების წესი, რაც უნდა აისახოს ოქმში.

2. სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის ან გაუქმების დროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მონაცემები უნდა აისახოს სასამართლო სხდომის ოქმში.

    მუხლი 159. დაპატიმრება

1. არავის დაპატიმრება არ შეიძლება მოსამართლის ბრძანების ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.

2. სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ნებისმიერი პირი.

3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, არასრულწლოვნის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული და ჩვილბავშვიანი (ერთ წლამდე ასაკის) ქალის მიმართ, აგრეთვე არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით – გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

    მუხლი 160. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შერჩევის წესი

1. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს, რომელიც პირს წარუდგენს ბრალდებას და დაკითხავს როგორც ბრალდებულს, შეუძლია ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. მოსამართლის მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტამდე პროკურორი უფლებამოსილია დააკავოს ბრალდებული არა უმეტეს 24 საათისა, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანის შემდეგ არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გასცა ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ, ხოლო ბრძანების გამცემი მოსამართლის არყოფნისას – იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ, რის შესახებაც დგება ოქმი. თუკი დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს უფლება აქვთ აგრეთვე მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. თანამდებობის პირის ან რეკეტირის დაპატიმრების შემდეგ მისი დაკითხვის, სასამართლოში წარდგენის და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ ნაწილით დადგენილი წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირი ან რეკეტირი დაპატიმრებულია მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

3. შუამდგომლობის შინაარსი, მისი განხილვისა და დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 140-ე მუხლით.

4. დაპატიმრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება) როგორც წესი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ განსასჯელის დაკითხვისა და იმ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან იმყოფება მიმალვაში), რომლებიც გავლენას ახდენენ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტაზე, აგრეთვე მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ.

5. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ თანამდებობის პირმა ან რეკეტირმა ჩაიდინა დანაშაული, და მძიმე ავადმყოფობის გამო მის მიმართ შეუძლებელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ან იგი მიმალვაშია, გამომძიებელს, თანამდებობის პირის ან რეკეტირის დაუსწრებლად გამოაქვს დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და ბრალდების წარდგენის შემდეგ უფლება აქვს პროკურორის თანხმობით შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 161. გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მითითება პატიმრობაში ყოფნის პირობების შესახებ

1. გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს უფლება აქვთ მისცენ მითითება საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა ცალ-ცალკე ყოფნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის შესახებ.

2. მსჯავრდებული სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან შეიძლება გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეზე. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულმა, მოსამართლის დადგენილებით, საგამოძიებო იზოლატორში შეიძლება დაყოს 4 თვემდე. მოსამართლეს უფლება აქვს ეს ვადა გააგრძელოს კიდევ 4 თვით.

3. დაუშვებელია საგამოძიებო იზოლატორში ბრალდებულთან ოპერატიული მუშაობის განხორციელება.

    მუხლი 162. პატიმრობის ვადა

1. ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ აღემატება 4 თვეს (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და გამოითვლება დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა, ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.

2. პატიმრობის ვადის დინება წყდება საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ განსჯადობის მიხედვით სასამართლოში საქმის ჩაბარების მომენტში.

3. ბრალდებულის პატიმრობის პირველადი ვადა განისაზღვრება 2 თვით. ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთი თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა დაარღვია მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება;

ბ) თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა;

გ) საქმის სირთულის გამო;

დ) თუ პატიმრობის ვადის გასვლისას პროცესის მონაწილენი ვერ ასწრებენ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობას.

4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ 60 დღემდე. ამ ვადის ამოწურვისთანავე ბრალდებული დაუყოვნებლივ თავისუფლდება პატიმრობიდან.

5. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში მისი პატიმრობის ვადები აითვლება საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მისი ფაქტობრივი გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის წარდგინების შედეგად შედგენილი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ერთი თვემდე, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე კიდევ ერთ თვემდე აგრძელებს პატიმრობის ვადას.

7. ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება შინაპატიმრობაში ყოფნის დრო.

8. საქართველოში ექსტრადიციის მიზნით პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრებისა და სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ბრალდებულის ყოფნის დრო არ ჩაითვლება პატიმრობის ვადაში.

9. წინასწარი პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ვადის გამოთვლისას მასში ჩაითვლება ბრალდებულისა და მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის დრო.

10. მოსამართლე განსასჯელის სამართალში მიცემამდე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოცემული შუამდგომლობის აღძვრიდან 48 საათში ამ კოდექსით დაგენილი წესით იხილავს განსასჯელისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს.

11. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში და საოლქო სასამართლოში საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ან განსასჯელის მოთხოვნით შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში და საოლქო სასამართლოში საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ან განსასჯელის მოთხოვნით შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვის დროს განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატბოდეს ერთ თვეს, ხოლო განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ან განსასჯელის მოთხოვნით ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ ერთ თვემდე. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №373 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.61

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/5/193 - სსმ IV, №49, 18.12.2003 წ., გვ. 15

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 163. პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი

1. ბრალდებულის პატიმრობის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღისა პროკურორი ვალდებულია შესაბამის მოსამართლეს წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და გამომძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელსაც პროკურორი მხარს უჭერს. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გამოძიების გაჭიანურების მიზეზები, გარემოებანი, რომელთა შემოწმებაც საჭიროა, და ვადა, რომელსაც გამომძიებელი ითხოვს.

2. შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. შუადგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) გასცეს ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) უარყოს შუამდგომლობა, გაათავისუფლოს ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით, ანდა გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება.

4. სასამართლო ბრძანება (დადგენილება) პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მოსამართლე იმავე დღეს ატყობინებს საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას გაცემული ბრძანების (დადგენილების) შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 164. პატიმრობიდან განთავისუფლება

1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დღეს.

2. გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში.

3. სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუ იგი სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, – არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის გათავისუფლების შესახებ.

4. სასამართლო საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას უგზავნის განაჩენს, დადგენილებას ან განჩინებას, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიება.

5. პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე ოფიციალურად დამოწმებული შეტყობინება, რომელიც კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებით გადაიცა, სასამართლო განაჩენის, დადგენილების ან განჩინების მიღებამდე განთავისუფლების საფუძველია.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 165. უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება, თუ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან საქმე შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით.

2. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდით, მკურნალობის ხარჯების, შრომისუნარიანობის დაკარგვის ან დაქვეითების საკომპენსაციოდ, თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ.

3. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით ბოდიშის მოხდის გზით, აგრეთვე ფულადი კომპენსაციით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 166. შინაპატიმრობა

1. შინაპატიმრობა გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომლის სრული იზოლაციაც აუცილებელი არ არის, კერძოდ, პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდის, მძიმე ქრონიკული ან ინფექციური სნეულებით დაავადებული პირის, 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალის მიმართ, აგრეთვე ბრალდებულის მძიმე ოჯახური მდგომარეობის დროს. ამასთან, მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ბრალდებულის ნასამართლობა და სხვა გარემოებები.

2. სასამართლო ბრძანებაში, განჩინებაში ან დადგენილებაში აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობის შერჩევის შესახებ უნდა აღინიშნოს, სახელდობრ რა უფლებები ეზღუდება დაპატიმრებულს. სასამართლო ბრძანების შესაბამისად, მას შეიძლება აეკრძალოს გარკვეულ პირებთან ურთიერთობა, სატელეფონო საუბრები, კორესპონდენციის გაგზავნა და მიღება, სახლიდან გასვლა. დაპატიმრებულის საცხოვრებელ ადგილს შეიძლება მიეჩინოს პოლიციის დაცვა. მის ქცევაზე შეიძლება დაწესდეს პოლიციის ზედამხედველობა. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა და გაუქმების წესები განისაზღვრება ამ კოდექსით.

3. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან ბრალდებულის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ შეადგინონ ოქმი და დაუყოვნებლივ გადასცენ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხის გადასაწყვეტად. ბრალდებულს ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გამოძახებით.

4. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არა უმეტეს 4 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღკვეთის ეს ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 167. პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა

1. ბრალდებული, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება გადაეცეს პოლიციის ზედამხედველობაში.

2. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო დადგენილება (განჩინება) აღსასრულებლად ეგზავნება შინაგან საქმეთა სამმართველოს (განყოფილებას) ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პოლიციის ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში ბრალდებული და მასზე ზედამხედველობის დაწესების შესახებ შეატყობინოს მუშაობის ან სწავლის ადგილის ადმინისტრაციას, საპასპორტო სამსახურს ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და სამხედრო კომისარიატს, თუ ბრალდებული სამხედროვალდებულია.

3. პოლიციის ზედამხედველობაში მყოფ ბრალდებულს ეკრძალება სასამართლოს ან პროცესის მწარმოებელი სხვა ორგანოს ნებართვის გარეშე გაემგზავროს ამ დასახლებული პუნქტიდან, შეიცვალოს საცხოვრებელი ან დროებითი ყოფნის ადგილი აღნიშნული დასახლებული პუნქტის ფარგლებში. იგი ვალდებულია კვირაში ორჯერ მაინც გამოცხადდეს პოლიციის ორგანოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბრალდებული პოლიციის ორგანოში შეიძლება გამოიძახონ მისი ქცევისადმი კონტროლის განხორციელების წესით. ამავე მიზნით პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ მივიდნენ მასთან საცხოვრებელ ბინაში. ბრალდებულს ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გამოძახებით.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის, გაუქმებისა და გაგრძელების წესები განსაზღვრულია 140-ე, 155-ე და 157-158-ე მუხლებით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 168. გირაო

1. გირაო არის ის ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

2. პროკურორი სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის დროს განსაზღვრავს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2 000 ლარზე ნაკლები.

3. გირაო, როგორც წესი, არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-5 ნაწილში.

4. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი ან გამომძიებელი პროკურორის თანხმობით მიმართავს შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.

41. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეტანა, პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა სასამართლოს მიერ პირის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით გირაოს შემტანს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდებათ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) ან სხვა ფასეულობა, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

7. თუ ბრალდებულის ან განსასჯელის სახელით გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ან განსასჯელის სათანადო ქცევას და მის დროულ გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში, გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) ან სხვა ფასეულობა, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 169. ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ

ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ არის ბრალდებულის წერილობითი ვალდებულება, რომელსაც იგი აძლევს სასამართლოს იმის თაობაზე, რომ არ დაემალება წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, არ განახორციელებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ხელს არ შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გამოცხადდება გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით. ხელწერილის მიმცემი კისრულობს ვალდებულებას არ გავიდეს აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვის გარეშე და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს მითითებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 170. პირადი თავდებობა

1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას (169-ე მუხლი) და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას.

2. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი.

3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამდგომლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.

4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

5. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

6. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 171. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა

1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს წერილობითი ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, აგრეთვე მის სათანადო ქცევას.

2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირების მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ ამ პირთა და თავად არასრულწლოვნის თანხმობით.

3. არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა შეკრიბონ ცნობები მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების პიროვნების, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ მათ შეუძლიათ სათანადოდ განახორციელონ მასზე მეთვალყურეობა.

4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე ავადმყოფობის, ოჯახში ურთიერთობის გაუარესების, სხვა მიზეზების გამო, რომლებიც გამორიცხავენ არასრულწლოვნის სათანადო ქცევის შესაძლებლობას.

5. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს, დახურული საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელს ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომლიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იგი გადაეცა მეთვალყურეობაში. ეს ცნობები უნდა აისახოს მეთვალყურეობაში გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

6. პირს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

7. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობას, პირს, რომელიც მას მეთვალყურეობს, სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 172. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა

1. ბრალდებული, რომელიც ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურე ან სასწავლო შეკრებაზე გაწვეული სამხედროვალდებულია, სასამართლო ბრძანებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.

2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის (169-ე მუხლი) და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადების უზრუნველსაყოფად.

3. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება, არ გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ განთავისუფლდეს ნაწილიდან და იმყოფებოდეს მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში.

4. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება.

5. სასამართლო ბრძანება (განჩინება) ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ სავალდებულოა სარდლობისათვის.

6. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელმაც ეს აღკვეთის ღონისძიება შეარჩია.

7. სამხედრო მეთაური, რომელსაც სამეთვალყურეოდ გადაეცა ბრალდებული, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XXI

მოყვანა

    მუხლი 173. გამოცხადების სავალდებულოობა

1. პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით იძახებენ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ზუსტად დანიშნულ დროს. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილენი შეიძლება იძულებით მოიყვანონ.

2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის იძულებით მოყვანა დაიშვება მხოლოდ პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით).

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 174. მოსაყვანი პირი

1. მოყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმის მონაწილეობა, თუ ეს პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და, ამასთან, დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზები.

2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მოყვანა წინასწარი გამოძახების გარეშე შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული პირები ემალებიან წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, ან არა აქვთ გარკვეული საცხოვრებელი ადგილი.

3. განსასჯელის მოყვანა სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის მიზეზის წინასწარი გარკვევის გარეშე დაშვებულია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საქმის მოსმენა უნდა გადაიდოს განსასჯელის დაუსწრებლობისა და, ამასთანავე, იმის გამო, რომ არ არსებობს ცნობები მისი ადგილსამყოფლის შესახებ.

4. როგორც წესი არ შეიძლება 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა, ფეხმძიმე ქალთა და მძიმე ავადმყოფთა მოყვანა.

5. საქმის სასამართლოში განხილვისას არ შეიძლება დაზარალებულის მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამართლეს მიაჩნია, რომ მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმის გადაწყვეტა.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 175. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) მოყვანის შესახებ

1. გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე გასცემს ბრძანებას წინასწარი გამოძიების ადგილას გარკვეული პირის იძულებით მოყვანის შესახებ, ხოლო სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს, გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენილება) აღნიშნული პირის მოყვანის თაობაზე.

2. მოყვანის შესახებ ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული უნდა იყოს: მოსაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამსახურის ადგილი; მისი მოყვანის გამოყენების საფუძვლები; როდის, სად უნდა მიიყვანონ პირი, რომელსაც მოყვანა შეეფარდა; ვის ევალება მოყვანის განხორციელება.

3. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემამდე ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გამოტანამდე მოწმდება მოსაყვანი პირის გამოუცხადებლობის მიზეზი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 176. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებისა და განჩინების (დადგენილების) აღსრულება

1. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) აღსასრულებლად გადაეცემა პოლიციის ორგანოს.

2. როცა მოსაყვან პირს აღმოაჩენენ, პოლიციის მუშაკი მას ხელწერილით აცნობს სასამართლო ბრძანებას ან განჩინებას (დადგენილებას) მოყვანის შესახებ და მიჰყავს იმ ორგანოში, რომელიც აღნიშნულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამასთან, ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მოყვანის დროის, აგრეთვე მოყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებების, საჩივრებისა და შუამდგომლობების შესახებ.

3. თუ პოლიციის მუშაკი დაადგენს, რომ მოყვანა შეუძლებელია სათანადო პირის გაქცევის, შვებულების, მივლინების, მძიმე ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო, ამის თაობაზე ის აკეთებს ჩანაწერს მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) და აღსრულების გარეშე უბრუნებს განჩინების (დადგენილების) გამომტან მოსამართლეს ან სასამართლოს თავისი ახსნა-განმარტებითურთ.

4. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების მოყვანა დაუშვებელია.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

თავი XXII

პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში

    მუხლი 177. სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი

1. თუ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის ან ჩატარების დროს დადგება სტაციონარული მეთვალყურეობის საჭიროება, გამომძიებელს, პროკურორს სასამართლო ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) საფუძველზე უფლება აქვთ ბრალდებული, განსასჯელი მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

2. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის შეიძლება აგრეთვე მოათავსონ პირი, რომლის ფსიქიკური მდგომარეობაც გამორიცხავს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასა და ბრალდების წაყენებას, თუმცა არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მან ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

3. თუ პირი ბრალდების წაყენებამდე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მას უნდა წაეყენოს ბრალდება, ან ის ცნობილ უნდა იქნეს პირად, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 178. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ

1. სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული ექსპერტიზისათვის პირი თავსდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მან გასცა პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.

2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლო ბრძანება და განჩინება (დადგენილება) დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინებისაგან (დადგენილებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება; გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – განკარგულება სამედიცინო დაწესებულებაში პირის ეტაპირების შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 179. პირი, რომელიც არ შეიძლება იძულებით მოთავსებულ იქნეს სამედიცინო დაწესებულებაში

დაზარალებული და მოწმე არ შეიძლება იძულებით მოათავსონ სამედიცინო დაწესებულებაში, გარდა 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 180. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების დროს

1. დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულის, განსასჯელის ან იმ პირის მოთავსება, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, თუ ეს დაწესებულება მოუწყობელია დაპატიმრებულთა მოსათავსებლად.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 181. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა

1. ბრალდებული, განსასჯელი ან პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, შეიძლება მოთავსდეს სამედიცინო დაწესებულებაში არა უმეტეს სამი თვის ვადისა.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება კიდევ სამი თვით გაგრძელდეს იმ მოსამართლის ბრძანების ან იმ სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე, რომლის წარმოებაშიცაა საქმე. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.

3. თუ პირი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენჯერმე იყო მოთავსებული, ამ დაწესებულებაში მისი ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 182. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლება

სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს აქვს დაცვის მოთხოვნის უფლება. მას შეუძლია ისარგებლოს დამცველის მომსახურებით, შეხვდეს მას მარტო, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

თავი XXIII

ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება

    მუხლი 183. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი

1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არის სარწმუნო მონაცემები, რომ ამ სამუშაოზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.

2. თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებულ ბრალდებულს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ უნდა იყოს შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, თუ იგი დაპატიმრებული არ არის და სხვაგან არ მუშაობს.

    მუხლი 184. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ

1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით).

2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირი, მისი სამუშაო ადგილი და თანამდებობა, თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება.

3. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, რომელიც ვალდებულია მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შემოსვლის შემდეგ დაუყოვნებლივ აღასრულოს იგი და ამის თაობაზე შეატყობინოს შესაბამისად სასამართლოს ან მოსამართლეს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 185. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ვადა

1. მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.

2. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ან გადაყენებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

    მუხლი 186. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ ბრძანების დადასტურება და გაუქმება

სასამართლო და მოსამართლე საქმის განხილვისას ვალდებულნი არიან დაადასტურონ ან გააუქმონ ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება, ანდა, პროკურორის ან დაზარალებულის შუამდგომლობით, გადაწყვიტონ ამ ღონისძიების გამოყენების საკითხი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

    მუხლი 187. ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენება (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება)

1. საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირთა თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

    მუხლი 188. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, საქმის შედეგის მიუხედავად.

2. ზიანის ანაზღაურების წესი განსაზღვრულია 223-ე მუხლით.

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 189. ეჭვმიტანილის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება

183-188-ე მუხლებში აღნიშნული დებულებები ვრცელდება ეჭვმიტანილზედაც.

თავი XXIV

ქონებაზე ყადაღის დადება

    მუხლი 190. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი

1. სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის, აგრეთვე საპროცესო კონფისკაციის და სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა ან განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ანდა რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია აღძრას შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე თანამდებობის პირის ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების, დაყადაღების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება ასევე გამოიყენება ტერორისტული აქტისა და სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არის საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.

3. სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არის საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება რეკეტულია.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1910 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.24

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

    მუხლი 191. ქონებაზე ყადაღის დადებისას მესაკუთრის უფლებამოსილებათა შეზღუდვა

ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას.

    მუხლი 192. ქონება, რომელზედაც ყადაღის დადება არ შეიძლება

1. არ შეიძლება ყადაღა დაედოს ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრებისათვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარსა და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს.

2. არ შეიძლება ყადაღა დაედოს დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის, საზოგადოებრივ და პროფესიულ გაერთიანებათა ქონებას, გარდა კოლექტიური საკუთრების იმ წილისა, რომლის განცალკევებაც შეიძლება მათი სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის მიუყენებლად.

     მუხლი 193. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი

1. თუ არსებობს ამ კოდექსის 190-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ქონებაზე ყადაღის დადებისათვის, პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ადგენს, სად და ვის ხელშია ეს ქონება. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს საჭირო საგამოძიებო მოქმედება ბანკში, ლომბარდში, შემნახველ საკანში, საფოსტო და სხვა დაწესებულებებში ან საცავში ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და საგნების აღმოსაჩენად.

2. პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ადგენს და სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს მოსამართლის ბრძანების მისაღებად საჭირო მონაცემები.

3. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 194. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

1. ქონებაზე ყადაღა ედება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომლის ასლიც ეძლევა გამომძიებელს ან პროკურორს თავისი შუამდგომლობის შესაბამისად, ანდა საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.

2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: ვის ქონებას ედება ყადაღა, სად და ვისთან ინახება იგი; რა საგნებისაგან, ფასიანი ქაღალდებისაგან, ფულისაგან, ფასეულობებისაგან შედგება იგი, თუ ეს გამოძიებას დადგენილი აქვს; ერთობლივი საკუთრების რომელ წილს ედება ყადაღა; ვის ევალება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების შესრულება; დასაშვებია თუ არა ჩხრეკა იმ შემთხვევაში, როცა ქონების ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარია მიღებული, ვის და სად ეძლევა ჩხრეკის ჩატარების უფლება; რა თანხას უნდა დაედოს ყადაღა სარჩელის უზრუნველსაყოფად.

3. თუ ქონება, ფული, ფასეულობა ინახება რამდენიმე ადგილას და სხვადასხვა პირთან, უნდა გაიცეს სათანადო რაოდენობის მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 195. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. დადგენილებაში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემები.

2. დადგენილებას აღასრულებს მისი გამომტანი პირი, რის შესახებაც მან 24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინოს მოსამართლეს, რომელიც ადასტურებს დადგენილების კანონიერებას ან უკანონოდ ცნობს მას და აუქმებს ქონებაზე ყადაღის დადებას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 196. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი

1. გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლის ბრძანებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – თავის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა, ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. სასამართლო განჩინების (დადგენილების) თანახმად, ქონებას ყადაღას ადებს სასამართლოს აღმასრულებელი.

3. სასამართლო აღმასრულებელი თვითონ განსაზღვრავს, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა სასამართლო ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.

4. ქონებაზე ყადაღის დადებაში მონაწილეობს სპეციალისტი – საქონელმცოდნე, რომელიც განსაზღვრავს ქონების ღირებულებას.

5. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით.

6. ფულად ანაბარზე ყადაღის დადებისას წყდება საანაბრო ოპერაციები.

7. ყადაღა ედება ბრალდებულის წილს მეუღლეების ან ოჯახის ერთობლივ საკუთრებაში, ხოლო თუ არსებობს მონაცემები, რომ ერთობლივი საკუთრება შეძენილი ან გაზრდილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას, მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია.

8. დასაყადაღებელი ქონების წილის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენაში თითოეული ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხი. ყველა შემთხვევაში ბრალდებულის ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, არ უნდა აღემატებოდეს იმ ზიანის საერთო თანხას, რომლის მიყენებაშიც მონაწილეობდა ყველა ბრალდებული.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 197. ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი

1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მიხედვით, ხოლო სასამართლოს აღმასრულებელი აღწერს ქონებას. ოქმში (აღწერაში) უნდა აღინიშნოს დასაყადაღებელი ქონების ზუსტი დასახელება, რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთის ხარისხი, სხვა ინდივიდუალური ნიშნები და ღირებულება; მიეთითოს, თუ რა ქონებაა ჩამორთმეული და რა დარჩა შესანახად; ეკუთვნის თუ არა ეს ქონება ან მისი ნაწილი სხვა პირებს; მოყვანილ იქნეს განცხადებები იმ პირის მოქმედების შესახებ, რომელიც ქონებას აყადაღებს.

2. ბეჭდით დამოწმებული ოქმის (აღწერის) ასლი ხელწერილით გადაეცემა პირს, რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო, ხოლო თუ ქონებას ყადაღა დაედო ამ პირის არყოფნაში, – მისი ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს ან ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს. დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ტერიტორიაზე ქონების დაყადაღებისას ოქმის ასლი ხელწერილით გადაეცემა ადმინისტრაციის წარმომადგენელს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 198. დაყადაღებული ქონების შენახვა

1. დაყადაღებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს.

2. ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, ჩეკები, ფასიანი ქაღალდები შესანახად ბარდება სახელმწიფო ბანკის დაწესებულებაში, ხოლო ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები – შემნახველ ბანკში. ფული შედის იმ სასამართლოს დეპოზიტზე, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. დანარჩენი ამოღებული საგნები ილუქება და ინახება იმ ორგანოში, რომლის შუამდგომლობითაც ყადაღა დაედო ქონებას, ანდა შესანახად გადაეცემა ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.

3. დაყადაღებული და ამოღებული ქონება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ქონებისა, ილუქება და შესანახად რჩება მესაკუთრესთან, მფლობელთან ან ბრალდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრთან. ამ პირებს უნდა განემარტოთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ ქონების გასხვისებისა თუ გაფუჭებისათვის, რის შესახებაც მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 199. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) მოქმედების ვადა

1. ქონებას ყადაღა ედება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე.

2. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღა უქმდება.

3. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „თ“–„მ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, მოსამართლეს ან სასამართლოს უფლება აქვს გააგრძელოს ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 30 დღით.

4. სამოქალაქო სარჩელის გამოხმობის ან ქონებაზე ყადაღის დადების სხვა საფუძვლების მოსპობის შემთხვევაში ეს ღონისძიება შეიძლება გააუქმოს მოსამართლემ პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველმა სასამართლომ თავისი განჩინებით.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალდებულის ქონების მიმართ გამოყენებული ყადაღის დადების ღონისძიება უქმდება აგრეთვე პროკურორის დადგენილებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

6. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შემთხვევაში უფლება აქვთ არ გააუქმონ ბრალდებულის ქონებაზე ყადაღა, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში – გასცენ განკარგულება ყადაღის შენარჩუნების შესახებ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 200. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება

1. მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მისი გამოცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათში, ხოლო დადგენილება ქონებისათვის ყადაღის დადებაზე უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.

2. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ქონებას ყადაღა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში (აღწერაში), უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის გამო სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის, აგრეთვე საქმის განმხილველი სასამართლოსათვის.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 201. ქონების დაბრუნება რეაბილიტაციის დროს

ბრალდებულის ან მსჯავრდებულის რეაბილიტაციის შემთხვევაში დაყადაღებული და ამოღებული ქონება უნდა დაუბრუნდეს მას ნატურით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – ფულით, რეაბილიტაციის დღეს არსებული მისი საშუალო საბაზრო ფასის მიხედვით.

თავი XXV

პასუხისმგებლობა წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 202. იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებასა და სასამართლო განხილვას

1. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საპროცესო მოვალეობის განზრახ დარღვევისათვის.

2. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ უხეში დაუდევრობისათვის, რასაც უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება მოჰყვა.

3. სხვა შემთხვევაში, თუ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ბრალეულად დაარღვევენ საპროცესო მოვალეობას, მათ კანონის მიხედვით დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4. გამომძიებელი სისხლის სამართლის საქმის შემდგომ გამოძიებას შეიძლება ჩამოაშოროს პროკურორმა, ხოლო პროკურორი – ზემდგომმა პროკურორმა, თუ მათ დაარღვიეს კანონი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 203. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა პასუხისმგებლობა გამოცხადებასა და თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის თქმისათვის

1. თუ მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, მას დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

2. თუ ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე უარს იტყვის გამოცხადებასა ან ამ კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, მას დაეკისრება ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

3. იძულებით მოყვანის შემთხვევაში პროცესის მონაწილე არ თავისუფლდება გამოძახებისას გამოუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობისაგან. იძულებით მოყვანილს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 204. პასუხისმგებლობა ცრუ ცნობების მიწოდებისათვის

1. ცრუ დასმენას, დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენებას, ექსპერტის არასწორ დასკვნას, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში თარჯიმნის არასწორ თარგმანს მოსდევს ამ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 373-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

2. ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ აგრეთვე მოწმე და დაზარალებული, თუ ისინი ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავები არიან, ანდა რომლებსაც უნდა ეპასუხათ დანაშაულის ჩადენაში მათ მამხილებელ შეკითხვებზე.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 205. პასუხისმგებლობა სხვა საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის

ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე დაეკისრებათ: დაზარალებულებსა და მოწმეებს, – თუ უარს იტყვიან გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს კანონიერ მოთხოვნებზე შემოწმების, ექსპერტიზის ჩატარების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ; კავშირგაბმულობის დაწესებულებათა უფროსებსა და თანამშრომლებს – საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან არასათანადოდ შესრულებისათვის; სხვა პირებს, რომლებიც ხელს უშლიან შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის, ჩხრეკის ან ამოღების ჩატარებას; სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე ყველა პირს, ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის გარდა, – წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნებისათვის, თუ ისინი გამომძიებელმა ან პროკურორმა გააფრთხილა მათი გამჟღავნების დაუშვებლობის შესახებ და თუ მან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მათი მიცემა მიზანშეწონილად არ მიიჩნია; საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, – თუ ხელს შეუშლიან გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით იმ პირთა გამოცხადებას, რომლებიც არიან ბრალდებული, ეჭვმიტანილი, დაზარალებული, მოწმე, სპეციალისტი, ექსპერტი, თარჯიმანი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები; აგრეთვე იმისათვის, თუ განუხილველი დარჩა ანდა დროულად არ გაეცა პასუხი კერძო განჩინებას (დადგენილებას) ან წარდგინებას კანონის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 206. პასუხისმგებლობა აღკვეთის ღონისძიების დაუცველობისათვის

თუ ბრალდებული სათანადოდ არ იქცევა, რის თავიდან ასაცილებლადაც იყო შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, მისი გირაოს მიმცემს, თავდებს, მშობლებს, მეურვეებსა და მზრუნველებს ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ 168-ე, 170-171-ე მუხლების შესაბამისად, 205-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 207. პასუხისმგებლობა საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ზიანისათვის

კანონით დადგენილი წესით გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სასამართლოში საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ხარჯები გადახდება გამოუცხადებელ პირს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 208. პასუხისმგებლობა სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის

1. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევაში პროცესის მონაწილეს მოსამართლის დადგენილებით ან სასამართლოს განჩინებით აძევებენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან და საქმის მოსმენა გრძელდება მის დაუსწრებლად. თუ სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე სხვა პირი არღვევს წესრიგს ან პატივს არ სცემს სასამართლოს, იგი თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან.

2. თუ მოსამართლის დადგენილება ან სასამართლო განჩინება გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან დამცველს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე ახორციელებდა რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე დამცველი. გაძევებული ბრალმდებლის ან დამცველის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომელიც ეგზავნება შესაბამისად ზემდგომ პროკურორს ან ადვოკატთა კოლეგიას.

3. თუ განსასჯელი გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, სასამართლო განაჩენი, განჩინება ან დადგენილება ცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, გამოცხადება ხდება განსასჯელის გარეშე, რის შემდეგაც მას ხელწერილით გადაეცემა განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების ასლი.

4. გაძევებულ პირს, განსასჯელის, სახელმწიფო ბრალმდებლისა და დამცველის გარდა, მოსამართლის დადგენილებით ან სასამართლო განჩინებით, რომელიც იმავე სასამართლოს სხდომაზე უნდა იქნეს გამოტანილი, შეიძლება დაეკისროს ჯარიმა შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

5. თუ სამართალწარმოების მონაწილეს სასამართლო სხდომის დროს ჩადენილი აქვს ადმინისტრაციული წესით დასჯადი საპროცესო სამართალდარღვევა და მისი გაძევება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, დამრღვევისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია იმავე სასამართლო პროცესზე გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) დამრღვევის შრომის ანაზღაურების ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმების შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 209. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი

1. თუ პროცესის რომელიმე მონაწილე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 კარით გათვალისწინებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ), ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს გამოძიებას ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. პროკურორის მიერ დამტკიცებული ოქმი სამართალდარღვევის შესახებ (ამ კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ან 205-ე მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის) და თანდართული მასალები დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 210. წინასწარი გამოძიების დროს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი

1. 209-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ სამართალდარღვევის ოქმსა და თანდართულ მასალებს განიხილავს მოსამართლე გამოძიების ადგილის მიხედვით პასუხისგებაში მიცემული პირის გამოძახებით.

2. სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს პროკურორს, აგრეთვე იმ პირის მიერ მოწვეულ დამცველს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა.

3. პროკურორს, პირს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, და მის დამცველს უფლება აქვთ გაეცნონ ოქმს სამართალდარღვევის შესახებ, სასამართლოში წარდგენილ სხვა მასალებს, განაცხადონ აცილება და შუამდგომლობა, წარმოადგინონ მტკიცებულებანი.

4. პირი, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, სასამართლოს აძლევს ჩვენებას. სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, გამოითხოვოს დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები, დანიშნოს ექსპერტიზა.

5. თუ არსებობს პირის ბრალეულად ცნობის საფუძველი, მოსამართლე მას აკისრებს ჯარიმას ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს 546-573-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 211. სასამართლო სხდომაზე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი

თუ სასამართლოში საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ არსებობს საფუძველი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პროცესის მონაწილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად, განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების გამოტანასთან ერთად სასამართლო ადგენს, რომ სათანადო მასალები გაეგზავნოს პროკურორს წინასწარი გამოძიებისათვის.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

კარი მეხუთე

ზოგადი ნაწილის სხვა დებულებანი

თავი XXVI

საპროცესო ვადები

    მუხლი 212. ვადების გამოთვლის წესი

1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა, დაპატიმრებისა და შინაპატიმრობისა, რომელთა ხანგრძლივობაც გამოითვლება წუთებით.

2. ვადის დამთავრების დროში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეები.

3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი, – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.

    მუხლი 213. ვადის დაცვა

ვადა გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე გადაეცა ფოსტას, გადაეცა ან გამოეცხადა მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, გადაეცა წინასწარი პატიმრობის ადგილის ან სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ პირი შესაბამისად დაპატიმრებულია ან იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში.

    მუხლი 214. ვადის გაგრძელება

ვადის გაგრძელება, ამ კოდექსით დადგენილი წესით, შეუძლია ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს.

    მუხლი 215. გაცდენილი ვადის აღდგენა

1. საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის დადგენილებით, რომლის წარმოებაშიცაა საქმე.

2. საპატიო მიზეზით ვადის გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს.

3. ვადის აღდგენაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. ვადის გაცდენასთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება, დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, შეიძლება შეჩერდეს გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე.

    მუხლი 216. ვადის გაცდენის შედეგები

საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება, თუ ვადა არ იქნება აღდგენილი.

თავი XXVII

სასამართლო ხარჯები და მათი ანაზღაურება

    მუხლი 217. სასამართლო ხარჯების სახეები

1. სასამართლო ხარჯებია:

ა) წინასწარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფულადი სახსრები სისხლის სამართლის თითოეულ საქმეზე;

ბ) პროცესის მწარმოებელ ორგანოში საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათი გადასახდელებისა და გასამრჯელოსათვის დახარჯული ფულადი სახსრები.

2. სასამართლო ხარჯები შედგება:

ა) დაზარალებულის, მოწმის, სპეცილისტის, ექსპერტისათვის გადახდილი თანხებისაგან – გამოცხადების ხარჯებისა და დღიური თანხის ანაზღაურების წესით;

ბ) (ამოღებულია);

გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის), სპეციალისტისა და თარჯიმნისათვის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხებისაგან;

დ) მოწმისათვის, დაზარალებულისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის, რომელთაც მუდმივი ხელფასი არა აქვთ, გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოსცდნენ ჩვეულებრივ საქმიანობას;

ე) პროცესის მწარმოებელ ორგანოში პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათ მიერ გაცდენილი მთელი დროის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებისაგან;

ვ) ეჭვმიტანილისათვის, ბრალდებულისა თუ განსასჯელისათვის იურიდიული დახმარების გასაწევად დამცველისათვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხებისაგან – იმ შემთხვევებში, როცა ეს პირები განთავისუფლებულნი არიან დამცველის შრომის ანაზღაურებისაგან, ან როცა მონაწილეობს დამცველი დანიშვნით;

ზ) ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვისა და გადაგზავნისათვის დახარჯული თანხებისაგან;

თ) სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან;

ი) ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან;

კ) დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს დანაშაულის გახსნა;

ლ) წინასწარ გამოძიებასთან ან სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლისა და ოპერატიული მუშაკებისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხებისაგან.

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 218. სასამართლო ხარჯების გადახდევინება

1. სასამართლო ხარჯები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მსჯავრდებულისა და პროცესის სხვა მონაწილეთა სახსრებიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება საგამოძიებო აპარატის, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების, პროკურორის, სასამართლოს, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების, წინასწარი პატიმრობის ადგილის შესანახი, თარჯიმნის შრომის ანაზღაურების ხარჯები, თუ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ საჭიროდ ცნო მათი მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.

3. 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სასამართლომ შეიძლება დააკისროს მსჯავრდებულს და მიღებული თანხები ჩარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში ანდა გადაუხადოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსაციის სახით, ხოლო 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებას აუნაზღაურდება ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ამ კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

4. სასამართლოში საქმის გაგზავნისას გამომძიებელი ადგენს ცნობას წინასწარი გამოძიების ხარჯების შესახებ, რომლის უტყუარობაც მოწმდება სასამართლო სხდომაზე. თუ საქმე შეწყდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე, სისხლის სამართლის საქმის გამო გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. სასამართლო ხარჯების თანხას განსაზღვრავენ აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები.

6. სასამართლოს უფლება აქვს მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ვალაუვალობის (გადახდისუუნარობის), შრომისუუნარობის ან ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.

7. წინასწარი გამოძიების დროს, აგრეთვე განსასჯელის გამართლების ან სარეაბილიტაციო საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო ხარჯების გადახდა არ ხდება.

8. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს სასამართლო ხარჯები გადახდება თითოეულ მათგანს წილობრივად – ბრალის ხარისხის, დანიშნული სასჯელის სიმკაცრისა და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. გადახდევინებისას სოლიდარული პასუხისმგებლობის გამოყენება დაუშვებელია.

9. მხარეთა შერიგების გამო კერძო ბრალდების საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს სასამართლო ხარჯები დააკისროს ორსავე ან ერთ-ერთ მხარეს.

10. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

11. მსჯავრდებულისაგან გადახდევინებას მიკუთვნებული სასამართლო ხარჯების საერთო თანხა უნდა შემცირდეს ხარჯების იმ ოდენობით, რომელიც გამოიწვია გამოძიების დაყოვნებამ, არასაჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ, დამატებითი გამოძიებისათვის ან ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებამ, სასამართლო შეცდომების გამოვლენამ და გამოსწორებამ.

12. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს, ხოლო მისი უარყოფის შემთხვევაში – სამოქალაქო მოსარჩელეს.

13. პროცესის ყველა მონაწილეს, მსჯავრდებულის, დამცველის, ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენლის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელთა გარდა, სამუშაო ადგილას უნარჩუნდება საშუალო ხელფასი (მათ შორის – პრემია, დანამატი და ანაზღაურება შეთავსებითი სამუშაოსათვის) წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მათ მონაწილეობაზე დახარჯული მთელი დროის განმავლობაში. თუ არასახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ადმინისტრაცია უარს ამბობს პროცესის მონაწილისათვის საშუალო ხელფასის გადახდაზე, მაშინ გადახდა წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XXVIII

რეაბილიტაცია და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 219. რეაბილიტაციის საფუძვლები

1. უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს, ბრალდებულს ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნილს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს), თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნის უსაფუძვლობა.

2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ.

3. რეაბილიტირებულ უნდა იქნეს აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც ხორციელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო განხილვა, მას შემდეგ, რაც გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი და დევნა შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი საფუძვლით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 220. ნაწილობრივი რეაბილიტაცია

ნაწილობრივ რეაბილიტაციას ექვემდებარება პირი, თუ ზემდგომმა სასამართლო ინსტანციამ შეცვალა ქმედების კვალიფიკაცია ან სასჯელის ღონისძიება ისე, რომ ფაქტობრივად მოხდილი სასჯელი აღმოჩნდა მეტი ან უფრო მკაცრი, ვიდრე საბოლოოდ დანიშნული, ანდა თუ განაჩენიდან ამოირიცხა ბრალდებათა ნაწილი, რის გამოც აღარ არის საფუძველი დაკავებისათვის, დაპატიმრებისათვის ან თავისუფლების აღკვეთისათვის.

    მუხლი 221. სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები

უნდა ანაზღაურდეს, საქმის შედეგის მიუხედავად, ზიანი, რომელიც პირს მიადგა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაკავების, დაპატიმრების ანდა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების შედეგად, აგრეთვე თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემოწმების, სამართალწარმოების ორგანოების სხვა უკანონო ან დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად, რომლებმაც ბრალდებულსა თუ სხვა პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიაყენა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 222. ბრალეულობის საკითხი რეაბილიტაციის დროს უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას

1. რეაბილიტაციის დროს სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას ყველა გადასახდელი გადაიხდევინება, ამ ორგანოების თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

2. გადასახდელი არ ინიშნება, თუ უდანაშაულო პირისათვის მსჯავრის დადება და მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება გამოწვეული იყო წინასწარგანზრახულად ცრუ აღიარებით (თვითგათქმით), რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 223. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება

1. რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება.

2. უნდა ანაზღაურდეს:

ა) ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი;

ბ) პენსია, დახმარება, – თუ მათი გადახდა შეჩერებული იყო;

გ) ფული, ფულადი ანაბრები და მათი პროცენტები, ობლიგაციები და მათი წილხვედრი მოგება, სხვა ფასიანი ქაღალდები და მათზე მიღებული შემოსავალი;

დ) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება;

ე) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდევინებული ჯარიმები და სასამართლო ხარჯები;

ვ) თანხა, რომელიც გადახდა მსჯავრდებულს დანიშვნით დაცვის განხორციელებისათვის;

ზ) ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის;

თ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.

3. იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.

4. დასაბრუნებელი ფულისა და ნივთების ღირებულების ინდექსაცია ხდება გადახდის დღეს არსებული საშუალო-საბაზრო ფასებით, ინფლაციის გათვალისწინებით.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზიანს – სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები.

    მუხლი 224. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურება

1. თუ დადგინდება, რომ პირს ჯანმრთელობა დაუზიანდა დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მსჯავრდებულის ყოფნის წესების დარღვევის ან სამედიცინო დახმარების დროულად გაუწევლობის, ასევე კანონით დადგენილი სასამართლო ექსპერტიზისა და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების წესის დარღვევის შედეგად, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას მთლიანად აანაზღაუროს ეს ზიანი, რისთვისაც:

ა) მიყენებული ზიანისათვის იძლევა ერთდროულ გადასახდელს, რომლის ოდენობასაც სასამართლო განსაზღვრავს დაავადების სიმძიმისა და პროგნოზის გათვალისწინებით, მაგრამ შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე;

ბ) ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს;

გ) იძლევა ორმაგი ოდენობის პენსიას ინვალიდობის დადგენის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები შეიძლება წაყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, სასჯელის მოხდის პროცესში და მისი მოხდის შემდეგ 6 თვის განმავლობაში.

3. ჯანმრთელობის შერყევის მიზეზის დასადგენად აუცილებელია სამედიცინო ექსპერტიზა.

    მუხლი 225. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება

1. პუბლიკაცია სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის ყველა შემთხვევის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.

2. მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის შესახებ, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და შრომით კოლექტივს, სადაც მუშაობდა ან სწავლობდა რეაბილიტირებული.

3. თუ ცნობები დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, სხვა იძულებითი მოქმედების, ბრალდების შინაარსისა და გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ისინი ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია რეაბილიტაციისა თუ სათანადო საპროცესო მოქმედების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ.

4. ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ, რეაბილიტირებულს აძლევს მისი უდანაშაულობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

5. თუ რომელიმე საპროცესო მოქმედების შედეგად პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიადგა, ამ ზიანის ანაზღაურების გარდა, სამართალწარმოების შესაბამისი ორგანო დაზარალებულს წერილობით უხდის ბოდიშს.

    მუხლი 226. სხვა უფლებათა აღდგენა

1. პირს, რომელიც სამუშაოდან (თანამდებობიდან) გაათავისუფლეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადააყენეს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა).

2. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნის დრო, სასჯელის მოხდის დრო, აგრეთვე ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირი არ მუშაობდა სამუშაოდან უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების გამო, და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება საერთო სამუშაო და სპეციალობით მუშაობის სტაჟში, ხოლო თუ რეაბილიტაციის აქტის ძალაში შესვლის დღესა და სამუშაოს დაწყების დღეს შორის წყვეტილობა 3 თვეს არ აღემატება, – უწყვეტ შრომით სტაჟშიც.

3. პირი, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, უნდა აღდგეს სასწავლებელში.

4. პირს, რომელმაც დაკარგა საცხოვრებელი ბინა იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, ანდა მის მიმართ გამოიყენეს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, უნდა დაუბრუნდეს წინათ დაკავებული საცხოვრებელი ბინა, ხოლო თუ ასეთი დაბრუნება შეუძლებელია, სახელმწიფომ მას რიგგარეშე უნდა მისცეს ტოლფასი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინა იმავე დასახლებულ პუნქტში, საბინაო ფართის მოქმედი ნორმებისა და მისი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით.

5. პირებს, რომელთაც ჩამოერთვათ სამხედრო და სხვა წოდებები, საკლასო ჩინები, აგრეთვე ორდენები და მედლები, დადგენილი წესით უნდა აღუდგეთ წოდებები, საკლასო ჩინები, დაუბრუნდეთ ორდენები და მედლები.

    მუხლი 227. რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესი

1. თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენებულია გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო ანდა დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება. მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას.

2. მოსამართლეს, რომელმაც წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას.

3. მას შემდეგ, რაც პროკურორი შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ან/და წინასწარ გამოძიებას იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, საქმეს გადასცემს სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, და ეს იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. თუ პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას არ განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. საქმის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მოსამართლე ატარებს სხდომას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წესების მიხედვით და გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

4. თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მოსამართლემ (სასამართლომ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადება სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის ვადაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით.

5. ზიანის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. გერბიანი ბეჭდით დამოწმებული განჩინების (დადგენილების) ასლი გადაეცემა ან ეგზავნება რეაბილიტირებულს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მის მემკვიდრეებს, რათა ეს ასლი წარუდგინონ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ყველა სახის ზიანი.

6. რეაბილიტაციის შესახებ განჩინების (დადგენილების) შესრულება სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად.

7. რეაბილიტირებულისათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ განჩინება (დადგენილება) შეიძლება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ რეაბილიტირებულმა, პროკურორმა, დაინტერესებულმა პირმა და ორგანიზაციამ, რომლებსაც ეხება სასამართლოს მოთხოვნა რეაბილიტირებულისათვის ყველა უფლების აღდგენის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 228. უფლების აღდგენა სასარჩელო წესით

1. თუ მოქალაქის მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან 3 წლის განმავლობაში.

2. საპატიო მიზეზით ამ ვადის გადაცილებისას, დაინტერესებულ პირთა განცხადებით, ეს ვადა სასამართლომ უნდა აღადგინოს.

    მუხლი 229. რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

თუ გამამართლებელი განაჩენი ან განჩინება (დადგენილება) რეაბილიტაციის შესახებ გაუქმებულია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია, სასამართლომ შეიძლება შეცდომით რეაბილიტირებულს დააკისროს ზიანის ასანაზღაურებლად მიღებული თანხის გადახდა. სასამართლოს აგრეთვე შეუძლია გააუქმოს რეაბილიტაციის სხვა ღონისძიებები.

თავი XXIX

შუამდგომლობა

    მუხლი 230. შუამდგომლობის განცხადების უფლება

1. შუამდგომლობის განცხადების უფლება აქვს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ მონაწილეს, აგრეთვე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის ინტერესებსაც ეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

2. შუამდგომლობა წარედგინება თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა თუ გადაწყვეტისათვის.

3. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს თხოვნას საპროცესო მოქმედების ჩატარების ან საპროცესო გადაწყვეტილების მიღების შესახებ შუამდგომლობის შემტანი ან მარწმუნებელი (დასაცავი) პირის ინტერესებისათვის. მტკიცებულებათა აღმოსაჩენად საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა დასადგენად არის საჭირო მათი ჩატარება.

    მუხლი 231. შუამდგომლობის განცხადების წესი

1. შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა ამ კოდექსის 468-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.

3. წერილობითი შუამდგომლობა და მისი დამასაბუთებელი მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

4. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის ჩატარების დროსაც იყო იგი განცხადებული, ცალკე შედგენილ ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

5. შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ უსპობს უფლებას ხელმეორედ მიმართოს შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე.

6. შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი განცხადების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 232. შუამდგომლობის გადაწყვეტა

1. შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ იგი ხელს უწყობს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად დადგენას.

2. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა განიხილებოდეს.

3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა დააკმაყოფილონ გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.

4. ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმ მტკიცებულების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებას ან ამძიმებს განსასჯელის პასუხისმგებლობას, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.

5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

6. შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ორგანოს ან პირს, რომლის სახელზედაც იყო იგი შეტანილი, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება (განჩინება). ეს დადგენილება (განჩინება) წინასწარი გამოძიების დროს გადაეცემა შუამდგომლობის შემტან პირს, ხოლო სასამართლოში იგი გამოცხადდება. ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მეორედ აღარ განიხილება.

7. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 233. შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, გაგრძელების ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას, აგრეთვე შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ადგენს გამომძიებელი და ეთანხმება პროკურორი.

2. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

3. პროკურორის მონაწილეობა მოსამართლის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, გაგრძელების, ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სავალდებულოა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

 

თავი XXX

საჩივარი

    მუხლი 234. სისხლის სამართლის პროცესის განმახორციელებელი ორგანოს და თანამდებობის პირის მოქმედების ან გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება

გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის, პროკურორის, მოსამართლის ან სასამართლოს მოქმედების ან გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ პროცესის მონაწილეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 235. საჩივრის შეტანა

1. საჩივარი შეაქვთ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოში ან იმ თანამდებობის პირთან, რომელიც კანონით უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება. დასაშვებია საჩივრის შეტანა იმ პირთან ან იმ ორგანოში, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება. ამ შემთხვევაში საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს ადრესატს.

2. საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს შესაბამის პროკურორს. საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ პროკურორს. თანამდებობის პირმა, რომელმაც მიიღო საჩივარი თავისი მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო, ადრესატისათვის მისი გაგზავნისას უნდა დაურთოს საკუთარი განმარტებები.

3. საჩივარი შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. ზეპირი საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და საჩივრის მიმღები თანამდებობის პირი. საჩივარს შეიძლება დაერთოს მისი დამადასტურებელი მასალები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 236. საჩივრის შეტანის ვადა

1. გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის ან პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება წინასწარი გამოძიების მთელი წარმოების განმავლობაში.

2. სასამართლოს (მოსამართლის) მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება ამ კოდექსის კერძო ნაწილში დადგენილ ვადებში.

3. საპატიო მიზეზით საჩივრის შეტანის გაცდენილი დროის აღდგენა შეუძლია სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საჩივრის გამო.

4. მოსამართლის დადგენილება გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით, ზემდგომ სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს აღადგინოს გაშვებული ვადა და არსებითად განიხილოს საქმე საჩივრის საფუძველზე.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 237. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის შეტანა აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სხვა შემთხვევაში საჩივრის შეტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის საჩივრის განმხილველი პირი.

    მუხლი 238. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი

1. საჩივრის განხილვა არ შეიძლება დაევალოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის მოქმედებაც საჩივრდება, აგრეთვე იმ ორგანოს ან პირს, რომელმაც დაამტკიცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

2. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, შეზღუდული არ არის საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით და უფლება აქვს შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საქმის მთელი წარმოება.

3. საჩივრის განხილვისას პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ყოველმხრივ შეამოწმონ მასში ჩამოყალიბებული მოსაზრებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გამოითხოვონ დამატებითი მასალები და განმარტებები.

4. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, სხვა პირთა, აგრეთვე დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.

    მუხლი 239. საჩივრის განხილვის ვადა

საჩივრის განხილვის ვადები განისაზღვრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 240. გადაწყვეტილება საჩივრის გამო

1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის შესახებ; სისხლისსამართლებრივი დევნის სრული ან ბრალდების ნაწილში შეწყვეტის შესახებ; გასაჩივრებული მოქმედების იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის შესახებ; საჩივრის უარყოფის შესახებ.

2. საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ან თანამდებობის პირს შეუძლია შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ანდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, თუ ამას არ მოჰყვება საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის მდგომარეობის გაუარესება, რომლის ინტერესებისთვისაც იყო იგი შეტანილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საჩივარი იმავე საფუძველზე შეიტანა საპირისპირო მხარემ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 241. საჩივრის გამო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება

1. საჩივრის შემტან პირს უნდა შეატყობინონ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საჩივრის გამო, და განუმარტონ გასაჩივრების შემდგომი წესი. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

2. თუ გასაჩივრებული მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო პირს არამართლზომიერი მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა, მას უნდა განემარტოს ამ ზიანის ანაზღაურების უფლება.

3. საჩივარი და მასზე პასუხის ასლი, აგრეთვე საჩივრის შემოწმების მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

    მუხლი 242. გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში

1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ:

ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება;

ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი).

2. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით პროცესის მონაწილეს უფლება აქვს გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს.

4. საჩივარს განიხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით. საჩივარი შეიტანება არა უგვიანეს 15 დღისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს. მიღებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს 15 დღის ვადაში.

5. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ხოლო სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის პროკურორს საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით.

7. განმცხადებელი თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 243. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ, ასევე პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი

1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს შემდეგი წესით:

ა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემიდან (გამოტანიდან) 48 საათში შეიძლება გასაჩივრდეს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში;

ბ) (ამოღებულია).

2. საჩივარი შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამცემ (გამომტან) მოსამართლესთან, რომელიც ამ საჩივარსა და საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების (დადგენილების) აღსრულებასა და საქმეზე გამოძიებას.

3. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივარს იხილავს მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა. საჩივრის განხილვის დღე და დრო დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს.

4. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, ხოლო საკასაციო პალატა – კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით, პროკურორისა და მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს. საჩივრის განხილვაში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა. საჩივრის განმხილველ მოსამართლეს (სასამართლოს) უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი. მოსამართლე (სხდომის თავმჯდომარე) ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, ასახელებს მხარეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სათათბირო ოთახში. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

5. საჩივრის განხილვისას მოსამართლე (სასამართლო) ამოწმებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემისას (გამოტანისას) დაიცვა თუ არა მოსამართლემ 151-172-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლე (სასამართლო) იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

7. ბრალდების მხარის (პროკურორი, დაზარალებული და მისი წარმომადგენელი) შუამდგომლობის საფუძველზე საჩივრის განმხილველ მოსამართლეს (სასამართლოს) უფლება აქვს ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, რის შესახებაც გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას).

8. საჩივრის შემტან მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას მოსამართლის (სასამართლოს) სათათბირო ოთახში გასვლამდე უკანვე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.

9. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი ბრძანების ან დადგენილების (განჩინების) ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება ბრძანების (დადგენილების) გამცემ მოსამართლესა და ბრძანების ან დადგენილების (განჩინების) აღმსრულებელ ორგანოს.

10. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი დადგენილება (განჩინება) საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

11. პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა შეიძლება 24 საათში გაასაჩივრონ მხარეებმა ზემდგომ სასამართლოში. ეს ბრძანება კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცემისთანავე. ამ ნაწილით გათვალისწინებული წესით ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილება პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრდება შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. სასამართლო მხარეთა საჩივარს იხილავს მიღებიდან 48 საათში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის  გადაწყვეტილება №2/3/286 – სსმ IV, №8, 23.03.2005 წ., გვ.2

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 244. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სხვა სახეები

სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართალში მიცემის ან სასამართლო განხილვის სტადიაზე სააპელაციო თუ საკასაციო წარმოების დროს, გასაჩივრდება LVI და LVII თავებით დადგენილი წესებით.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

თავი XXXI

სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება და გამოყოფა

    მუხლი 245. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება

1. ერთ წარმოებად შეიძლება გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე რამდენიმე პირის ბრალდების საქმეები; რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში მონაწილე ერთი პირის ბრალდების საქმეები; დანაშაულის წინასწარ შეუპირებელი დაფარვის საქმეები; საქმეები მოვლენისა და მოქმედების შესახებ, რომელთა მონაწილეებიც იმავდროულად არიან ბრალდებულიცა და დაზარალებულიც, მათ შორის, საჯარო ბრალდების საქმეები.

2. საქმეთა გაერთიანება ხდება პროკურორის დადგენილებით ან პროკურორის შუამდგომლობით მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით).

3. ერთ წარმოებად საქმეთა გაერთიანებისას წარმოების ვადა აითვლება პირველ საქმეზე წინასწარი გამოძიების დაწყების დღიდან.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 246. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა

1. პროკურორს უფლება აქვს მოტივირებული დადგენილებით სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოს საქმე ცალკე წარმოებისათვის.

2. გამოყოფას ექვემდებარება საქმის მასალების დედნები, ხოლო მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები რჩება საქმეში, რომლიდანაც გამოიყო მასალები.

3. გამოყოფილი საქმის წინასწარი გამოძიების ვადა იწყება გამოყოფის შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XXXII

სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ურთიერთქმედება საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებთან სამართლებრივი დახმარების გაწევის წესით

    მუხლი 247. სამართლებრივი დახმარების სახეები

1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს, პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით:

ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების დავალებით;

ბ) მოითხოვონ საქართველოს მოქალაქის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მის მისაცემად და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი მოქალაქე;

გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად.

2. თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან საქართველოს გენერალურ პროკურორსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება 248-260-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.

3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებისა (რომის სტატუტის) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

    მუხლი 248. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალების გაგზავნა

1. თუ აუცილებლობა მოითხოვს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარებას, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო 251-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ავალებს მათ ჩატარებას იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელთანაც დადებულია ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ.

2. დავალება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იგზავნება საქართველოს გენერალური პროკურორის მეშვეობით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეშვეობით.

3. თუ ეს კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს განსაკუთრებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (ბრძანებას), მოსამართლის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს დავალებას.

4. დავალება დგება იმ სახელმწიფოს ენაზე, სადაც ის იგზავნება, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. საგანგებო შემთხვევაში დავალება შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.

    მუხლი 249. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალების შინაარსი

საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალება უნდა შედგეს წერილობით, დავალების გამგზავნის ხელმოწერით. დავალება დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების გერბიანი ბეჭდით. დავალება უნდა შეიცავდეს:

ა) დავალების მიმცემი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;

ბ) იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელსაც დავალება ეგზავნება;

გ) საქმის ფაქტობრივ გარემოებებს;

დ) თხოვნის არსს, კერძოდ, იმ საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების შინაარსს, რომელიც უნდა ჩატარდეს;

ე) მონაცემებს იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომელთაც ეგზავნება დავალება, აგრეთვე მონაცემებს მათი მოქალაქეობის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების, საქმიანობისა და სისხლის სამართლის საქმისადმი დამოკიდებულების შესახებ;

ვ) გამოთხოვილი დოკუმენტებისა და ნივთიერი მტკიცებულებების ნუსხას.

    მუხლი 250. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გამოძახება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის

1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, მისი თანხმობით, შეიძლება მოიწვიონ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სამოქალაქო მოსარჩელე ან სამოქალაქო მოპასუხე, ხოლო ბრალდებულის შუამდგომლობით – როგორც დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების (გარდა ადვოკატისა, რომელთანაც დადებულია შეთანხმება) საქართველოში ჩამოსვლისა და ყოფნის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ შუამდგომლობა ამ პირების გამოძახების შესახებ უარყოფილია, მათი გამოძახების ხარჯები ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც შეიტანა შუამდგომლობა.

3. საგამოძიებო მოქმედებასა და სასამართლოში მონაწილეობისათვის უცხო სახელმწიფოდან კონკრეტული პირების გამოძახების შესახებ თხოვნა იგზავნება 248-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ასეთი თხოვნა იმავდროულად შეიძლება გაეგზავნოს გამოსაძახებელ პირებსაც.

4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მონაწილეობით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ტარდება ამ კოდექსით დადგენილი წესებით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუკი გამოძახებულია უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, დაუშვებელია მისი იძულებით მოყვანა, დაკავება, დაპატიმრება, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, ჩხრეკა, მის მიმართ იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიების გამოყენება, გაფრთხილება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

    მუხლი 251. საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალების შესრულება

1. სასამართლო, პროკურორი ან გამომძიებელი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალებას ასრულებს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალება სრულდება საქართველოს გენერალური პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.

3. უცხო სახელმწიფოს დავალება სრულდება, თუ ის შეიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და 249-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. თუ დავალებაში არ არის ეს მონაცემები, ან თუ ისინი არასაკმარისია, გამოითხოვება დამატებითი მონაცემები.

4. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

5. დავალების შესრულებისას შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს საპროცესო ნორმების გამოყენება, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.

6. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავალების შესრულებას შეიძლება ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი.

7. თუ დავალების შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს, ამასთან, უნდა მიეთითოს მისი შესრულების ხელშემშლელი მიზეზები. დავალება ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და უშიშროებას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა

თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან, გამოძიებული საქმის ყველა მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აღნიშნულ მასალებს უგზავნის უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისხლის-სამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად ან მიმართავს თხოვნით საქართველოს ხელისუფლებისათვის ბრალდებულის გადმოცემის შესახებ.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 253. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მოთხოვნის განხილვა

1. უცხო სახელმწიფოს მოთხოვნას გამოსაძიებლად გადასცენ მასალები საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საქართველოში დაბრუნდა, განიხილავს საქართველოს გენერალური პროკურატურა. ამასთან, საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გამოძიების დამთავრებამდე მასალების გადაცემის შესახებ; საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩატარების შესახებ; საქართველოს მოქალაქის გადაცემის შესახებ იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩასატარებლად, სადაც მოხდა დანაშაული.

2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ჩატარებული გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მიღებულ მტკიცებულებას საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

3. თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულია, მაგრამ ამ ქმედებისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მის მიმართ ჩაატაროს გამოძიება და გამოიტანოს განაჩენი. ამასთან, შეიძლება მასალებისა და მტკიცებულებათა გამოთხოვა იმ სახელმწიფოდან, სადაც ჩადენილია დანაშაული და წამოყენებულია მოთხოვნა დევნილი პირის საქართველოს ხელისუფლებისათვის გადმოცემის შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 254. მოთხოვნა საქართველოს მოქალაქის გადმოცემის შესახებ

1. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა თუ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, საქართველოს გენერალური პროკურატურა უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას მიმართავს მოთხოვნით საქართველოს მოქალაქის გადმოცემის შესახებ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ამ მოქალაქის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ან თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და კანონიერ ძალაშია შესული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირს ბრალად ედება ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ერთ წელზე მეტი ვადით, ან როცა ის მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულისათვის.

3. გადმოცემის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელსა და გვარს;

ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა შინაარსს, იმ კანონის სანქციის მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის;

გ) მითითებას პირის დაკავების ან დაპატიმრების, მისი დაკითხვისა და ჩხრეკის საჭიროების შესახებ;

დ) მითითებას გადმოსაცემი პირის გადმოცემის ადგილის, დროის, წესისა და იმ ორგანოს შესახებ, რომელსაც იგი გადმოეცემა.

4. მოთხოვნას უნდა დაერთოს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი, დადგენილება ამ პირის დაკავების, დაპატიმრებისა და ჩხრეკის შესახებ, ხოლო მსჯავრდებულის გადმოცემის შემთხვევაში – გამამტყუნებელი განაჩენის ასლი.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 255. გადმოცემის პირობები

1. არ შეიძლება უცხო სახელმწიფოს მიერ გადმოცემული პირი გადაეცეს მესამე სახელმწიფოს ამ ან სხვა დანაშაულისათვის, გადმომცემი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ ვრცელდება გადმოცემის შემდეგ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაზე.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 256. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ექსტრადიცია

1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი თავისი მოქალაქის ექსტრადიცია, თუ მას ბრალად ედება თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენა ან ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ ანდა თუ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე.

2. ექსტრადიციის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ რეკვიზიტებს და მომდინარეობდეს კომპეტენტური ორგანოდან.

3. მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.

4. თუ საქართველოს გენერალური პროკურორი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

5. თუ პირის ექსტრადიციას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს გენერალური პროკურორი იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ.

6. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მიმართაც შემოსულია მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით სასჯელისაგან განთავისუფლებამდე. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ბრალდებულად მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით მის განთავისუფლებამდე.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფლება აქვს, უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოთა თხოვნით, გამოიტანოს დადგენილება გარკვეული ვადით ამ სახელმწიფოს მოქალაქის ექსტრადიციის შესახებ. თუ ამ პირს თავისი ქვეყნის სასამართლო შეუფარდებს უფრო მკაცრ ან საქართველოში მოუხდელი სასჯელის თანაბარ სასჯელს, იგი სასჯელს მოიხდის თავის ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

    მუხლი 257. ექსტრადიციაზე უარის თქმა

ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ:

ა) პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში;

ბ) ქმედება, რომელიც იყო გადაცემის, ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველი, არ ითვლება დანაშაულად საქართველოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) პირის მიმართ უკვე გამოტანილია იმავე დანაშაულთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 258. მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიცია

მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიცია ხდება 256-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

    მუხლი 259. უცხოეთში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონისძიების გამოყენება

1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. სასამართლო აღნიშნულ საკითხს იხილავს ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს პირისათვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის ვადაში, შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში ან საოლქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 10 დღის ვადაში.

2. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა განისაზღვრება 3 თვით, რომელიც ექსტრადიციის განხორციელებისათვის გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი რაიონული სასამართლოს მოსამართლე 2 თვემდე, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია კიდევ 2 თვემდე აგრძელებენ საექსტრადიციო პატიმრობის ვადას.

4. ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პირმა უცხო სახელმწიფოში ჩაიდინა საქართველოს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით დასჯადი ქმედება, საქართველოს გენერალური პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით შესაბამისი ქვეყნიდან გამოითხოვს პირის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.

6. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გადაცემის მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული საექსტრადიციო პატიმრობის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 2591. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის მინიჭებული ყველა უფლებით.

2. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს მისი გადაცემის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 15 დღის ვადაში.

3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით შეიძლება გასაჩივრდეს მხარეების მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 10 დღის ვადაში.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 260. ნივთიერ მტკიცებულებათა და დოკუმენტთა გადაცემა

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის ჩამორთმეული საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებებად სისხლის სამართლის საქმეზე, ეგზავნება ექსტრადიციის მომთხოვნ ორგანოს.

2. მატერიალური ღირებულების მქონე საგნებისა და დოკუმენტების გაგზავნა, თუ ისინი არ ეკუთვნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს, უნდა მოხდეს მათი შენახვისა და მესაკუთრისათვის დაბრუნების გარანტიის მიღების შემდეგ. გარანტიას იძლევა ორგანო, რომელიც მოითხოვს პირის ექსტრადიციას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

კერძო ნაწილი

კარი მეექვსე

წინასწარი გამოძიების წარმოების ზოგადი დებულებანი

თავი XXXIII

წინასწარი გამოძიების ზოგადი დებულებანი

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 261. წინასწარი გამოძიების დაწყების მოვალეობა

დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიწყონ წინასწარი გამოძიება. გამომძიებლის მიერ წინასწარი გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 262. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 263. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ

1. წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ფიზიკურმა ანდა იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო ან თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა, თანამდებობის პირმა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანომ, ბრალის აღიარებით გამოცხადებულმა პირმა, ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე უშუალოდ სისხლის სამართლის პროცესის ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ორგანოს წარმომადგენელი დანაშაულის თვითმხილველი ან დაზარალებულია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გამოვლენილი ცნობები.

2. ანონიმური ცნობები წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველს არ წარმოადგენს. ასეთი ცნობები უნდა გადამოწმდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების გზით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 264. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 265. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების განხილვის წესი

1. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.

2. ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი.

3. სისხლის სამართლის საქმის პირველადი დოკუმენტია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტი.

4. 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 266. საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნა

თუ წინასწარი გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება განეკუთვნება გამოძიების სხვა ორგანოს კომპეტენციას, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებათა შესრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 267. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 268. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 269. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XXXIV

წინასწარი გამოძიების ჩატარების პირობები

    მუხლი 270. წინასწარი გამოძიების სავალდებულოობა  

1. (ამოღებულია).

2. წინასწარი გამოძიება, რომელსაც გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს, სავალდებულოა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძო ბრალდების საქმეთა გარდა.

3. კერძო ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება ტარდება დაზარალებულის ან განსასჯელის მოთხოვნით, პროკურორის წინადადებით, თუ მხარეები არ არიან ამის წინააღმდეგი, და მოსამართლის ინიციატივით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 271. წინასწარი გამოძიების ვადა

წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადებში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 272. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 273. შეტყობინება დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ

1. პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ატყობინებს ამ პირებს ან მათს წარმომადგენლებს და გადასცემს ან უგზავნის მათ სათანადო დადგენილების ასლს. დადგენილებაში ჩამოთვლილი უნდა იყოს დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან მათი წარმომადგენლების საპროცესო უფლება-მოვალეობები.

2. დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან მათი წარმომადგენლების თხოვნით, გამომძიებელი განუმარტავს მათს უფლება-მოვალეობებს, რის შესახებაც აკეთებს აღნიშვნას დადგენილებაზე.

    მუხლი 274. წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა

1. გამომძიებელი და პროკურორი უზრუნველყოფენ, რომ არ გამჟღავნდეს მონაცემები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და მისი შედეგების, ჩვენებათა შინაარსის, მთლიანად საქმის ან მისი გარკვეული ნაწილის შინაარსის თაობაზე, აგრეთვე მონაცემები ექსპერტთა დასკვნის შესახებ. ამ მიზნით მათ შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს ჩამოართვან ხელწერილი – ვალდებულება, რომ მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილონ ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

2. სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროთ ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს.

3. დამცველის ვალდებულება სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის შესახებ არ ვრცელდება მის საუბარზე ბრალდებულთან ან ეჭვმიტანილთან.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება შეუძლია განახორციელოს სასამართლომ, თუ საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 275. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 276. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 277. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 278. რამდენიმე გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედების შესრულება

თუ დათვალიერების, ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი ერთდროულად უნდა იყვნენ სხვადასხვა შენობაში ან ერთმანეთისაგან დიდი მანძილით დაშორებულნი, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება განახორციელოს რამდენიმე გამომძიებელმა. ამასთან, ერთ-ერთი გამომძიებელი ხელმძღვანელობს დანარჩენ გამომძიებელთა საქმიანობას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 279. გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. გამომძიებლის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო საჩივარი წარედგინება შესაბამის პროკურორს.

2. პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 280. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენა

1. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენისას გამომძიებელი ან პროკურორი შესაბამისი ორგანიზაციის თანამდებობის პირს უგზავნის წარდგინებას ამ გარემოებათა გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.

2. წარდგინების განხილვა სავალდებულოა. განხილვის შედეგი ერთი თვის ვადაში უნდა ეცნობოს წარდგინების ავტორს.

3. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 20 მინიმალურ ოდენობამდე. ამ საკითხზე პროკურორის მიერ შეტანილი შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 210-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XXXV

ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა, ბრალდების წაყენება და შეცვლა, ბრალდებაზე უარი

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 281. ბრალდების წაყენების საფუძვლები

ბრალდების წაყენების საფუძველია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული.

    მუხლი 282. დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ

1. ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს პროკურორის თანხმობით, პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში აღინიშნება:

ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;

გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.

2. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მუხლის ნაწილით ან ქვეპუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული თითოეული ამ დანაშაულის კვალიფიკაცია.

3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას ამ პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

4. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 283. მოქმედება, რომელიც წინ უძღვის ბრალდების წაყენებას

1. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და დაიკითხოს ბრალდებულის სახით. ბრალდების წაყენების და ბრალდებულის სახით სავალდებულოდ დაკითხვის ამ ნაწილით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.

2. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ბრალდების წაყენების დროს უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა – ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. პირს, რომელიც ბრალდებულად იქნა პასუხისგებაში მიცემული, იბარებენ უწყებით ან სხვა საშუალებით. თუ ეს პირი თავს არიდებს გამოცხადებას, გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება მისი მოყვანის შესახებ, ხოლო თუ იგი დაემალა გამოძიებას, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცხადდება ასეთი პირის ძებნა.

4. თუ პირი დაკავებული ან დაპატიმრებულია, გამომძიებელი ან პროკურორი განკარგულებას აძლევს თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციას ბრალდების წასაყენებლად გარკვეულ ადგილას და გარკვეულ დროს პირის მოყვანის თაობაზე.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

    მუხლი 284. ბრალდების წაყენება

1. გამომძიებელი ან პროკურორი ბრალდების წასაყენებლად გამოძახებულ პირსა და მის დამცველს გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამომძიებელი პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. გამოძახებული პირი და დამცველი წერილობით ადასტურებენ, რომ ისინი გაეცნენ დადგენილებას. დადგენილების ასლს ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გამომძიებელი ან პროკურორი გადასცემს ბრალდებულსა და დამცველს. გარდა ამისა, გამომძიებელი ან პროკურორი, დამცველის მონაწილეობით, ბრალდებულს განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს.

11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამომძიებელი ან პროკურორი თანამდებობის პირის ან რეკეტირის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის დამცველს და გააცნობს დადგენილებას თანამდებობის პირის ან რეკეტირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად. ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს თანამდებობის პირის ან რეკეტირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობის ფაქტს.

2. ბრალდების წაყენების შემდეგ პირველ დაკითხვამდე ბრალდებულს აქვს თავის დამცველთან პირისპირ კონსულტაციის უფლება. თუ ბრალდებული დაკავებულია, მის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.

3. დამცველთან ბრალდებულის პირისპირ საუბრის შემდეგ გამომძიებელი დაუყოვნებლივ დაკითხავს ბრალდებულს წაყენებული ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა. დაკითხვაში მონაწილეობენ დამცველი, აგრეთვე პროკურორი, თუ მას ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო არასრულწლოვანთა, ყრუ-მუნჯთა, სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირთა საქმეებზე, იმ პირთა საქმეებზე, რომელთაც შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თუ ბრალდებული ან მისი წარმომადგენელი შუამდგომლობენ, პროკურორის მონაწილეობა დაკითხვაში სავალდებულოა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

    მუხლი 285. ბრალდების შეცვლა და უარი ბრალდებაზე

1. წინასწარი გამოძიებისას წაყენებული ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში გამომძიებელს 283-284-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით გამოაქვს ახალი დადგენილება პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

2. გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება დასამტკიცებლად ეგზავნება პროკურორს.

3. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების პირი გადაეცემა ბრალდებულსა და დამცველს.

4. ბრალდების შეცვლის, შევსებისა და მასზე უარის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად პროკურორს უფლება აქვს წინასწარი გამოძიების ნებისმიერ მომენტში მოსთხოვოს გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმე არა უმეტეს 3 დღის ვადით.

კარი მეშვიდე

საგამოძიებო მოქმედება

თავი XXXVI

ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

    მუხლი 286. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო წესები

1. გამომძიებელი ამოწმებს კანონით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩაბმულ მონაწილეებს, რომელთაც განუმარტავს მათს უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს.

2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ღამით დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

3. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოიყენონ დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.

4. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაუშვებელია ძალის, მუქარის, შანტაჟის, მოტყუებისა და სხვა უკანონო ხერხების გამოყენება, ასევე დაუშვებელია ამ მოქმედებაში მონაწილე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა.

    მუხლი 287. საგამოძიებო მოქმედების ოქმი

1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ან უშუალოდ მისი დამთავრების შემდეგ.

2. ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით, დაიბეჭდოს მანქანაზე ან დამზადდეს კომპიუტერით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ოქმის სისრულისათვის შეიძლება სტენოგრაფიის, ფოტო- და კინოგადაღების, ვიდეო- და აუდიოჩაწერის გამოყენება. სტენოგრაფიული ჩანაწერი საქმეს არ დაერთვის, ხოლო ფოტო- და კინოგადაღების,- ვიდეო- და აუდიოჩაწერის მასალები ინახება საქმეში.

3. ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი, მისი დაწყებისა და დამთავრების დრო, ჩატარების პირობები, იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელი და გვარი, ხოლო საჭიროების შემთხვევებში – მათი მისამართიც; ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს გამომძიებლის მოქმედების თანამიმდევრობა, გამოვლენილი მტკიცებულებები და საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირთა განცხადებები.

4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ფოტო- და კინოგადაღება, აუდიო- და ვიდეოჩაწერა, ან დამზადდა კვალის ანაბეჭდები და ტვიფრები, შედგა ნახაზები და სქემები, უნდა აღინიშნოს აგრეთვე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული სხვა ტექნიკური საშუალებებიც, მათი გამოყენების პირობები და წესი, ობიექტები, რომელთა მიმართაც გამოიყენეს ეს საშუალებები და მიღებული შედეგები. ოქმში, გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ წინასწარ შეატყობინეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირებს.

5. ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს მათი ხელმოწერით.

6. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე ყველა პირი.

7. ოქმს დაერთვის ფოტონეგატივი და სურათი, ინფორმაციის შემცველი ელექტრონული საშუალებები, კინოფირი, დიაპოზიტივი, დაკითხვის ფონოგრამა, ვიდეოჩანაწერის კასეტა, ნახაზი, გეგმა, სქემა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დამზადებული კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 288. საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე უარის ან ხელმოწერის შეუძლებლობის ფაქტის დადასტურება

1. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, მოწმე ან სხვა პირი უარს ამბობს საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რასაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი.

2. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განმარტოს უარის მიზეზი და ეს უნდა აღინიშნოს ოქმში.

3. თუ ბრალდებულმა ან სხვა პირმა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი არ მოაწერა, ეს ეცნობება პროკურორს. იგი ვალდებულია დაადგინოს ოქმის ხელის მოწერაზე უარის მიზეზი და მონაწილეობა მიიღოს შემდგომ დაკითხვაში.

4. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას ხელი მოაწეროს ოქმს, გამომძიებელი იწვევს გარეშე პირს, რომელიც დასაკითხი პირის თანხმობით ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს მისი ჩვენების ჩანაწერის სისწორეს. ოქმს ხელს აწერს გამომძიებელი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 289. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთათვის უფლებების განმარტებისა და უზრუნველყოფის სავალდებულოობა

გამომძიებელი ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე სხვა პირებს განუმარტოს მათი უფლებები და უზრუნველყოს ამ უფლებათა განხორციელების შესაძლებლობა. ამავე დროს მათ უნდა განუმარტონ, თუ რა მოვალეობა ეკისრებათ და რა შედეგი მოსდევს ამ მოვალეობათა შეუსრულებლობას. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს გადაეცემათ მათი უფლება-მოვალეობების წერილობითი ნუსხა.

    მუხლი 290. მოსამართლის ბრძანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება

1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის, მიმოწერის, პირადი ჩანაწერის, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა შეტყობინებების საიდუმლოების შეზღუდვასთან, ტარდება მოსამართლის ბრძანებით.

2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, რის შესახებაც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, უნდა ეცნობოს 24 საათის განმავლობაში და გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩაატარა. მასალების განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება:

ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.

3. (ამოღებულია).

4. გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც: არსებობს დანაშაულის კვალისა და ნივთიერი მტკიცებულების მოსპობისა და დაკარგვის რეალური საშიშროება, პირს დანაშაულის ფაქტზე წაასწრებენ, საქმისათვის საჭირო საგნები და დოკუმენტები აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, შემოწმება) ან შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო.

5. (ამოღებულია).

6. გამომძიებლისა და პროკურორის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნეს მოსამართლის ბრძანება პირის იძულებით შემოწმების, მოყვანის, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ.

7. ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო სხდომის ოქმი არ დგება, ხოლო მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9]

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 291. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ

1. სასამართლოში წარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ.

2. (ამოღებულია).

3. შუამდგომლობაში მოყვანილი უნდა იყოს მონაცემები დანაშაულის შესახებ, რომლის გამოც დასახულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რა მონაცემები უნდა მიიღონ ასეთი მოქმედების შედეგად, მისი ჩატარების ვადა, ადგილი, უშუალო შემსრულებელი, აგრეთვე სასამართლოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებისათვის საჭირო სხვა მონაცემები და, თუ ყოველივე ეს საკმარისი არ არის, მოსამართლეს უფლება აქვს მოითხოვოს მათი შევსება.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 292. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი

1. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით.

2. პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ სასამართლო განხილვის დაწყებამდე უკან გაითხოვონ შუამდგომლობა.

3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირები, რომელთა ჩვენებები ასაბუთებენ ან უარყოფენ შუამდგომლობას, გამოითხოვოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები.

4. ჩხრეკის, ამოღების, ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

5. მოსამართლე დანიშნულ დროს ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რომელი შუამდგომლობა განიხილება, ამოწმებს პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებას.

6. პროკურორი და გამომძიებელი შუამდგომლობას ასაბუთებენ ზეპირად და უპასუხებენ მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს.

7. თუ სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი დამცველი და წარმომადგენელი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

8. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების დამთავრებისთანავე მოსამართლე თავისი ბრძანებით ნებას რთავს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ანდა გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 293. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

1. მოსამართლის ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის გვარი, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა, განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება იგი, ბრძანების მოქმედების ვადა, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება, მოსამართლის ხელმოწერა, დამოწმებული სასამართლოს ბეჭდით.

2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება და გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9]

3. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან დადგენილება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი გამოცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათში, ხოლო დადგენილება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

თავი XXXVII

დაკითხვა და დაპირისპირება

    მუხლი 294. დაკითხვის ადგილი

მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 295. გამოძახება დაკითხვაზე

1. მოწმეს, დაზარალებულს, აგრეთვე თავისუფლებაში მყოფ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს გამომძიებელთან ან პროკურორთან იძახებენ უწყებით. უწყება იგზავნება ფოსტით ან შიკრიკის ხელით. გამოძახება შეიძლება აგრეთვე ტელეფონოგრამით, დეპეშით, რადიოგრამით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით.

2. გამოძახების შესახებ უწყებასა თუ სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.

3. უწყების (შეტყობინების) ხელზე მიღება გამოძახებულმა ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს. თუ გამოძახებული ადგილზე არ იმყოფება, უწყება (შეტყობინება) მისთვის გადასაცემად ხელმოწერით უნდა ჩაჰბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს.

4. პირებს, რომლებიც საგამოძიებო ან დროებითი ყოფნის იზოლატორში, მიმღებგამანაწილებელში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ან აღმზრდელობით კოლონიაში იმყოფებიან, იძახებენ ამ დაწესებულებათა ადმინისტრაციის მეშვეობით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 296. დასაკითხი პიროვნების დადგენა

გამომძიებელმა დაკითხვის წინ დასაკითხს უნდა გამოკითხოს სახელი და გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) და ადგილი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები, თანამდებობა, სარგებლობს თუ არა იმუნიტეტით, არის თუ არა ნასამართლევი, და ეს მონაცემები შეუდაროს დასაკითხის პირად დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს ან სხვაგვარად დარწმუნდეს მის ვინაობაში.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 297. ენა, რომელზედაც ტარდება დაკითხვა

დამკითხავმა უნდა დაადგინოს, იცის თუ არა დასაკითხმა სამართალწარმოების ენა, ან რომელ ენაზე შეუძლია და სურს ჩვენებების მიცემა. მე-100 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იძახებენ თარჯიმანს, რომლის მოსვლამდეც დაკითხვა უნდა გადაიდოს.

    მუხლი 298. საქმის გარემოებათა შესახებ თავისუფალი თხრობა და კითხვების დასმა

1. დასაკითხ პირს უნდა განემარტოს, რა საქმეზეა გამოძახებული, და წინადადება მიეცეს მოყვეს, რა იცის საქმის გარემოებათა შესახებ. თავისუფალი თხრობის შეწყვეტა დაუშვებელია, მაგრამ, თუ დასაკითხი ლაპარაკობს გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, გამომძიებელს შეუძლია მისი შეჩერება.

2. თავისუფალი თხრობის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაუსვან კითხვები.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 299. მისახვედრი კითხვების დასმის დაუშვებლობა

მისახვედრია კითხვები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მიანიშნებენ მოსალოდნელ პასუხს. მისახვედრი კითხვების დასმა დაუშვებელია.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 300. დასაკითხის მიერ დოკუმენტებისა და სხვა ჩანაწერების გამოყენება

1. დაკითხვის დროს დასაკითხ პირს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ან საქმეზე დართული დოკუმენტები, ანდა სხვა ჩანაწერები.

2. გამომძიებელს და პროკურორს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტები და სხვა ჩანაწერები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ ან დაურთონ საქმეს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 301. დასაკითხისათვის საგნებისა და დოკუმენტების წარდგენა

1. დაკითხვისას გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს შეუძლიათ დასაკითხს წარუდგინონ საქმეზე დართული საგნები და დოკუმენტები.

2. დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს, რა საგანი ან დოკუმენტი წარედგინა დასაკითხს, მათი აღწერილობა, რა კითხვები ახლდა წარდგენას და რა განმარტება მისცა ამასთან დაკავშირებით დასაკითხმა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 302. დაკითხვის ხანგრძლივობა

დაკითხვა 4 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. დაშვებულია დღის განმავლობაში პირის რამდენჯერმე დაკითხვა დასასვენებლად არანაკლებ ერთსაათიანი პაუზებით. ამასთან, დაკითხვის საერთო ხანგრძლივობა დღის განმავლობაში 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

    მუხლი 303. დაკითხვის მიმდინარეობისა და შედეგების დაფიქსირება

1. დაკითხვის მიმდინარეობა და შედეგები ფიქსირდება დაკითხვის ოქმში.

2. დაკითხვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე გამოსახულების ან/და ხმის ჩაწერის შესაბამისი ტექნიკური საშუალება. დაკითხვა ყოველთვის უნდა ჩაიწეროს ამგვარი ტექნიკური საშუალებით, თუ დასაკითხი პირი შუამდგომლობს დაკითხვის ჩაწერაზე და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფს ჩაწერას.

3. ჩვენება ოქმში უნდა ჩაიწეროს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით. კითხვა-პასუხი ფიქსირდება ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც დაკითხვისას. ოქმში შეტანილ უნდა იქნეს ის შეკითხვაც, რომელიც განარიდა გამომძიებელმა ან პროკურორმა, აგრეთვე შეკითხვა, რომლის პასუხის გაცემაზედაც უარი თქვა დასაკითხმა.

4. ოქმში თანამიმდევრულად უნდა დაფიქსირდეს დაკითხვისას ჩატარებული ყველა მოქმედება. დაკითხვის ტექნიკური საშუალებებით ჩანაწერი ერთვის დაკითხვის ოქმს.

5. დაკითხვის დამთავრებისთანავე ოქმი წასაკითხად წარედგინება დაკითხულს, ან მისი თხოვნით ოქმს წაუკითხავს გამომძიებელი ან პროკურორი.

6. დაკითხულის მოთხოვნა ოქმში შესწორებისა და დამატების შეტანის თაობაზე აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.

7. დასაკითხს უფლება აქვს თვითონ დაწეროს ჩვენება.

8. ოქმის წაკითხვის შემდეგ დასაკითხი ხელმოწერით ადასტურებს ჩვენების ჩანაწერის სისწორეს, ხელს აწერს ოქმის ბოლოს, ხოლო თუ ჩვენება რამდენიმე გვერდზეა, ხელს აწერს თითოეულ გვერდს.

9. თუ დაკითხვაში მონაწილეობს თარჯიმანი, იგი ზეპირად უთარგმნის დასაკითხს მისი ჩვენების ჩანაწერს, ხოლო წერილობით – მისი ხელით დაწერილ ჩვენებას. თარჯიმანი ხელს აწერს ჩვენების ჩანაწერს ოქმის ბოლოს და მის თითოეულ გვერდს ცალ-ცალკე, აგრეთვე დასაკითხის ხელით დაწერილი ჩვენების თარგმანს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 304. ხმის ჩაწერის გამოყენება დაკითხვისას

1. ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, მოწმის ან დაზარალებულის დაკითხვისას შეიძლება ხმის ჩაწერა.

2. გამომძიებელი გადაწყვეტილებას იღებს ხმის ჩაწერის შესახებ და ამის თაობაზე დასაკითხს აცნობებს დაკითხვის დაწყებამდე.

3. ხმის ჩანაწერი უნდა ასახავდეს დაკითხვის მთელ მიმდინარეობას. დაკითხვის ნაწილის ჩაწერა, აგრეთვე იმავე დაკითხვისას მიცემული ჩვენების გამეორება სპეციალურად ჩაწერისათვის დაუშვებელია.

4. დაკითხვის დამთავრებისთანავე ხმის ჩანაწერი მთლიანად უნდა მოასმენინონ დასაკითხს და ჰკითხონ, სურს თუ არა რაიმე დაუმატოს ან დააზუსტოს და ადასტურებს თუ არა ჩანაწერის სისწორეს. ხმის ჩაწერის შემდეგ დასაკითხის დამატებითი ჩვენებაც ფირზე იწერება.

5. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის შუამდგომლობით მისი ჩვენება შეიძლება ჩაწერილ იქნეს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური საშუალებებით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 305. მოწმის დაკითხვა

1. მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, აგრეთვე ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის ვინაობის დასადგენად.

2. მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთან, გამომძიებელი იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს არ ჰქონდეთ ურთიერთობა დაკითხვის დამთავრებამდე.

3. დაკითხვამდე გამომძიებელმა უნდა დაადგინოს მოწმის ვინაობა, აუხსნას, რა საქმეზეა გამოძახებული, და გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მოწმეს უნდა განუმარტონ, რომ იგი ვალდებული არ არის მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო ნათესავების მამხილებელი ჩვენება. გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს მოწმის დამოკიდებულება ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის მიმართ.

4. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწმეს უნდა შესთავაზონ თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმის შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება მას დაუსვან კითხვები.

5. მოწმის თხოვნით დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

    მუხლი 306. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა

1. არასრულწლოვანი მოწმე შეიძლება დაიკითხოს იმ პირობით, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით წარმოადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობები.

2. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა ტარდება არასრულწლოვანი მოწმის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. 7 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან მისი არარსებობისას მეურვის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

3. დაკითხვის დაწყებამდე ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირებს უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ დაესწრონ დაკითხვას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და, გამომძიებლის ნებართვით, დასვან შეკითხვები. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვები, რომლებიც საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ ისინი ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

4. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148  

    მუხლი 307. ყრუ-მუნჯი და მძიმედ დაავადებული მოწმის დაკითხვა

1. ყრუ-მუნჯი მოწმის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია მისთვის იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება. დაკითხვაში ასეთი პირის მონაწილეობა ოქმში უნდა აისახოს.

2. მძიმე ავადმყოფი მოწმის დაკითხვა ყველა შემთხვევაში ტარდება ექიმის წერილობითი ნებართვით, ხოლო თუ ამას აუცილებლად მიიჩნევს ექიმი – მისი თანდასწრებით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 308. მოწმის დაკითხვის ოქმი

1. მოწმის დაკითხვის შესახებ დგება ოქმი. მასში უნდა აისახოს დამკითხველი პირის თანამდებობა და გვარი, მოწმის სახელი და გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე მისი ურთიერთობა ეჭვმიტანილთან, ბრალდებულსა თუ დაზარალებულთან. ოქმში უნდა აისახოს, რომ მოწმეს განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა.

2. მოწმის ჩვენება და დასმულ კითხვაზე პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.

3. მოწმე ჩვენებას იძლევა იმ ენაზე, რომელიც იცის. თუ მოწმემ არ იცის სამართალწარმოების ენა, დაკითხვა ხდება თარჯიმნის მონაწილეობით.

4. მოწმეს უფლება აქვს ჩვენება დაწეროს საკუთარი ხელით, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვები.

5. დაკითხვის დამთავრებისთანავე მოწმეს უნდა გააცნონ ოქმი; მასში უნდა შეიტანონ დამატება-შესწორებანი, თუ ასეთები არსებობს.

6. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ მოწმემ და გამომძიებელმა, აგრეთვე დაკითხვაში მონაწილე სხვა პირებმა. ამასთან, მოწმე ხელს აწერს ოქმის თითოეულ გვერდს.

7. თუ მოწმე უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს ამის მიზეზი, გააკეთოს შესაბამისი მინაწერი დაკითხვის ოქმის ბოლოს და დაამოწმოს ოქმი თავისი ხელმოწერით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 309. დაზარალებულის დაკითხვა

1. დაზარალებულის დაკითხვა ტარდება მოწმის დაკითხვისათვის დადგენილი წესით.

2. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე ფსიქიკური და ფიზიკური ნაკლის მქონე დაზარალებულის დაკითხვა ტარდება მისი წარმომადგენლის მონაწილეობით.

    მუხლი 310. ეჭვმიტანილის დაკითხვა

1. ეჭვმიტანილის დაკითხვა მისი დაკავების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დაკავების მომენტიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს ჩვენება მისცეს დამცველის თანდასწრებით. თუ შეუძლებელია დამცველის მონაწილეობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მისი მონაწილეობა უზრუნველყონ და განუმარტონ დაკავებულს, რომ დამცველის მოსვლამდე უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება.

3. დაკითხვის დაწყებამდე გამომძიებელმა და პროკურორმა ეჭვმიტანილს უნდა აცნობონ ეჭვის არსი და განუმარტონ მისი უფლებები.

4. დაკითხვის დაწყებისთანავე ეჭვმიტანილს უნდა შესთავაზონ, რომ მისცეს ჩვენება ეჭვისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომელთაც, მისი აზრით, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს საქმისათვის.

5. ეჭვმიტანილის დაკითხვისას უნდა იხელმძღვანელონ ბრალდებულის დაკითხვისათვის დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 311. ბრალდებულის დაკითხვა

1. ბრალდების წაყენებისა და დამცველთან ბრალდებულის კონსულტაციის შემდეგ იგი უნდა დაიკითხოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ ბრალდებული თავს არიდებს გამოცხადებას, – მისი მოყვანისთანავე.

11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მტკიცებულებების შეგროვება და საბრალდებო დასკვნის შედგენა შესაძლებელია ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.

2. ბრალდებული უნდა დაიკითხოს დღის საათებში, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა.

3. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წინასწარი გამოძიების ადგილას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – იქ, სადაც იგი იმყოფება.

4. ბრალდებულის დაკითხვა ტარდება სხვა ბრალდებულთაგან განცალკევებით.

5. ბრალდებულის დაკითხვაზე დასწრების უფლება აქვს დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.

6. ბრალდებულის პირველ დაკითხვაში მონაწილეობს პროკურორი ამ კოდექსით დადგენილი წესით.

7. ყრუ-მუნჯი ბრალდებულის დაკითხვა ტარდება იმ პირის მონაწილეობით, რომელიც იგებს მის ნიშნებს და შეუძლია იმავე ნიშნებით აზრის გაგებინება მისთვის.

8. ბრალდებული უნდა დაიკითხოს წაყენებული ბრალდების არსის მიხედვით, აგრეთვე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა შესახებ.

9. დაკითხვის დაწყებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე.

10. დაკითხვის დაწყებისთანავე გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში.

11. ბრალდებულის დუმილი ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

12. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას თავისუფლად უნდა ჩამოაყალიბოს მისთვის ცნობილი ყველა გარემოება, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვა გამომძიებელმა, პროკურორმა და დამცველმა. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვა, თუ იგი საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ კითხვა უნდა დაფიქსირდეს ოქმში.

13. 18 წლამდე ასაკის ბრალდებულის დაკითხვაში მონაწილეობს პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

    მუხლი 312. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი

1. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ყოველი დაკითხვისას გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელშიც უნდა აისახოს დაკითხვის ადგილი, დრო, გამომძიებლის გვარი და თანამდებობა, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, ინფორმაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა ნასამართლევი, აქვს თუ არა მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე მონაცემები ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის შესახებ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.

2. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ჩვენება, აგრეთვე დასმულ კითხვაზე მათი პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში და შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.

3. დაკითხვის დამთავრებისთანავე გამომძიებელმა ოქმი უნდა გააცნოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს. მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ოქმში დამატებისა თუ შესწორების შეტანა, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.

4. ოქმს ხელს აწერენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, გამომძიებელი, აგრეთვე პროკურორი, დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, პედაგოგი, თარჯიმანი, თუ ისინი მონაწილეობდნენ დაკითხვაში. თუ ოქმი რამდენიმე გვერდზეა დაწერილი, ეჭვმიტანილმა და ბრალდებულმა ხელი უნდა მოაწერონ თითოეულ გვერდს.

    მუხლი 313. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ ჩვენების დაწერა

ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით დაწერონ ჩვენება, რაც გამომძიებელმა უნდა აღნიშნოს ოქმში. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის წერილობითი ჩვენების გაცნობის შემდეგ გამომძიებელს შეუძლია მას კითხვა დაუსვას. კითხვაც და მიღებული პასუხიც შეტანილ უნდა იქნეს ოქმში.

    მუხლი 314. დაპირისპირება

1. გამომძიებელს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში დააპირისპიროს ადრე დაკითხული ორი პირი, თუ მათ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა.

2. ბრალდებულს უფლება აქვს დაუპირისპირდეს იმ პირს, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში ან აარიდოს თავი დაპირისპირებას.

3. დაპირისპირებამდე უნდა დაზუსტდეს, იცნობენ თუ არა დაკითხული პირები ერთმანეთს და რა ურთიერთობა აქვთ. მოწმე და დაზარალებული უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე უნდა განუმარტონ, რომ მათ უფლება აქვთ არ მისცენ საკუთარი თავისა და ახლო ნათესავების საწინააღმდეგო ჩვენება.

4. დასაპირისპირებლად გამოძახებულ პირებს რიგრიგობით უნდა ჩამოართვან ჩვენება საქმის იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა გასარკვევადაც ტარდება დაპირისპირება. ამის შემდეგ გამომძიებელი მათ უსვამს კითხვებს. გამომძიებლის ნებართვით დაპირისპირებაზე გამოძახებულ პირებსაც შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან კითხვები.

5. დაპირისპირებულთა წინა ჩვენებების გამოცხადება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენებებს მისცემენ დაპირისპირებისას და მათ შეიტანენ ოქმში.

6. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაპირისპირებას შეიძლება ესწრებოდნენ დამცველი, პედაგოგი, ექიმი, თარჯიმანი და დასაკითხის კანონიერი წარმომადგენელი.

7. გამომძიებელი ადგენს დაპირისპირების ოქმს და აცნობს მას დაპირისპირების მონაწილეებს. დაკითხულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ოქმში შესწორებისა და დამატების შეტანა. გამომძიებელი დაკითხულ პირებს აცნობს დაპირისპირების ოქმს. ისინი ხელს აწერენ თავიანთ ჩვენებებს და მთლიანად ოქმს. ოქმს ხელს აწერენ აგრეთვე ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირები, თუ ისინი მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XXXVIII

ამოღება და ჩხრეკა

    მუხლი 315. ამოღებისა და ჩხრეკის მიზანი

1. ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოაჩინონ და ამოიღონ დანაშაულის იარაღი, საგანი, რომელსაც დანაშაულის კვალი ატყვია, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი და ფასეულობა, სხვა საგანი და დოკუმენტი, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად.

2. ჩხრეკის ჩატარება შეიძლება აგრეთვე ძებნილი პირისა და გვამის აღმოსაჩენად.

    მუხლი 316. ამოღების საფუძველი

გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი და დოკუმენტი, თუ შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ისინი ინახება გარკვეულ ადგილას, გარკვეულ პირთან და მათი ძებნა საჭირო არ არის.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 317. ჩხრეკის საფუძველი

გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ჩაატარონ ჩხრეკა, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გარკვეულ საცხოვრებელ, სამსახურებრივ, საწარმოო სათავსში, ამა თუ იმ ადგილას ან ამა თუ იმ პირთან ინახება ამ კოდექსის 315-ე მუხლში აღნიშნული საგანი, დოკუმენტი, და არსებობს მონაცემები, რომ მათ ნებაყოფლობით არ გასცემენ.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 318. შუამდგომლობა ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ

1. თუ არსებობს ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი, პროკურორმა ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელმა მოტივირებული შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის თაობაზე მოსამართლის ბრძანების მისაღებად.

2. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს: სად ან ვისთან უნდა მოხდეს ამოღება ან ჩხრეკა; იმ საგნისა და დოკუმენტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის და რომელთა ამოღებაც უნდა მოხდეს; მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას; ბრძანების შესასრულებლად გამოთხოვილი ვადა; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელსაც ევალება ბრძანების შესრულება.

3. შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმის მასალები მოსამართლეს უნდა წარედგინოს 290-291-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 319. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი

მოსამართლე ამ კოდექსის 292-ე–293-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობას ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ბრძანებით იძლევა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვას. ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე შენობა, რომელშიც ნებადართულია ამოღება ან ჩხრეკა, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ეკუთვნის ეს შენობა, მოქალაქე, რომლის მიმართაც ნებადართულია პირადი ჩხრეკის ჩატარება, ჩხრეკისა თუ ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები საგანი, დოკუმენტი და მათი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 320. ამოღება და ჩხრეკა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე

1. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი გამოვლინდა, სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს განჩინება (დადგენილება), რომელშიც აღინიშნება ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში მითითებული მონაცემები, და ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ავალებს გამომძიებელს ან პროკურორს.

2. ამოღების ან ჩხრეკის ოქმს და მისი ჩატარებისას ამოღებულ საგანსა და დოკუმენტს გამომძიებელი ან პროკურორი დაუყოვნებლივ გადასცემს სასამართლოს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 321. დამსწრის და სხვა პირთა მონაწილეობა ამოღების ან ჩხრეკის დროს

1. ამოღების ან ჩხრეკის დროს ეჭმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს დამსწრე (არა უმეტეს ორისა).

2. ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის მფლობელი ან/და ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.

3. ამოღება ან ჩხრეკა საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის შენობაში უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.

4. პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, აგრეთვე დამსწრეს, სპეციალისტს, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან (წარმომადგენელს) უფლება აქვს დაესწროს გამომძიებლის, პროკურორის ყველა მოქმედებას, გააკეთოს განცხადება, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 322. ამოღებისა და ჩხრეკის ადგილი

1. ამოღება და ჩხრეკა შეიძლება სამსახურებრივ შენობაში, საცხოვრებელ ბინასა და სხვა მფლობელობაში, სატრანსპორტო საშუალებაში თუ სხვა ადგილას, სადაც შეიძლება იყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი.

2. გასაჩხრეკთან ერთ ბინაში მცხოვრები სხვა პირის ნივთის ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დამალა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი.

3. თუ ამოღების ან ჩხრეკის დროს წარმოიშვა იმ შენობისა თუ ადგილის შემოწმების აუცილებლობა, რომელიც არ არის მითითებული მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში), საჭიროა დამატებითი ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) მიღება ძებნის სფეროს გაფართოების თაობაზე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღება ან ჩხრეკა შეიძლება მოსამართლის ბრძანების გარეშეც, მაგრამ შემდგომ მოსამართლეს უნდა ეცნობოს ამის შესახებ 290-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით დადგენილი წესით.

    მუხლი 323. ამოღებისა და ჩხრეკის წესი

1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ ბინაში შევიდნენ (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით.

2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს.

3. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი.

4. გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე.

5. ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცეს ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით.

6. ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა.

7. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულია მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი.

8. ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი ყველა საგანი ან დოკუმენტი, მათ ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაწვრილებით აღიწეროს ოქმში, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში.

9. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 324. უკანონო და უსაფუძვლო ამოღებისა და ჩხრეკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას არ აღმოჩნდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, იმ პირს, რომელთანაც ტარდებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება, ბოდიში უნდა მოუხადონ, ხოლო თუ ის მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს წერილობით.

2. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, თუ არ აღმოჩნდა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს სადგომში წესრიგის აღდგენა და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოქალაქეს მიადგა ამოღების ან ჩხრეკის შედეგად.

3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას დაირღვა ამ საგამოძიებო მოქმედების კანონით დადგენილი წესი, ამოღებული საგანი ან დოკუმენტი არ იძენს ან კარგავს მტკიცებულების მნიშვნელობას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 325. პირადი ჩხრეკა და ამოღება

1. ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში აღნიშნული საფუძვლების არსებობისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთებში ან სხეულზე.

2. პირადი ჩხრეკა ან ამოღება ტარდება 321–324-ე და 326-327-ე მუხლებში აღნიშნული წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გარეშე პირადი ჩხრეკა ან ამოღება შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ 142-ე მუხლის შესაბამისად, ეჭვმიტანილის შეპყრობისას არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი ან ცდილობს თავიდან მოიშოროს მტკიცებულება, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში;

ბ) ამ კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით პოლიციაში ეჭვმიტანილის მიყვანის შემდეგ დაკავების ოქმის შედგენისას.

გ) ბრალდებულის დაპატიმრებისას, თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი, საგანი, რომლის შენახვაც კანონით იკრძალება, ანდა საგანი ან დოკუმენტი, რომელსაც საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს;

დ) თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების ადგილას მყოფი პირი მალავს ამოსაღებ საგანს ან დოკუმენტს.

4. პირადი ჩხრეკა და პირისაგან საგნის, ნივთისა თუ დოკუმენტის ამოღება, რასაც თან სდევს გაშიშვლება, უნდა ჩაატაროს იმავე სქესის თანამდებობის პირმა, ასევე იმავე სქესის სპეციალისტმა თუ ის მოწვეულია.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 326. ამოღებისა და ჩხრეკის ოქმი

1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ გამომძიებელი, პროკურორი, აგრეთვე ამ კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირები ადგენენ ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ ამოღების ან ჩხრეკის ჩამტარებელი თანამდებობის პირი, დამსწრე, სპეციალისტი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა ან ამოღება, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამ კოდექსის 321-ე მუხლში აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი.

2. ოქმში მითითებული უნდა იყოს, რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი ან დოკუმენტი, ნებაყოფლობითაა ის გადაცემული, თუ – იძულებით ჩამორთმეული. ყველა ჩამორთმეული საგანი და დოკუმენტი ოქმში უნდა აღინიშნოს მათი რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების მითითებით.

3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას იყო მცდელობა, გაენადგურებინათ და გადაემალათ მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, ანდა თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს გამომძიებლის, პროკურორის, აგრეთვე ამ კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებანი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 327. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლის გადაცემა

1. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი ხელმოწერით გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის პატრონს ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს იმ წარმომადგენელს, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა.

2. თუ ამოღება ან ჩხრეკა ტარდებოდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი ხელმოწერით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციას ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

    მუხლი 328. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან

1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარება დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში შეიძლება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თხოვნით ან თანხმობით.

2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლის ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას აუცილებელია პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება.

    მუხლი 329. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადება და ამოღება

1. თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისთვის, რომ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი შეიცავს ცნობას ჩადენილი დანაშაულის, მიმალული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ, ანდა სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს ან საგანს, პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით ამ საფოსტოსატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადების შესახებ.

2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღება ნიშნავს, რომ იკრძალება ადრესატისათვის მისი გადაცემა და მისი მიღების ფაქტის შეტყობინება მოსამართლის საგანგებო განკარგულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე ან განაჩენის გამოტანამდე.

3. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს განეკუთვნება ყველა სახის წერილი, დეპეშა, რადიოგრამა, ბანდეროლი, ამანათი, საფოსტო კონტეინერი, ტელექსით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინება.

4. მოსამართლის ბრძანებაში საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ, გარდა ამ კოდექსის 293-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ცნობებისა, მითითებული უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, ვისაც ეგზავნება დასაყადაღებელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი – თუ არის ცნობა ამის შესახებ; დაყადაღებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამომძიებლის და პროკურორის უფლება საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერებასა და ამოღებაზე.

6. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). დათვალიერებისა და ამოღების ოქმი დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთან ერთად დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.

7. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა წარუდგინოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსს. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შეუსრულებლობა ან გახმაურება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

8. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსი აჩერებს მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნულ კორესპონდენციას, სხვა გზავნილებს და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს გამომძიებელს ან პროკურორს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

     მუხლი 330. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება

1. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულებაში გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლის მონაწილეობით, ხოლო თუ საჭიროა – შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ხსნის და ათვალიერებს დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს. თუ გამომძიებელმა ან პროკურორმა აღმოაჩინა სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობა, დოკუმენტი ან საგანი, მან უნდა ამოიღოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი ან გადაიღოს მისი ასლი. სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობის, დოკუმენტის ან საგნის არარსებობის შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი იძლევა მითითებას, დათვალიერებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი გადასცენ ადრესატს ან შეაჩერონ ის მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული ვადით.

2. შეჩერებული გზავნილის დათვალიერების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება, რომელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით შეჩერდეს, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად. ოქმს ხელს აწერს თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაატარა დათვალიერება და ამოღება, აგრეთვე ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სხვა პირები.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 331. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე დადებული ყადაღის მოხსნა

საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღას აუქმებს მოსამართლე პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა სასამართლო, როცა ამ ზომის გამოყენება აღარ არის საჭირო. ყველა შემთხვევაში ყადაღა უნდა მოიხსნას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისთანავე ან განაჩენის გამოტანისთანავე.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 332. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის უკანონო ან უსაფუძვლო დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. პირს, რომელმაც შეიტყო მისთვის გამოგზავნილი ან მის მიერ გაგზავნილი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შესახებ, უფლება აქვს ამ მოქმედების უკანონობის ან უსაფუძვლობის გამო საჩივრით მიმართოს შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, სადაც მის საჩივარს ერთპიროვნულად განიხილავს მოსამართლე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით. თუ საჩივარი საფუძვლიანად ცნეს, მომჩივანს წერილობით უნდა მოუხადოს ბოდიში ბრძანების გამცემმა მოსამართლემ. მომჩივანს აგრეთვე უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა.

2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის უკანონო დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შედეგად მიღებული მასალა, დოკუმენტი, საგანი არ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XXXIX

დათვალიერება

    მუხლი 333. დათვალიერების მიზანი და სახეები

1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი, გვამი, ადგილმდებარეობა, სადგომი, საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი.

2. ადამიანის სხეულის დათვალიერება ხდება შემოწმების ან ექსპერტიზის ჩატარებისას, ხოლო საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილისა – მისი დაყადაღებისა და ამოღების დროს.

3. ამოღებისა და ჩხრეკის ჩატარების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტის, საგნისა და კვალის დათვალიერება ხდება ამ საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 334. ზოგადი დებულებები დათვალიერების წესის შესახებ

1. დათვალიერებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები.

2. აუცილებლობის შემთხვევაში დათვალიერებისას, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს ფოტო და კინოგადაღებას, ხმის ჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდებს.

3. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოვლენას.

4. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგნები თუ დოკუმენტები მათ ამოღებამდე უნდა წარუდგინონ დათვალიერების მონაწილეებს. ამასთან, უნდა მოხდეს მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული საგნის, დოკუმენტის, კვალის, ტვიფრის ან ანაბეჭდის ამოღება.

5. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტისა და კვალის დასათვალიერებლად საჭიროა ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, დათვალიერება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 335. შემთხვევის ადგილის დათვალიერება

1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.

2. (ამოღებულია).

3. პირმა, რომელიც დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი და დოკუმენტი, აგრეთვე კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა შეფუთოს და დალუქოს, შეფუთულ საგანზე, ლუქის გარდა, აღინიშნება საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და თარიღი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 336. გვამის დათვალიერება

1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი სასამართლო ექსპერტის მონაწილეობით, ხოლო თუ სასამართლო ექსპერტის მონაწილეობა შეუძლებელია – სხვა ექიმის მონაწილეობით. საჭიროების შემთხვევაში, გვამის დასათვალიერებლად შეიძლება მოწვეულ იქნეს სხვა სპეციალისტიც.

2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. გვამის დათვალიერებისას შეიძლება საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება 375–384-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 337. ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერება

1. გამომძიებელი ან პროკურორი ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერებას ატარებს ამ კოდექსის 334-ე–339-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომებში ან დახურულ ტერიტორიაზე მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მიმართავს მოსამართლეს, რომელიც შესაბამისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას დათვალიერების ჩასატარებლად. ბრძანება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.

3. გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებას შეიძლება მოჰყვეს ნივთიერ მტკიცებულებათა განადგურება, დამალვა ან გაფუჭება, გამონაკლისის სახით დასაშვებია ბინაში ან სამსახურებრივ სადგომში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე, ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფილმი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი ოქმზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ამ მოქმედებაში მონაწილე პირებმა.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 338. საგნისა და დოკუმენტის დათვალიერება

1. გამომძიებელი ან პროკურორი ათვალიერებს საგანს ან დოკუმენტს მისი აღმოჩენის ადგილას, ხოლო თუ დასათვალიერებლად ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალებაა საჭირო, დათვალიერებას აგრძელებს წინასწარი გამოძიების ჩატარების ადგილას.

2. აუცილებლად უნდა მოხდეს იმ საგნის ან დოკუმენტის დათვალიერება, რომელიც თანამდებობის პირმა ან მოქალაქემ წარუდგინა გამომძიებელს ან პროკურორს ამ კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის ან დოკუმენტის განადგურებას ან დაზიანებას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 339. დათვალიერების ოქმი

1. დათვალიერების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. ოქმში უნდა აღიწეროს დათვალიერებისას გამომძიებლის ან პროკურორის ყველა მოქმედება, აგრეთვე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ყველა კვალი, საგანი თუ დოკუმენტი. ამოღებული საგნის ან დოკუმენტის მფლობელს აძლევენ სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ოქმის ასლს.

3. ოქმში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, თუ რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალებები გამოიყენეს და რა შედეგები მიიღეს, ვინ მონაწილეობდა დათვალიერებაში და რაში გამოიხატებოდა ეს მონაწილეობა, რა საგანი და დოკუმენტი დაილუქა და როგორი ლუქით, სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნები და დოკუმენტები.

4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფირი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ დათვალიერების ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ, სპეციალისტმა და დათვალიერების მონაწილე სხვა პირმა.

5. კანონის დარღვევით ჩატარებული დათვალიერების შედეგად ამოღებულ საგანს, კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდს, დოკუმენტს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XL

საგამოძიებო ექსპერიმენტი

    მუხლი 340. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი და მიზანი

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების, სხვა მტკიცებულების ანდა საქმის გამო წამოჭრილი ვერსიის შესამოწმებლად, რისთვისაც შეიძლება მოაწყოს საჭირო ცდა, რათა აღადგინოს გამოსაკვლევი მოვლენა, გარკვეული მოქმედება, ვითარება და გარემოება ამა თუ იმ ფაქტის აღქმის, მოქმედების ჩადენის ან მოვლენის დადგომის შესაძლებლობის, მისი მექანიზმისა და კვალის წარმოქმნის შესამოწმებლად.

2. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 341. დადგენილება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ

1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება. საგამოძიებო ექსპერიმენტით მიყენებულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს.

2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება დაუშვებელია, თუ იგი არღვევს საზოგადობრივ წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

    მუხლი 342. საგამოძიებო ექსპერიმენტის წესი

1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი (სპეციალისტები) და ექსპერტი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.

2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ჩვენებაც უნდა შემოწმდეს. ამასთან, მოწმე და დაზარალებული უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.

3. თუ ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ჩვენებას ან ვერსიას. ამისათვის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, დაზარალებულსა და მოწმეს წინადადება ეძლევათ აღიდგინონ შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყვნენ. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის. მან შეიძლება აგრეთვე სახე იცვალოს.

4. ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებას, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი მოქმედება და შემთხვევა.

5. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს შეუძლია გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას, მოითხოვოს ექსპერიმენტის პირობის დაზუსტება და საცდელი მოქმედების განმეორება.

6. გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ახდენს გაზომვას, ფოტოგრაფირებას, კინოგადაღებას, აუდიო- და ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ექსპერიმენტულ ტვიფრსა და ანაბეჭდს.

7. კანონის დარღვევით მიღებული ექსპერიმენტის შედეგებს სისხლის სამართლის საქმეზე არა აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 343. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი

1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი, კონკრეტულად რაში გამოიხატა შემთხვევის ვითარებისა და გარემოების აღდგენა, რა საცდელი მოქმედება, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ და რამდენჯერ მოეწყო და რა შედეგია მიღებული.

2. ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას შედგენილი გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ხმის ჩანაწერი, კინო, ვიდეოჩანაწერი, დამზადებული ექსპერიმენტული ტვიფრი და ანაბეჭდი ოქმში ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XLI

ჩვენების ადგილზე შემოწმება

    მუხლი 344. ჩვენების ადგილზე შემოწმების საფუძველი და მიზანი

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ჩვენება შეამოწმოს შემთხვევის ადგილზე.

2. ჩვენების ადგილზე შემოწმება ტარდება იმ მიზნით, რომ:

ა) აღმოაჩინონ საგანი, დოკუმენტი, კვალი, რომლის ადგილსამყოფელიც ცნობილია პირისათვის, რომლის ჩვენებაც მოწმდება;

ბ) დააზუსტონ ადგილი, სადაც გამოძიებისას აღმოჩენილი იყო საგანი, დოკუმენტი, გვამი, კვალი;

გ) გამოავლინონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ადგილი ან მარშრუტი, ერთი და იმავე გარემოების შესახებ რამდენიმე პირის ჩვენების დამთხვევა ან განსხვავება;

დ) შეამოწმონ ჩვენების უტყუარობა მისი აღდგენისა და შემთხვევის ვითარებასთან შეჯერების გზით.

3. პირი, რომლის ჩვენებაც მოწმდება, შემთხვევის ადგილზე იძლევა განმარტებას, რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ჩვენების დაზუსტება.

4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების შედეგებს მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მაშინ, თუ გარკვეული შემთხვევის, საგნისა და ფაქტის შესახებ ამ პირის ინფორმირებულობა შეიძლება აიხსნას დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობით.

5. საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩვენების შესამოწმებლად აუცილებელია მოსამართლის ბრძანება.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 345. ჩვენების ადგილზე შემოწმების წესი

1. ჩვენების ადგილზე შემოწმება ხდება 344–346-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. ჩვენების ადგილზე შემოწმებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი. შემოწმებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული და დამცველი, თუ ეს მოქმედება ტარდება მათი შუამდგომლობით.

3. გამომძიებელი ან პროკურორი საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ჩვენებას, წინადადებას აძლევს ჩვენების მიმცემ პირს დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ჩვენება, ხოლო საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს განუმარტავს ამ მოქმედების მიზანსა და წესს. თუ ამოწმებენ მოწმის ან დაზარალებულის ჩვენებას, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

4. რამდენიმე პირის ჩვენების ადგილზე ერთდროული შემოწმება დაუშვებელია.

5. ჩვენების მიმცემი პირი 344-ე მუხლში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და მისახვედრი კითხვების გარეშე.

6. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების განმეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის დათვალიერებაში და გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.

7. ადგილზე შემოწმების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი ან კვალი, რომელსაც სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, დათვალიერებულ და ამოღებულ უნდა იქნეს დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 346. ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი

1. ჩვენების ადგილზე შემოწმების ჩასატარებლად გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. ოქმი უნდა შეიცავდეს ცნობას იმის შესახებ, თუ სად, როდის, რა პირობებში, რომელ პირთა დასწრებითა და მონაწილეობით ტარდებოდა ჩვენების შემოწმება, რა შინაარსისაა ადგილზე მიცემული ჩვენება, რა საგანი, დოკუმენტი ან კვალია აღმოჩენილი, დათვალიერებული და ამოღებული, რა დაზუსტება შეიტანა პირმა თავის ჩვენებაში.

3. ოქმი და ჩვენების შემოწმებისას შედგენილი მისი დანართები უნდა დაამოწმონ შემოწმების ჩამტარებელმა და იმ პირმა, რომლის ჩვენებაც მოწმდება, აგრეთვე დამსწრემ, სპეციალისტმა, ექსპერტმა და ამ საგამოძიებო მოქმედების სხვა მონაწილემ.

თავი XLII

წარდგენა ამოსაცნობად

    მუხლი 347. პირის წარდგენა ამოსაცნობად

1. პირის ამოსაცნობად წარდგენამდე გამომძიებელმა უნდა დაკითხოს მოწმე, დაზარალებული, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, ამ პირის გარეგნობისა და სხვა ნიშნების, აგრეთვე იმ გარემოების შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს პირი.

2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ჩვენების მიცემისაგან თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

3. ამომცნობს ამოსაცნობი პირი უნდა წარუდგინონ იმავე სქესის არანაკლებ სამ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.

4. ამოცნობამდე გამომძიებელი ამოსაცნობს სთავაზობს დაიკავოს ნებისმიერი ადგილი სხვა პირთა შორის.

5. გამომძიებლის გადაწყვეტილებით, პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ამოსაცნობის ვიზუალური დაკვირვების გარეშე.

6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული არ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ ამომცნობმა მიუთითა ისეთ ნიშანზე, რომელიც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ერთი და იმავე ამომცნობის მიერ პირის ამოცნობის ხელმეორედ ჩატარება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით.

7. განსაკუთრებულ შემთხვევაში პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა პირის ფოტოსურათი, რომლებზედაც ამოსაცნობნი მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გარეგნობითა და ტანსაცმლით.

8. დამცველს უფლება აქვს დაესწროს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ამოცნობას.

9. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 348. საგნის წარდგენა ამოსაცნობად

1. ამოსაცნობად საგნის წარდგენისას გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე უნდა დაკითხოს ამომცნობი ამოსაცნობი საგნის ნიშნებისა და იმ ვითარების შესახებ, რომელშიც მან ეს საგანი ნახა.

2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, მას აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების, ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტავენ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

3. ამოსაცნობი საგანი ამომცნობს უნდა წარუდგინონ სხვა ერთგვაროვან საგნებთან ერთად, რომელთა რაოდენობაც სამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამომცნობს სთავაზობენ მიუთითოს საგანი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშნებით ამოიცნო იგი.

4. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი საგნის ამოცნობისას, რომლის ანალოგიური საგნის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ წარმოდგენილი საგნის (გვამის) მიხედვით.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 349. ამოსაცნობად წარდგენის ოქმი

1. პირის ან საგნის ამოსაცნობად წარდგენის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აისახება ამომცნობის ვინაობა, აგრეთვე ცნობები ამოსაცნობად წარდგენილი პირისა და საგნის აღწერილობის თაობაზე. ოქმში დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ამოიცნეს პირი ან საგანი.

2. ოქმში უნდა აღინიშნოს ამოცნობის ჩატარების ადგილი და დრო, აგრეთვე მისი ჩამტარებელი პირის თანამდებობა და გვარი.

3. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე. ოქმს უნდა დაერთოს ამოცნობისას გამოყენებული კინო- ან ვიდეოგადაღების მასალა, ფოტოსურათი და ფირი.

4. თუ ამომცნობმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, ეჭვობს და ორჭოფობს ამოცნობის სისწორეში, აგრეთვე, თუ ამოცნობა ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესის დარღვევით, ამოსაცნობად წარდგენის ოქმი მტკიცებულებად არ გამოიყენება.

თავი XLIII

შემოწმება

    მუხლი 350. შემოწმების საფუძველი და მიზანი

შემოწმება ტარდება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა:

ა) აღმოაჩინონ ადამიანის სხეულზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნიშანი ან თავისებურება, რისთვისაც ექსპერტიზა საჭირო არ არის;

ბ) ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებით გამოავლინონ ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური სიმთვრალის ან სხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობა, თუ ამისათვის ექსპერტიზა საჭირო არ არის.

    მუხლი 351. შესამოწმებელი პირი

შეიძლება შემოწმდეს ბრალდებული, ეჭვმიტანილი და დაზარალებული. მოწმის შემოწმება დასაშვებია მხოლოდ მისი ჩვენების სისწორის გასარკვევად.

    მუხლი 352. დადგენილება შემოწმების ჩატარების შესახებ

1. გამომძიებელს ან პროკურორს შემოწმების ჩასატარებლად გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარის მონაცემებს, რომ ადამიანს სხეულზე აჩნევია დანაშაულის კვალი ან ამ კოდექსის 350-ე მუხლში მითითებული სხვა ნიშნები.

2. დადგენილებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რა მიზნით ატარებს შემოწმებას, ვინ უნდა შემოწმდეს, ვისთან და როდის უნდა გამოცხადდეს პირი შესამოწმებლად.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 353. შემოწმების ჩატარების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა

1. შემოწმების შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება სავალდებულოა იმ პირისათვის, რომელსაც იგი ეხება.

2. ეჭვმიტანილი და ბრალდებული, რომლებიც თავს არიდებენ შემოწმებას, შეიძლება იძულებით მოიყვანონ და შეამოწმონ.

3. დაზარალებული და მოწმე იძულებით შეიძლება შეამოწმონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოითხოვს შემოწმებას დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი ჩვენების გაბათილების მიზნით. მოწმისა და დაზარალებულის იძულებით შემოწმება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 354. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ შემოწმების ჩატარების წესი

1. შემოწმების ჩასატარებლად დადგენილებას ხელმოწერით აცნობენ შესამოწმებელს. შემოწმების ყველა მონაწილეს უნდა განემარტოს მათი უფლება-მოვალეობანი.

2. შემოწმებას, რომელიც დაკავშირებული არ არის სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში – სპეციალისტის მონაწილეობით.

3. შემოწმებისას, რომელიც დაკავშირებულია სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, აგრეთვე ამ კოდექსის 350-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებთან, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, ატარებს ექიმი. ექიმს უფლება აქვს დაათვალიეროს შესამოწმებელი პირის სხეული, ჩაატაროს საჭირო გაზომვა და გამოიყენოს გასინჯვის ინსტრუმენტული მეთოდი. თუ შემოწმება ითვალისწინებს გაშიშვლებას, სპეციალისტი უნდა იყოს იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 355. შემოწმების ოქმი

1. შემოწმების ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში აღწერილი უნდა იყოს შემმოწმებელი პირის ყველა მოქმედება იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ის სრულდებოდა, და შემოწმებისას აღმოჩენილი ყველა კვალი, თავისებურება და ნიშანი. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე შემოწმებული, ექიმი და სხვა სპეციალისტი.

2. თუ შემოწმებას ატარებს ექიმი, იგი ადგენს და ხელს აწერს ოქმს, რომელსაც ასევე ხელმოწერით ადასტურებს შემოწმებული, რის შემდეგაც იგი გადაეცემა გამომძიებელს ან პროკურორს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XLIV

ექსპერტიზა

    მუხლი 356. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი

ექსპერტიზა ტარდება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ასევე სასამართლოს დადგენილებით დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის სპეციალისტთა დასკვნა. თუ გამომძიებელს, პროკურორს ან სპეციალისტს აქვთ სპეციალური ცოდნა, ეს არ გამორიცხავს ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 357. სასამართლო ექსპერტიზის საპროცესო ფორმა

1. ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით.

2. დაუშვებელია ექსპერტიზის შეცვლა უწყებრივი გამოკვლევით, რევიზიის აქტით, სპეციალისტის კონსულტაციით.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

    მუხლი 358. ექსპერტიზის სავალდებულო დანიშვნა

1. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დანიშნოს ექსპერტიზა, თუ უნდა დადგინდეს:

ა) სიკვდილის მიზეზი, სხეულის დაზიანების ხასიათი და სიმძიმის ხარისხი;

ბ) იყო თუ არა ორსულობა და მისი ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზი;

გ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმის ასაკი, როცა ასაკის შესახებ დოკუმენტი არ არსებობს, ან ის საეჭვოა;

დ) ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ეჭვს შეიტანენ მათ შერაცხადობაში ან იმაში, საქმის წარმოების მომენტისათვის რამდენად შესწევთ უნარი ანგარიში გაუწიონ თავიანთ მოქმედებებს ან უხელმძღვანელონ მათ;

ე) პირის იდენტიფიკაცია ხმის მიხედვით;

ვ) დაზარალებულის ან მოწმის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა, მისი უნარი, სწორად აღიქვამდეს, იმახსოვრებდეს და აღადგენდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს;

ზ) ფულადი ნიშნებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გაყალბება;

თ) აფეთქების, ხანძრის, კატასტროფისა და სხვა საგანგებო შემთხვევის გამომწვევი ტექნიკური მიზეზები.

2. ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულოა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების დასადგენადაც, თუ საამისოდ აუცილებელია სპეციალური ცოდნის გამოყენება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 359. ექსპერტად დანიშნული პირი

1. ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო ან სხვა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სპეციალისტი ან სხვა მცოდნე პირი, რომელსაც ნიშნავს გამომძიებელი ან პროკურორი, ანდა ანაზღაურებით იწვევენ მხარეები.

2. სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო დაწესებულების, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – სხვა დაწესებულების სპეციალისტი ან კერძო პირი.

3. სასამართლოს, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა ექსპერტად დანიშნული პირის გამოძახებისა და მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური ცოდნის მქონე პირისათვის, აგრეთვე იმ დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, სადაც ეს პირი მუშაობს.

4. მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზა ტარდება სპეციალური ცოდნის მქონე პირთან და იმ დაწესებულებასთან შეთანხმებით, სადაც იგი მუშაობს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 360. ექსპერტიზის ობიექტი

1. ექსპერტის გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ნივთიერი მტკიცებულება, ცოცხალი ადამიანის სხეული, ფსიქიკური მდგომარეობა, გვამი, დოკუმენტი.

2. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.

3. ექსპერტიზის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო გამოკვლევისათვის.

4. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე გამოკვლევის დაუხარჯავი ობიექტი უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს შეფუთული და დალუქული სახით.

5. ექსპერტიზის ობიექტი ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, საგამოძიებო ორგანოში ან პროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულების შენახვის წესის დაცვით.

6. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ასახულია სისხლის სამართლის საქმის მასალებში. საქმის მასალების მიხედვით ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტიზის დამნიშვნელმა უნდა მიუთითოს, რომელი მონაცემი მიაჩნია სარწმუნოდ, ან დაავალოს ექსპერტს გასცეს რამდენიმე ვარიანტით პასუხი დასმულ შეკითხვაზე იმისდა მიხედვით, თუ საქმის ურთიერთსაწინააღმდეგო მასალიდან რომელი დაედო საფუძვლად საექსპერტო დასკვნას.

    მუხლი 361. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა

1. დამატებით ექსპერტიზას ატარებს იგივე ან სხვა ექსპერტი ჩატარებული გამოკვლევის ან დასკვნის შესავსებად.

2. განმეორებითი ექსპერტიზა ტარდება მაშინ, როცა ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია, მისი სისწორე საეჭვოა, ან არასარწმუნოა მტკიცებულება, რომელსაც იგი ემყარება, ანდა მოხდა ექსპერტიზის ჩატარების საპროცესო წესის არსებითი დარღვევა. განმეორებითი ექსპერტიზა ევალება სხვა ექსპერტს. განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს მოტივი, რატომ არის საეჭვო წინა ექსპერტიზის დასკვნა. წინა ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი შეიძლება დაესწროს განმეორებით ექსპერტიზას და მისცეს განმარტება, მაგრამ გამოკვლევასა და დასკვნის შედგენაში ის არ მონაწილეობს.

3. თუ გამოკვლევა დაიწყო ერთმა ექსპერტმა და დაასრულა მეორემ, მისი განმეორება არ არის საჭირო, თუ გამოყენებული მეთოდები მეორე ექსპერტის ეჭვს არ იწვევს.

    მუხლი 362. საკომისიო ექსპერტიზა

1. რთული ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარონ ერთი სპეციალობის მქონე ექსპერტთა კომისიებმა. მხარეთა მოთხოვნით, საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ მათ მიერ მოწვეული ექსპერტები. ისინი თათბირობენ და, თუ საერთო აზრს გამოიტანენ, ხელს აწერენ დასკვნას. ექსპერტთა შორის უთანხმოების შემთხვევაში თითოეული იძლევა ცალკე დასკვნას უთანხმოების გამომწვევ ყველა ან ზოგიერთ საკითხზე.

2. გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა საკომისიო ექსპერტიზის ჩასატარებლად სავალდებულოა შეასრულოს საექსპერტო დაწესებულებამ. თუ ექსპერტიზა დაევალა საექსპერტო დაწესებულებას, მის ხელმძღვანელს უფლება აქვს ორგანიზაცია გაუწიოს საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებას.

3. დაუშვებელია საექსპერტო გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღონ იმ პირებმა, რომლებიც არ არიან ექსპერტთა კომისიის წევრები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 363. კომპლექსური ექსპერტიზა

1. თუ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის ერთი ან სხვადასხვა დარგისა თუ სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის ფარგლებში რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებით, უნდა დაინიშნოს კომპლექსური ექსპერტიზა.

2. კომპლექსური ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტები თავიანთი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებში აყალიბებენ დასკვნებს იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა დასადგენადაც დაინიშნა ექსპერტიზა.

3. კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილე ყველა სპეციალისტს აქვს ამ სისხლის სამართლის საქმის ექსპერტის სტატუსი. თითოეული მათგანი გამოკვლევას ატარებს დამოუკიდებლად, აკისრია პასუხისმგებლობა მის გამო და იძლევა დასკვნას მხოლოდ თავისი სამეცნიერო კომპეტენციის ფარგლებში. ექსპერტს უფლება არა აქვს ხელი მოაწეროს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც სცილდება მისი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებს.

4. თუ ექსპერტიზა დავალებული აქვს საექსპერტო დაწესებულებას, კომპლექსური გამოკვლევის ორგანიზაცია ეკისრება მის ხელმძღვანელს.

    მუხლი 364. ალტერნატიული ექსპერტიზა

მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე ჩაატაროს ექსპერტიზა იმ გარემოების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების დაცვას. საექსპერტო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს მხარის მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარის მოთხოვნით, ექსპერტის დასკვნა სავალდებულო წესით დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

    მუხლი 365. ექსპერტის კომპეტენციის ფარგლები

ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები და მისი დასკვნა არ უნდა სცილდებოდეს ექსპერტის სპეციალური ცოდნის ფარგლებს.

    მუხლი 366. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს

1. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს:

ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) აცილება მისცეს ექსპერტს;

გ) მოითხოვოს, რომ ექსპერტი დანიშნონ მის მიერ მითითებულ პირთაგან;

დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით, მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა;

ე) დამატებითი კითხვები დაუსვას გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს;

ვ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით დაესწროს ექსპერტიზას, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ მოსთხოვოს მას განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე;

ზ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ აღძრას შუამდგომლობა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;

თ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტის დაკითხვაში, როცა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით იყო დანიშნული.

2. ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები აქვს აგრეთვე პირს, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, თუ ამის საშუალებას იძლევა მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 367. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ

1. გამომძიებელს ან პროკურორს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზისათვის გაგზავნილი სხვა ობიექტები იმის მითითებით, თუ სად, როდის და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცნობები, რომლებსაც უნდა დაემყაროს ექსპერტის დასკვნები, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.

2. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სავალდებულოა იმ პირთათვის, რომელთაც იგი ეხებათ.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 368. იძულების ფარგლები ექსპერტიზის ჩატარებისას

1. ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, ხოლო თუ მას 16 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია ან ფსიქიკურად არის დაავადებული, – მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების თანხმობით.

2. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა დაუშვებელია, გარდა ვენერიული თუ სხვა ინფექციური დაავადებების დადგენისა და აგრეთვე იმ შემთხვევებისა, როცა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოითხოვს იმ დაზარალებულის ჩვენების შემოწმებას, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

    მუხლი 369. ექსპერტიზის ჩატარება საექსპერტო დაწესებულებაში

1. გამომძიებელი ან პროკურორი დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გამოსაკვლევ ობიექტებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმის ასლსაც, უგზავნის საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც განკარგულება უნდა გასცეს იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებს ექსპერტიზას, რასაც აცნობებს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.

2. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანიზაციას უწევს ექსპერტიზის ჩატარებას, უზრუნველყოფს გამოკვლევის ობიექტების დაცვა-შენახვას, განსაზღვრავს ექსპერტიზის დამთავრების ვადებს. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება არა აქვს მიიწვიოს ექსპერტიზის ჩატარებისას პირი, რომელიც არ მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში, აგრეთვე ექსპერტიზის დამნიშვნელი პირის დადგენილების გარეშე მოითხოვოს სხვა დაწესებულებიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტი, ნივთიერი და სხვა მტკიცებულება.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 370. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში

1. თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი.

2. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ექსპერტს გადასცემს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, განუმარტავს 364-ე მუხლით გათვალისწინებულ მის უფლება-მოვალეობებს და აფრთხილებს ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ გაფრთხილებას ექსპერტი ადასტურებს ხელმოწერით. ამგვარადვე ფიქსირდება ექსპერტის განცხადება და შუამდგომლობა. ექსპერტის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.

3. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა, ან თუ შესაძლებლადაა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა (მოწმის გარდა) დასწრება.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 371. ექსპერტის დასკვნა

1. საჭირო გამოკვლევების შემდეგ ექსპერტი ადგენს წერილობით დასკვნას, რომელსაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით.

2. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, თანამდებობა), ექსპერტის გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, სისხლის სამართლის საქმის რა მასალები გამოიყენა ექსპერტმა, რა ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები ან სხვა ობიექტები გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა, საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.

3. ექსპერტის დასკვნაში შეიძლება მიეთითოს დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი გარემოებები და მათი აცილების ორგანიზაციულ-ტექნიკური რეკომენდაციები.

4. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და გრაფიკები, სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებენ ექსპერტის დასკვნებს.

5. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს ყველა ან ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაუცემლობის მიზეზის დასაბუთებას, თუ გამოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ მისთვის წარდგენილი მასალები არ არის საკმარისი, ან ექსპერტი არაკომპეტენტურია.

6. გამოსაკვლევ გარემოებათა შესახებ ექსპერტის საალბათო დასკვნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ისინი მაინც უნდა აისახოს ექსპერტის დასკვნაში.

    მუხლი 372. აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ

თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი აღმოაჩენს, რომ მის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად მისი ცოდნა არ არის საკმარისი, ან მისთვის წარდგენილი ობიექტები არ კმარა ექსპერტიზის ჩასატარებლად, იგი ადგენს მოტივირებულ აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ და უგზავნის ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.

    მუხლი 373. ექსპერტის დაკითხვა

1. თუ ექსპერტის დასკვნა გაუგებარია, ან აქვს ხარვეზი, მაგრამ მის შესავსებად საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, ანდა აუცილებელია ექსპერტის მიერ გამოყენებული მეთოდისა და ტერმინების დაზუსტება, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაკითხოს ექსპერტი ამ კოდექსის 305-ე მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით.

2. დასკვნის წარმოდგენამდე ექსპერტის დაკითხვა დაუშვებელია.

3. ექსპერტის ჩვენება, რომელიც ავსებს მის დასკვნას, მტკიცებულებაა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 374. ექსპერტის დასკვნის შეფასება

1. ექსპერტის დასკვნას აფასებს გამომძიებელი ან პროკურორი იმ თვალსაზრისით, თუ როგორ არის იგი დასაბუთებული, შეესაბამება თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს და არის თუ არა დაცული ექსპერტიზის ჩასატარებლად დადგენილი საპროცესო წესები.

2. ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის, მაგრამ, თუ იგი არ ეთანხმება დასკვნას, ეს მოტივირებული უნდა იყოს.

3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა და ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ეჭვი უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XLV

ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის

    მუხლი 375. ნიმუშის აღების საფუძველი, სახე და ხერხი

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის თვისებების ამსახველი ნიმუში, თუ მისი გამოკვლევა საჭიროა ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად.

2. ცოცხალი ადამიანისაგან შეიძლება აიღონ ნიმუში, რომელიც ასახავს შემდეგ თავისებურებებს: ბიოლოგიურს – სისხლი, თმა, ნერწყვი, გამონაყოფი; ფსიქოფიზიკურს – ხელწერა; ანატომიურს – კანის ნახჭის ანაბეჭდები, კბილების ტვიფრი; ხმის თავისებურება და პროფესიული ჩვევა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გამოკვლევისათვის აღებული ნიმუში (გარდა ხელწერისა და ხმის თავისებურებისა) შეიძლება აიღონ გვამის დათვალიერებისას, ხოლო ნიმუშები ბიოლოგიური ობიექტების სახით – ცხოველისაგან.

4. ნიმუშად შეიძლება აიღონ ნედლეულის, პროდუქციისა და მასალების სინჯები, რომლებიც გამოხატავს ნივთიერებათა გვარეობით ან ინდივიდუალურ, ფიზიკურ ან ქიმიურ თავისებურებებს.

5. გამოკვლევის პროცესში ექსპერტს უფლება აქვს აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტების საცდელი ნიმუშები მათი იდენტურობის ან სხვაობის დასადგენად.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 376. პირი, რომელსაც უფლება აქვს აიღოს ნიმუში

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სპეციალისტისა და ექსპერტის მონაწილეობით პირისაგან აიღოს ნიმუში საექსპერტო გამოკვლევისათვის, თუ ეს არ არის დაკავშირებული მის გაშიშვლებასთან და არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ ჩვევებს.

2. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია ადამიანის სხეულის გაშიშვლებასთან, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშს იღებს ექიმი.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 377. პირი, რომლისგანაც შეიძლება ნიმუშის აღება

1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება აიღონ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისაგან, აგრეთვე პირისაგან, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.

2. თუ არსებობს მონაცემები, რომ შემთხვევის ადგილას კვალი ან ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება სხვა პირის დატოვებული იყოს, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება ამ პირისაგან აიღონ მას შემდეგ, რაც დაკითხავენ როგორც დაზარალებულს ან მოწმეს ამ ნიმუშთან დაკავშირებულ გარემოებათა გამო.

    მუხლი 378. დადგენილება ნიმუშის აღების შესახებ

ნიმუშის აღების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ნიმუშის ამღები პირი, ის პირი, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, როგორი ნიმუშებია ასაღები და რა რაოდენობით, როდის და ვისთან უნდა მივიდეს პირი ნიმუშების ასაღებად, როდის და ვის უნდა გადაეცეს ნიმუშები მათი აღების შემდეგ.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 379. ნიმუშის აღების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა

1. ბრალდებული და ეჭვმიტანილი, რომლებიც თავს არიდებენ ნიმუშის აღებას, შეიძლება იძულებით მოიყვანონ და ნიმუშიც იძულებით აიღონ, თუ საამისოდ გამოყენებული მეთოდები საფრთხეს არ უქმნის მათს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას.

2. დაზარალებულისა და მოწმისაგან ნიმუშების იძულებით აღება დაუშვებელია, გარდა 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 380. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი

1. გამომძიებელი ან პროკურორი იძახებს პირს ან თავად მიდის მასთან და ხელმოწერით აცნობს დადგენილებას ნიმუშის აღების შესახებ, განუმარტავს მას, აგრეთვე სპეციალისტს მათ უფლება-მოვალეობებს.

2. გამომძიებელი ან პროკურორი საჭიროების მიხედვით მოქმედებს და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის; ამასთან, შეიძლება გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური მეთოდები, რომლებიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშად მიღებული ბიოლოგიური ობიექტები იფუთება და ილუქება.

3. ნედლეულის, პროდუქციის, ნივთიერებისა და სხვა მასალების სინჯების ნიმუშების აღება ხდება ამოღების ან ჩხრეკის გზით.

4. გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რომ სისხლის სამართლის საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაურთონ ნიმუში, და დადგენილებასა და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად უგზავნის შესაბამის ექსპერტს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 381. ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი

1. გამომძიებელი ან პროკურორი ექიმს ან სხვა სპეციალისტს წარუდგენს შესაბამის პირს, აგრეთვე დადგენილებას მისგან ნიმუშის აღების შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ამ საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის უფლება-მოვალეობები. ექიმის, სხვა სპეციალისტის აცილების საკითხს წყვეტს დადგენილების გამომტანი გამომძიებელი ან პროკურორი.

2. ექიმი ან სხვა სპეციალისტი ატარებს საჭირო მოქმედებას და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოს მეცნიერულტექნიკური მეთოდები და საშუალებები, თუ ეს არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშს ათვალიერებენ, ფუთავენ, ლუქავენ, ხელს აწერენ და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად გადასცემენ გამომძიებელს ან პროკურორს.

3. გამომძიებელი ან პროკურორი ცხოველებისაგან ნიმუშების აღებას ავალებს ექიმვეტერინარს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა სპეციალისტს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 382. ნიმუშის აღების ოქმი

1. გამომძიებელი ან პროკურორი ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადგენს ოქმს, რომელშიც აღწერს თვით ნიმუშს, მის ასაღებად განხორციელებულ ყველა მოქმედებას, აგრეთვე გამოყენებულ მეცნიერულ-ტექნიკურ მეთოდებსა და საშუალებებს იმ თანამიმდევრობით, როგორითაც სრულდებოდა ეს მოქმედებები.

2. 381-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნიმუშის აღების ოქმს ადგენს ექიმი ან სხვა სპეციალისტი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 383. პიროვნების უფლებათა დაცვა ნიმუშის აღებისას

1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშის აღების მეცნიერულ-ტექნიკური მეთოდები და საშუალებები უსაფრთხო უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძლიერი ტკივილის შეგრძნების გამომწვევი სამედიცინო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, ხოლო თუ იგი 16 წლამდე ასაკისაა ან ფსიქიკურად ავადმყოფი ან ჭკუასუსტია, – მისი კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით.

2. ნიმუშის აღებისას დაუშვებელია ადამიანის პიროვნების პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედებები.

3. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია პირის გაშიშვლებასთან, სპეციალისტი იმავე სქესის უნდა იყოს, რაც ის პირი, რომლისგანაც იღებენ ნიმუშს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 384. ექსპერტის მიერ ნიმუშის აღება

1. გამოკვლევის პროცესში საცდელი ნიმუში შეიძლება აიღოს ექსპერტმა.

2. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაესწროს საცდელი ნიმუშის აღებას, რაც აისახება მის მიერ შედგენილ ოქმში.

3. გამოკვლევის შემდეგ ექსპერტი დალუქულ ნიმუშს ურთავს თავის დასკვნას.

4. გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტისაგან მიღებულ ნიმუშსა და დასკვნას ურთავს სისხლის სამართლის საქმეს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XLVI

გვამის ექსჰუმაცია

    მუხლი 385. გვამის ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი

თუ დათვალიერების, ამოცნობის ან საექსპერტო გამოკვლევის ჩასატარებლად გვამის ამოღება აუცილებელია, პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი ამის თაობაზე აღძრავს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელსაც განიხილავს მოსამართლე და, თუ არის ამის საფუძველი, გასცემს ბრძანებას გვამის ექსჰუმაციის შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 386. გვამის ექსჰუმაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების სავალდებულოობა

მოსამართლის ბრძანება გვამის ექსჰუმაციის შესახებ სავალდებულოა დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციისათვის, გარდაცვლილის ნათესავებისა და სხვა პირებისათვის.

    მუხლი 387. გვამის ექსჰუმაციის წესი

1. გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს გვამის ექსჰუმაციას დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობით. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში მონაწილეობს სასამართლო ექსპერტი, ხოლო თუ ეს საჭიროა – სხვა სპეციალისტიც.

2. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში შეიძლება ჩააბან ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული, მოწმე, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ გვამი და მისი ტანსაცმელი.

3. გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, გვამის ექსჰუმაციას შეიძლება დაესწრონ გარდაცვლილის ნათესავები.

4. გვამის ექსჰუმაციის შესახებ ოქმი დგება 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმს შეიძლება დაერთოს სამარხის, კუბოსა და გვამის ფოტოსურათები, კინო- და ვიდეოგადაღების ფირები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 388. გვამის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებანი

1. თუ გვამის ექსჰუმაცია ტარდება მისი შემდგომი გაკვეთის მიზნით, საჭიროა დადგენილების გამოტანა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ამასთან, გვამი იგზავნება საექსპერტო დაწესებულებაში ან ექსპერტიზა ტარდება სხვა ადგილას.

2. გვამის დათვალიერება, ამოცნობა და შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება ხდება 336-ე, 348-ე, 375-384-ე მუხლებით გათვალისწინებული წესებით.

    მუხლი 389. გვამის დამარხვა ექსჰუმაციის შემდეგ

ექსჰუმაციის შემდეგ გვამის დამარხვა ხდება იმ პირის თანდასწრებით, რომლის შუამდგომლობითაც მოხდა გვამის ექსჰუმაცია, ხოლო მისი ნებართვით – გარდაცვლილის ნათესავების თანდასწრებითაც.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

კარი მერვე

წინასწარი გამოძიების დამთავრება და შეწყვეტა, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება და შეწყვეტა

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XLVII

სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 390. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი

1. სისხლისსამართლებრივ დევნას აჩერებს პროკურორი ან მოსამართლე ამ კოდექსის 29-ე მუხლში მითითებული საფუძვლით და იმავე მუხლით დადგენილ ვადებში.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, ხოლო სასამართლოს – მოტივირებული განჩინება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 391. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

     მუხლი 392. სისხლისსამართლებრივი დევნის ნაადრევი შეჩერების დაუშვებლობა

ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი დევნა ჩერდება მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ, რომლებიც შესაძლებელია ბრალდებულის გარეშე.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 393. მიმალული ბრალდებულის ძებნა

1. მიმალული ბრალდებულის ძებნას აცხადებს გამომძიებელი ან პროკურორი და ამის განხორციელებას ავალებს საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამის ორგანოს.

2. ძებნილის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება.

3. ორგანოს, რომელსაც დავალებული აქვს ძებნა, ვალდებულია თვეში ერთხელ მაინც წარუდგინოს ძებნის გამომცხადებელს ანგარიში ძებნასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი შედეგების შესახებ.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 394. შეჩერებული სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება

თუ აღარ არსებობს ამ კოდექსის 29-ე მუხლში მითითებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს განჩინება, ხოლო მოსამართლე და პროკურორი ვალდებულნი არიან გამოიტანონ დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XLVIII

სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 395. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა

სასამართლო (მოსამართლე) ან პროკურორი ვალდებულია შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, როგორც კი წარმოიშობა ამ კოდექსის 28-ე მუხლში მითითებული საფუძველი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

     მუხლი 396. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის წესი

სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ხოლო მოსამართლეს ან პროკურორს – მოტივირებული დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

     მუხლი 397. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ

1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მოსამართლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ.

2. დადგენილების (განჩინების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება წინასწარი გამოძიების დაწყების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გამორკვეული გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას.

3. დადგენილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მოსამართლის ან პროკურორის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების ყადაღის გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ.

4. მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში (განჩინებაში) ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 398. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემდეგ

1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ სასამართლო განჩინების, ხოლო მოსამართლე და პროკურორი – დადგენილების ასლებს უგზავნის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის განცხადებითაც დაიწყო წინასწარი გამოძიება.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ პირებს განემარტებათ საქმის მასალების გაცნობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრების უფლება და წესი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 399. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრება

1. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა და დამცველმა, დაზარალებულმა და მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე პირმა, რომლის განცხადებითაც დაიწყო გამოძიება.

2. საჩივარი სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს დადგენილების (განჩინების) ასლის მიღებიდან 15 დღე-ღამის განმავლობაში.

3. საჩივარს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 238-ე–242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის განჩინება გასაჩივრდება კერძო საჩივრის წესით.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 400. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების განახლება

1. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება უნდა განახლდეს, თუ სასამართლომ (მოსამართლემ) ან პროკურორმა გააუქმა დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ოღონდ იმ პირობით, თუ არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე პირს, რომლის განცხადებითაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი XLIX

წინასწარი გამოძიების დამთავრება და სასამართლოში საქმის გაგზავნა

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 401. შეტყობინება გამოძიების დამთავრების შესახებ

1. გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს, დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს და განუმარტავს მათ უფლებას გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულის დამცველს.

11. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს გამომძიებელი წერილობით ატყობინებს წინასწარი გამოძიების დამთავრების შესახებ და ბრალდებულის პატიმრობის ამ კოდექსით დადგენილი ზღვრული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა გასაცნობად წარუდგენს საქმის მასალებს. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში პატიმრობის ვადის გასვლისთანავე ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს; ამასთანავე, მას უნარჩუნდება საქმის მასალების ბოლომდე გაცნობის უფლება.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პროცესის თითოეულ მონაწილეს გამომძიებელი ატყობინებს აგრეთვე საქმის გაცნობის დროსა და ადგილს.

3. პროცესის მონაწილეებს უფლება აქვთ მოითხოვონ საქმის გაცნობის დროისა და ადგილის შეცვლა, უარი თქვან საქმის გაცნობაზე ან ნაწილობრივ გაეცნონ მას.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 402. საქმის გაცნობის შეცვლა საპროცესო დოკუმენტის ასლის გადაცემით

1. პროცესის მონაწილის შუამდგომლობით და მისივე ხარჯებით, დასაშვებია საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის ან დოკუმენტთა ნაწილის ასლების გადაღება. პროცესის მონაწილე, რომელმაც მიიღო საპროცესო დოკუმენტის ასლი, საქმეს არ ეცნობა ან ეცნობა მხოლოდ იმ დოკუმენტს, რომლის ასლიც მისთვის არ გადაუციათ.

2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც მიიღო საპროცესო დოკუმენტის ასლი, უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებას, ფონო-, ფოტო-, კინო-, ვიდეო- და აუდიოდოკუმენტებს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 403. საქმის ერთობლივად და ცალ-ცალკე გაცნობა

1. ბრალდებულს უფლება აქვს გაეცნოს საქმეს დამცველთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, ხოლო დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს, – თავიანთ წარმომადგენლებთან ერთად.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში დასახელებულ პროცესის მონაწილეებს უფლება აქვთ ინდივიდუალურად გაეცნონ საქმის მასალებს.

3. საქმის ერთობლივი შესწავლისას დამცველი და წარმომადგენელი ვალდებულნი არიან ბრალდებულსა და მარწმუნებელს მისცენ საჭირო განმარტებანი და გაუწიონ სხვა იურიდიული დახმარება.

    მუხლი 404. საქმის მასალების გაცნობის გადადება

1. თუ დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი დანიშნულ ვადაში არ გამოცხადდება საქმის მასალების გასაცნობად, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს და სამოქალაქო მოპასუხეს ეძლევა შესაძლებლობა მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოიწვიონ სხვა დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი, ანდა მოითხოვონ მათი სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნა. ამ კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის შემთხვევაში გამომძიებელი დადგენილი წესით უნიშნავს ბრალდებულს ახალ დამცველს.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პროცესის მონაწილეები უარს იტყვიან დანიშნულ დამცველზე, გამომძიებელი პირადად მათ წარუდგენს საქმის მასალებს გასაცნობად. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელი ადგენს ოქმს საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს პროცესის შესაბამისი მონაწილე. ამის შემდეგ გამომძიებელი უფლებამოსილია საქმე გადააგზავნოს პროკურორთან.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 405. საქმის გაცნობის წესი

1. წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას პროცესის უფლებამოსილი მონაწილენი საქმის მასალებს ეცნობიან შეუზღუდავად, დოკუმენტების წაკითხვის, ასლების გადაღების, ამონაწერების გაკეთებისა და ამ კოდექსით დადგენილი სხვა ფორმით. მათ გასაცნობად გადაეცემა მხოლოდ სათანადო წესით გაფორმებული საქმის მასალები. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალები გასაცნობად გადაეცემა აკინძული სახით; ამასთან, საქმის ფურცლები დანომრილი უნდა იყოს. საქმესთან ერთად ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაცნობად გადაეცემა თანდართული ნივთიერი მტკიცებულებები და მასალები. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროცესის 2 ან მეტი მონაწილის არსებობისას გამომძიებელი უფლებამოსილია შეუცვალოს მათ საქმის მასალების გაცნობა ასლების გადაცემით. ასლების გადაღების ხარჯს სახელმწიფო გაიღებს.

2. პროცესის მონაწილეებს სისხლის სამართლის საქმის ყველა ტომი გასაცნობად უნდა წარედგინოთ თანამიმდევრულად ან ერთდროულად.

3. საქმე გასაცნობად ცალ-ცალკე წარედგინება ყოველ ბრალდებულს, დაზარალებულს, ხოლო სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს – სამოქალაქო სარჩელის ნაწილში. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საქმე გასაცნობად გადაეცემა მის დამცველს.

4. გამომძიებელი ადგენს პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის გაცნობის რიგითობას მათი წინადადებებისა და შუამდგომლობების გათვალისწინებით.

5. ერთ წარმოებაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გაერთიანებისას პროცესის ყოველი მონაწილე ეცნობა მხოლოდ იმ მასალას, რომელიც დაკავშირებულია მისთვის წაყენებულ ბრალდებასთან ან ამ დანაშაულით მიყენებულ ზიანთან. ბრალდებული, აგრეთვე მისი დამცველი, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, შეიძლება გაეცნონ საქმის სხვა მასალასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად.

6. პირს, რომელიც ეცნობა საქმეს, უფლება აქვს გააკეთოს ამონაწერი თავისი ხარჯით, გადაიღოს ნებისმიერი საპროცესო დოკუმენტის ასლი.

7. საქმიდან ამონაწერი ან საპროცესო დოკუმენტის ასლი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, ინახება საქმესთან და პროცესის მონაწილეს გასაცნობად ეძლევა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

8. არ შეიძლება ადვოკატს შეეზღუდოს იმის უფლება, რომ გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საქმის მასალებს. ამასთან, იგი უნდა გააფრთხილონ სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126

    მუხლი 406. საქმის მასალების გაცნობის დრო

1. დაუშვებელია საქმის გაცნობის დროის შეზღუდვა ან პროცესის მონაწილის იძულება, დააჩქაროს საქმის გაცნობა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ პროცესის მონაწილე შეგნებულად აჭიანურებს საქმის გაცნობას, გამომძიებელს უფლება აქვს გამოიტანოს პროკურორის მიერ სანქციონირებული დადგენილება საქმის გაცნობის გონივრული და საკმარისი ვადის მითითებით.

3. საქმის გასაცნობად მხარეს უნდა გამოეყოს დღე-ღამეში არანაკლებ 6 და არა უმეტეს 8 საათისა.

4. ბრალდებულისა და მისი დამცველის მიერ საქმის გაცნობის დრო არ ჩაითვლება წინასწარი გამოძიებისა და ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის კანონით დადგენილ ვადაში. (ძალადაკარგულია) [ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/5/193 - სსმ IV, №49, 18.12.2003 წ., გვ. 15]

41. ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ შეუზღუდავად, ამ კოდექსით დადგენილი წესით გაეცნონ საქმის ყველა მასალას როგორც წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას, ისე წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ.

42. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს), მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გაეცნონ საქმის მასალებს მათი გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/5/193 - სსმ IV, №49, 18.12.2003 წ., გვ. 15

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 407. შუამდგომლობის აღძვრა და განხილვა

1. საქმის გაცნობის შემდეგ მხარეს უფლება აქვს ერთჯერ აღძრას შუამდგომლობა წინასწარი გამოძიების შევსების, ახალ მტკიცებულებათა მოპოვების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან სხვა საპროცესო გადაწყვეტილებათა მიღების შესახებ.

2. (ამოღებულია).

21. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს), მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ მოამზადონ და აღძრან შუამდგომლობა საქმის მასალების გასაცნობად გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

3. შუამდგომლობას განიხილავს გამომძიებელი მისი შეტანიდან 72 საათის განმავლობაში. მისი უარყოფის შემთხვევაში გამომძიებელს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომლის ასლსაც გადასცემს შუამდგომლობის აღმძვრელ პირს. შუამდგომლობის აღმძვრელი პირის ამ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამომძიებელი ადგენს შესაბამის ოქმს, რის შესახებაც აცნობებს პროკურორს, ხოლო შუამდგომლობის აღმძვრელ პირს გაეგზავნება გამომძიებლის დადგენილების ასლი. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან. პროკურორმა საჩივარი უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ხოლო თუ ამისათვის აუცილებელია საქმის მასალების გაცნობა – არაუგვიანეს 72 საათისა. საჩივრის საფუძვლიანად ცნობის შემთხვევაში პროკურორი აუქმებს გამომძიებლის აღნიშნულ დადგენილებას და აძლევს მას შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს. პროკურორის მიერ საჩივრის გადაწყვეტამდე საქმე არ შეიძლება გადაეცეს სასამართლოს.

4. თუ შუამდგომლობა ეხება საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა გამოძიებას, რომლებიც ადრე არ ყოფილა გამოკვლეული, გამომძიებელი ვალდებულია შეავსოს წინასწარი გამოძიება. შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და დამატებითი საპროცესო მოქმედების ჩატარების შემდეგ გამომძიებელი ისევ ატყობინებს პროცესის მონაწილეებს წინასწარი გამოძიების დამთავრებას და აცნობს მათ დამატებით მასალას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 408. პროცესის მონაწილის მიერ სისხლის სამართლის საქმის გაცნობის ოქმი

1. საქმის გაცნობის შესახებ გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გამომძიებლის გვარი, პროცესის მონაწილე, რომელიც გაეცნო საქმეს, საქმის გაცნობაზე უარის შესახებ განცხადების შინაარსი და მოტივები, საქმის გაცნობის დრო (მუშაობის ყოველი დღის მანძილზე საქმის გაცნობის დაწყებისა და დამთავრების საათი და წუთი) და ადგილი, გასაცნობად წარმოდგენილი საქმის ტომების რაოდენობა და თითოეული ტომის ფურცლების რაოდენობა. წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულებები და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ფონოდოკუმენტები, იმ პირთა შუამდგომლობებისა და სხვა განცხადებების შინაარსი, რომლებიც გაეცნენ საქმეს.

2. პროცესის ყოველი მონაწილის მიერ საქმის გაცნობის თაობაზე დგება ცალკე ოქმი. თუ ბრალდებული საქმეს ეცნობოდა დამცველთან ერთად, ხოლო დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე – წარმომადგენლებთან ერთად, უნდა შედგეს ერთიანი ოქმი მათ მიერ საქმის გაცნობის შესახებ.

3. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი, ბრალდებული, დამცველი, მარწმუნებელი და წარმომადგენელი.

    მუხლი 409. საბრალდებო დასკვნა

1. საბრალდებო დასკვნა არის ბრალდებულისადმი წაყენებული ბრალდების მოკლე წერილობითი აღწერა და განსასჯელის სამართალში მიცემის საფუძველი.

2. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია:

ა) ბრალდებულის (ბრალდებულთა) სახელი, გვარი და მამის სახელი; სქესი; დაბადების ადგილი და დრო; საცხოვრებელი ადგილი; ნასამართლობა;

ბ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (მუხლები), მუხლის ნაწილი (ნაწილები), რომლის (რომელთა) მიხედვითაც კვალიფიცირდება ბრალდებულის (ბრალდებულთა) ქმედება;

გ) დანაშაულის გარემოებანი – ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, შედეგი;

დ) მტკიცებულებათა ნუსხა, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას;

ე) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

3. საბრალდებო დასკვნას ადგენს და ხელს აწერს პროკურორი, მისი შედგენის ადგილისა და თარიღის მითითებით.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 410. საბრალდებო დასკვნის დანართი

1. საბრალდებო დასკვნას დაერთვის სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სია, რომელიც უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან – ბრალდების დამადასტურებელ პირთა და ბრალდებულისა და დამცველის მიერ დასახელებულ პირთა სიისაგან.

2. საბრალდებო დასკვნას დაერთვის აგრეთვე ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ პატიმრობასა თუ შინაპატიმრობაში ყოფნის დროის მითითებით, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელის ან სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციისა თუ საპროცესო ხარჯების შესახებ.

3. სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სიაში მითითებული უნდა იყოს მათი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, აგრეთვე საქმის ფურცლები, სადაც ჩამოყალიბებულია მათი ჩვენებები ან დასკვნები.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 411. სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნა პროკურორისათვის

წინასწარი გამოძიების დასრულებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვის შემდეგ გამომძიებელი სისხლის სამართლის საქმეს საბრალდებო დასკვნის შედგენის მიზნით დაუყოვნებლივ უგზავნის პროკურორს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 412. შემოსულ საქმეზე პროკურორის მიერ გადასაწყვეტი საკითხები

გამომძიებლისაგან შემოსული საქმის განხილვისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს:

ა) იყო თუ არა ქმედება, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, და არის თუ არა ამ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა;

ბ) ხომ არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები;

გ) ყოველმხრივი, სრული და ობიექტურია თუ არა წინასწარი გამოძიება;

დ) დასაბუთებულია თუ არა წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით;

ე) წაყენებული აქვს თუ არა პირს ბრალდება ყველა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა;

ვ) მიცემულია თუ არა პასუხისმგებლობაში ბრალდებული, ასევე დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი;

ზ) სწორია თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია;

თ) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება;

ი) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად;

კ) გამოვლენილია თუ არა მიზეზები და პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას, და მიღებულია თუ არა ზომები მათ აღსაკვეთად;

ლ) დაცულია თუ არა წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ ამ კოდექსის ყველა სხვა მოთხოვნა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 413. პროკურორის გადაწყვეტილება შემოსული საქმის გამო

პროკურორი ვალდებულია 5 დღე-ღამის ვადაში განიხილოს შემოსული საქმე და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა, თუ მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი საქმის სასამართლოში გადასაგზავნად;

ბ) დაუბრუნოს საქმე თავისი წერილობითი მითითებებით გამომძიებელს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად;

გ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და შეადგინოს შესაბამისი დადგენილება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 414. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 415. ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ბრალდებით

თუ აუცილებელია ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ან ისეთი ბრალდებით, რომელიც თავდაპირველი ბრალდებისაგან არსებითად განსხვავდება ფაქტობრივი გარემოებებით, პროკურორი საქმეს უბრუნებს გამომძიებელს ახალი ბრალდების წარსადგენად ან უშუალოდ წარუდგენს ბრალდებულს ახალ ბრალდებას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 416. საქმის სასამართლოში გაგზავნა

1. საბრალდებო დასკვნა დაერთვის საქმეს.

2. საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ პროკურორი საბრალდებო დასკვნის ასლს აბარებს ბრალდებულს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი უნდა ჩაბარდეს მის დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.

3. პროკურორის მიერ საბრალდებო დასკვნის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს.

4. სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შემდეგ ყოველგვარი შუამდგომლობა და საჩივარი წარედგინება უშუალოდ სასამართლოს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

კარი მეცხრე

წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

თავი L

სამართალში მიცემა

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 417. სამართალში მიცემა

1. სასამართლო სხდომაზე საქმის განსახილველად საკმარისი საფუძვლის არსებობისას მოსამართლე (სასამართლო), რაკი წინასწარ არ წყვეტს ბრალეულობის საკითხს, გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ.

2. არასრულწლოვანთა დანაშაულის ან იმ დანაშაულის საქმეზე, რომლისთვისაც სასჯელად შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე არ ეთანხმება საბრალდებო დასკვნას, აგრეთვე 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის არსებობის დროს, ტარდება სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა.

3. მოსამართლეს (სასამართლოს) განმწესრიგებელ სხდომაზე გამოაქვს დადგენილება (განჩინება) განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ, აბრუნებს საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის, წყვეტს საქმეს წარმოებით, აჩერებს საქმის წარმოებას ან წარმართავს საქმეს განსჯადობით, აგრეთვე წყვეტს აღკვეთის ღონისძიების საკითხს ამ კოდექსით დადგენილი წესით. განსასჯელის სამართალში მიცემის შემთხვევაში სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე შეუძლია საბრალდებო დასკვნიდან გამორიცხოს ბრალდების ცალკეული პუნქტი ან გამოიყენოს სისხლის სამართლის კანონი ნაკლებად მძიმე დანაშაულის შესახებ, ამასთანავე, არ შეცვალოს ბრალდების ფორმულირება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 418. მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილება (განჩინება) განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ

განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებაში (განჩინებაში) უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის დრო და ადგილი, დასკვნა იმის შესახებ, რომ არსებობს სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკმარისი მონაცემები; სამართალში მისაცემი პირების ზუსტი ვინაობა და იმ ქმედებათა კვალიფიკაცია, რომლებიც მათ ერაცხება, გადაწყვეტილებები შემოსულ შუამდგომლობაზე და სასამართლო სხდომის მომზადების შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 419. სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტის ვადა

სამართალში მიცემის საკითხი მოსამართლემ (სასამართლომ) უნდა გადაწყვიტოს არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა, ხოლო რთულ საქმეებზე – არა უგვიანეს ერთი თვისა მის წარმოებაში არსებულ ბოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 420. მოსამართლის (სასამართლოს) მოქმედება საქმის შესაჩერებლად

1. თუ მოსამართლე (სასამართლო) სამართალში მიცემის საკითხის განხილვის დროს დაადგენს, რომ ბრალდებული (განსასჯელი) მიიმალა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, იგი გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის მოძებნამდე სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებული (განსასჯელი) საზღვარგარეთაა და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.

11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, სისხლისსამართლებრივი დევნა არ ჩერდება.

2. ბრალდებულის ფსიქიკური ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადების შემთხვევაში, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სამსახურში მყოფი ექიმის მიერ, მოსამართლე (სასამართლო) გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 421. სასამართლო შემადგენლობა განმწესრიგებელ სხდომაზე. პროკურორის მონაწილეობა განმწესრიგებელ სხდომაში

1. სისხლის სამართლის საქმე განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილება მოსამართლის ან სასამართლოს მიერ.

2. პროკურორის მონაწილეობა სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაში სავალდებულოა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 422. შუამდგომლობის განხილვა

1. სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია განიხილოს მხარეებისაგან შემოსული შუამდგომლობები დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, სამოქალაქო სარჩელისა და მისი უზრუნველყოფის ზომების შესახებ. ამასთან, მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია განმარტების მისაცემად დაიბაროს შუამდგომლობის განმცხადებელი პირი, თუ იგი ამას მოითხოვს.

2. შუამდგომლობის გადაწყვეტის შედეგი ეცნობება შუამდგომლობის განმცხადებელ პირს. შუამდგომლობაზე უარის თქმა გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მაგრამ იგი შეიძლება კვლავ იქნეს განცხადებული სასამართლო სხდომაზე.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 423. განმწესრიგებელი სხდომის ჩატარების წესი

სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე იწყება სხდომის თავმჯდომარის მოხსენებით განსახილველი საქმის შესახებ. შემდეგ სასამართლო მოუსმენს პროკურორს და სასამართლო სხდომაზე დაბარებულ პირებს, მოუსმენს მათ განცხადებული შუამდგომლობების გამო. განცხადებული შუამდგომლობების შესახებ მოსამართლე (სასამართლო) მოისმენს პროკურორის დასკვნას. შემდეგ მოსამართლეს (სასამართლოს) სათათბირო ოთახში გამოაქვს დადგენილება (განჩინება). განმწესრიგებელი სხდომის დროს სასამართლო სხდომის მდივანი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 454-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმეებისა და ექსპერტების გამოძახება არ დაიშვება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

    მუხლი 424. სამართალში მიცემის დროს გამოსარკვევი საკითხები

სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლემ (სასამართლომ) უნდა განიხილოს შემდეგი საკითხები თითოეული განსასჯელის მიმართ:

ა) მოცემული სასამართლოს განსჯადია თუ არა საქმე;

ბ) ქმედებაში, რომელიც განსასჯელს ერაცხება, არის თუ არა დანაშაულის შემადგენლობა;

გ) ქმედებას, რომელიც განსასჯელს ერაცხება, სწორად აქვს თუ არა შეფარდებული სისხლის სამართლის კანონი;

დ) ხომ არ არის საქმეში გარემოებები, რომლებიც იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან შეჩერებას;

ე) შეკრებილია თუ არა საჭირო მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე საქმის განსახილველად;

ვ) წინასწარი გამოძიების დროს ხომ არ დარღვეულა საპროცესო კანონი;

ზ) შედგენილია თუ არა საბრალდებო დასკვნა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;

თ) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება;

ი) მიღებულია თუ არა ზომები სამოქალაქო სარჩელის ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად;

კ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მხარის შუამდგომლობა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 425. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომაზე განსახილველად მომზადებასთან დაკავშირებით გადასაწყვეტი საკითხები

თუ მოსამართლე (სასამართლო) მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი განსასჯელის სამართალში მისაცემად, მან უნდა გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც შეეხება:

ა) დამცველის დანიშვნას ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) დაზარალებულის ცნობას სამოქალაქო მოსარჩელედ, თუ სამოქალაქო სარჩელი წინასწარი გამოძიებისას არ წარდგენილა;

გ) სამოქალაქო სარჩელის ან საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომას;

დ) პირებს, რომლებიც დაბარებული უნდა იქნენ სასამართლო სხდომაზე, როგორც დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები და სპეციალისტები;

ე) დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვას;

ვ) საქმის განხილვას დახურულ სასამართლო სხდომაზე ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) სხდომის დროსა და ადგილს;

თ) თარჯიმნის დაბარებას.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 426. სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიებისათვის

1. სისხლის სამართლის საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის მოსამართლე (სასამართლო) წარმართავს იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულისათვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენას.

2. დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის პროკურორისათვის დაბრუნებისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია დადგენილებაში (განჩინებაში) მიუთითოს დაბრუნების საფუძველი.

3. როდესაც გამომძიებელს არ მიუღია ზომები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად და თუ ასეთ ზომებს უშუალოდ სასამართლო ვერ მიიღებს, მოსამართლე (სასამართლო) დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაუბრუნებლად თავისი დადგენილებით (განჩინებით) ავალებს სათანადო ორგანოს, განახორციელოს საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ჯეროვანი ღონისძიებანი.

4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია გადაწყვიტოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხი ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 427. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა

1. როდესაც არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილი საფუძველი, სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომებს და წყვეტს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხს.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) ასლი ბარდება პირს, რომელსაც ბრალი ედებოდა დანაშაულის ჩადენაში, და დაზარალებულს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 428. სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დადგენილება (განჩინება) და მისი გასაჩივრების წესი

1. სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დადგენილებაში (განჩინებაში) უნდა აღინიშნოს: სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, სასამართლოს სახელწოდება, სასამართლოს შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, პროკურორი, საქმე, რომელიც იხილება, და მიღებული გადაწყვეტილება.

2. განჩინებას ხელს აწერს სასამართლოს შემადგენლობა, ხოლო დადგენილებას – მოსამართლე.

3. ამ კოდექსის 426-ე ან 427-ე მუხლის საფუძველზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის განჩინება (დადგენილება) მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიების განჩინებანი – იმავე სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში, 5 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივარი განიხილება 243-ე მუხლით დადგენილი წესით 10 დღის ვადაში. გამოტანილი დადგენილება (განჩინება) არ გასაჩივრდება.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 429. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის გაცნობის უფლება

1. განსასჯელის სამართალში მიცემის შემდეგ, საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე 5 დღის ვადაში, ხოლო რთულ საქმეებზე – 10 დღის ვადაში პროკურორს, განსასჯელს, მის დამცველს და კანონიერ წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ სათანადო ამონაწერები და გადაიღონ ასლები.

2. თუ საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს დამცველი, რომელსაც წინასწარ გამოძიებაში მონაწილეობა არ მიუღია, ან თუ განსასჯელი წინასწარი გამოძიების დამთავრებისას საქმის მასალებს არ გასცნობია, მათ უფლება აქვთ საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე 10 დღის ვადაში, ხოლო რთულ და მრავალეპიზოდიან საქმეებზე – 30 დღის ვადაში გაეცნონ საქმეს, გააკეთონ სათანადო ამონაწერები და გადაიღონ ასლები.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 430. დადგენილების (განჩინების) ასლების ჩაბარება განსასჯელისათვის

1. თუ სამართალში მიცემის საკითხის განხილვისას შეიცვალა ბრალდება, აღკვეთის ღონისძიება ან სასამართლოში დასაბარებელ პირთა სია, განსასჯელს ბარდება აგრეთვე მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) ასლები.

2. საქმის განხილვა სასამართლო სხდომაზე ვერ დაინიშნება 5 დღე-ღამეზე ადრე იმ დროიდან, როდესაც ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დოკუმენტები განსასჯელს ჩაბარდა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 431. მოსამართლის (სასამართლოს) მოქმედება სასამართლო სხდომის მოსამზადებლად

მოსამართლე (სასამართლო) გასცემს განკარგულებას დადგენილებაში (განჩინებაში) აღნიშნული პირების სასამართლო სხდომაზე დასაბარებლად, აგრეთვე იღებს სხვა ზომებს სასამართლო სხდომის მოსამზადებლად.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 432. მოსამართლის მოქმედება იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც გამოძიება იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით და რომელზედაც წინასწარი გამოძიება არ ჩატარებულა

1. ამ კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის წინასწარი გამოძიება იწყება მოსამართლის დადგენილებით. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ზომები დაზარალებულისა და იმ პირის შესარიგებლად, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი. მოსამართლე ერთპიროვნულად ნიშნავს საქმის განხილვას. თუ აუცილებელია, საქმის განხილვის დანიშვნამდე მოსამართლე იბარებს ბრალდებულსა და დაზარალებულს იმ მტკიცებულებების გამოსარკვევად, რომლებიც სასამართლო შემოწმებას საჭიროებს.

2. შეგებებული ბრალდებები შეიძლება გაერთიანდეს ერთ წარმოებად, სანამ სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყებოდეს.

3. სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა განსასჯელს უნდა ჩაბარდეს დაზარალებულის განცხადების ასლი, სასამართლო სხდომაზე დაბარების უწყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის აღნიშვნით, რომლითაც მას ბრალი ედება, და სასამართლო სხდომაზე დაბარებულ პირთა სია.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 433. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დაწყების ვადა

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა უნდა დაიწყოს განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღე-ღამისა, ხოლო რთულ საქმეებზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

თავი LI

ზოგადი დებულებანი სასამართლო განხილვის შესახებ

    მუხლი 434. სასამართლოს შემადგენლობა სასამართლო განხილვის დროს

1. სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოები განსჯადობის შესაბამისად განიხილავენ: რაიონული (საქალაქო) სასამართლო – ერთი მოსამართლის შემადგენლობით; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო და საოლქო სასამართლო – კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.

2. პირველი ინსტანციის ყველა სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება საერთო წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 435. საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა

1. სასამართლომ საქმე ერთი და იმავე შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა იწყება ხელახლა, გარდა 436-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომაში ვერ იღებს მონაწილეობას საპატიო მიზეზით, შეიძლება შეცვალოს იმავე დონის სხვა სასამართლოს მოსამართლემ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 436. სათადარიგო მოსამართლე

1. თუ საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დაწყებიდან შეიძლება იმყოფებოდეს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც სასამართლო მოქმედებებში არ იღებს მონაწილეობას.

2. მოსამართლის სასამართლო შემადგენლობიდან გამოსვლისას სათადარიგო მოსამართლე ცვლის გამოსულს და საქმის განხილვა გრძელდება. მათივე მოთხოვნით შეიძლება ცალკეული სასამართლო მოქმედების განახლება.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 437. სასამართლო სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან მოსამართლე, ხოლო სხვა სასამართლო სხდომას, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან სასამართლოს წევრი.

2. თავმჯდომარე წარმართავს სასამართლო სხდომას, ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო მოქმედებას, რაც აუცილებელია მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და ჭეშმარიტების დასადგენად; ამასთან, სასამართლო განხილვას განარიდებს ყველაფერს, რაც არ არის დაკავშირებული განსახილველ საქმესთან, უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას.

3. თავმჯდომარე უზრუნველყოფს სასამართლოს დარბაზში წესრიგის დაცვას. მისი განკარგულებები წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სავალდებულოა მხარეებისა და სასამართლოს დარბაზში დამსწრე ყველა პირისათვის.

4. თავმჯდომარის მოქმედებათა გამო რომელიმე მხარის ან სხვა პირის პრეტენზიები შეაქვთ სასამართლო სხდომის ოქმში და მათ სასამართლოს შემადგენლობა განიხილავს იმავე სხდომაზე.

5. თუ თავმჯდომარე გამოეთიშა სხდომას, მის მოვალეობას ასრულებს ასაკით უფროსი მოსამართლე.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 438. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 439. სასამართლო განხილვის შეჯიბრებითობა

1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა პოლემიკის სახით.

2. ბრალდებისა და დაცვის მხარეებს აქვთ თანაბარი საპროცესო უფლებები და შესაძლებლობები.

3. სასამართლოს უფლება არა აქვს შეასრულოს ბრალდების ან დაცვის ფუნქციები.

4. სასამართლო უზრუნველყოფს მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარდგენისა და გამოკვლევისათვის საჭირო პირობებს, ამასთან, იცავს მიუკერძოებლობას და თავს იკავებს საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა გამოთხოვისაგან.

5. განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლეს უფლება არა აქვს გამოთქვას აზრი განსასჯელის დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

6. ერთი მხარის შუამდგომლობასა და განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლო ისმენს მეორე მხარის აზრსაც.

7. სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორი – სახელმწიფო ბრალმდებელი, დაზარალებული (კერძო ბრალმდებელი), სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები; დაცვის მხარეს – დამცველი, განსასჯელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე, მისი კანონიერი წარმომადგენელი, პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, და მისი წარმომადგენელი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 440. სასამართლო განხილვის უშუალობა და ზეპირობა

1. საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევა განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმეების დაკითხვის, ექსპერტთა დასკვნების შესწავლისა და ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერების გზით, საჭიროების შემთხვევაში – საჯაროდ წაიკითხოს საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დოკუმენტები.

2. სასამართლომ ფაქტების შესახებ ცნობები შეძლებისდაგვარად პირველწყაროდან უნდა მიიღოს.

3. წინასწარი გამოძიების მასალები შეიძლება სასამართლოში გამოქვეყნდეს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 441. სასამართლო განხილვის უწყვეტობა

1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა.

2. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს სხვა საქმე განიხილოს მოცემული საქმის წარმოების შეჩერების ან საქმის განხილვის 2 დღეზე მეტი ვადით გადადების შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მოსამართლის მიერ ამ კოდექსითა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მასალების განხილვაზე.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

    მუხლი 442. პროცესის სხვა პრინციპები სასამართლო განხილვის სტადიაზე

სასამართლო განხილვის სტადიაზე სრულად მოქმედებს პირველი კარის II თავში ჩამოყალიბებული სამართალწარმოების სხვა პრინციპები.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 443. განსასჯელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში

1. სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსასჯელი.

2. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა:

ა) განსასჯელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას;

ბ) განსასჯელი, რომელსაც შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 3 წლისა, შუამდგომლობს საქმე განიხილონ მის დაუსწრებლად და, ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელის დაუსწრებლად განხილვა ხელს არ შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევას;

გ) განსასჯელი თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.

3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს გამოუცხადებელი განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს განსასჯელისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვაში მისი დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

    მუხლი 444. განსასჯელის გამოუცხადებლობის შედეგები

1. განსასჯელის გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვა გადაიდება, გარდა 443-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. არასაპატიო მიზეზით განსასჯელის გამოუცხადებლობისას იგი შეიძლება მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით) მოიყვანონ, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას ამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენონ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ან შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეცვალონ უფრო მკაცრით.

3. მოყვანილ განსასჯელს შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვაში.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 445. დამცველის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

1. დამცველი მონაწილეობს სასამართლო განხილვაში და აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც ბრალმდებელს (მე-15 მუხლი).

2. თუ დამცველი არ გამოცხადდა, საქმის განხილვა უნდა გადაიდოს. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი დამცველის შეცვლა შეიძლება განსასჯელის თანხმობით. თუ განსასჯელის მიერ მოწვეული დამცველის მონაწილეობა შეუძლებელია ხანგრძლივი დროის (10 დღეზე მეტი) განმავლობაში, სასამართლო გადადებს განხილვას და განსასჯელს შესთავაზებს აირჩიოს სხვა დამცველი, ან დანიშნავს ახალს. დამცველის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ასეთი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას. საქმეში ახლად ჩაბმულ დამცველს სასამართლო უზრუნველყოფს საქმის მასალების შესასწავლად საკმარისი დროით და საქმეში მის ჩაბმამდე ჩატარებულ სასამართლო მოქმედებათა განმეორების შესაძლებლობით.

3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანის დამცველი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დამცველისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 446. პროკურორის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

1. სასამართლო განხილვაში პროკურორი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით და თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს.

2. პროკურორი წარმოადგენს მტკიცებულებებს, მონაწილეობს დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევაში, გამოთქვამს თავის აზრს სასამართლოს გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.

3. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე, თუ, მისი რწმენით, იგი არ დადასტურდა სასამართლო განხილვისას.

4. ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა დაზარალებულმაც, სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.

5. პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად. განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის თაობაზე აუცილებელია ზემდგომი პროკურორის თანხმობა.

6. პროკურორის გამოუცხადებლობისას საქმე უნდა გადაიდოს. საქმეში ახლად ჩაბმული პროკურორი უნდა უზრუნველყონ დროით, რომელიც საჭიროა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის მოსამზადებლად. მას უფლება აქვს მოითხოვოს საქმეში მის ჩაბმამდე ჩატარებულ სასამართლო მოქმედებათა განმეორება.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

    მუხლი 447. დაზარალებულის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

1. სასამართლო განხილვაში მონაწილე დაზარალებული სარგებლობს მხარის ყველა უფლებით (მე-15 მუხლი).

2. საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო ისმენს მხარეთა აზრს და წყვეტს მის დაუსწრებლად საქმის განხილვის შესაძლებლობის საკითხს.

3. არასაპატიო მიზეზით დაზარალებულის გამოუცხადებლობისას სასამართლოს უფლება აქვს დაზარალებული მოაყვანინოს, თუ, სასამართლოს ან თუნდაც ერთი მხარის აზრით, საქმის განხილვაში მისი მონაწილეობა აუცილებელია.

4. არასაპატიო მიზეზით კერძო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობისას საქმის წარმოება წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 448. სამოქალაქო მოსარჩელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

1. სამოქალაქო მოსარჩელე, რომელიც სარგებლობს მხარის უფლებებით (მე-15 მუხლი), მხარს უჭერს მის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს.

2. სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო სამოქალაქო სარჩელს არ განიხილავს. ამასთან, სამოქალაქო სარჩელის განმცხადებელ პირს უნარჩუნდება უფლება წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლოს უფლება აქვს, სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით, სამოქალაქო სარჩელი განიხილოს მის დაუსწრებლად. სასამართლო სამოქალაქო სარჩელს განიხილავს ყველა შემთხვევაში, თუ სარჩელს მხარს უჭერს პროკურორი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 449. სამოქალაქო მოპასუხის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

1. სამოქალაქო მოპასუხე, რომელიც იცავს თავის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს განცხადებულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვაში სარგებლობს მხარეთა უფლებებით (მე-15 მუხლი).

2. სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის სამოქალაქო სარჩელის განხილვას. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლო განხილვა შეიძლება სამოქალაქო მოპასუხის თხოვნით გადაიდოს, მაგრამ არა უმეტეს 7 დღის ვადით.

    მუხლი 450. სასამართლო განხილვის ფარგლები

საქმის სასამართლო განხილვა ტარდება განსასჯელის მიმართ მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რომლითაც განსასჯელი სამართალში მისცეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორმა ბრალდება შეცვალა განსასჯელის სასარგებლოდ.

    მუხლი 451. სასამართლო განხილვის გადადება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერება. სასამართლო განხილვის განახლება

1. თუ საქმის განხილვა შეუძლებელია იმის გამო, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა რომელიმე გამოძახებული პირი, ან საჭიროა ახალ მტკიცებულებათა გამოთხოვა, სასამართლო გადადებს განხილვას და იღებს ზომებს გამოუცხადებელ პირთა გამოსაძახებლად და ახალ მტკიცებულებათა გამოსათხოვად. სასამართლო ადგენს საქმის განხილვის გადადების ვადას.

2. თუ განსასჯელი მიიმალა ან/და მძიმედ არის ავად, რაც გამორიცხავს სასამართლოში მის გამოცხადებას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას ამ განსასჯელის მიმართ მის მოძებნამდე ან გამოჯანმრთელებამდე და განაგრძობს სასამართლო განხილვას დანარჩენ განსასჯელთა მიმართ, ხოლო თუ ეს ხელს შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურ და სრულ გამოკვლევას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. თუ განსასჯელი თანამდებობის პირი ან რეკეტირია და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, საქმის წარმოება არ შეჩერდება.

3. ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და 420-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში საქმის წარმოება განახლდება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 452. სასამართლოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებანი

1. (ამოღებულია).

2. (ამოღებულია).

3. სასამართლო წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე.

4. გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი სასამართლოს გამოაქვს 503-504-ე მუხლებში აღნიშნულ საფუძველზე.

5. სასამართლო წყვეტს საკითხს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან შერჩევის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 453. სასამართლო სხდომაზე განჩინების (დადგენილების) გამოტანის წესი

1. სასამართლო განხილვის დროს ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, ხოლო მოსამართლეს – დადგენილება.

2. განჩინება (დადგენილება) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის გაგზავნის, მისი წარმოების შეწყვეტის ან შეჩერების, აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის ან გაუქმების, აცილებისა და ექსპერტიზის დანიშვნის, მტკიცებულებათა დაუშვებლობისა და საქმიდან ამოღების შესახებ სასამართლოს ან მოსამართლეს გამოაქვს სათათბირო ოთახში.

3. სხვა განჩინება (დადგენილება) სასამართლოს ან მოსამართლეს გამოაქვს ზემოთ მითითებული წესით ან ადგილზე და განჩინება (დადგენილება) შეაქვს სასამართლო სხდომის ოქმში.

4. სასამართლო განხილვის დროს სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებები (დადგენილებები) საჯაროდ უნდა წაიკითხონ.

5. ამ კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ქმედების ჩადენის გამო პროცესის მონაწილეების სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების საკითხის გადაწყვეტა ხდება მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით) სათათბირო ოთახში.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 454. სასამართლო სხდომის ოქმი

1. სასამართლო სხდომის ოქმში აღინიშნება: სხდომის ადგილი და დრო იმის მითითებით, თუ როდის გაიხსნა და დაიხურა იგი, სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, მდივანი, თარჯიმანი, ბრალმდებელი, დამცველი, განსასჯელი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, სასამართლოს მიერ დაბარებული სხვა პირები, განსახილველი საქმე, განსასჯელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, მონაცემები განსასჯელის პიროვნების შესახებ, სასამართლოს ყველა მოქმედება თანამიმდევრობით, პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა განცხადებანი და შუამდგომლობანი, სასამართლოს მიერ სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი, მითითება სათათბირო ოთახში განჩინებათა გამოტანის შესახებ, განსასჯელისა და საქმეში მონაწილე სხვა პირებისათვის მათი უფლება-მოვალეობათა განმარტება, ჩვენებათა შინაარსი, სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ დათვალიერებათა და მტკიცებულებათა შეგროვებასა და გამოკვლევასთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებათა შედეგები, ყოველივე იმის შინაარსი, რისი ოქმში შეტანაც პროცესის მონაწილეებმა ითხოვეს, მითითება სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, და დამრღვევის პიროვნებაზე, სასამართლო კამათის მოკლე შინაარსი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა, მითითება განაჩენის გამოქვეყნების, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.

2. ოქმი უნდა მომზადდეს და მას ხელი უნდა მოაწერონ სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, რის შესახებაც უნდა აცნობონ მხარეებს.

3. თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს მხარეებისათვის ოქმის გაცნობის შესაძლებლობა.

    მუხლი 455. შენიშვნები სასამართლოს სხდომის ოქმზე და მათი განხილვის წესი

1. სასამართლოს სხდომის ოქმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ 5 დღე-ღამის განმავლობაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. შენიშვნებს განიხილავს იმავე საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო).

2. შენიშვნების განხილვის შემდეგ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება), რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილება (განჩინება) ყველა შემთხვევაში დაერთვის საქმეს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 456. სასამართლო სხდომის განაწესი

1. სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შემოსვლისა და დარბაზიდან გასვლის წინ სასამართლოს მდივანი აცხადებს: „ადექით, სასამართლო მოდის!“ ან: „ადექით, სასამართლო გადის!“ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე დგება.

2. სასამართლო განხილვის ყველა მონაწილე მოსამართლეს (სასამართლოს) მიმართავს „ბატონო მოსამართლევ!“, „ბატონო მოსამართლენო!“, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს საჭირო განცხადებას. გამონაკლისი სასამართლოში ქცევის წესებიდან დასაშვებია თავმჯდომარის ნებართვით.

3. თავმჯდომარის განკარგულებათა შესრულება სავალდებულოა სასამართლო განხილვის მონაწილე და სასამართლო სხდომის დამსწრე ყოველი პირისათვის.

4. 16 წლამდე ასაკის პირები, თუ ისინი არ არიან მხარეები ან მოწმეები, სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვებიან.

5. სასამართლოში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემლობის შემთხვევაში იყენებენ 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონიძიებებს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი LII

სასამართლო სხდომის მოსამზადებელი ნაწილი

    მუხლი 457. სასამართლო სხდომის გახსნა

დანიშნულ დროს თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რომელ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავენ.

    მუხლი 458. სასამართლო სხდომაზე გამოძახებულ პირთა გამოცხადების შემოწმება

სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნის გამოცხადებისა და გამოუცხადებლობის მიზეზებს.

    მუხლი 459. თარჯიმნისათვის მისი უფლება-მოვალეობების განმარტება და მისი აცილების საკითხის გადაწყვეტა

1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ მონაწილეობს თარჯიმნად, განუმარტავს მას 101-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს არასწორი თარგმნისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

2. თავმჯდომარე მხარეებს, მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება მისცენ თარჯიმანს, და უხსნის აცილების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მოსმენის შემდეგ სასამართლო წყვეტს თარჯიმნისათვის განცხადებული აცილების საკითხს.

    მუხლი 460. მოწმეთა გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან

თავმჯდომარე იძლევა განკარგულებას მოწმეების მათთვის განკუთვნილ ოთახში გაყვანის შესახებ და იღებს ზომებს, რათა ისინი დაკითხვამდე არ ესაუბრონ ერთმანეთს. მოსამართლეს შეუძლია მოწმეს წასვლის ნება დართოს და დაუნიშნოს მას სასამართლოში გამოცხადების დღე და საათი.

    მუხლი 461. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა

1. თავმჯდომარე აცხადებს სასამართლო შემადგენლობას და მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს წესი გამოიყენება სათადარიგო მოსამართლის მიმართაც.

2. მოსამართლის, სასამართლოს, სათადარიგო მოსამართლის, აგრეთვე სასამართლო სხდომის მდივნის აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 462. განსასჯელის ვინაობის დადგენა და მისთვის საბრალდებო დასკვნის ასლის დროულად გადაცემა

1. თავმჯდომარე ადგენს განსასჯელის ვინაობას, არკვევს მის სახელსა და გვარს, დაბადების წელს, თვეს, დღესა და ადგილს.

2. თავმჯდომარე ეკითხება განსასჯელს, გადასცეს თუ არა მას საბრალდებო დასკვნის ასლი ან დაზარალებულის საჩივარი. თუ აღნიშნული დოკუმენტები გადაცემული არ არის, სასამართლო სხდომა გადაიდება არანაკლებ 3 დღე-ღამით.

    მუხლი 463. სახელმწიფო ბრალმდებლის შესახებ აცილების საკითხის გადაწყვეტა

1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს სახელმწიფო ბრალდებას (სახელი, გვარი, საკლასო წოდება, დაკავებული თანამდებობა) ან კერძო ბრალდებას და მხარეებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება განუცხადონ პროკურორს 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.

2. თუ პროკურორს აცილება განუცხადა ერთ-ერთმა მხარემ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ისმენს ამ საკითხზე მეორე მხარის აზრს.

3. აცილების დაკმაყოფილებისას სასამართლო განხილვა გადაიდება.

    მუხლი 464. დამცველის საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებათა არსებობის საკითხის გადაწყვეტა

1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის დამცველი (სახელი და გვარი, ადვოკატთა რომელი კოლეგიის წევრია), განუმარტავს მხარეებს, 107-ე მუხლით გათვალისწინებულ რა გარემოებათა არსებობისას არ შეუძლია დამცველს საქმეში მონაწილეობა, და ეკითხება მათ, შუამდგომლობენ თუ არა ისინი დამცველის აცილებას.

2. 107-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც მისცეს აცილება დამცველს და შესთავაზოს განსასჯელს, სხვა დამცველი მოიწვიოს ან თვითონ სასამართლომ დაუნიშნოს იგი.

    მუხლი 465. დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები სასამართლოში

თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, და მხარეებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება მისცენ დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს, და უხსნის, რა საფუძვლით შეიძლება მათი აცილება.

    მუხლი 466. ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხის გადაწყვეტა

1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის ექსპერტი, სპეციალისტი, და წყვეტს ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხს 106‑ე მუხლის საფუძველზე.

2. თუ ექსპერტის აცილება დაკმაყოფილებულია, სასამართლო, მხარეთა აზრის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მეორე ექსპერტის დანიშვნის შესახებ. ახალი ექსპერტის მოსაწვევად მხარეს ეძლევა დრო, თუ აცილებული ექსპერტი მის მიერ იყო მოწვეული.

    მუხლი 467. პროცესის მონაწილეთათვის მათი უფლება-მოვალეობების განმარტება

თავმჯდომარე განსასჯელს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, ექსპერტსა და სპეციალისტს განუმარტავს მათს უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 468. შუამდგომლობის განცხადება და გადაწყვეტა

1. თავმჯდომარე პროცესის მონაწილე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა წარმომადგენლებს ეკითხება, აქვთ თუ არა შუამდგომლობა, რომ გამოითხოვონ ან საქმეს დაურთონ ახალი მტკიცებულებანი, მოიწვიონ მოწმეები, ექსპერტები, დანიშნონ ექსპერტიზა, გამოითხოვონ ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტები. პირი, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა.

2. თავმჯდომარე ვალდებულია გაარკვიოს, აქვთ თუ არა მხარეებს შუამდგომლობა საქმის მასალებიდან მტკიცებულებათა ამოღების შესახებ.

3. ყოველი განცხადებული შუამდგომლობა სასამართლომ უნდა განიხილოს და გაიგოს პროცესის მონაწილეთა აზრი. თუ გარემოებები, რომელთა დასადგენადაც განცხადებულია შუამდგომლობა, შეიძლება საქმისათვის მნიშვნელოვანი იყოს, ან თუ მტკიცებულება კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას. თუ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება). პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას.

    მუხლი 469. საკითხის გადაწყვეტა დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტისა და სპეციალისტის გარეშე საქმის განხილვის შესახებ

1. თუ დაზარალებული, მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი არ გამოცხადდა, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება (დადგენილება) სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა შეიძლება გაგრძელდეს, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.

2. საქმის განხილვის გადადების შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს დაკითხოს გამოცხადებული დაზარალებული და მოწმე. გადადებულ საქმეს განიხილავს მოსამართლეთა იგივე შემადგენლობა. დაკითხულ დაზარალებულსა და მოწმეს გამოიძახებენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

თავი LIII

სასამართლო გამოძიება

    მუხლი 470. სასამართლო გამოძიების დაწყების გამოცხადება

თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლო იწყებს სასამართლო გამოძიებას.

    მუხლი 471. სასამართლო გამოძიების დაწყება

1. სასამართლო გამოძიება იწყება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საბრალდებო დასკვნის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვით.

2. კერძო ბრალდების საქმეზე დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სასამართლო სხდომის მდივანი კითხულობს დაზარალებულის საჩივარს.

    მუხლი 472. ბრალდების არსის განმარტება და განსასჯელის პოზიციის გარკვევა

1. თავმჯდომარე განსასჯელს განუმარტავს მისთვის წაყენებული ბრალდების არსს, მისი ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს, წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის საფუძველსა და ოდენობას. თუ განსასჯელი რამდენიმეა, ასეთი განმარტება ეძლევა ყოველ მათგანს. განსასჯელს უფლება აქვს უარი თქვას განმარტების მოსმენაზე. საქმეში განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობისას ასეთი უარის მიღება შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.

2. თავმჯდომარე ეკითხება თითოეულ განსასჯელს, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ და, თუ ცნობს, – რაში. განსასჯელს უნდა განემარტოს, რომ იგი არ არის შეზღუდული წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, არ არის ვალდებული პასუხი გასცეს დასმულ კითხვას და რომ პასუხის გაცემაზე უარი არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს თავისი პასუხი ჩვენების ჩამოუყალიბებლად. განსასჯელის დუმილი ნიშნავს, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

3. თავმჯდომარე განსასჯელს ეკითხება, ცნობს თუ არა მისთვის წარდგენილ სამოქალაქო სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ. განსასჯელს უფლება აქვს დაასაბუთოს პასუხი. დუმილი მიჩნეულია სამოქალაქო სარჩელის არცნობად.

4. მხარეებს უფლება აქვთ განსასჯელს დაუსვან დამაზუსტებელი კითხვები.

    მუხლი 473. სასამართლო გამოძიების გაუქმების, შეკვეცის ან გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა

1. თუ განსასჯელმა სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე თავი დამნაშავედ ცნო და ეს აღიარება ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავასა და სასამართლოს ეჭვს, სასამართლო გამოძიება სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიკვეცოს. განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.

2. სასამართლო (მოსამართლე), რომელიც განიხილავს განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებას, ვალდებულია მხარეთა მონაწილეობით დარწმუნდეს, რომ:

ა) განსასჯელს გაცნობიერებული აქვს ბრალის არსი და შედეგები;

ბ) განსასჯელს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება, მიეღო შესაბამისი სამართლებრივი დახმარება თავისი დამცველისაგან, თუ მას დამცველი ჰყავს;

გ) აღიარება ნებაყოფლობითია და ბრალდებულის (განსასჯელის) მიმართ არ ყოფილა მუქარა, დაშინება, იძულება ან სხვაგვარი ზეწოლა ან/და მოტყუება;

დ) აღიარება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მასალებით, რომელთაც ეთანხმება განსასჯელი.

3. თუ საქმეში რამდენიმე განსასჯელია და თუნდაც ერთ მათგანს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება სრული მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს ეს განსასჯელი.

4. სასამართლო გამოძიების გაუქმება ან შეკვეცა დაუშვებელია, თუ განსასჯელს არ შესრულებია 16 წელი, ფსიქიკური ნაკლი აქვს ან ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე თუ საქმეში არის ორი ან მეტი განსასჯელი და თუნდაც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს.

5. სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით (ნაწილით) გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის ერთი მესამედით შემცირების შესაძლებლობას.

6. განსასჯელის დაკითხვას იწყებს დამცველი, დაცვის მხარის წარმომადგენელი; შემდეგ მას დაკითხავენ პროცესის სხვა მონაწილენი, რომლებიც არ წარმოადგენენ ბრალდების მხარეს, შემდეგ ბრალმდებელი, ბრალდების მხარის წარმომადგენელი და პროცესის სხვა მონაწილეები, ბოლოს კი მოსამართლე. ამის შემდეგ დამცველს უფლება აქვს დამატებითი კითხვები დაუსვას განსასჯელს.

7. თუ განსასჯელმა აღიარა დანაშაული, მაგრამ დაკითხვისას განაცხადა ფაქტები, რომლებიც შემოწმებას მოითხოვს, სასამართლო გამოძიება უნდა გაგრძელდეს.

8. იმ განსასჯელის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც აღიარა დანაშაული, სასამართლო აცხადებს სასამართლო გამოძიების დამთავრებას და გადადის მხარეთა კამათის მოსმენაზე.

9. თუ სასამართლო გამოძიების დასაწყისში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სრული მოცულობით ჩატარების შესახებ, შემდგომ სასამართლო გამოძიების შეკვეცა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორი და დაზარალებული უარს ამბობენ ბრალდებაზე.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 474. მტკიცებულების გამოკვლევის თანამიმდევრობა

1. სასამართლო გამოძიების დროს იკვლევენ მტკიცებულებებს, რომლებიც:

ა) წარმოადგინა ბრალდების მხარემ – პროკურორმა, დაზარალებულმა, მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა;

ბ) წარმოადგინა დაცვის მხარემ – განსასჯელმა, მისმა დამცველმა, განსასჯელის კანონიერმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა;

გ) გამოთხოვილია სასამართლოს მიერ მხარეთა ინიციატივით.

2. ჯერ იკვლევენ ბრალდების მხარის, შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თანამიმდევრობით. ბრალდების ან დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის რიგითობას განსაზღვრავენ პირები, რომლებმაც ისინი წარადგინეს.

3. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, შემდეგ – მოსამართლენი; დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს ბრალდების მხარე, შემდეგ კი – მოსამართლენი.

4. სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვილ მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე იკვლევს, შემდეგ – დაცვისა. მოსამართლენი ამ მტკიცებულებათა გამოკვლევაში ბოლოს იღებენ მონაწილეობას.

5. ჯვარედინი დაკითხვის შემთხვევაში ბოლოს კითხვების დასმის უფლება აქვს პირს, რომლის ინიციატივითაც არის გამოძახებული დასაკითხი.

    მუხლი 475. მტკიცებულების წარდგენა

1. სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან (პირველი ეტაპი), აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე (მეორე ეტაპი).

2. მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე წარადგენს, შემდეგ – დაცვისა. სასამართლო მტკიცებულებას არ წარადგენს, მაგრამ ხელს უწყობს მხარეებს მათს გამოთხოვაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს შეიძლება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ბრალდების მხარის თანხმობით.

3. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ბრალდების ან დაცვის მხარე დაკითხავს მოწმეს, მოწინააღმდეგე მხარე კითხვებს უსვამს დაკითხულ მოწმეს (ჯვარედინი დაკითხვა) და მოწმის გამომძახებელი მხარე ისევ უსვამს მას კითხვებს (ხელახალი დაკითხვა).

4. ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართსა და განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ გამოტანილ დადგენილებაში. ახალ მტკიცებულებათა გამოვლენისას ბრალდების მხარე სასამართლო განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 7 დღისა მოწინააღმდეგე მხარეს გადასცემს ამ დადგენილების ასლს. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რომელიც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე.

5. თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ, მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს უფლება აქვს განარიდოს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც.

6. მხარე თავად ირჩევს დაკითხვის მეთოდს: ჯერ თავისუფალი თხრობა, შემდეგ კითხვა-პასუხი, ან მხოლოდ კითხვა-პასუხი.

7. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, შეიძლება დასვან, განიხილონ და გადაწყვიტონ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან მისი ამოღების საკითხი.

8. ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა წარდგენის დამთავრების შემდეგ დაცვას უფლება აქვს სასამართლოს ყურადღება მიაპყროს ბრალდების მტკიცებულებათა არასაკმარისობას და დაცვის მტკიცებულებათა წარდგენის გარეშე მოითხოვოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, დაცვა იწყებს ბრალდების უარმყოფელ მტკიცებულებათა წარდგენას.

9. დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო აცხადებს, რომ გადადის იმ მტკიცებულებათა განხილვაზე, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. მტკიცებულებას წარადგენენ და იკვლევენ 474-475-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. მხარეები განსჯის საგნად აქცევენ განსასჯელის ადრინდელ ნასამართლობას, მის სამსახურებრივ დახასიათებას, მონაცემებს ოჯახსა და სამსახურში მისი ქცევის, დამსახურების, ჯილდოების შესახებ და სხვა მონაცემებს.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 476. განსასჯელის დაკითხვა

1. თავმჯდომარე წინადადებას აძლევს განსასჯელს, მისცეს ჩვენება მისთვის წაყენებული ბრალდების გამო და საქმის სხვა გარემოებათა შესახებ. განსასჯელს განუმარტავენ, რომ მას უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება და ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება გამოიყენონ მის საზიანოდ.

2. განსასჯელს დაკითხავენ პროცესის მონაწილენი შემდეგი თანამიმდევრობით: სახელმწიფო ბრალმდებელი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენელი, მისი დამცველი, სხვა განსასჯელები და მათი დამცველები, ბოლოს კი სასამართლო.

3. განსასჯელს უფლება აქვს, თავმჯდომარის ნებართვით, მისცეს ჩვენება ყოველი მტკიცებულების გამოკვლევისას.

4. დაკითხვისას განსასჯელს უფლება აქვს ისარგებლოს წერილობითი შენიშვნებითა და დოკუმენტებით.

5. განსასჯელის მიერ მის ხელთ არსებული დოკუმენტების წაკითხვის შემდეგ ისინი გადაეცემა სასამართლოსა და მხარეებს მიმოხილვისა და საქმეზე დასართავად.

6. განსასჯელის დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ საქმეზე დართული ან მათ ხელთ არსებული საგანი ან დოკუმენტი და ამასთან დაკავშირებით განსასჯელს დაუსვან კითხვები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 477. წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვის ან მისი მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა

თუ განსასჯელი წინააღმდეგია, წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა, ასევე მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 478. მოწმისათვის მის უფლება-მოვალეობათა განმარტება

1. მოწმის დაკითხვის წინ თავმჯდომარე რწმუნდება მის ვინაობაში და განუმარტავს:

ა) უფლებას უარი თქვას გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის ან თავისი ახლო ნათესავების წინააღმდეგ;

ბ) მოვალეობას თქვას სრული სიმართლე, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით;

გ) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის, რაზედაც ჩამოერთმევა ხელწერილი.

2. ამ მოთხოვნების შესრულება აღინიშნება სასამართლო სხდომის ოქმში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 479. მოწმის დაკითხვის წესი

1. სრულწლოვანი მოწმე ჩვენების მიცემის წინ დებს ფიცს: ვფიცავ ვილაპარაკო სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!“.

2. მოწმეთა დაკითხვა ხდება ცალ-ცალკე და დასაკითხ მოწმეთა დაუსწრებლად.

3. თავმჯდომარე არკვევს, თუ რა ურთიერთობა აქვს მოწმეს განსასჯელთან, დაზარალებულთან, სამოქალაქო მოსარჩელესთან, სამოქალაქო მოპასუხესა და საქმეში მონაწილე სხვა პირებთან, სთავაზობს მოწმეს თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით.

4. მხარის შუამდგომლობით გამოძახებულ მოწმეს ჯერ დაკითხავს ამ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი, შემდეგ – ამ მხარის წარმომადგენელი სხვა პირები, ბოლოს კი – მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები და სასამართლო. ამის შემდეგ მოწმეს კითხვებს უსვამს მისი გამომძახებელი პირი.

5. სასამართლოს ინიციატივით გამოძახებულ მოწმეს ჯერ დაკითხავს სასამართლო, შემდეგ – დაცვისა, ბოლოს კი – ბრალდების მხარე.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 480. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა

1. 14 წელზე ნაკლები ასაკის მოწმეს არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. იგი პირობას დებს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.

2. 16 წლამდე ასაკის მოწმე დაკითხვის დამთავრებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზიდან უნდა გაიყვანონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასამართლო, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს დარბაზში მის დარჩენას.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 481. მოწმის ჩვენების წაკითხვა

1. სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია თვით მოწმის შუამდგომლობით. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

2. მოწმის ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ მისი დაკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ.

21. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მოწმის ან დაზარალებულის მიმართ იყო იძულება, მუქარა, დაშინება ან მოსყიდვა, მხარეს უფლება აქვს სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ამ მუხლის პირველი ნაწილის დაუცველად მოწმის ან დაზარალებულის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის შესახებ. ამ შემთხვევაში მოცემული ჩვენება მიიჩნევა დასაშვებ მტკიცებულებად.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 482. დაზარალებულის დაკითხვა

1. დაზარალებულის დაკითხვა ხდება მოწმის დაკითხვის წესით.

2. დაზარალებულს, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას, ჯერ დაკითხავს ბრალდების მხარე, შემდეგ – დაცვისა; დაზარალებულს, რომელმაც უარი თქვა ბრალდების მხარდაჭერაზე, ჯერ დაკითხავს დაცვის მხარე, შემდეგ – ბრალდებისა, ბოლოს კი – სასამართლო.

    მუხლი 483. ექსპერტიზა სასამართლოში

1. სასამართლოში შეიძლება გამოიძახონ ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა წინასწარი გამოძიებისას, ახალი ექსპერტები, ან ერთნიც და მეორენიც.

2. სასამართლოს უფლება არა აქვს უარი უთხრას მხარეს იმ ექსპერტის გამოძახებაზე, რომელიც ექსპერტიზას ატარებდა მისი დავალებით, თუ არ არსებობს საფუძველი აცილებისათვის. მხარეთა შეთანხმებით, სასამართლოს შეუძლია ექსპერტიზის ჩატარება დაავალოს იმ ექსპერტთა კომისიას, რომელთაგან ერთნი მოწვეულნი არიან ბრალდების, ხოლო მეორენი – დაცვის მხრიდან.

3. სასამართლოში ექსპერტიზა ტარდება 356-374-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.

4. მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით სასამართლოს გამოაქვს და სხდომაზე საჯაროდ კითხულობს განჩინებას (დადგენილებას) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული უნდა იყოს პირი ან საექსპერტო დაწესებულება, რომელსაც ევალება ექსპერტიზის ჩატარება. ამასთან, მხარეს უფლება აქვს აცილება მისცეს ექსპერტს, იშუამდგომლოს, რომ ექსპერტად შეიყვანონ მის მიერ მითითებული პირი, ექსპერტს დაუსვას დამატებითი კითხვა, თავად დაესწროს ექსპერტიზას. ექსპერტის აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებას სასამართლო განიხილავს 106-ე მუხლის წესების დაცვით.

5. ექსპერტი მონაწილეობს სასამართლო გამოძიებაში. მას უფლება აქვს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებით კითხვა დაუსვას განსასჯელს, დაზარალებულს, მოწმეს, სხვა ექსპერტებს, მონაწილეობა მიიღოს დათვალიერებაში, ექსპერიმენტსა და სხვა საპროცესო მოქმედებაში დასკვნის შესადგენად საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

6. სასამართლო გამოძიების დროს სასამართლოსა და მხარეებს უფლება აქვთ დამატებითი კითხვები დაუსვან ექსპერტს.

7. ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრების შემდეგ სასამართლო ექსპერტს გადასცემს თავის განჩინებას (დადგენილებას), რომელშიც საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული სასამართლოსა და მხარეების მიერ ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხთა ნუსხა. თუ საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა, სასამართლო სათანადო ობიექტს გადასცემს ექსპერტს (ექსპერტებს) და აძლევს მათ გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად საჭირო დროს.

8. თუ სასამართლო გამოძიების მონაცემებმა ეჭვქვეშ ვერ დააყენეს წინასწარი გამოძიების დროს ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა, ექსპერტს უფლება აქვს დაიმოწმოს ადრე ჩატარებული გამოკვლევა და აღარ გაიმეოროს იგი. ამასთან, ის ვალდებულია თავის დასკვნაში პასუხი გასცეს მის წინაშე დასმულ ყველა საკითხს.

9. სასამართლო სხდომაზე ექსპერტი საჯაროდ კითხულობს თავის დასკვნას, რის შემდეგაც იგი შეიძლება დაკითხონ მხარეებმა და სასამართლომ ამ დასკვნის განსამარტავად და დასაზუსტებლად.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 484. წერილობითი მტკიცებულებებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის გამოკვლევა

1. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, სასამართლო სხდომის მდივანი საჯაროდ კითხულობს წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ წერილობით მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე.

2. სასამართლოს მოთხოვნით წარდგენილ დოკუმენტებს სასამართლოს თავმჯდომარე საჯაროდ კითხულობს და აცნობს მათ მხარეებს, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ აზრს ამ დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ.

3. მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებს საჯაროდ კითხულობენ და ურთავენ საქმეს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 485. დათვალიერება

1. დათვალიერება ტარდება 333-339-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.

2. წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე უშუალოდ სასამართლო განხილვისას მხარეთა ან სხვა პირთა მიერ წარმოდგენილ საგანს სასამართლო ათვალიერებს სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, სპეციალისტი და მოწმე.

3. ადგილმდებარეობის, შენობის, ნაგებობის, სათავსოს, აგრეთვე ტრანსპორტისა და სხვა იმ ობიექტის დათვალიერებას, რომლის მოტანაც სასამართლო სხდომის დარბაზში შეუძლებელია, სასამართლო ატარებს ამ ობიექტის მდებარეობის ადგილზე ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მონაწილეობით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 486. შემოწმება

1. შემოწმებას სასამართლო ატარებს 350-355-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.

2. შემოწმება, რომელიც საჭიროებს პირის გაშიშვლებას, ტარდება ცალკე ოთახში ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ. შემოწმების დამთავრების შემდეგ პროცესის მონაწილენი ადგენენ ოქმს, ხელს აწერენ მას, ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ექიმი ან სხვა სპეციალისტი მხარეების, შესამოწმებელი პირისა და სასამართლო სხდომის დამსწრეთა წინაშე საჯაროდ კითხულობს ოქმს, რომელიც დაერთვის საქმეს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 487. ამოსაცნობად წარდგენა, ექსპერიმენტის ჩატარება და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის

1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, ამოსაცნობად წარდგენა და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის ხდება 340-343-ე, 347-349-ე, 375-384-ე მუხლებით დადგენილი წესებით. მხარეებს უფლება აქვთ აღნიშნულ სასამართლო მოქმედებებთან დაკავშირებით აღძრან შუამდგომლობა და გამოთქვან შენიშვნები.

2. სასამართლოს უფლება აქვს გამომძიებელს ან პროკურორს მოსთხოვოს ხელშეწყობა ამ მოქმედებათა შესრულებისათვის.

3. ამოსაცნობად წარდგენის, ექსპერიმენტის ჩატარებისა და ნიმუშის აღების მიმდინარეობა და შედეგები, აგრეთვე ამ სასამართლო მოქმედებათა ჩატარებასთან დაკავშირებით აღძრული შუამდგომლობა, გამოთქმული შენიშვნები და განმარტებები უნდა დაფიქსირდეს სასამართლო სხდომის ოქმში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 488. სასამართლო გამოძიების დამთავრება

1. ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ სასამართლო გამოძიებას და, კერძოდ – რა.

2. შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტის შემდეგ თავმჯდომარე სასამართლო გამოძიებას დამთავრებულად აცხადებს.

თავი LIV

სასამართლო კამათი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა

    მუხლი 489. სასამართლო კამათის დაწყების გამოცხადება

1. სასამართლო გამოძიების დამთავრების შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს, რომ იწყება სასამართლო კამათი.

2. თუ სასამართლო კამათში მონაწილეობის უფლების მქონე რომელიმე პირი შუამდგომლობს, რომ მას მისცენ დრო გამოსვლისათვის მოსამზადებლად, თავმჯდომარე აცხადებს შესვენებას და აღნიშნავს მის ხანგრძლივობას.

    მუხლი 490. მხარეთა კამათი

1. სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგითობით წარმოთქვამენ სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი (დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი), სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი (თუ დამცველი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობს), სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი.

2. თუ ბრალდებას მხარს უჭერს რამდენიმე ბრალმდებელი, ანდა საქმეში მონაწილეობს რამდენიმე დაზარალებული, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, განსასჯელი, მაშინ თავმჯდომარე მათ აძლევს წინადადებასა და დროს, რათა შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. თუ აღნიშნული პირები ვერ შეთანხმდებიან, ტარდება კენჭისყრა.

3. კამათისას მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან აზრი განსასჯელის დამნაშავედ ცნობის ან უდანაშაულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და განაჩენში გადასაწყვეტ სხვა საკითხების შესახებ.

4. კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე. თუ მათ თავიანთი დასკვნების დასასაბუთებლად სჭირდებათ სხვა მტკიცებულებათა გამოყენება, მხარე შუამდგომლობს სასამართლო გამოძიების განახლების შესახებ და აღნიშნავს, თუ რა გარემოება უნდა გამოიკვლიონ დამატებით და რა ახალი მტკიცებულების წარმოდგენაა საჭირო. მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება) შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.

5. სასამართლოს უფლება არა აქვს შეზღუდოს სასამართლო კამათში გამოსვლების ხანგრძლივობა, მაგრამ თავმჯდომარეს შეუძლია გააჩეროს კამათში მონაწილე პირი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 491. რეპლიკა

მას შემდეგ, რაც სასამართლო კამათის ყველა მონაწილე გამოვა სიტყვით, თითოეულ მათგანს უფლება აქვს კიდევ ერთხელ, მოკლედ გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი ან შენიშვნა გამოსვლაში ნათქვამის თაობაზე 490-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.

    მუხლი 492. განსასჯელის საბოლოო სიტყვა

1. სასამართლო კამათის დამთავრების შემდეგ განსასჯელს ეძლევა საბოლოო სიტყვა. ამ დროს განსასჯელისათვის კითხვის დასმა დაუშვებელია.

2. განსასჯელს უფლება აქვს საბოლოო სიტყვაში უარყოს ბრალდება, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა ან ნაკლები ბრალი, ახსნას ჩადენილის მოტივები და გამოთქვას აზრი განაჩენში გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.

3. სასამართლოს უფლება არა აქვს დაადგინოს განსასჯელის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ თავმჯდომარეს შეუძლია გააჩეროს განსასჯელი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.

4. თუ საბოლოო სიტყვაში განსასჯელი სასამართლოს აცნობებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ახალ გარემოებებს, სასამართლო განაახლებს სასამართლო გამოძიებას, რის შემდეგაც პროცესის მონაწილენი კვლავ გამოდიან სასამართლო კამათში, ხოლო განსასჯელი კვლავ წარმოთქვამს საბოლოო სიტყვას.

    მუხლი 493. მხარის წინადადება ბრალდების არსთან დაკავშირებით

1. სასამართლო კამათისა და განსასჯელის საბოლოო სიტყვის დამთავრების შემდეგ, სათათბირო ოთახში სასამართლოს გასვლამდე, მხარეებს უფლება აქვთ სასამართლოს წერილობით წარუდგინონ განაჩენის ან მისი ცალკეული ელემენტების მათ მიერ შედგენილი ფორმულირება.

2. წარდგენილი ფორმულირება სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო, მაგრამ განაჩენის გამოტანისას მისი განხილვა სავალდებულოა.

3. ფორმულირების ასლი გადაეცემა მეორე მხარეს და დაერთვის საქმეს.

    მუხლი 494. სასამართლოს გასვლა სათათბირო ოთახში

განსასჯელის საბოლოო სიტყვის მოსმენისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფორმულირების საქმეზე დართვის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.

თავი LV

განაჩენის დადგენა

    მუხლი 495. განაჩენის დადგენა საქართველოს სახელით

განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით.

    მუხლი 496. განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა

1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს.

3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

4. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

    მუხლი 497. მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება

1. სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიურად განხილვის შემდეგ განაჩენი დგინდება სათათბირო ოთახში, სადაც შეიძლება იყვნენ მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლენი და ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც აკეთებს ჩანაწერს.

2. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილ და დაცულ ოთახში.

3. განაჩენის დადგენისას სასამართლოს ან მოსამართლეს შეუძლია შესვენება, აგრეთვე დასვენება უქმე დღეებში.

4. განაჩენის დადგენის დროს დაუშვებელია საქმესთან დაკავშირებით სხვა პირებთან რაიმე ურთიერთობა, აგრეთვე ტელეფონით ან სხვა გზით თათბირი განაჩენში გადასაწყვეტ საკითხებზე.

5. მოსამართლესა და ტექნიკურ თანამშრომელს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მოსამართლეთა თათბირის დროს გამოთქმული მოსაზრებანი.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 498. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები

1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:

 ა) ჩაიდინა თუ არა განსასჯელმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა განსასჯელის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა განსასჯელს ბრალად ჩადენილი ქმედება;

დ) არსებობს თუ არა განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი;

ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს განსასჯელს და რა ზომით;

ვ) უნდა მოიხადოს თუ არა განსასჯელმა დანიშნული სასჯელი;

ზ) რა სახის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში უნდა მოიხადოს განსასჯელმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი;

თ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სამოქალაქო სარჩელი, ვის სასარგებლოდ და რა ოდენობით;

ი) გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები;

კ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;

ლ) საჭიროა თუ არა გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება;

მ) ვის უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები და რა ოდენობით;

ნ) დამნაშავედ მიჩნეული პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ არა იძულებითი მკურნალობა.

2. გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამართლებულისათვის გამოძიების ორგანოების, პროკურატურისა თუ სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

3. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო წყვეტს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“,„ ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად.

4. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე განსასჯელის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი განსასჯელის მიმართ ცალ-ცალკე.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 499. განსასჯელის შეურაცხაობის საკითხის განხილვა

1. თუ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს წამოიჭრა საკითხი ბრალდებულის შერაცხადობის ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ფსიქიკურად დაავადების შესახებ, რის გამოც დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სასამართლო ვალდებულია განაჩენის დადგენისას კიდევ ერთხელ განიხილოს ეს საკითხი.

2. თუ დადგინდა, რომ ქმედების ჩადენისას განსასჯელი შეურაცხ მდგომარეობაში იყო ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ გახდა ასეთი, სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.

    მუხლი 500. მოსამართლეთა თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი

1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის მოსამართლეთა თათბირი.

2. თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს 498-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.

3. ყოველ საკითხზე თითოეულმა მოსამართლემ უნდა გასცეს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

4. საკითხები წყდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მოსამართლეებმა შეიძლება მიიღონ მხოლოდ ერთხმად.

5. 498-ე მუხლში აღნიშნულ თითოეულ საკითხზე პირველად კენჭს უყრიან მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე სასიკეთოა განსასჯელისათვის. თუ დანაშაულის ჩადენაში განსასჯელის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, მოსამართლის ხმა განსასჯელის გასამართლებლად დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც განსასჯელისათვის ყველაზე სასიკეთოა.

6. მოსამართლეს (მოსამართლეებს), რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, უფლება აქვს იგი წერილობით ჩამოაყალიბოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში. განსხვავებულ აზრს წარუდგენენ თავმჯდომარეს და ურთავენ საქმეს.

7. მხარეებს უნდა მიეცეთ საშუალება გაეცნონ განსხვავებულ აზრს.

    მუხლი 501. სასამართლო გამოძიების განახლება, სისხლის სამართლის საქმის გაგზავნა დამატებითი გამოძიებისათვის

1. თუ სათათბირო ოთახში 498-ე მუხლში მითითებულ საკითხთა განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ მათ გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი სასამართლო მოქმედება, მას გამოაქვს დადგენილება (განჩინება) სასამართლო გამოძიების განახლების შესახებ. განახლებული სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო კვლავ იწყებს სასამართლო კამათს და ისმენს განსასჯელის საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც გადის სათათბირო ოთახში განაჩენის დასადგენად.

2. ამ კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება (დადგენილება) სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებისათვის გასაგზავნად და საქმეს უბრუნებს პროკურორს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 502. განაჩენის სახეები

1. სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.

2. განაჩენი შეიძლება იყოს ზოგი ბრალდების მიმართ გამამტყუნებელი, ხოლო სხვა ბრალდების მიმართ – გამამართლებელი.

    მუხლი 503. გამამტყუნებელი განაჩენი

1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ.

2. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოიტანონ:

ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;

ბ) სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით;

გ) სასჯელის დაუნიშნავად.

4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში, აგრეთვე შინაპატიმრობასა და სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.

5. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია აქტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

6. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, თუ მისი გამოტანის მომენტისათვის:

ა) ამოიწურა ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;

ბ) განსასჯელი გარდაიცვალა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 504. გამამართლებელი განაჩენი

1. გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს განსასჯელის სრულ უდანაშაულობას მისთვის წაყენებულ ბრალდებაში.

2. გამამართლებელი განაჩენი არ უნდა შეიცავდეს გამართლებულის სახელის გამტეხ ფორმულირებებს.

3. გამამართლებელი განაჩენის საფუძველია:

ა) განსასჯელს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) განსასჯელის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

    მუხლი 505. სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა განაჩენის დადგენისას

1. განაჩენის დადგენისას სასამართლო აკმაყოფილებს წარდგენილ სარჩელს მთლიანად ან ნაწილობრივ, ან უარყოფს მას, ანდა საერთოდ არ განიხილავს.

2. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისას სასამართლოს უფლება აქვს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე მიიღოს ზომები სარჩელის უზრუნველსაყოფად, თუ ისინი მანამდე მიღებული არ ყოფილა.

    მუხლი 506. განაჩენის შედგენა

1. განაჩენი იწერება სამართალწარმოების ენაზე ცხადი და გასაგები ფრაზებით.

2. განაჩენი უნდა დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მას ხელი უნდა მოაწეროს ყველა მოსამართლემ, განსხვავებული აზრის მქონეთა გარდა.

3. განაჩენში შეტანილი შესწორება განაჩენის გამოცხადებამდე წინასწარ უნდა შეათანხმოს და ხელმოწერით დაადასტუროს ყველა მოსამართლემ.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 507. განაჩენის შესავალი ნაწილი

განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება:

ა) განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით;

ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი;

გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალმდებელი, დაზარალებული და მისი წარმომადგენელი, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები;

დ) განსასჯელის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, განათლება, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები;

ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც განსასჯელი მისცეს სამართალში.

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 508. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო. ამასთან, მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა. აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული, ან დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული, – ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.

2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ უდაბლეს ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და უფრო მსუბუქ სასჯელზე გადასვლა, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება ან უარყოფა, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების გამოყენება.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 509. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი

1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:

ა) განსასჯელის სახელი და გვარი;

ბ) გადაწყვეტილება ჩადენილ დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ;

გ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ;

დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა, შესაბამისი რეჟიმის სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, რომელშიც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი;

ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;

 ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე შინაპატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროის ჩათვლის შესახებ;

ზ) გადაწყვეტილება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე განსასჯელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

თ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;

ი) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;

კ) ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა;

ლ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;

მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;

ნ) სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა;

ო) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტა.

2. თუ განსასჯელს წაყენებული ჰქონდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რომელ ბრალდებაში გაამართლეს განსასჯელი და რომელში დასდეს მსჯავრი.

3. სასჯელის მოხდისაგან განსასჯელის განთავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

4. ყველა შემთხვევაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

    მუხლი 510. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: ბრალდების არსი, რომლითაც განსასჯელი სამართალში მისცეს; სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას განსასჯელის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულებას, რომელსაც ემყარებოდა განსასჯელის მიმართ წაყენებული ბრალდება, ანდა რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა, ან რომ განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული; სამოქალაქო სარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მოტივები.

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 511. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი

გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:

ა) განსასჯელის სახელი და გვარი;

ბ) გადაწყვეტილება განსასჯელის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ;

გ) გადაწყვეტილება განსასჯელისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია, – გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ;

დ) გადაწყვეტილება წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილებულა;

ე) გადაწყვეტილება საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ ასეთი ღონისძიება განხორციელდა;

ვ) გამართლებულის უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ზ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;

თ) რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 512. განაჩენის გამოცხადება

1. განაჩენის ხელმოწერის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) ბრუნდება სასამართლო სხდომის დარბაზში და თავმჯდომარე ან რომელიმე მოსამართლე აცხადებს განაჩენს.

2. სასამართლო სხდომის დარბაზში ყველა დამსწრე, მათ შორის, სასამართლოს შემადგენლობა, განაჩენს ფეხზე ამდგარი ისმენს.

3. თუ განაჩენი დაწერილია იმ ენაზე, რომელიც განსასჯელმა არ იცის ან სათანადოდ არ იცის, განაჩენის გამოცხადებისთანავე ან სინქრონიულად ის უნდა წაიკითხოს თარჯიმანმა განსასჯელის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.

4. თავმჯდომარე განსასჯელსა და პროცესის სხვა მონაწილეებს განუმარტავს განაჩენის გასაჩივრების წესსა და ვადებს. განსასჯელს განუმარტავენ აგრეთვე შეწყალების შესახებ შუამდგომლობის უფლებას.

    მუხლი 513. განსასჯელის პატიმრობიდან განთავისუფლება

პატიმრობაში მყოფი განსასჯელი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, თუ:

ა) განსასჯელი გაამართლეს;

ბ) დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ განსასჯელს არ დაუნიშნეს სასჯელი;

გ) გაათავისუფლეს სასჯელისაგან;

დ) პირობითად დასდეს მსჯავრი;

ე) გადაუვადეს განაჩენის აღსრულება;

ვ) დაუნიშნეს სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან;

ზ) სასჯელად დაუნიშნეს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რომელიც არ აღემატება წინასწარ პატიმრობაში მსჯავრდებულის ფაქტობრივ ყოფნას.

    მუხლი 514. მსჯავრდებულისა და გამართლებულისათვის განაჩენის ასლის გადაცემა

განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის საქმეზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა განაჩენის ასლი უნდა გადაეცეს მსჯავრდებულს ან გამართლებულს. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით იმავე ვადაში გადაეცემა.

    მუხლი 515. სხვა საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს განაჩენის დადგენისთანავე

1. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხანდაზმული მშობლები, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომელიც მეთვალყურეობისა და დახმარების გარეშე რჩება, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთანავე გამოაქვს განჩინება იმის შესახებ, რომ მათზე მზრუნველობა ან მეურვეობა დაეკისროს ნათესავს, სხვა პირს მათი თანხმობით, ან სათანადო დაწესებულებას, ხოლო თუ მსჯავრდებულს აქვს ქონება ან ბინა, რომელიც უმეთვალყურეოდ რჩება, – განჩინება იმის შესახებ, რომ მისი დაცვა ევალება სათანადო ორგანოს.

2. თუ საქმეში დამცველად ან წარმომადგენლად მონაწილეობდა 81-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ადვოკატი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას გადაუხადონ თანხა იმ ოდენობით, რაც დადგენილია კანონმდებლობით.

3. შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ან კერძო განჩინება (დადგენილება), თუ არსებობს საამისო საფუძველი.

4. სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანვე ამ მუხლში აღნიშნული ყველა საპროცესო გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა იქნეს წაკითხული.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 516. მსჯავრდებულის ნათესავებსა და ახლობლებთან შეხვედრის უფლება

განაჩენის გამოცხადებისთანავე პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის წერილობითი თხოვნით, თავმჯდომარე ვალდებულია მისცეს მას ნათესავებსა და ახლობლებთან შეხვედრის ნება.

კარი მეათე

განაჩენისა და სხვა გადაწყვეტილებების გასაჩივრება

თავი LVI

აპელაცია

    მუხლი 517. პირის უფლება, საქმე განიხილონ ორ სასამართლო ინსტანციაში

მსჯავრდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვთ მოითხოვონ საქმის განხილვა არანაკლებ ორ სასამართლო ინსტანციაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 518. სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი

1. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე პირს, რომლის მიმართაც გამოყენებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, და მის წარმომადგენელს.

2. სააპელაციო წარმოება ტარდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე.

3. სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ განაჩენი მხოლოდ სარჩელის საფუძვლისა და თანხის ნაწილში.

4. დამცველსა და წარმომადგენელს უფლება აქვთ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მსჯავრდებულის, დაზარალებულისა და მარწმუნებლის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული, მსჯავრდებული ან მარწმუნებელი არასრულწლოვანია, ან აქვს ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

    მუხლი 519. სააპელაციო გასაჩივრების საგანი

სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში არ შესულა და, აპელანტის აზრით, დაუსაბუთებელია. განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაში იგულისხმება ის, რომ არ არის დამტკიცებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს და იგი უნდა განიხილოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, თუ სადავო ხდება განაჩენის დასაბუთებულობა ან/და კანონიერება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 520. სააპელაციო საჩივრის განხილვის სავალდებულოობა

1. სააპელაციო საჩივრის შეტანა სავალდებულო წესით იწვევს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და ახალი სასამართლო გამოძიების ჩატარებას. დაუშვებელია სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმა.

2. სააპელაციო საჩივრის შეტანა აჩერებს განაჩენის აღსრულებას.

     მუხლი 521. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა თუ სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარს განიხილავენ შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატები.

2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველ მოსამართლეთა შემადგენლობის თავმჯდომარედ ინიშნება ამ შემადგენლობის ერთ-ერთი მოსამართლე.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 522. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველი

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენისა თუ სხვა გადაწყვეტილების როგორც დასაბუთებულობის, ისე კანონიერების თაობაზე შეტანილი საჩივარი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 523. სააპელაციო გასაჩივრების ვადები

1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში იმავე სასამართლოში. თუ მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფება განაჩენის გასაჩივრების ვადა იანგარიშება მისთვის განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან.

2. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.

3. სააპელაციო საჩივრის ფოსტითა და კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს.

4. მსჯავრდებულ თანამდებობის პირს ან რეკეტირს, რომლის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს განაჩენი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 14 დღის ვადაში, თუ განაჩენი ამ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გასაჩივრებული მისი დამცველის ან წარმომადგენლის მიერ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

    მუხლი 524. სააპელაციო საჩივრის შეტანა

განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელსაც მხარის საპროცესო მდგომარეობა უკავია.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 525. კერძო სააპელაციო საჩივარი

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ყოველი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, განაჩენის გარდა, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, კერძო სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება (დადგენილება), რომელიც გამოტანილია საქმის განხილვისას და არ არის შემაჯამებელი ხასიათისა, შეიძლება სააპელაციო წესით სასამართლოს განაჩენთან ერთად გასაჩივრდეს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 526. დამატებითი სააპელაციო საჩივარი

სააპელაციო გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში ძირითადი საჩივრის ხარვეზის შესავსებად შეიძლება დამატებითი სააპელაციო საჩივრის შეტანა 524-ე მუხლში აღნიშნული პირობების დაცვით.

    მუხლი 527. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი

1. მხარეს უფლება აქვს მიიღოს სააპელაციო საჩივრის ასლი მისი შეტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო მომდევნო 5 დღის ვადაში იმავე სასამართლოს წარუდგინოს შესაგებელი. შესაგებელი საჩივარსა და საქმესთან ერთად იგზავნება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.

2. სააპელაციო ინსტანციაში საქმის გაგზავნამდე აპელანტს უფლება აქვს სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი.

    მუხლი 528. სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ვადები

1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში უნდა გაიგზავნოს განაჩენის გამოტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

2. სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარემ რთულ და დიდი მოცულობის საქმეზე ეს ვადა შეიძლება კიდევ 15 დღით გააგრძელოს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 529. სააპელაციო საჩივარი

1. სააპელაციო საჩივარში აღინიშნება:

ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი;

ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა;

გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი;

დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი;

ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა, და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა;

ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი;

ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ;

თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.

2. სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი მოითხოვს.

3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს 5 დღის ვადით საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. აპელანტს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.

5. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 530. საქმის მომზადება მოსმენისათვის

1. თუ სასამართლო შემადგენლობის ერთ-ერთი ან ყველა მოსამართლე საჭიროდ მიიჩნევს, ისინი შეისწავლიან მიღებულ სისხლის სამართლის საქმეს, საჩივრებსა და მათს შესაგებლებს. შესწავლის შედეგების მიხედვით მოსამართლე ადგენს ცნობას, რომელშიც აყალიბებს საქმის არსს, საჩივრების შინაარსსა და მომჩივანთა მოსაზრებას, საჩივრის შესაგებლის შინაარსს, აღნიშნავს მომჩივანთა პოზიციის დამადასტურებელ ან გამაბათილებელ მტკიცებულებებს, მაგრამ თავის აზრს არ გამოთქვამს. ცნობის ასლები ამ შემადგენლობის ყველა მოსამართლეს გადაეცემა.

2. სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარე იძლევა განკარგულებებს სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის, პროცესის მონაწილეების, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის გამოძახებისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსმენის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

    მუხლი 531. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი

1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.

2. დამცველის მოწვევა და დანიშვნა დასაშვებია იმავე საფუძველზე და იმავე წესით, რაც სასამართლო განხილვისას.

3. პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მიჰყავთ, თუ იგი ამის წინააღმდეგი არ არის.

4. მსჯავრდებულს, რომელიც პატიმრობაში არ იმყოფება, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს იძახებენ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანის სააპელაციო საჩივარი განიხილება, საქმის მოსმენა გადაიდება. ამ პირთა განმეორებითი გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე მათ დაუსწრებლად განიხილება.

5. სასამართლოში იძახებენ ყველა მოწმესა და ექსპერტს, რომელთა დაკითხვაც მომჩივნისა და პროცესის სხვა მონაწილეთა აზრით, აუცილებელია. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შეიძლება გამოიძახონ ის მოწმეებიც, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუკითხავთ, აგრეთვე ის ექსპერტები, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.

6. მხარეებს უფლება აქვთ მორიგდნენ გამოსაძახებელ მოწმეთა და ექსპერტთა რაოდენობის შემცირების თაობაზე ან საერთოდ უარი თქვან მათს გამოძახებაზე. ასეთი მორიგების შესახებ მხარეებმა სასამართლოს უნდა აცნობონ მოსმენის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. სასამართლო არ იზღუდება მხარეთა მორიგებით და უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს მოწმეები და ექსპერტები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 532. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი ტარდება 457-469-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

    მუხლი 533. სასამართლო გამოძიება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში

1. სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაჩენის ძირითადი შინაარსი, აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთაგან შემოსული საჩივრის შესაგებელი. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს საჩივარში მიუთითებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მსჯავრდებულის საზიანოდ არ იქნეს გაგებული.

2. მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მომხსენებელს. კითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს.

3. მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის აპელანტი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ აპელანტს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.

4. აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე – პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დაცვის მხარე – მსჯავრდებული ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ხდება 475-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლოს თანხმობით, მხარეს უფლება აქვს საჯაროდ წაიკითხოს მოწმეთა, მსჯავრდებულთა, დაზარალებულთა ჩვენებები და ექსპერტთა დასკვნები, თუ ეს პირები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან საპატიო მიზეზით.

6. ცალკეულ მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ტარდება 476-487-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

7. სასამართლოს უფლება არა აქვს უარი უთხრას მხარეს მტკიცებულებათა წარდგენასა და გამოკვლევაზე, მაგრამ უფლება აქვს აკრძალოს იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც საქმეს არ ეხება.

8. მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ სასამართლო წინადადებას აძლევს მხარეებს შეავსონ სასამართლო გამოძიება, ხოლო თუ ამის სურვილი არავინ გამოთქვა, მას დამთავრებულად აცხადებს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 534. სასამართლო კამათი და მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვა სააპელაციო ინსტანციაში

სასამართლო კამათისა და მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვის მიმართ მოქმედებს 489-492-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 535. განაჩენის დადგენა

1. განაჩენის დადგენისას სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელმძღვანელობს 495-516-ე მუხლებით.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

    მუხლი 536. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეები

1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;

ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;

გ) შეაქვს ცვლილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;

დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) აუქმებს გამამტყუნებელ განაჩენს და საქმეს მის განმხილველ სასამართლოს უბრუნებს ხელახლა განსახილველად;

ბ) აჩერებს საქმის წარმოებას 420-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას;

გ) აუქმებს ან ძალაში ტოვებს სასამართლოს კერძო განჩინებას დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა შესახებ;

დ) აკმაყოფილებს ან უარყოფს კერძო სააპელაციო საჩივრებს;

ე) აკმაყოფილებს ან უარყოფს ყველა სხვა საჩივარს, რომლებიც ამ კოდექსის მიხედვით შეიძლება შეიტანონ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში;

ვ) აუქმებს გამამტყუნებელ განაჩენს და ამ კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი წესით აბრუნებს საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის, თუ პროკურორს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული ჰქონდა შუამდგომლობა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა, და პროკურორი კვლავ მხარს უჭერს მის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 537. სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი

1. სააპელაციო წესით განაჩენის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) არასრული ან ცალმხრივი წინასწარი გამოძიება, ანდა სასამართლო განხილვა, რაც ვერ შეივსება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;

ბ) განაჩენში ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, თუ შეუძლებელია დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;

გ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა.

2. განაჩენის შეცვლა ხდება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საფუძველზე, თუ იგი ეხება ზოგიერთ ბრალდებას ან ბრალდებათა ეპიზოდებს.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 538. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არასრულობა და ცალმხრივობა

1. წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა არასრულად და ცალმხრივად ჩაითვლება, თუ არ არის დადგენილი დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება.

2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის უსრულობა და ცალმხრივობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს, რომ არ დაუკითხავთ ან არასრულად დაკითხეს ის პირები, რომელთა ჩვენებებსაც მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტების დასადგენად; არ ჩატარებულა ექსპერტიზა, თუმცა მისი ჩატარება კანონის თანახმად სავალდებულო იყო; არ შესრულებულა სხვა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც საჭირო იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად; არ გამოუთხოვიათ დოკუმენტები და არ აღმოუჩენიათ ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გარეშეც განაჩენი ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად; არ შემოწმებულა განსასჯელისა და დამცველის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები; არ გამოკვლეულა გარემოებები, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 539. განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან

განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და გასაუქმებელი ან შესაცვლელია, თუ:

ა) განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან;

ბ) არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დასკვნებს;

გ) სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი;

დ) დასკვნების დასასაბუთებლად სასამართლომ გამოიყენა მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელია ან საქმეს არ ეხება;

ე) წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობისას სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება;

ვ) სასამართლომ ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 540. შებრუნება საუარესოდ

1. სააპელაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს მსჯავრდებულისათვის სხვა არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა ხდება მსჯავრდებულის, დამცველის, მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.

2. სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებული განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელის თანხა ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს ბრალდების ფარგლებს, რომელიც მსჯავრდებულს წაუყენეს წინასწარი გამოძიების დროს და რომელსაც მხარი დაუჭირეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.

4. მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია იმ საფუძველზე, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეთა სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული.

5. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გამამართლებლის ნაცვლად შესაძლებელია, თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით ჩაატარა.

6. თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააუქმა განაჩენი დაცვის მხარის საჩივრით, როცა ბრალდების მხარის საჩივარი არ არსებობს, დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას ბრალდებულის მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს.

7. ბრალდების მხარის საჩივრით განაჩენის გაუქმებისას გამომძიებელს, რომელიც დამატებით გამოძიებას ატარებს, და პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც ხელახლა განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლიათ მსჯავრდებულის მდგომარეობა გააუარესონ მხოლოდ იმ საფუძვლით, რომელიც მითითებული იყო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 541. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 542. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების მიქცევა აღსასრულებლად

1.სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში, გარდა 602-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა 602-606-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებული პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ მსჯავრდებული სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განაჩენის ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. პირის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ განკარგულება შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 543. სარევიზიო საწყისი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობაში

1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივრებში მოყვანილი დასკვნებით და ვალდებულია საქმე შეამოწმოს სრული მოცულობით, მათ შორის, იმ მსჯავრდებულთა მიმართაც, რომლებსაც არ შეუტანიათ საჩივრები. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს მსჯავრდებულთა სასარგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მათი მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს თავიანთ საჩივრებში ამის შესახებ არ უთხოვიათ.

2. სარევიზიო წესით საქმის განხილვა არ გამორიცხავს იმ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც გაუშვა გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 544. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებები მის დამრღვევთა მიმართ

სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს მის დამრღვევთა მიმართ 456-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 545. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში მითითებულ ცნობებს.

თავი LVII

კასაცია

    მუხლი 546. საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები

საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან 518-ე მუხლში მითითებული პირები.

    მუხლი 547. საკასაციო გასაჩივრების საგანი

საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიების და სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატების მიერ გამოტანილი განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში და, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობაში იგულისხმება: სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევები, რომლებიც არ გამოუვლენია პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ან რომლებიც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს; განსასჯელის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია ან სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის დროს სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენებისას დაშვებული შეცდომა; სასჯელის ისეთი სახის ან ზომის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება განსასჯელის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 548. სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვის სავალდებულოობა

საკასაციო საჩივრის განხილვა სავალდებულოა. საკასაციო საჩივრის განხილვისას ახალი სასამართლო გამოძიება არ ტარდება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 549. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო

1. საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 3 მოსამართლის შემადგენლობით.

2. საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.

3. უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57

    მუხლი 550. საკასაციო გასაჩივრების ვადები

საკასაციო გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებით მოქმედებს 523-ე მუხლის წესები.

    მუხლი 551. საკასაციო საჩივრის შეტანა

1. საკასაციო საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით მოქმედებს 524-ე მუხლით დადგენილი წესები.

2. საკასაციო ინსტანციის სასამართლო ვალდებულია საკასაციო საჩივრის გამო შემოსული სისხლის სამართლის საქმე განიხილოს განაჩენის, განჩინების ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 552. საკასაციო საჩივარი

1. საკასაციო საჩივარში აღინიშნება:

ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის საჩივარი;

ბ) მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც შეაქვს საჩივარი (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა);

გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, მისი გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი;

დ) მომჩივნის აზრით, რა სამართლებრივი საკითხები გადაწყდა არასწორად და რა ადასტურებს ამას;

ე) რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის უსამართლობა;

ვ) საპროცესო ნორმების რა მოთხოვნები დაირღვა და არსებითია თუ არა ეს დარღვევები;

ზ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.

2. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლოს მოსამართლე კასატორს აძლევს დროს 5 დღის ვადით, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ხოლო თუ მომჩივანს უჭირს ამის გაკეთება, უნიშნავს მას დამცველს. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

3. კასატორს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.

4. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 553. კერძო საკასაციო საჩივარი

1. კერძო საკასაციო საჩივარი შეაქვთ 547-ე მუხლში მითითებული სასამართლოების ყველა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებულ კანონის დარღვევაზე, გარდა განაჩენისა.

2. 547-ე მუხლში მითითებული სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას გამოტანილი განჩინებები და დადგენილებები, რომელთაც არა აქვთ შემაჯამებელი ხასიათი, შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს განაჩენთან ერთად.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 554. დამატებითი საკასაციო საჩივარი

დამატებითი საკასაციო საჩივარი, 526-ე მუხლით დადგენილი წესით, შეაქვთ მხოლოდ სამართლის საკითხებზე.

    მუხლი 555. საკასაციო საჩივრის შესაგებელი

საკასაციო საჩივრის შესაგებელს მხარეები აყენებენ 527-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 556. საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ვადა

საკასაციო ინსტანციაში საქმე განხილება 551-ე მუხლით განსაზღვრულ ვადებში.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

    მუხლი 557. საქმის მოსასმენად მომზადება

საკასაციო სასამართლოში მოსასმენად საქმე მზადდება 530-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესებით.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

    მუხლი 558. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი

 საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობენ 531-ე მუხლის პირველ ოთხ ნაწილში მითითებული პირები, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული – მისი შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73

    მუხლი 559. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 560. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრებისა და საქმის განხილვის წესი

1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივრებისა და საქმის განხილვა იწყება 533-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესებით.

2. მოსამართლის მოხსენებისა და მომჩივნის გამოსვლის შემდეგ საჩივრისა და განაჩენის შესახებ თავის მოსაზრებებს აყალიბებს მომჩივანი მხარის სხვა წარმომადგენელი.

3. შემდეგ თავიანთ მოსაზრებებს აყალიბებს მომჩივნის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. გამოსვლების თანამიმდევრობას ისინი თავად განსაზღვრავენ, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში თანამიმდევრობას განსაზღვრავს სასამართლო.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 561. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სახეები

1. საკასაციო ინსტანცია განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განაჩენს ან განჩინებას უცვლელად ტოვებს, ხოლო საჩივრებს – დაუკმაყოფილებლად;

ბ) აუქმებს განაჩენს და საქმეს გზავნის ახალი სასამართლო განხილვისათვის;

გ) აუქმებს განაჩენს და წყვეტს საქმეს;

დ) ცვლის განაჩენს მსჯავრდებულის სასიკეთოდ;

ე) აუქმებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენს ან განჩინებას.

2. თუ განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში, რომელთაგან თითოეული კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და შეიძლება ცალკე იქნეს განხილული, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გააუქმოს განაჩენი და გაგზავნოს საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ერთი ან რამდენიმე ბრალდების ნაწილში და უცვლელად დატოვოს დანარჩენ ნაწილში.

3. განაჩენის შეცვლისას სასამართლოს უფლება აქვს გამორიცხოს ბრალდების ის ნაწილები ან ეპიზოდები, ანდა ის გარემოებები, რომლებიც ამძიმებენ ბრალდებულის პასუხისმგებლობას.

4. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გაუქმებისას საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცემა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

5. თუ განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს ვერ დადგინდა დანაშაულის შემთხვევა ან ვერ დამტკიცდა განსასჯელის მონაწილეობა დანაშაულში, საკასაციო განჩინებაში აღინიშნება, რომ სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვა.

6. სხვა საფუძვლით განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება, რომ სარჩელი არ განიხილება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 562. საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველი

საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველია:

ა) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა;

ბ) სისხლის სამართლის ან სხვა მატერიალური სამართლის კანონის არასწორი გამოყენება;

გ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესთან და პიროვნებასთან.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 563. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები

1. არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.

2. განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ:

ა) წინასწარი გამოძიება ან სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას;

ბ) განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს;

გ) კანონით სავალდებულო ექსპერტიზა არ ჩატარებულა;

დ) ბრალდებული ან მისი დამცველი საქმის ყველა მასალის გაცნობის უფლებით არ იქნენ უზრუნველყოფილი;

ე) განსასჯელი სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით;

ვ) საქმე გამოიძიეს ან განიხილეს დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო;

ზ) დაირღვა ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის უფლება, ისარგებლოს მშობლიური ენით ან სხვა ენით, რომელიც მან იცის;

თ) დაირღვა განსჯადობის წესები;

ი) საქმე განიხილეს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება სავალდებულოა;

კ) მსჯავრდებულს არ მისცეს საბოლოო სიტყვა;

ლ) განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;

მ) დაირღვა მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება;

ნ) საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი;

ო) განაჩენზე რომელიმე მოსამართლეს არ მოუწერია ხელი, გარდა 506-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

3. გამამართლებელი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, თუ დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 564. სისხლის სამართლის ან სხვა მატერიალური კანონის არასწორი გამოყენება

კანონი არასწორად გამოიყენება, როცა სასამართლო:

ა) არ იყენებს კანონს, რომელიც უნდა გამოეყენებინა;

ბ) იყენებს კანონს, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;

გ) სწორად არ განმარტავს კანონს.

    მუხლი 565. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესთან და პიროვნებასთან

მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 566. საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა

1. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები, გააფართოოს ბრალდების მოცულობა, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს მსჯავრდებულის საზიანო სხვა გადაწყვეტილება.

2. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოტივით გააუქმოს სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს ხელახალი სასამართლო განხილვისათვის, თუ დაცული არ არის ამ კოდექსის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 567. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობის სარევიზიო საწყისი

1. საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნებით და ვალდებულია საქმე სრული მოცულობით შეამოწმოს, მათ შორის იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ. ამასთან, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მისი მდგომარეობა.

2. სარევიზიო წესით საქმის შემოწმება არ გამორიცხავს იმ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც გასაჩივრების ვადა გააცდინა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 568. საკასაციო განჩინების შინაარსი

1. საკასაციო განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;

ბ) განჩინების გამომტანი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის მონაწილე პირები;

გ) საჩივრის შემტანი პირი;

დ) განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, რომელზედაც შეტანილია საჩივარი;

ე) საჩივრის არსი და შესაგებელი, საკასაციო სხდომის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტების მოკლე შინაარსი.

2. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განჩინებაში უნდა აღინიშნოს საფუძველი, რის გამოც საჩივრის დასკვნები არასწორად ან არაარსებითად არის მიჩნეული.

3. თუ განაჩენი გაუქმდა ან შეიცვალა, განჩინებაში უნდა აღინიშნოს, კანონის რომელი მუხლის მოთხოვნები დაირღვა და რაში გამოიხატა ეს დარღვევები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 569. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება განაჩენის გაუქმებისას ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას

დანაშაულის შემთხვევის ან ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობისას, აგრეთვე მაშინ, როდესაც განსასჯელი არ მონაწილეობდა დანაშაულში, დაუშვებელია განაჩენის გაუქმების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ისეთ ფორმულირებათა შეტანა, რომლებიც საეჭვოს ხდის იმ პირის უდანაშაულობას, რომლის მიმართაც წყდება საქმე.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 570. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებანი

1. ხელახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას საკასაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს მისცეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს სავალდებულო მითითებები, რომელთა მიზანია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაშვებული ხარვეზების შევსება და სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება.

2. მითითებათა შესრულების შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოები გადაწყვეტილებას იღებენ თავისი შინაგანი რწმენით და სამართალგაგებით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 571. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინების მიქცევა აღსასრულებლად

1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში 593-601-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება აღსასრულებლად მიიქცევა 602-606-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

3. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებული პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ მსჯავრდებული სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევებში განჩინების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება აღსასრულებლად წინასწარი პატიმრობის ადგილას. განკარგულება პატიმრობიდან პირის განთავისუფლების შესახებ შეიძლება გადაიცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 572. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებები დამრღვევთა წინააღმდეგ

საკასაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და ახორციელებს ღონისძიებებს მის დამრღვევთა წინააღმდეგ 456-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

    მუხლი 573. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი

საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში მითითებულ ცნობებს.

თავი LVIII

(ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 574. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 575. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 576. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 577. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 578. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 579. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 580. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 581. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 582. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 583. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 584. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 585. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 586. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 587. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 588. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 589. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 590. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 591. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 592. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

თავი LIX

განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 593. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა სახეები

1. განაჩენი და შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ არსებობს ფაქტობრივი ან სამართლებრივი ხასიათის ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებანი.

2. ახლად აღმოჩენილია ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:

ა) როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მოწმის ჩვენება ან ექსპერტის დასკვნა, აგრეთვე ყალბია სხვა მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენს ან განჩინებას;

ბ) როცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია მოსამართლის, გამომძიებლის ან პროკურორის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა ამ საქმის განხილვის დროს;

გ) სხვა გარემოება, რომელიც განაჩენის ან განჩინების გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ან იმ პირის ბრალეულობას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

დ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;

ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 594. საჩივრის შეტანა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ:

ა) საქართველოს გენერალურ პროკურორთან – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან – შესაბამისად ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი უშუალოდ შეაქვთ:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში შესაბამისად ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის ნათესავს, დამცველს ან სხვა დაინტერესებულ პირს.

4. სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 595. საჩივარი ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ

1. ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შესახებ საჩივარი უნდა შეიცავდეს 552-ე მუხლში აღნიშნულ მონაცემებს, აგრეთვე დასკვნებს, რომლებიც ასაბუთებენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და (ან) შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობას.

2. საჩივარს უნდა დაერთოს საპროცესო ან სხვა დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების აუცილებლობას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 596. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრა და გამოძიება

1. საქართველოს გენერალურ პროკურორთან, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან შეტანილი საჩივრის საფუძველზე ქვემდგომი პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას. საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი აღძრავს წარმოებას და გამოძიებას ავალებს პროკურორს ან გამომძიებელს, ხოლო თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საფუძველი, პროკურორს ან გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. საჩივრის შემოწმება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გზით.

3. თუ ვერ დადგინდა საქმის გადასინჯვის საფუძველი, პროკურორი ან გამომძიებელი წყვეტს წარმოებას მოტივირებული დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს გენერალური პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. დადგენილების ასლი ეგზავნება მომჩივანს, რომელსაც უფლება აქვს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

4. თუ დადგინდა საქმის გადასინჯვის შემაპირობებელი საფუძველი, რომელიც მითითებულია 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელმაც გამოძიება ჩაატარა, ადგენს მოტივირებულ დასკვნას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. დასკვნაში აღინიშნება აგრეთვე:

ა) დასკვნის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) გამოძიების ჩამტარებელი პირის გვარი და თანამდებობა;

გ) სისხლის სამართლის საქმის მონაცემები, რომელთა გადასინჯვასაც მოითხოვს მომჩივანი;

დ) გამოძიებით დადგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოებები;

ე) ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები.

5. ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ გარემოებათა არსებობის გამო საქმის გადასინჯვის შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, რომლებიც დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარდგინებით მიმართავენ შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს. წარდგინებასთან ერთად პალატას და პრეზიდიუმს გადაეცემა გამოძიების მასალები, პროკურორის მიერ დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ასეთი წარდგინებით მიმართოს აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს.

6. საქართველოს გენერალურ პროკურორს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უფლება აქვთ საკუთარი ინიციატივითაც წარდგინებით მიმართონ შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი უარყოფს საქართველოს გენერალური პროკურორის ან ამ ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მიერ შეტანილ წარდგინებას, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია იმავე საქმეზე წარდგინებით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულ წარდგინებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდის პროკურორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინება განიხილება ამ კოდექსის 560-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 597. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის შეტანა

593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მხარეს საჩივარი უშუალოდ შეაქვს:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი – ამ რესპუბლიკის საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 598. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში

1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილ საჩივარს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე შესასწავლად გადასცემს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის წევრ ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც დაუყოვნებლივ გამოითხოვს იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის თაობაზედაც საჩივარი იქნა შეტანილი.

2. საქმის შესწავლის შემდეგ, საჩივრის შემოსვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა, მოსამართლე ადგენს დასკვნას და გამოთხოვილ საქმესთან ერთად განსახილველად წარუდგენს პრეზიდიუმს. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა ნიშნავს პრეზიდიუმის სხდომას საჩივრის არსებითად განხილვისათვის. პრეზიდიუმი საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით. პრეზიდიუმს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით, ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება და საჩივარი არ დაკმაყოფილდება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილება მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა ეგზავნება მხარეს. მას უფლება აქვს აღნიშნული დადგენილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 599. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის, განჩინებისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილება 598-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.

2. საჩივრის განხილვის შედეგად სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იღებს გადაწყვეტილებას 561-ე მუხლის შესაბამისად.

3. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე.

5. (ამოღებულია).

6. პალატაში საჩივრის განხილვისას მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. იგი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

7. გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს საჩივრის ავტორს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

    მუხლი 600. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

    მუხლი 601. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები

1. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების მსჯავრდებულის სასარგებლოდ გასაჩივრების ვადა შეუზღუდავია.

2. გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამართლებულის ან მსჯავრდებულის საზიანოდ გასაჩივრება დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა პირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს ან საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს შესაბამისად საჩივრით ან თხოვნით, დაადგინონ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228

კარი მეთერთმეტე

სასამართლო განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება

თავი LX

სასამართლო განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა

    მუხლი 602. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა

1. განაჩენი, თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო ან საკასაციო გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის შეტანის შემთხვევაში, თუ განაჩენი არ გაუქმებულა, ეს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის ზემდგომი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღეს.

2. განაჩენი აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 7 დღე-ღამისა.

3. სასამართლო განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზშივე ათავისუფლებს პატიმრობიდან:

ა) გამართლებულს;

ბ) მსჯავრდებულს სასჯელის დაუნიშნავად;

გ) მსჯავრდებულს სასჯელისაგან განთავისუფლებით;

დ) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა იმ ვადით, რომელიც არ აღემატება მისი დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დროს;

ე) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პირობით ან განაჩენის აღსრულების გადავადებით;

ვ) მსჯავრდებულს, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

4. თუ საქმეზე რამდენიმე მსჯავრდებულია და განაჩენი გასაჩივრებულია თუნდაც ერთი მათგანის მიერ ან მიმართ, განაჩენი არც ერთი მსჯავრდებულის მიმართ არ შევა კანონიერ ძალაში, სანამ საქმეს არ განიხილავს ზემდგომი სასამართლო.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 603. განჩინებისა და მოსამართლის დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო კერძო საჩივრის შეტანის შემთხვევაში – ზემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდეგ.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში, რომელიც ეხება განსასჯელის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

3. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გამოცხადებისთანავე კანონიერ ძალაში შედის.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 604. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი

1. განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას მოსამართლე ან სასამართლოს თავმჯდომარე განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის იმ ორგანოს, რომელსაც ევალება განაჩენის აღსრულება. განაჩენის შეცვლის შემთხვევაში განაჩენის ასლს დაერთვის სააპელაციო ინსტანციის განაჩენის ან საკასაციო ინსტანციის განჩინების ასლი.

2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განაჩენის დამდგენ სასამართლოს აღსრულების შესახებ.

3. თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის საპატიო, სამხედრო ან სპეციალური წოდების ანდა სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევას, სასამართლო განაჩენის ასლს უგზავნის ორგანოს, რომელმაც მსჯავრდებული დააჯილდოვა ანდა მიანიჭა მას საპატიო, სამხედრო ან სპეციალური წოდება.

4. დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი.

5. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება – თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი მზრუნველობისათვის გადასცეს შესაბამის დაწესებულებას, ნათესავებს ან სხვა პირებს, იგი ამის შესახებ აცნობებს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს, აგრეთვე მსჯავრდებულს.

6. მსჯავრდებულის უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონებისა და ბინის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სასამართლო აკისრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 605. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ

1. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც მსჯავრდებულს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია სასამართლოს და მსჯავრდებულის ოჯახს შეატყობინოს, სად გაიგზავნა იგი სასჯელის მოსახდელად, ხოლო შემდგომ აცნობოს მათ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის შესახებ.

2. სასამართლოს ნებართვით, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის ნახვის უფლება აქვთ ახლო ნათესავებს, მსჯავრდებულის მეუღლესა და სხვა პირებს.

    მუხლი 606. მსჯავრდებულის უფლებათა უზრუნველყოფა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე

1. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსჯავრდებულის იმ უფლებათა სასამართლო დაცვა, რომლებიც დაკავშირებულია განაჩენის აღსასრულებლად მიქცევასა და აღსრულებასთან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება, რომლის გასაჩივრება არ დაიშვება, კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება დაუყოვნებლივ, მისი გამოტანის შემდეგ.

3. მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს განცხადებით: განაჩენის აღსრულების გადავადების, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის ასაკის ან გადავადების დროის გასვლის მიზეზით სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების, პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პირობების შეცვლისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ.

4. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლო განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში და მისცეს ჩვენება, წარმოადგინოს მტკიცებულება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გაეცნოს საქმის ყველა მასალას, შეიტანოს საჩივრები სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.

5. მსჯავრდებულს შეუძლია თავისი უფლებები განახორციელოს პირადად ან დამცველის დახმარებით. დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ სასამართლო განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ანდა არ იცის სამართალწარმოების ენა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

    მუხლი 6061. მსჯავრდებულის ძებნა

1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლო აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნის შესახებ.

2. მსჯავრდებულის წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) განჩინებით (დადგენილებით) წყვეტს დაკისებული სასჯელის უფრო მკაცრი სახის სასჯელით შეცვლის საკითხს, ხოლო პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში, სასამართლო წყვეტს პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმების საკითხს და შეუძლია დაადგინოს, რომ აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი ან მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაიგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74

თავი LXI

განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტა

    მუხლი 607. განაჩენის აღსრულების გადავადება

1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით (დადგენილებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადდა ფსიქიკურად ან დაავადებულია სხვა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა, – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე;

გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება;

დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

2. ჯარიმის გადახდა, თუ დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია, შეიძლება გადავადდეს ან განაწილვადდეს 6 თვემდე ვადით.

3. სამოქალაქო ნაწილში განაჩენის აღსრულების გადავადების ან განაწილვადების საკითხს სასამართლო წყვეტს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

4. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს პროკურორის, მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის შუამდგომლობით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 608. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის შუამდგომლობით ან/და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებულის მიმართ სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.

2. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლებისას სასამართლოს უფლება აქვს იგი დამატებითი სასჯელისგანაც გაათავისუფლოს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

    მუხლი 609. იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება. განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება

1. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, სასამართლო ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.

2. სასამართლო თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულების გადავადებას აუქმებს და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად აგზავნის სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარდგინებით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 610. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა

1. სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის სასჯელაღსრულების ორგანოს წარდგინებით. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში შეიძლება შეიტანოს აგრეთვე მსჯავრდებულმა, მისმა დამცველმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა.

2. სასამართლო მსჯავრდებულს რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.

3. თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, ამავე საკითხებზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

4. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38

    მუხლი 611. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 612. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის მკაცრი რეჟიმის პირობების შეცვლა

1. სასამართლოს მსჯავრდებული ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებულია დაწესებულების კომისიასთან, ანდა მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.

2. თუ სასამართლო უარს იტყვის მსჯავრდებულის ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე, ამავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახალი განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

3. სასამართლოს მსჯავრდებული შედარებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებულია დაწესებულების კომისიასთან.

4. მსჯავრდებულის გადაყვანა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაძლებელია 3 წლამდე ვადით, ხოლო საპყრობილეში – 1 წლამდე ვადით.

5. სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადები გააგრძელოს 1 წლამდე ვადით, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებულია ამ დაწესებულების კომისიასთან. დაწესებულების დირექტორს შეუძლია შესაბამისი წარდგინებით მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაშიც, როცა მსჯავრდებულის მიმართ ადრე გაგრძელებული იყო რეჟიმის შეცვლის ვადა.

6. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ მსჯავრდებულის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საფრთხეს შეუქმნის დაწესებულებისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას, მსჯავრდებული შეიძლება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გადაყვანილ იქნეს შედარებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის შესახებაც 24 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს ზედამხედველ პროკურორს.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემიდან 72 საათის განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შესაბამის სასამართლოს წარუდგენს მასალებს მსჯავრდებულის შედარებით მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს დეპარტამენტის მოთხოვნას, მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს პირვანდელ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38

    მუხლი 613. სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროის ჩათვლა სასჯელის მოხდის ვადაში

თუ მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით იხდის, მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, იქ ყოფნის დრო მას სასჯელის ვადაში ეთვლება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 614. განაჩენის აღსრულება სისრულეში მოუყვანელი სხვა განაჩენის არსებობისას

თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს სისრულეში მოუყვანელი რამდენიმე განაჩენი, რაც არ იყო ცნობილი ბოლო განაჩენის გამომტანი სასამართლოსთვის, ამ სასამართლოს ან განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-60-61-ე მუხლების საფუძველზე გამოაქვს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 615. განაჩენის აღსრულებისას გამოვლენილ ბუნდოვანება-უზუსტობათა აღმოფხვრა

1. განაჩენის გამომტან სასამართლოს უფლება აქვს აღმოფხვრას მასში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს განაჩენის გაუქმებას ან შეცვლას:

ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;

ბ) შესწორება შეიტანოს პროცესის მონაწილის სახელსა და გვარში;

გ) დააზუსტოს და გაანაწილოს სასამართლო ხარჯები;

დ) გადაწყვიტოს ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი;

ე) განაჩენში შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული განმარტებებისა და დაზუსტებების შეტანა თავიანთ განჩინებებში შეუძლიათ აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 616. სასამართლო, რომელიც წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს

1. განაჩენის გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა, ფსიქიკური ავადმყოფის მიმართ გამოყენებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება, გაგრძელება ან შეწყვეტა.

2. თუ განაჩენის აღსრულება ხდება განაჩენის გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში განჩინების (დადგენილების) ასლი ეგზავნება განაჩენის გამომტან სასამართლოს.

3. სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება ან სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ერთი სახის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა.

4. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირება ან გაზრდა ანდა პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

    მუხლი 617. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი

1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე, პროკურორისა და მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

2. თუ საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, სასამართლო სხდომაზე იძახებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

3. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება.

4. თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის ასაკის გამო ან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ერთი რეჟიმიდან უფრო მსუბუქ რეჟიმში გადაყვანის საკითხებს, სასამართლო სხდომაზე იძახებენ სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.

5. თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით.

6. თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან გაზრდასთან, ანდა იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ან განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ყოფაქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.

7. წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს პროკურორის, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს, კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

    მუხლი 618. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა

1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასამართლო წყვეტს სასჯელმოხდილი პირის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.

2. აღძრული შუამდგომლობის შესახებ ეცნობება პროკურორს. სასამართლო სხდომაში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.

3. სავალდებულოა სასამართლო სხდომაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის მიმართაც განიხილავენ შუამდგომლობას ნასამართლობის მოხსნის შესახებ.

4. ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო ისმენს გამოცხადებულ პირთა აზრს და გადის დადგენილების გამოსატანად.

5. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა აღძვრა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 619. სასამართლო, რომელიც წყვეტს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს განსჯადობის დაცვით, მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის მიხედვით განიხილავს საქართველოს სასამართლო.

2. საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, საქმის მასალების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 620. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი

1. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება).

2. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;

ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;

გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომელშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;

ე) სასჯელის სახე და ვადა (ძირითადი და დამატებითი), რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყებისა და დამთავრების თარიღის მითითებით, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.

3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულება ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.

4. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.

5. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების (დადგენილების) ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 621. მსჯავრდების შედეგები

უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განაჩენით საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

    მუხლი 622. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ ამნისტიისა და შეწყალების აქტის გამოყენება

საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ გამოიყენება განაჩენის გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი ამ აქტით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 623. განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება

განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია 607-612-ე, 618-619-ე და 622-ე მუხლებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს 546-573-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

კარი მეთორთმეტე

ცალკეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების თავისებურებანი

თავი LXII

კერძო ბრალდების საქმეთა წარმოება

    მუხლი 626. კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების წესი

27-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ დანაშაულთა ჩადენასთან დაკავშირებით კერძო ბრალდების საქმეთა წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებით და LXII თავის შესაბამისად.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

    მუხლი 627. საჩივარი კერძო ბრალდების წესით

1. ამ კოდექსის 27-ე მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულთა შესახებ საჩივარი შეიტანება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსჯადობის დაცვით.

2. საჩივარი შეიტანება წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს: დანაშაულის შემთხვევის აღწერას, ცნობებს დანაშაულის ჩამდენი პირისა და დანაშაულის შესახებ, მტკიცებულებათა ჩამონათვალსა და თხოვნას, რომ მოსამართლემ განიხილოს საქმე. საჩივარს ხელს უნდა აწერდეს დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.

3. თუ საჩივარი შეტანილია გამომძიებელთან ან პროკურორთან, მან იგი უნდა გადასცეს განსჯადობის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 628. მოსამართლის მოქმედება საჩივართან დაკავშირებით

1. საჩივრის მიღების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს განმცხადებელს პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის და ჩამოართვას ხელწერილი, გამოიძახოს და გააცნოს საჩივარი იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია იგი, მიიღოს განმარტება დაზარალებულისაგან ან იმ პირისაგან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი; გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები; განსაზღვროს სასამართლოში გამოსაძახებელ და დასაკითხ პირთა წრე.

2. თუ საჩივრის შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის შესახებაც საქმე უნდა გამოიძიონ და განიხილონ საერთო წესით, მოსამართლე მასალებს უგზავნის პროკურორს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 629. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 630. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 631. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 632. დაზარალებულის შერიგება პირთან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი

1. კერძო ბრალდების წესით წარმოება შეიძლება დამთავრდეს შერიგებით, სათათბირო ოთახში განაჩენის გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე.

2. სასამართლო განხილვის დროს შერიგების შესახებ დაზარალებულისა და იმ პირის ზეპირი განცხადებები, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი, შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო წერილობითი – დაერთვის საქმეს. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 633. კერძო ბრალდების საქმეთა გაერთიანება ერთ წარმოებად

1. დაზარალებულის საჩივარი შეიძლება გაერთიანდეს შემხვედრ საჩივართან ერთ წარმოებად. ასეთი გაერთიანება დაშვებულია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. სასამართლო განხილვის დროს საქმეთა გაერთიანების შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.

2. შემხვედრი საჩივრების ერთ წარმოებაში განხილვისას საჩივრის შემტანი პირები პროცესში ერთდროულად მონაწილეობენ, როგორც დაზარალებული და განსასჯელი. ამ პირთა დაკითხვა მათს საჩივრებში ჩამოყალიბებული გარემოებების შესახებ ტარდება დაზარალებულთა დაკითხვის წესებით, ხოლო შემხვედრ საჩივრებში ჩამოყალიბებული გარემოებების შესახებ – განსასჯელთა დაკითხვის წესებით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 634. პროკურორის მონაწილეობა კერძო ბრალდების საქმეში

1. (ამოღებულია).

2. პროკურორს უფლება აქვს დაზარალებულის თანხმობით ჩაებას კერძო ბრალდების საქმეში და მხარი დაუჭიროს ბრალდებას სასამართლოში, თუ ამას მოითხოვს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ინტერესები ან მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქმეში პროკურორის ჩაბმა დაზარალებულს არ ართმევს ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს.

3. დაზარალებულის განსასჯელთან შერიგებით არ შეწყდება ის საქმე, რომლის სასამართლო განხილვაშიც პროკურორი მონაწილეობს.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 635. კერძო ბრალდების საქმის გამო წინასწარი გამოძიების ჩატარება

მოსამართლეს, რომელიც განიხილავს კერძო ბრალდების საქმეს, უფლება აქვს გასცეს განკარგულება წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად. საქმე უნდა შეწყდეს, თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს სასამართლო გამოძიების დაწყებამდე.

    მუხლი 636. საქმის მომზადება სასამართლო განხილვისათვის

1. სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა განსასჯელს უნდა გადაეცეს დაზარალებულის საჩივრის ასლი და სასამართლოში გამოძახების უწყება.

2. განსასჯელსა და მის დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ საქმის ყველა მასალას და აღძრან შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე მოწმეებისა და ექსპერტების გამოძახების შესახებ, გამოითხოვონ და საქმეს დაურთონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებანი. მოსამართლე ვალდებულია საფუძვლიანობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 637. სასამართლო განხილვა

1. კერძო ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა ტარდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად, ამ მუხლის წესების დაცვით.

2. სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ნაწილში თავმჯდომარე დაზარალებულს განუმარტავს მის უფლებას – პირადად ან თავისი წარმომადგენლის დახმარებით მხარი დაუჭიროს ბრალდებას, აგრეთვე უფლებას შეურიგდეს განსასჯელს.

3. სასამართლო გამოძიება იწყება დაზარალებულის საჩივრის საჯაროდ წაკითხვით. საჩივარს კითხულობს დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი. ჯერ ბრალდების, შემდეგ კი დაცვის მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი დაკითხვა. მოსამართლე შეკითხვებს სვამს ბოლოს.

4. შემხვედრი საჩივრების ერთ წარმოებად გაერთიანების შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება იმ მტკიცებულების გამოკვლევის შესახებ, რომელიც ეხება თითოეულ ბრალდებას, აგრეთვე მხარეთა კამათში გამოსვლის რიგითობას.

    მუხლი 638. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა კერძო ბრალდების დროს

სისხლისსამართლებრივი დევნა კერძო ბრალდების დროს უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე:

ა) თუ გარდაიცვალა დაზარალებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებულის ახლო ნათესავი ან განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას;

ბ) თუ დაზარალებული არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო განხილვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი LXIII

წარმოება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე

    მუხლი 639. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი

1. არასრულწლოვნის დანაშაულის საქმის წარმოების წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებიათ 18 წელი.

2. არასრულწლოვნის დანაშაულის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებითა და ქვემოთ მოყვანილი მუხლების მიხედვით.

    მუხლი 640. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის გამოყოფა დამოუკიდებელ წარმოებად

თუ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა სრულწლოვნებთან ერთად, მისი საქმე შეძლებისდაგვარად უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ წარმოებად 246-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამოუკიდებელ წარმოებად არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ მასალების გამოყოფამ შეიძლება არსებითი დაბრკოლება შეუქმნას საქმის გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

    მუხლი 641. გარემოებები, რომლებიც დასადგენია არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე

არასრულწლოვნის დანაშაულის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს უნდა დადგინდეს:

ა) არასრულწლოვნის ასაკი (დაბადების რიცხვი, თვე, წელი);

ბ) არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობები ოჯახსა და სკოლაში;

გ) სრულწლოვან წამქეზებელთა არსებობა;

დ) არასრულწლოვნის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონე;

ე) არასრულწლოვნის პიროვნების ხასიათის თავისებურებები, მოთხოვნილებები და ინტერესები.

    მუხლი 642. არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური და კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

თუ წამოიჭრა საკითხი, შეენიშნება თუ არა არასრულწლოვანს განვითარების ანომალია ან ფსიქიკური დაავადება და აქვს თუ არა უნარი მთლიანად ან ნაწილობრივ უწევდეს ანგარიშს თავის მოქმედებას და განაგებდეს მას, ინიშნება ფსიქოლოგიური ან კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

    მუხლი 643. არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევა

არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევისას უნდა გაირკვეს:

ა) ოჯახური ვითარება, ოჯახის შემადგენლობა, მატერიალური უზრუნველყოფა, საბინაო პირობები, ოჯახის უფროს წევრთა ერთმანეთთან ურთიერთობა, უფროსებისა და ბავშვების ურთიერთობა, თავისუფალი დროის გამოყენების პირობები ოჯახში, მშობლების დამოკიდებულება შვილების აღზრდისადმი, ბავშვების ქცევისადმი მშობელთა კონტროლის ფორმები;

ბ) ვითარება სკოლაში, ლიცეუმში, სხვა სასწავლებელში ან წარმოებაში, სადაც სწავლობს ან მუშაობს არასრულწლოვანი, მისი დამოკიდებულება სწავლისა და შრომისადმი, საზოგადოებრივ დავალებათა შესრულებისადმი, ურთიერთობა აღმზრდელებსა და დამრიგებლებთან, თანატოლებთან, არასრულწლოვნის მიმართ ადრე გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძიების ხასიათი და ეფექტიანობა;

გ) არასრულწლოვნის ურთიერთობები და ქცევა სახლისა და სამუშაოს გარეთ; სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური ჯგუფის ან გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა და მისი ურთიერთობა აღნიშნული ჯგუფის სხვა წევრებთან.

    მუხლი 644. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა საქმეში

1. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის წარმოებაში არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის პირველი დაკითხვისთანავე მონაწილეობს არასრულწლოვნის პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი.

2. გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი შეიძლება ჩამოაცილონ საქმეში მონაწილეობას ან შეზღუდონ მისი მონაწილეობა, თუ არსებობს საფუძველი, რომ თავისი მოქმედებით იგი ზიანს აყენებდა ან აყენებს არასრულწლოვნის ინტერესებს. საქმეში მონაწილეობისაგან კანონიერი წარმომადგენლის ჩამოცილების შემთხვევაში არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა ევალება სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148  

    მუხლი 645. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმეში დამცველის მონაწილეობის უზრუნველყოფა

გამომძიებელი და პროკურორი უზრუნველყოფენ საქმეში დამცველის მონაწილეობას არასრულწლოვნის პირველი დაკითხვისთანავე. ამ მიზნით არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს განუმარტავენ უფლებას, მოიწვიონ დამცველი საკუთარი არჩევანით. თუ დამცველი არ მოიწვია არასრულწლოვანმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან სხვა პირმა მათი დავალებითა და მათივე თანხმობით, გამომძიებელი ვალდებულია თავისი ინიციატივით უზრუნველყოს საქმეში დამცველის მონაწილეობა.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 646. არასრულწლოვნის გამოძახების წესი

გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში არასრულწლოვნის გამოძახება ხდება მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების ანდა იმ დაწესებულების ადმინისტრაციის მეშვეობით, სადაც იზრდება ან სწავლობს არასრულწლოვანი.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 647. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა

1. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა ტარდება დამცველის სავალდებულო მონაწილეობით.

2. დაკითხვას ესწრება არასრულწლოვნის პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვნის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრება ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, გამომძიებელმა შეიძლება გამოიტანოს დადგენილება დასწრებაზე მისი არდაშვების შესახებ.

3. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაუსვან კითხვები ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაკითხვის დამთავრებისთანავე გაეცნონ ოქმს და გააკეთონ შენიშვნები.

4. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება შეუსვენებლად გაგრძელდეს 2 საათზე მეტ ხანს, ხოლო მთლიანად დღეში – 4 საათზე მეტ ხანს. თუ არასრულწლოვანი აშკარად დაიღალა, დაკითხვა უნდა შეწყდეს აღნიშნული დროის გასვლამდეც.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148  

    მუხლი 648. ფსიქოლოგის მონაწილეობა არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში

არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში, გამომძიებლის ან პროკურორის შეხედულებით ან დამცველის შუამდგომლობით, შეიძლება მონაწილეობდეს ფსიქოლოგი. მას უფლება აქვს, გამომძიებლის ნებართვით, კითხვები დაუსვას ბრალდებულს, ხოლო დაკითხვის დამთავრებისთანავე – გაეცნოს დაკითხვის ოქმს და წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი შენიშვნები. ამ უფლებებს გამომძიებელი ფსიქოლოგს განუმარტავს არასრულწლოვნის დაკითხვამდე, რის შესახებაც აღნიშნავს დაკითხვის ოქმში.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

    მუხლი 649. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ

1. თუ არსებობს 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს 152-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი აღკვეთის ღონისძიება. ის შეიძლება მეთვალყურეობისათვის გადაეცეს მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ არასრულწლოვანი იქ იზრდება, ანდა სასამართლო ბრძანებით მოთავსდეს სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში.

2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენების შესახებ აცნობებენ მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ ასეთი არ არის, – სხვა ნათესავებს.

    მუხლი 650. არასრულწლოვნის გადაცემა სამეთვალყურეოდ

1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირთაგან რომელიმემ წერილობით უნდა იკისროს ვალდებულება, უზრუნველყოს არასრულწლოვნის გამოცხადება გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში, აგრეთვე ბრალდებულის იმ სხვა ვალდებულებათა შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია 74-ე და 77-ე მუხლებში.

2. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირთათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა შეიძლება მხოლოდ მათი და თვით არასრულწლოვნის თანხმობით.

3. არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა გაარკვიონ მშობლების, მეურვეებისა და მზრუნველების პიროვნება, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობა და დარწმუნდნენ, რომ ისინი ჯეროვან მეთვალყურეობას გაუწევენ მოზარდს.

4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნისათვის მეთვალყურეობის გაწევაზე ავადმყოფობის, მოუცლელობის, მასთან ურთიერთობის გაუარესებისა თუ სხვა მიზეზით მისთვის ჯეროვანი გაწევის უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო.

5. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის შესახებ ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა აცნობონ ბრალდების არსი, რომლის გამოც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და მათი პასუხისმგებლობა, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის თავიდან ასაცილებლად გადაცემულია იგი სამეთვალყურეოდ. ეს მონაცემები აისახება სამეთვალყურეოდ გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

6. თუ ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობებს, იმ პირებს, რომლებიც მას მეთვალყურეობას უწევენ, შეიძლება სასამართლომ დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

7. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირებს, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ მას, უფლება არა აქვთ თავი იმართლონ იმ საბაბით, რომ არ ჰქონდათ ბრალდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დაამტკიცებენ დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

    მუხლი 651. არასრულწლოვნის მოთავსება სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში

1. თუ არასრულწლოვანი ბრალდებულის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამო მისი დატოვება ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია, მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით იგი შეიძლება მოათავსონ სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში.

2. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია ეს ღონისძიება, უნდა მოთავსდეს იმ სხვა არასრულწლოვანთაგან განცალკევებით, რომლებიც სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში სხვა საფუძველზე იმყოფებიან.

    მუხლი 652. არასრულწლოვანი ბრალდებულის დაპატიმრება

1. არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ 151-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას და იმ შემთხვევაში, როცა მას ბრალი ედება დანაშაულში, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წელზე მეტი ვადით, სხვა აღკვეთის ღონისძიება კი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვანმა ბრადებულმა დაარღვია სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

2. არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია დაპატიმრება, უნდა მოათავსონ სრულწლოვანი პატიმრებისა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით.

3. არასრულწლოვანს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია დაპატიმრება, უფლება აქვს შეხვდეს თავის ახლო ნათესავებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ბრალდებულს და მის ახლო ნათესავებს უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ წინასწარ პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანთან შეხვედრაზე უარი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148  

    მუხლი 653. წინასწარი გამოძიების დამთავრება და არასრულწლოვნისათვის საქმის მასალების გაცნობა

წინასწარი გამოძიების დამთავრების გამოცხადებასა და არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის საქმის მასალების წარდგენას შეიძლება დაესწროს დამცველი და კანონიერი წარმომადგენელი. გამომძიებელი ვალდებულია შეატყობინოს მათ ბრალდებულისათვის საქმის მასალების გაცნობის დრო და ადგილი.

    მუხლი 654. სასამართლოს შემადგენლობა არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვისას

არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის სასამართლო განხილვას ატარებენ მოსამართლეები, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

    მუხლი 655. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის დახურული განხილვა

არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვა მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება დახურულ სასამართლო სხდომაზე.

    მუხლი 656. არასრულწლოვანი განსასჯელის გაყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან

1. სასამართლოს, მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ, უფლება აქვს თავისი განჩინებით არასრულწლოვანი განსასჯელი გაიყვანოს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რათა მის დაუსწრებლად გამოიკვლიონ გარემოებები, რომელთაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ მასზე.

2. არასრულწლოვნის დარბაზში დაბრუნების შემდეგ თავმჯდომარე მას აცნობს მის არყოფნაში მომხდარი განხილვის შინაარსს საჭირო მოცულობითა და ფორმით, აძლევს შესაძლებლობას, კითხვები დაუსვას მისი მონაწილეობის გარეშე დაკითხულ პირებს.

    მუხლი 657. სასამართლო განხილვაში არასრულწლოვანთა საქმეების კომისიისა და ინსპექციის წარმომადგენელთა მონაწილეობა

არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვის დროსა და ადგილს სასამართლო აცნობებს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას ან ინსპექციას. ამასთან, სასამართლოს უფლება აქვს აგრეთვე სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

    მუხლი 658. საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს არასრულწლოვანი განსასჯელის მიმართ განაჩენის დადგენისას

არასრულწლოვანი განსასჯელის მიმართ განაჩენის დადგენისას, გარდა 498-ე მუხლში მითითებული საკითხებისა, მოსამართლე ვალდებულია განიხილოს, საჭიროა თუ არა, პირობითი მსჯავრდების შემთხვევაში, არასრულწლოვანს დაენიშნოს საზოგადოებრივი აღმზრდელი, გამოიყენონ თუ არა მის მიმართ ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ან გადაუვადონ თუ არა განაჩენის აღსრულება.

    მუხლი 659. არასრულწლოვნის მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება

1. დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი არასრულწლოვნის მიმართ შეიძლება სასამართლოს განაჩენით გამოიყენონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 90-91-ე მუხლით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ხასიათის ერთ-ერთი იძულებითი ღონისძიება.

2. აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

თავი LXIV

საქმის წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ

    მუხლი 660. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოების საფუძველი

1. თუ გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირი ფსიქიკურად დაავადდა, ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა პირმა, რომლის შერაცხადობა საეჭვოა, პროკურორს ან სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება) სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად წარმოების დაწყებისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

2. თუ ექსპერტიზისა და სხვა საპროცესო მოქმედების შემდეგ დადგინდა, რომ პირი შერაცხადია და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად არ დაავადებულა, პროკურორი აუქმებს თავის დადგენილებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის წარმოების დაწყების შესახებ და საქმის შემდგომ წარმოებას განაგრძობს ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო წესებით.

3. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შესახებ საქმის წარმოების წესი განისაზღვრება საერთო წესებითა და ქვემოთ მოყვანილი მუხლებით.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 661. გარემოება, რომელიც მოითხოვს დამტკიცებას

1. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, უნდა დამტკიცდეს:

ა) 112-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები;

ბ) პირის ფსიქიკური ავადმყოფობა, რომელიც წარმოიშვა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და გამორიცხავს სასჯელის გამოყენებას.

2. შეურაცხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით უნდა დამტკიცდეს:

ა) 112-ე მუხლში აღნიშნული გარემოებები;

ბ) შეურაცხი პირის დამახასიათებელი გარემოებები;

გ) ქმედების ჩადენის მომენტში პიროვნების ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკის დროებითი მოშლა, ჭკუასუსტობა ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობა, რის გამოც მას არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებისათვის და განეგო იგი;

დ) ამ პირის ფსიქიკის მდგომარეობა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.

3. გარდა ამისა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებული პირის საქმეზე, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი შეურაცხის საქმეზე უნდა დადგინდეს, შეიძლება თუ არა მათი შემდგომი ქცევა საშიში იყოს თავად მათთვის და გარშემო მყოფთათვის, არის თუ არა აუცილებელი მათ მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება და, თუ აუცილებელია, კერძოდ, რომლისა.

    მუხლი 662. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

1. გამომძიებელი და სასამართლო ნიშნავს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ბრალდებულის ან იმ პირის ფსიქიკური ავადმყოფობის დასადგენად, რომელიც საქმეში ჩაბმული არ არის როგორც ბრალდებული, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

2. ექსპერტიზის ჩატარებისას უნდა გაირკვეს:

ა) იყო თუ არა პირი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად დაავადებული, ფსიქიკის დროებითი მოშლის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფურ მდგომარეობაში, რის გამოც ვერ გაუწევდა ანგარიშს თავის მოქმედებას და ვერ განაგებდა მას;

ბ) არის თუ არა პირი ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული, რის გამოც მსჯავრდება და დასჯა ვერ მოახდენს მასზე გამასწორებელ ზემოქმედებას;

გ) არის თუ არა ეს დაავადება ქრონიკული, თუ პირი შეიძლება განიკურნოს გარკვეული დროის მანძილზე;

დ) მოსალოდნელია თუ არა ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა კვლავ ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ე) შეუძლია თუ არა პირს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო სწორი ჩვენების მიცემა და საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობა;

ვ) აქვს თუ არა პირს ამჟამად ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შერაცხადობას, და რაში გამოიხატება იგი.

3. საექსპერტო გამოკვლევისათვის პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება ხდება 178-182-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 663. სისხლის სამართლის საქმის გამო წარმოების შეჩერება სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსებისას

1. თუ ბრალდებულის ფსიქიკური ავადმყოფობის ფაქტი დადასტურდა ამბულატორიული ექსპერტიზის დასკვნით ან სამედიცინო დოკუმენტებით და სტაციონარული ექსპერტიზა ტარდება დიაგნოზის დაზუსტების, შერაცხადობის, ქმედუნარიანობის საკითხის გადაწყვეტის, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შერჩევის მიზნით პირის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს, თუ არ არის სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა.

2. საქმის წარმოების შეჩერება არ აჩერებს ბრალდებულის პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის კანონით დადგენილი ვადის დინებას.

    მუხლი 664. პირის მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარებაში

1. თუ პირი, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, გამოჯანმრთელდა ან ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია სწორი ჩვენების მიცემა და სხვა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელმა და სასამართლომ უნდა უზრუნველყონ იგი შესაძლებლობით, მონაწილეობა მიიღოს გამოძიებასა და საქმის განხილვაში და განახორციელოს თავისი დაცვის უფლება.

2. პირს, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, უფლება აქვს: უშუალოდ მან ან წარმომადგენლის მეშვეობით იცოდეს, თუ რომელი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში სდებენ მას ბრალს; მისცეს ჩვენება; წარმოადგინოს მტკიცებულებანი; აღძრას შუამდგომლობა; წინასწარი გამოძიების დამთავრებისთანავე გაეცნოს საქმის ყველა მასალას; ჰყავდეს დამცველი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისთანავე; მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში; მისცეს აცილება, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ უფლებებს გამომძიებელი განუმარტავს პირს, როცა უცხადებს დადგენილებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. უფლებების განმარტების შესახებ დგება ოქმი.

4. ცალკეული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედების ჩატარებისას ამ პირს აქვს უფლებები, რომლებიც ამ კოდექსით დადგენილია ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის.

    მუხლი 665. დამცველის მონაწილეობა

1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის წარმოებაში დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა, თუ ადრე იგი არ ჩაბმულა საქმეში სხვა საფუძველზე. დამცველად ასეთ საქმეზე დაიშვება მხოლოდ ადვოკატი.

2. საქმეში ჩაბმისთანავე დამცველს უფლება აქვს მარტო შეხვდეს დასაცავს, ამასთან, ისარგებლოს 84-ე მუხლით დადგენილი ყველა სხვა უფლებით.

3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწყების შესახებ დადგენილების ან განჩინების აღსასრულებლად გაგზავნამდე გამომძიებელი ან სასამართლო ვალდებულია გააცნოს იგი დამცველს და უზრუნველყოს ის უფლებით, აცილება მისცეს დანიშნულ ექსპერტს, მოითხოვოს ექსპერტად გარკვეული პირის დანიშვნა, დასვას ექსპერტის წინაშე საკითხები, დაესწროს ექსპერტიზას.

    მუხლი 667. აღკვეთის ღონისძიების გაუქმება

1. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან შეურაცხმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, სასამართლო (მოსამართლე) გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით აუქმებს ადრე არჩეულ აღკვეთის ღონისძიებას.

2. აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისთანავე პირი უნდა მოათავსონ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან საავადმყოფოს განყოფილებაში, სადაც მას დაუწესდება სპეციალური მეთვალყურეობა.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 668. სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა

1. ამ კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილი საფუძვლის არსებობისას სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება იმ დანაშაულზე, რომლის ჩადენის შემდეგაც პირი ფსიქიკურად დაავადდა, აგრეთვე შეურაცხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე უნდა შეწყდეს.

2. საქმე უნდა გაიგზავნოს სასამართლოში, თუ არ დადგინდა ის გარემოებები, რომლებიც განაპირობებს სისხლისსამართლებრივი დევნის და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 669. წინასწარი გამოძიების მასალების გაცნობა

1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ გამომძიებელი აცნობებს პირს, რომლის მიმართაც ტარდებოდა წინასწარი გამოძიება, თუ ამ პირს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში, ასევე მის კანონიერ წარმომადგენელსა და დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. გამომძიებელი პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებას, გაეცნონ საქმის მასალებს, და აცნობებს, სად და როდის შეუძლიათ ამის გაკეთება. დამცველი, რომელსაც ატყობინებენ, რომ საქმე სასამართლოში უნდა გაიგზავნოს, ვალდებულია გამოცხადდეს საქმის მასალების გასაცნობად.

2. საქმის გაცნობის, წინასწარი გამოძიების შესავსებად შუამდგომლობის განცხადებისა და მისი განხილვის წესი განისაზღვრება 231-232-ე მუხლებით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 670. დადგენილება სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ

1. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობისა და მათი შუამდგომლობების განხილვის შემდეგ პროკურორს გამოაქვს დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ. დადგენილების შინაარსი განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 671-ე მუხლით.

2. დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში პროკურორი აყალიბებს ამ კოდექსის 671-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, აგრეთვე დამცველისა და სხვა პირთა მოსაზრებებს, თუ ისინი სადავოდ ხდიან სასამართლოში საქმის გაგზავნის საფუძველს, და საქმის ფურცლების დამოწმებით მოჰყავს მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებს ამ მოსაზრებებს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 671. სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ დადგენილების დანართი

1. დადგენილებას სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ დაერთვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სია, აგრეთვე ცნობები წინასწარი გამოძიების ვადის, იმ პირის პატიმრობაში და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადების შესახებ, რომლის მიმართაც ჩატარდა გამოძიება, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელისა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებების, საპროცესო ხარჯების შესახებ.

2. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები, ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ფონოდოკუმენტები სასამართლოში იგზავნება საქმესთან ერთად.

    მუხლი 672. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 673. სასამართლო განხილვის მომზადება

სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ პროკურორისაგან მიღებულ საქმეს მოსამართლე განიხილავს 423-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საქმის განსახილველად სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ;

ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ;

გ) საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;

დ) განსჯადობის მიხედვით საქმის გადაცემის შესახებ;

ე) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 674. სასამართლო განხილვა

1. სასამართლო განხილვა ტარდება ამ მუხლითა და 457-516-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

2. სასამართლო სხდომაში პროკურორისა და დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.

3. სასამართლო გამოძიება იწყება პროკურორის მიერ საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ დადგენილების საჯაროდ წაკითხვით. შემდეგ მხარეები წარმოადგენენ და გამოიკვლევენ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ან უარყოფენ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საფუძვლის არსებობას – ატარებენ დაკითხვას, დათვალიერებას, საჯაროდ კითხულობენ დოკუმენტებს, უსმენენ ექსპერტებს, ასრულებენ სხვა მოქმედებას, რომელიც საჭიროა საქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

4. მტკიცებულებებს ჯერ წარმოადგენენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დამცველი, სამოქალაქო მოპასუხე, მისი წარმომადგენელი. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი და ხელახალი დაკითხვები.

5. მოსამართლეები დასაკითხ პირებს ბოლოს უსვამენ კითხვებს.

6. სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო გადადის მხარეთა კამათზე. კამათში მონაწილეობენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები. დამცველი კამათში და რეპლიკით გამოდის ბოლოს.

7. მხარეთა სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) გადის სათათბირო ოთახში განჩინების (დადგენილების) გამოსატანად.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 675. საკითხები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სათათბირო ოთახში

1. სათათბირო ოთახში სასამართლო განიხილავს და წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) მოხდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ბ) ჩადენილია თუ არა ეს დანაშაული ან მართლსაწინააღმდეგო ქმედება იმ პირის მიერ, რომლის საქმესაც განიხილავენ;

გ) არის თუ არა ეს პირი ფსიქიკურად დაავადებული;

დ) უნდა გამოიყენონ თუ არა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან რომელმაც შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ე) საჭიროებს თუ არა ეს პირი ფსიქიატრიულ მკურნალობას.

2. სასამართლო წყვეტს აგრეთვე 498-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს.

 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

    მუხლი 676. სასამართლო განჩინება (დადგენილება)

1. სასამართლო განჩინება (დადგენილება) დგება 453-ე მუხლში მითითებული და ქვემოთ აღნიშნული წესებით.

2. განჩინების (დადგენილების) შესავალ ნაწილში სასამართლო აღნიშნავს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის საქმეც განიხილება, მისი დაბადების თარიღსა და ადგილს, საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს, საქმიანობას, განათლებასა და პიროვნების შესახებ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობებს.

3. განჩინების (დადგენილების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად ედება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას, მოჰყავს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ან უარყოფენ ამ ღონისძიების გამოყენების საფუძველს.

4. განჩინების (დადგენილების) სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ცნობს, რომ პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, ან რომ პირმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხ მდგომარეობაში, და ამ პირის მიმართ გამოიყენებს ან არ გამოიყენებს სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას;

ბ) შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას დანაშაულის შემთხვევის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო;

გ) შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, თუ არ დადგინდა, რომ პირი არ მონაწილეობდა ჩადენილ ქმედებაში;

დ) დააბრუნებს საქმეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

5. განჩინების (დადგენილების) სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო წყვეტს ნივთიერი მტკიცებულებების, საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხს.

6. თუ დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს სამოქალაქო მოსარჩელე, მიყენებულია იმ პირის დანაშაულის შედეგად, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან რომელმაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხ მდგომარეობაში, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 677. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება

პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლო ცვლის ან აუქმებს სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას. თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად შეიცვალა, რომ, თუმცა იგი ფსიქიკურად ავადმყოფია, მაგრამ სასამართლოს მიერ თავდაპირველად დანიშნულზე ნაკლებად მკაცრ სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას საჭიროებს, ანდა საერთოდ აღარ საჭიროებს ამგვარ ღონისძიებას, სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

    მუხლი 678. სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების და საერთო წესით წარმოების განახლების საკითხის განხილვა

1. სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების და საერთო წესით წარმოების განახლების საკითხის განხილვის საფუძველია:

ა) იმ სამედიცინო დაწესებულების საექიმო კომისიის დასკვნა, სადაც პირი იძულებითი მკურნალობისათვის იმყოფება;

ბ) საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე პროკურორის წარდგინება ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნილი პირის დამცველის, ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობა.

2. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმებისა და საერთო წესით საქმის წარმოების განახლების საკითხს განიხილავს სასამართლო, რომელმაც გამოიტანა განჩინება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, ან ამ ღონისძიების გამოყენების ადგილას არსებული სასამართლო.

3. საქმის მოსმენის დროსა და ადგილს სასამართლო ატყობინებს მხარეებსა და სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას.

4. სასამართლო სხდომაზე პროკურორისა და დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე საქმის მოსასმენად დანიშვნამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოითხოვს საექიმო კომისიის დასკვნას ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

6. თუ საექიმო კომისიის დასკვნა მხარეების ან სასამართლოს ეჭვს იწვევს, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაკითხოს პირი, რომლის მიმართაც აღძრულია შუამდგომლობა, ჩაატაროს სხვა სასამართლო მოქმედებები.

7. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება 474-479-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

8. მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო ისმენს მხარეთა კამათს, რომელიც შედგება პროკურორისა და დამცველის სიტყვებისაგან.

9. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც საჯაროდ ცხადდება სასამართლო სხდომაზე. განჩინების ასლს სასამართლო გადასცემს ან უგზავნის მხარეებს, აგრეთვე მოქალაქეს, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

10. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების უარყოფის შემთხვევაში შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად შეიძლება მიიღონ უარყოფის შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან 6 თვის შემდეგ.

    მუხლი 679. სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის შეტანა

1. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოების შეწყვეტის, ასეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, საერთო წესით წარმოების განახლების შესახებ, სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლაზე ან გაუქმებაზე უარისა და საერთო წესით წარმოების განახლებაზე უარის შესახებ სასამართლო განჩინებაზე (დადგენილებაზე) საჩივრის შეტანის უფლება აქვთ: პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, მის დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, პროკურორს.

2. სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ შეიტანონ საჩივარი სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებულ ნაწილში.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ განჩინებაზე საჩივარს ზემდგომი სასამართლო განიხილავს 546-573-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

თავი LXIV1

საპროცესო შეთანხმება და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 6791. საპროცესო შეთანხმების არსი

1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (განსასჯელს), ისე პროკურორს. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო კამათის დაწყებამდე სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული წერილობითი საპროცესო შეთანხმების დადება.

2. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა.

3. ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს.

4. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

5. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.

6. ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი უნდა ითვალისწინებდეს საჯარო ინტერესს, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს და ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხს.

7. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება დამცველის უშუალო მონაწილეობისა და შეთანხმების შესახებ ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.

8. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული (განსასჯელი) გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

9. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

10. ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული (განსასჯელი) გამოძიებას აწვდის მის მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 6792. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა

1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს:

ა) ბრალდებულის (განსასჯელის) სახელი, გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;

გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;

დ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული;

ე) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა;

ვ) მითითება ამ კოდექსის 6791 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლით გათვალისწინებული გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.

2. ბრალდებულის (განსასჯელის) წერილობით განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული (განსასჯელი) და მისი დამცველი, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე თანხმობა ბრალდებულმა (განსასჯელმა) ნებაყოფლობით განაცხადა დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ამასთანავე, ბრალდებული (განსასჯელი) სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს შუამდგომლობის შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

3. თუ პროკურორი და ბრალდებულის (განსასჯელის) დამცველი შეთანხმდებიან თანამშრომლობის შესახებ, პროკურორი ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეთანხმების შინაარსი. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებულის (განსასჯელის) დამცველი და ბრალდებული (განსასჯელი).

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, სადაც მითითებულია ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მასზე ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, გარდა ამ კოდექსის 6791 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 6793. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვა

1. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ საჯარო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს (განსასჯელს) ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

2. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს რომ:

ა) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი;

ბ) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

გ) ბრალდებულისთვის (განსასჯელისთვის) ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

დ) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას;

ე) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი კონსტიტუციური უფლებები:

ე.ა) დაცვის უფლება;

ე.ბ) უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ;

ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე;

ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის (განსასჯელის) იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს;

ზ) ბრალდებული (განსასჯელი) ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

თ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში;

ი) ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

3. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის მიღწეული შეთანხმება.

4. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის შესახებ სასამართლო განხილვის მიმდინარეობა სიტყვასიტყვით უნდა დაფიქსირდეს წერილობით ოქმში.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 6794. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე

1. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის ან საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად პროკურორისთვის საქმის უკან დაბრუნების თაობაზე.

2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საკითხს იხილავს შესაბამისი სასამართლო სისხლის სამართლის საქმის განსჯადობის მიხედვით.

3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება და კანონიერია თუ არა შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, ასევე რამდენად ნებაყოფლობით მოხდა ბრალის აღიარება.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი კანონიერია, მას გამოაქვს განაჩენი პროკურორის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში. განაჩენს ხელს აწერს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო შემადგენლობა).

5. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურატურას საბრალდებო დასკვნის საკითხის გადასაწყვეტად. სასამართლო, პროკურატურისათვის საქმის უკან დაბრუნების ნაცვლად, მხარეებს თავდაპირველად სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

6. თუ სასამართლო პროკურორის მიერ მოთხოვნილ სასჯელს მკაცრად მიიჩნევს, მას უფლება აქვს შეამსუბუქოს იგი.

7. ბრალდებულს (განსასჯელს) უფლება აქვს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ მომენტში უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება დამცველის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.

8. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

     მუხლი 6795. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობა

თუ სასამართლო გააუქმებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენს ან ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს შეთანხმებაზე, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების გამოყენება მის საწინააღმდეგოდ.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 6796. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება

1. მსჯავრდებულს ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:

ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით;

ბ) ბრალდებულს (განსასჯელს) შეეზღუდა დაცვის უფლება;

გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით;

დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ (მოსამართლემ) უგულებელყო ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

2. თუ ბრალდებულმა (განსასჯელმა) დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს აბრუნებს წინასწარ გამოძიებაში.“.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 6797. განაჩენის გადაცემა და ძალაში შესვლა

1. განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და დამცველს გადაეცემათ განაჩენის დამოწმებული ასლი.

2. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლო განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა ამ კოდექსის 6796 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

21. მხარეს უფლება აქვს სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში 15 დღის ვადაში.

3. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახალაღმოჩენილ და ახალგამოვლენილ გარემოებათა გამო.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 6798. დაზარალებულის შეტყობინება საპროცესო შეთანხმების შესახებ

1. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ.

2. დაზარალებულს უფლება არ აქვს გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.

3. საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62

    მუხლი 6799. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება

1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი თავისუფლდება სასჯელისაგან, თუმცა იგი ითვლება ნასამართლევად.

2. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე დგება წერილობითი შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და საქართველოს გენერალური პროკურორი.

3. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაში აღინიშნება, რომ თუ პირი არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შეთანხმების პირობების შესაბამისად შეთანხმება ჩაითვლება ბათილად.

4. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გენერალური პროკურორი. დაუშვებელია სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას პირველი ინსტანციით განიხილავს საოლქო სასამართლო.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 67910. სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მიმართ

1. თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე, ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, პროცესის მწარმოებელი პირი დაუბრკოლებლად ადგენს საპროცესო მოქმედების ოქმს, რომელშიც შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურება), რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებებისას. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი შინაარსისა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი საპროცესო მოქმედება ხორციელდება სრული მოცულობით, დაუბრკოლებლად. ამასთანავე, ყველა საპროცესო მოქმედება არაიდენტიფიცირებული ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მიმართ ხორციელდება დამცველის სავალდებულო მონაწილეობით. დანიშნული დამცველის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.

3. არაიდენტიფიცირებული პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით, ინიშნება კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

4. გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების ჩატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხაობის დასადგენად).

5. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია 48 საათის განმავლობაში ამ გარემოებას შეუსაბამოს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.

6. არაიდენტიფიცირებული განსასჯელი პირის მიმართ განაჩენის დადგენისას სათათბირო ოთახში გასვლამდე მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ჩატარებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიება აღნიშნული პირის იდენტიფიცირებისათვის.

7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ და ეს გარემოება გავლენას ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე ან სასჯელის ზომაზე, ან იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსის LIX თავით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოება იწვევს შებრუნებას საუარესოდ.

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

კარი მეცამეტე

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი LXV

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 680. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. 1999 წლის 15 მაისისათვის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის სტადიაზე ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებსა და მათი მეშვეობით მიღებულ მტკიცებულებებსა და საპროცესო გადაწყვეტილებებს, აგრეთვე ძებნილ ბრალდებულებზე მათი დაპატიმრების შესახებ 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პროკურორის სანქციით გაცემულ დადგენილებებს უნარჩუნდებათ კანონიერი ძალა. მათი გადასინჯვა ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიშვება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას დარღვეული იყო ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი საპროცესო კანონი.

2. (ამოღებულია).

3. ადვოკატურის შესახებ კანონის პროექტთან ერთად შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონის პროექტი ამ კოდექსის 84-ე მუხლსა და სხვა შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს დამცველის უფლებას – პირის მიმართ ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას, აგრეთვე დამცველის სხვა უფლებამოსილებების გაფართოებას.

4. 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ძებნილი ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ პროკურორის სანქციით გაცემული დადგენილება მისი აღსრულებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

7. საკასაციო საჩივრები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში, მაგრამ არ განხილულა, საკასაციო წესით განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

8. საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შესული საზედამხედველო საჩივრები, რომლებზედაც არ არის დამთავრებული საზედამხედველო წარმოება, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას. სისხლის სამართლის საქმეებზე საზედამხედველო პროტესტები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში ან პლენუმში, აღარ განიხილება. საქმეები, რომლებზედაც შეტანილი იყო ეს საზედამხედველო პროტესტები, შეიძლება გადაისინჯოს ამ კოდექსით დადგენილი წესით მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი.

9. 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად წარიმართოს იმ სასამართლოში, რომლის განსჯადობაშიც ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე შედიოდა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში მიღებული საქმეები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადია და რომელთა სასამართლო განხილვა დაიწყო, მაგრამ არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, განიხილოს და დაამთავროს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

11. 2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის საფუძველზე შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს დადგენილი წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის გაუქმებამდე უზენაეს სასამართლოში ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი წესით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ამ კოდექსის 548-549-ე, 552-555-ე, 557-558 და 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილოს 2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები იმ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი და „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის შუამდგომლობები. საჩივარი, რომელსაც თან დაერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობა, შეიტანება 546-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების სუბიექტების მიერ უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

13. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №1104 დადგენილება „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ ჩაითვალოს ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად.

14. 2005 წლის 3 მაისამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოებში განსახილველად შესული სისხლის სამართლის საქმეები (გარდა იმ საქმეებისა, რომლებზედაც სასამართლო გამოძიება დასრულებულია) გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. 2005 წლის 3 მაისის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული სასამართლოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრებას შესაბამის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეთა და მსაჯულთა მიერ 2005 წლის 3 მაისამდე და მას შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში ამ კოდექსის 546-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228

საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №707 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.153

საქართველოს 2001 წლის 13 თებერვლის კანონი №721 - სსმ I, №4, 28.02.2001 წ., მუხ.4

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №498 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.147

საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1648 -  სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.221

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 6801. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

    მუხლი 6802. დამცველის (ადვოკატის) საქმიანობის შეზღუდვა სისხლის სამართლის პროცესში

პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება, 2006 წლის 1 ივნისიდან ეკრძალებათ დამცველის (ადვოკატის) უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატასა და საოლქო სასამართლოში.

საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2307 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.87

    მუხლი 6803. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 6804. პატიმრობისდა შინაპატიმრობის დროებითი ვადები

1. ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილების და 166-ე მუხლის მე-4 ნაწილის ამოქმედებამდე მოქმედებს ამ მუხლის მე-2–მე-10 ნაწილები.

2. ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა, – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.

3. წინასწარი გამოძიებისას პატიმრობის ვადაა 3 თვე ეჭვმიტანილის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. პატიმრობის ვადის დინება წყდება საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ განსჯადობის მიხედვით სასამართლოში საქმის ჩაბარების მომენტში. თუ დაკავებული დააპატიმრეს, მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. თუ სამთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება დაარღვია ან თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის 1 თვით დაპატიმრების შესახებ.

4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და პროკურორის თანხმობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ქ. თბილისის პროკურორისა და ოლქის პროკურორის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 6 თვემდე. საქმის მომეტებული სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 8 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 9 თვემდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

5. ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება შინაპატიმრობის, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო.

6. თუ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნდა პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოდან, ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლომდე გამოითვლება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის მიღების დღიდან. სასამართლომდე და სასამართლოს შემდეგ, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

7. თუ სამთვიანი და ექვსთვიანი პატიმრობის ვადის გასვლისას პროცესის მონაწილენი ვერ ასწრებენ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობას, პროკურორი უფლებამოსილია ამ კოდექსით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე.

8. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში და საოლქო სასამართლოში საქმის პირველი ინსტანციით, სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვისას განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის საერთო ვადა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

10. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არა უმეტეს 9 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

    მუხლი 6805. საქმის მასალების გაცნობისა და შუამდგომლობების დაყენების დროებითი ვადები

1. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11 ნაწილის, 406-ე მუხლის 42 ნაწილის, 407-ე მუხლის 21 ნაწილის ამოქმედებამდე მოქმედებს ამ მუხლის მე-2–მე-4 ნაწილები.

2. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს გამომძიებელი წერილობით ატყობინებს წინასწარი გამოძიების დამთავრების შესახებ და ბრალდებულის პატიმრობის ამ კოდექსით დადგენილი ზღვრული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 35 დღისა გასაცნობად წარუდგენს საქმის მასალებს. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში პატიმრობის ვადის გასვლისთანავე ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს; ამასთანავე, მას უნარჩუნდება საქმის მასალების ბოლომდე გაცნობის უფლება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს), მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გაეცნონ საქმის მასალებს მათი გადაცემიდან 30 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს), მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ მოამზადონ და აღძრან შუამდგომლობა საქმის მასალების გასაცნობად გადაცემიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

    მუხლი 6806. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანების მოქმედების ვადა

1. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანება მოქმედებს მასში მითითებული საპატიმრო ვადის ამოწურვამდე.

2. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოში შესულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 6804 მუხლით გათვალისწინებული განსასჯელის პატიმრობის დროებითი ვადები მოქმედებს მათ ამოწურვამდე.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

     მუხლი 6807. ბრალდებულად ყოფნის დროებითი ზღვრული ვადა

ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის ამოქმედებამდე დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 24 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წარუდგენიათ ახალი ბრალდება. ასეთი ბრალდების წარდგენისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წარდგენის დღიდან.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

თავი LXVI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 681. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა 33-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, 161-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

2. ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

3. (ამოღებულია).

4. 161-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს პენიტენციური სისტემის რეფორმის გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომლის ვადას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს რეკომენდაციით.

5. ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ, №1, მუხ. 11).

6. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

7. 654-ე მუხლი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

8. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11, 406-ე მუხლის 42 და 407-ე მუხლის 21 ნაწილები ამოქმედდეს 2004 წლის 1 დეკემბრიდან.

9. ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილები, 166-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 401-ე მუხლის 11 ნაწილი, 406-ე მუხლის 42 ნაწილი და 407-ე მუხლის 21 ნაწილი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №632 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.131

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148  

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 20 თებერვალი

№1251-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33

2. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19

3. საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16

4. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10

5. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

6. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

7. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2269 - სსმ I, №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.183

8. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

9. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228

10. საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3

11. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

12. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

13. საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №373 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.61

14. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73

15. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 - სსმ I, №24, 30.06.2000 წ., მუხ.66

16. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №632 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.131

17. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 - სსმ I, №48,16.12. 2000 წ., მუხ.138

18. საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №707 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.153

19. საქართველოს 2001 წლის 13 თებერვლის კანონი №721 - სსმ I, №4, 28.02.2001 წ., მუხ.4

20. საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

21. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38

22. საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57

23. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74

24. საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85

25. საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135

26. საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1337 - სსმ I, №7, 05.04.2002 წ., მუხ.37

27. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

28. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115

29. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1910 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.24

30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7

31. საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2307 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.87

32. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148  

33. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192

34. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202

35. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3106 - სსმ I, №28,15.09.2003 წ., მუხ.204

36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/5/193 - სსმ IV, №49, 18.12.2003 წ., გვ. 15

37. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

38. საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12

39. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63

40. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62

41. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56

42. საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №308 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.103

43. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123

44. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125

45. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №430 - სსმ I, №26, 24.09.2004 წ., მუხ.126

46. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №498 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.147

47. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172

48. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9

49. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188

50. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის  გადაწყვეტილება №2/3/286 – სსმ IV, №8, 23.03.2005 წ., გვ.2

51. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

52. საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1648 -  სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.221

53. საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

103. 14/12/2018 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/13/1234,1235 - ვებგვერდი, 21/12/2018 102. 24/12/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/3/601 - ვებგვერდი, 12/01/2015 101. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3521 - სსმ, 46, 04/08/2010 100. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3369 - სსმ, 40, 20/07/2010 99. 23/02/2010 - საქართველოს კანონი - 2642 - სსმ, 9, 15/03/2010 98. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2455 - სსმ, 50, 31/12/2009 97. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2271 - სსმ, 45, 21/12/2009 96. 07/12/2009 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/3/423 - სსმ, 86, 07/12/2009 95. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2260 - სსმ, 41, 08/12/2009 94. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1535 - სსმ, 21, 03/08/2009 93. 16/07/2009 - საქართველოს კანონი - 1463 - სსმ, 20, 28/07/2009 92. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 20, 28/07/2009 91. 19/06/2009 - საქართველოს კანონი - 1284 - სსმ, 11, 24/06/2009 90. 27/02/2009 - საქართველოს კანონი - 1014 - სსმ, 4, 12/03/2009 89. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 966 - სსმ, 966, 30/12/2008 88. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 894 - სსმ, 41, 30/12/2008 87. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 796 - სსმ, 40, 29/12/2008 86. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 470 - სსმ, 30, 07/11/2008 85. 23/10/2008 - საქართველოს კანონი - 404 - სსმ, 29, 04/11/2008 84. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 211 - სსმ, 17, 28/07/2008 83. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5981 - სსმ, 9, 04/04/2008 82. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5289 - სსმ, 29, 27/07/2007 81. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5283 - სსმ, 29, 27/07/2007 80. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5197 - სსმ, 28, 18/07/2007 79. 03/07/2007 - საქართველოს კანონი - 5182 - სსმ, 28, 18/07/2007 78. 27/06/2007 - საქართველოს კანონი - 5072 - სსმ, 26, 11/07/2007 77. 22/06/2007 - საქართველოს კანონი - 5032 - სსმ, 26, 11/07/2007 76. 19/06/2007 - საქართველოს კანონი - 4957 - სსმ, 24, 02/07/2007 75. 23/05/2007 - საქართველოს კანონი - 4784 - სსმ, 19, 01/06/2007 74. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4579 - სსმ, 12, 13/04/2007 73. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4324 - სსმ, 2, 04/01/2007 72. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4257 - სსმ, 51, 31/12/2006 71. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4212 - სსმ, 1, 03/01/2007 70. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4208 - სსმ, 4, 12/01/2007 69. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4207 - სსმ, 4207, 30/12/2006 68. 15/12/2006 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/393,397 - სსმ, 42, 20/12/2006 67. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3543 - სსმ, 36, 04/08/2006 66. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3531 - სსმ, 37, 07/08/2006 65. 20/06/2006 - საქართველოს კანონი - 3310 - სსმ, 25, 13/07/2006 64. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2936 - სსმ, 14, 15/05/2006 63. 11/04/2006 - საქართველოს კანონი - 2835 - სსმ, 11, 01/05/2006 62. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2620 - სსმ, 4, 18/01/2006 61. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2543 - სსმ, 1, 04/01/2006 60. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2359 - სსმ, 55, 27/12/2005 59. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2356 - სსმ, 57, 29/12/2005 58. 16/12/2005 - საქართველოს კანონი - 2265 - სსმ, 55, 27/12/2005 57. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2129 - სსმ, 53, 19/12/2005 56. 09/11/2005 - საქართველოს კანონი - 2020 - სსმ, 48, 29/11/2005 55. 16/09/2005 - საქართველოს კანონი - 1904 - სსმ, 43, 07/10/2005 54. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1736 - სსმ, 36, 11/07/2005 53. 17/06/2005 - საქართველოს კანონი - 1681 - სსმ, 35, 04/07/2005 52. 15/06/2005 - საქართველოს კანონი - 1648 - სსმ, 36, 11/07/2005 51. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1204 - სსმ, 14, 18/04/2005 50. 23/03/2005 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/3/286 - სსმ, 8, 23/03/2005 49. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 809 - სსმ, 39, 25/12/2004 48. 21/12/2004 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/6/264 - სსმ, 52, 28/12/2004 47. 25/11/2004 - საქართველოს კანონი - 596 - სსმ, 37, 16/12/2004 46. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 498 - სსმ, 32, 10/11/2010 45. 16/09/2004 - საქართველოს კანონი - 430 - სსმ, 430, 24/09/2004 44. 13/08/2004 - საქართველოს კანონი - 398 - სსმ, 25, 27/08/2004 43. 13/08/2004 - საქართველოს კანონი - 378 - სსმ, 25, 27/08/2004 42. 01/07/2004 - საქართველოს კანონი - 308 - სსმ, 20, 16/07/2004 41. 30/06/2004 - საქართველოს კანონი - 280 - სსმ, 16, 04/07/2004 40. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 214 - სსმ, 18, 09/07/2004 39. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 208 - სსმ, 18, 09/07/2004 38. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3381 - სსმ, 5, 04/03/2004 37. 13/02/2004 - საქართველოს კანონი - 3287 - სსმ, 6, 09/03/2004 36. 16/12/2003 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/5/193 - სსმ, 49, 18/12/2003 35. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3106 - სსმ, 28, 15/09/2003 34. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3093 - სსმ, 28, 15/09/2003 33. 14/08/2003 - საქართველოს კანონი - 2976 - სსმ, 26, 05/09/2003 32. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2454 - სსმ, 21, 15/07/2003 31. 02/06/2003 - საქართველოს კანონი - 2307 - სსმ, 13, 02/06/2003 30. 29/01/2003 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/3/182,185,191 - სსმ, 7, 05/02/2003 29. 28/12/2002 - საქართველოს კანონი - 1910 - სსმ, 4, 22/01/2003 28. 04/07/2002 - საქართველოს კანონი - 1631 - სსმ, 23, 24/07/2002 27. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 26. 20/03/2002 - საქართველოს კანონი - 1337 - სსმ, 7, 05/04/2002 25. 07/12/2001 - საქართველოს კანონი - 1176 - სსმ, 34, 14/12/2001 24. 20/06/2001 - საქართველოს კანონი - 980 - სსმ, 22, 06/07/2001 23. 19/06/2001 - საქართველოს კანონი - 949 - სსმ, 20, 03/07/2001 22. 08/06/2001 - საქართველოს კანონი - 920 - სსმ, 18, 28/06/2001 21. 10/04/2001 - საქართველოს კანონი - 843 - სსმ, 11, 30/04/2001 20. 16/03/2001 - საქართველოს კანონი - 815 - სსმ, 815, 31/03/2001 19. 13/02/2001 - საქართველოს კანონი - 721 - სსმ, 4, 28/02/2001 18. 28/12/2000 - საქართველოს კანონი - 707 - სსმ, 51, 30/12/2000 17. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 638 - სსმ, 48, 16/12/2000 16. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 632 - სსმ, 47, 14/12/2000 15. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 432 - სსმ, 24, 30/06/2000 14. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 411 - სსმ, 411, 13/07/2000 13. 13/06/2000 - საქართველოს კანონი - 373 - სსმ, 23, 23/06/2010 12. 30/05/2000 - საქართველოს კანონი - 333 - სსმ, 20, 30/05/2000 11. 05/05/2000 - საქართველოს კანონი - 287 - სსმ, 287, 15/05/2000 10. 08/02/2000 - საქართველოს კანონი - 134 - სსმ, 2, 14/02/2000 9. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2399ა - სსმ, 43(50), 21/09/1999 8. 23/07/1999 - საქართველოს კანონი - 2354 - სსმ, 36(43), 29/07/1999 7. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2269 - სსმ, 38(45), 04/08/1999 6. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2048 - სსმ, 18(25), 01/06/1999 5. 13/05/1999 - საქართველოს კანონი - 1958 - სსმ, 16(23), 14/05/1999 4. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1773 - სსმ, 1(8), 14/01/1999 3. 17/07/1998 - საქართველოს კანონი - 1531 - სსმ, 27-28, 30/07/1998 2. 26/06/1998 - საქართველოს კანონი - 1506 - პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 1. 26/06/1998 - საქართველოს კანონი - 1496 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998