საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 29/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.982
  • Word
2020
09/11/2005
სსმ, 48, 29/11/2005
090.000.000.05.001.001.982
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) 160-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს, რომელიც პირს წარუდგენს ბრალდებას და დაჰკითხავს, როგორც ბრალდებულს, შეუძლია ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, პროკურორი უფლებამოსილია დააკავოს ბრალდებული და დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 ნოემბერი.

№2020-IIს