დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2454 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 15/07/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.001.323 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა: სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; პირადი მიმოწერის და სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამის თანახმა არ არის პირი; ბრალდებულის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით განიხილება აგრეთვე: არასრულწლოვნის დანაშაულის საქმე, სქესობრივი დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმეები, რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ, როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილის და მისი ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების პირადი უსაფრთხოების დაცვა.“.
2. 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა 26-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე და 891 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.
3. 136-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს უფლება შეძლებისდაგვარი შრომისა, რომელიც ანაზღაურდება მისი რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, აგრეთვე უფლება ნორმალური დასვენებისა, რომელიც საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ პირს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნარჩუნდება: შრომის სამართლებრივი ურთიერთობა საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან, სადაც ის მუშაობდა დაკავების, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების წინ; საცხოვრებელი ბინის უფლება; საკუთრების უფლება მესაკუთრის ცალკეული უფლებამოსილების დროებით შეზღუდვით; ქონების ანდერძით და მემკვიდრეობით გადაცემის უფლება; დაქორწინების უფლება; შემოქმედებითი საქმიანობის უფლება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საერთომოქალაქეობრივი უფლებები; პოლიტიკურ ცხოვრებაში – არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში, საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის უფლება. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანს აგრეთვე საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით.“.
4. 159-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, არასრულწლოვნის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული და ჩვილბავშვიანი (ერთ წლამდე ასაკის) ქალის მიმართ, აგრეთვე არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით – გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით.“.
5. 306-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვანი მოწმე შეიძლება დაიკითხოს იმ პირობით, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით წარმოადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობები.
2. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა ტარდება არასრულწლოვანი მოწმის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. 7 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან მისი არარსებობისას მეურვის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.“.
6. 644-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის წარმოებაში არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის პირველი დაკითხვისთანავე მონაწილეობს არასრულწლოვნის პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი.“.
7. 647-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაკითხვას ესწრება არასრულწლოვნის პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვნის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრება ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, გამომძიებელმა შეიძლება გამოიტანოს დადგენილება დასწრებაზე მისი არდაშვების შესახებ.“.
8. 648-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 648. ფსიქოლოგის მონაწილეობა არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში
არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში, გამომძიებლის ან პროკურორის შეხედულებით ან დამცველის შუამდგომლობით, შეიძლება მონაწილეობდეს ფსიქოლოგი. მას უფლება აქვს, გამომძიებლის ნებართვით, კითხვები დაუსვას ბრალდებულს, ხოლო დაკითხვის დამთავრებისთანავე – გაეცნოს დაკითხვის ოქმს და წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი შენიშვნები. ამ უფლებებს გამომძიებელი ფსიქოლოგს განუმარტავს არასრულწლოვნის დაკითხვამდე, რის შესახებაც აღნიშნავს დაკითხვის ოქმში.“.
9. 652-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ 151-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას და იმ შემთხვევაში, როცა მას ბრალი ედება დანაშაულში, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წელზე მეტი ვადით, სხვა აღკვეთის ღონისძიება კი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვანმა ბრადებულმა დაარღვია სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.“.
10. 652-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. არასრულწლოვანს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია დაპატიმრება, უფლება აქვს შეხვდეს თავის ახლო ნათესავებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ბრალდებულს და მის ახლო ნათესავებს უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ წინასწარ პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანთან შეხვედრაზე უარი.“.
11. 654-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 654. სასამართლოს შემადგენლობა არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვისას
არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის სასამართლო განხილვას ატარებენ მოსამართლეები, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.“.
12. 657-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 657. სასამართლო განხილვაში არასრულწლოვანთა საქმეების კომისიისა და ინსპექციის წარმომადგენელთა მონაწილეობა
არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვის დროსა და ადგილს სასამართლო აცნობებს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას ან ინსპექციას. ამასთან, სასამართლოს უფლება აქვს აგრეთვე სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლები.“.
13. 681-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. 654-ე მუხლი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2
კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2003 წლის 20 ივნისი.
№2454–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები