საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2354
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36(43), 29/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.673
  • Word
2354
23/07/1999
სსმ, 36(43), 29/07/1999
090.000.000.05.001.000.673
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 28-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 511–53-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.“;

ბ) მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ „და „პ“ “;

გ) მე-5 ნაწილში „ჟ“ ქვეპუნქტზე მითითება შეიცვალოს „პ“ ქვეპუნქტზე მითითებით;

დ) მე-6 ნაწილში სიტყვები „ „და „რ“ “ შეიცვალოს სიტყვებით „ რ“ და „ს“ “.

2. 41-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები „ ზ“, „თ“, „ი“, „პ“, „ჟ“ ქვეპუნქტებსა და იმავე მუხლის მე-2-3 ნაწილებში“ შეიცვალოს სიტყვებით ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „პ“ ქვეპუნქტებში“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „ „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში“ შეიცვალოს სიტყვებით „ ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „კ“, „ნ“, „ო“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2-3 ნაწილებში“;

გ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს „კ“ ქვეპუნქტზე მითითება.

3. 44-ე მუხლის მე-7 ნაწილში სიტყვა „სასამართლოს“ შეიცვალოს სიტყვით „სასამართლოების“.

4. 46-ე მუხლის მე-7 ნაწილში სიტყვები „და პლენუმი განიხილავენ“ შეიცვალოს სიტყვით „განიხილავს“.

5. 48-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილში სიტყვების „ქალაქის გამგებლის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს“;

ბ) მე-4 ნაწილში სიტყვების „მთავრობათა წევრების“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქართველოს“.

6. 57-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „საქმის წინასწარ მოსმენაში“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლო გამწესრიგებელ სხდომაში“.

7. 58-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვების „გამომძიებელი ვალდებულია“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „დადგენილებით მიიღოს საქმე წარმოებაში“.

8. 62-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილებად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:

„4. ტრანსპორტის პროკურატურის გამომძიებლები იძიებენ იმ დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებს, რომლებიც ჩადენილია მეტროპოლიტენში, სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტზე.

5. სასჯელაღსრულების დაწესებულებათა პროკურატურის გამომძიებლები იძიებენ იმ დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებს, რომლებიც ჩადენილია საგამოძიებო იზოლატორებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.“.

9. 64-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საჭიროა ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა წარმოება სხვა რაიონში (ქალაქში), გამომძიებელს უფლება აქვს პირადად აწარმოოს ისინი ან მათი წარმოება დაავალოს შესაბამის გამომძიებელს, რომელიც ვალდებულია ეს დავალება შეასრულოს არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.“.

10. 69-ე მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტში სიტყვების „გადაიღოს ასლები“ წინ დაემატოს სიტყვები „თავისი ხარჯით“.

11. 81-ე მუხლის:

ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, ხოლო თუ პირს ენიშნება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება – ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ:“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 83-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილში სიტყვები „ანდა ბრალდებულისა და განსასჯელის თანხმობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ხოლო უარის ან დადგენილ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობის შემთხვევაში“;

ბ) მე-7 ნაწილს დაემატოს წინადადება: „სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება).“

13. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და დადგენილება, რომლებიც, მისი აზრით, არღვევენ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას;“.

14. 86-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და აქტები, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში;“;

15. 108-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეიძლება სასამართლოში“.

16. 113-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „განსახილველად გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი“.

17. 140-ე მუხლის მე-17 ნაწილში სიტყვების „უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების“.

18. 146-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილში სიტყვების „იგი ვალდებულია“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „პროკურორის თანხმობით“;

ბ) მე-4 ნაწილში სიტყვები „მოკვლევის ორგანოს უფროსმა მისი გამოტანიდან არა უგვიანეს ერთი საათისა“ შეიცვალოს სიტყვით „პროკურორმა“.

19. 150-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „იგი დააკავა,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე გამომძიებლის“.

20. 157-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვის „მოსამართლის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(სასამართლოს)“, ხოლო სიტყვის „დადგენილებით“ შემდეგ – სიტყვა „(განჩინებით)“.

21. 160-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „ადგენს ოქმს“ შეიცვალოს სიტყვებით „დგება ოქმი“.

22. 173-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის იძულებით მოყვანა დაიშვება მხოლოდ პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით).“.

23. 185-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ან გადაყენებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

24. 199-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „ „ჟ“ და „რ“ “ შეიცვალოს სიტყვებით „ „ჟ“, „რ“ და „ს“ “.

25. 211-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სააპელაციო ან საკასაციო წესით“ შეიცვალოს სიტყვით „სასამართლოში“.

26. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „ო“, „პ“, „ჟ“ და „ს“ “ შეიცვალოს სიტყვებით „ „ო“ და „ჟ“ “.

27. 232-ე მუხლის მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

28. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაში სიტყვა „ამტკიცებს“ შეიცვალოს სიტყვით „ეთანხმება“.

29. 239-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „14 დღისა“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთი თვისა“.

30. 244-ე მუხლში სიტყვები „VI, VII და VIII“ შეიცვალოს სიტყვებით „ LVI და LVII“.

31. 271-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ბრალდებულისა და მისი დამცველის მიერ საქმის მასალების გაცნობის დრო.“.

32. 282-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;“.

33. 305-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

34. 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

35. 399-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრი „7“ შეიცვალოს რიცხვით „15“.

36. 407-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვების „რომლის ასლსაც გადასცემს შუამდგომლობის აღმძვრელ პირს“ შემდეგ დაემატოს წინადადება: „შუამდგომლობის აღმძვრელი პირის ამ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამომძიებელი ადგენს შესაბამის ოქმს, რის შესახებაც აცნობებს პროკურორს, ხოლო შუამდგომლობის აღმძვრელ პირს გაეგზავნება გამომძიებლის დადგენილების ასლი.“

37. 416-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „უგზავნის“ შეიცვალოს სიტყვით „აბარებს“.

38. 420-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება ამოღებულ იქნეს.

39. 423-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მოიწვევს“.

40. 434-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „საოლქო სასამართლოს“ წინ დაემატოს სიტყვები „აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები და“.

41. 441-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მასალა“, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მოსამართლის მიერ ამ კოდექსითა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მასალების განხილვაზე.“.

42. 515-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვის „გამოაქვს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „განჩინება ან“.

43. 518-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვა „განსასჯელს“ შეიცვალოს სიტყვით „მსჯავრდებულს“;

ბ) მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ანდა განსასჯელს დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა“.

44. 529-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. აპელანტს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.“.

45. 530-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

46. 537-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა.“.

47. 552-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. კასატორს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.“.

48. 556-ე მუხლში სიტყვა „528-ე“ შეიცვალოს სიტყვით „551-ე“.

49. 557-ე მუხლში სიტყვა „მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „მუხლის პირველი ნაწილით“.

50. 561-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) აუქმებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენს ან განჩინებას.“.

51. 563-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) განაჩენზე რომელიმე მოსამართლეს არ მოუწერია ხელი.“.

52. 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს.“.

53. 594-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის ნათესავს, დამცველს ან სხვა დაინტერესებულ პირს.“.

54. 596-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 ნაწილებში სიტყვა „პლენუმს“ შეიცვალოს სიტყვებით „საზედამხედველო პალატას“.

ბ) მე-7 ნაწილში სიტყვა „პლენუმის“ შეიცვალოს სიტყვებით „საზედამხედველო პალატის“.

55. 599-ე მუხლის:

ა) სათაურსა და პირველ ნაწილში სიტყვების „ახლად გამოვლენილ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ახლად აღმოჩენილ“;

ბ) მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჩივრის განხილვის შედეგად საზედამხედველო პალატა იღებს გადაწყვეტილებას 561-ე მუხლის შესაბამისად.

3. საზედამხედველო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე.

5. საკითხის გადაწყვეტისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საჩივარი დაკმაყოფილდება.“;

გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს საჩივრის ავტორს.“;

დ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

56. მე-600 მუხლი ამოღებულ იქნეს.

57. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 623-ე მუხლი:

     „მუხლი 623. განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება

განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია 607-612-ე, 618-619-ე და 622-ე მუხლებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს 546-573-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

58. 627-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჩივარი შეაქვთ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსჯადობის წესების დაცვით.“

59. 659-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „95-ე“ შეიცვალოს სიტყვით „64-ე“.

60. 680-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „ცალკე განისაზღვრება“ შეიცვალოს სიტყვებით „და საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება საქართველოს კანონით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ“ “;

ბ) მე-6 ნაწილში სიტყვები „1999 წლის 15 დეკემბრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2000 წლის 15 თებერვლამდე“.

62. 681-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 681. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა 33-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, 161-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

2. 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 15 მაისიდან.

3. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე და 2091 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე ძალაშია 2000 წლის 15 თებერვლიდან.

4. 161-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს პენიტენციური სისტემის რეფორმის გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომლის ვადას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს რეკომენდაციით.

5. ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ, №1, მუხ. 11).“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2354რს