საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 13/05/2002
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
1399
10/05/2002
სსმ, 10, 13/05/2002
000000000.00.000.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ჟ” ქვეპუნქტი.

    მუხლი 2

1. საქართველოს ყველა საკანონმდებლო აქტში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო” და „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი” შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით “საქართველოს ფინანსთა სამინისტრო” და „საქართველოს ფინანსთა მინისტრი”, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს ყველა იმ საკანონმდებლო აქტიდან, რომლებშიც ერთადაა მითითებული სიტყვები „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო”, ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო”, ხოლო იქ, სადაც ერთადაა მითითებული სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი” და „საქართველოს ფინანსთა მინისტრი”, ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი”.

3. ძალაში დარჩეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ ნორმატიული აქტების გამოცემა, მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა და მათი გაუქმება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3

საქრთველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს ამ კანონით განსაზღვრული სტრუქტურული ცვლილებებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 4

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ახალი დებულების დამტკიცებამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

    მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 10 მაისი.

№1399–IIს