დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 707 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 30/12/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.000.870 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 680-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2002 წლის 1 იანვრამდე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების პირველი ინსტანციით განსჯად საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, აგრეთვე 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961წ., №1, მუხ.10) 104-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 28 დეკემბერი.
№707–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები