საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 308
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 16/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.540
  • Word
308
01/07/2004
სსმ, 20, 16/07/2004
090.000.000.05.001.001.540
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.31) 48-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიების განსჯადია საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 143-ე-144-ე, 146-ე-147-ე, 162-ე–164-ე მუხლებით, 212-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 214-ე მუხლის მე-2–მე-6 ნაწილებით, 222-ე–224-ე, 227-ე–235-ე მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 280-ე, 338-ე, 364-ე–367-ე მუხლებით, 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 381-ე, 391-ე, 401-ე-402-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა, აგრეთვე პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა), გამომძიებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის, ქალაქის მერის, რაიონის ან ქალაქის გამგებლის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამ სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და ამ სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უმცროს და უფროს ოფიცერთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, განსჯადია სისხლის სამართლის საქმეები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამ სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და ამ სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სამხედრო ძალების უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის, საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრების, ადვოკატის ბრალდების გამო, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე-321-ე, 323-ე-331-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 30 ივლისი.

№308რს