დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 280 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 04/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.001.531 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 55-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 55. პროკურატურა“.
2. 62-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატესტირებული თანამშრომლის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, ადვოკატის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მოსამსახურის, სამხედრო მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მოსამსახურის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალებში მომსახურე იმ სამოქალაქო პირის საქმე, რომელსაც ბრალად ედება სამსახურში, სამხედრო ნაწილში ან სამხედრო დაწესებულების ტერიტორიაზე დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, ასევე იმ სამოქალაქო პირის საქმე, რომელიც სამხედრო მოსამსახურესთან ან მასთან გათანაბრებულ პირთან ერთად მონაწილეობდა დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე–116-ე, 133-ე, 136-ე–175-ე, 194-ე, 217-ე, 220-ე–226-ე, 240-ე, 242-ე, 246-ე–247-ე, 252-ე, 275-ე, 279-ე, 332-ე–342-ე, 349-ე–358-ე, 364-ე–413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა და არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ.“;
ბ) მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს.;
გ) 61 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 190-ე, 192-ე, 193-ე, 195-ე–201-ე, 204-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე, 218-ე–219-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებს.“.
3. 144-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამხედრო მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის დაკავება შეიძლება საერთო საფუძველზე, მაგრამ პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ 3 საათის განმავლობაში იგი უნდა წარედგინოს პროკურორს ან შესაბამის მეთაურს (უფროსს), რომელსაც მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილება აქვს.“.
4. 162-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და პროკურორის თანხმობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და ოლქის პროკურორის თანხმობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს უზენაესი სასამართლოს განსჯად საქმეებზე, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 6 თვემდე. საქმის მომეტებული სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 8 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 9 თვემდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.“.
5. 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რაიონის და ქალაქის პროკურორებმა – 4 თვემდე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორებმა 8 თვემდე;“.
6. მე-400 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა განახლდეს, თუ სასამართლომ ან პროკურორმა გააუქმა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ოღონდ იმ პირობით, თუ არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 30 ივნისი.
№280–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები