დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 894 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.003.435 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 168-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, ჩაიდინა ახალი დანაშაული, განახორციელა ზეწოლა პროცესის მონაწილეზე ან/და საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის ბრძანებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე ბრძანებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება, გირაოს სახით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
2. 610-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. სასამართლო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით.“.
3. 611-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 611. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე.“.
4. 6792 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32ნაწილები:
„31. თუ შეთანხმება ითვალისწინებს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას, მასში უნდა აღინიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა), მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს – სასჯელის მოხდის თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას, და მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.
32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა დაერთოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობა შეთანხმებაში მითითებული პირობების შესაბამისად ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის თაობაზე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№894–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები