საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3543
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 04/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.404
  • Word
3543
25/07/2006
სსმ, 36, 04/08/2006
090.000.000.05.001.002.404
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 247-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის უფლება აქვს აგრეთვე გემის კაპიტანს.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2601 მუხლი:

     „მუხლი 2601. ინფორმაციის გადაცემა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2271 და 2272 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გარემოებების, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ მიღებული ზომებისა და აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ხოლო 2311 და 324-ე მუხლებით გათვალისწინებული (ბირთვულ ნივთიერებებთან დაკავშირებული) დანაშაულების შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აცნობებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3543–რს