დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2359 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 27/12/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.002.045 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 24-ე მუხლის 52 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52. ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება წარმოადგენს ამ პირის მიმართ ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს, რომლებიც მოპოვებულ იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი.“.
2. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) გაასაჩივროს პროკურორთან გამომძიებლის მოქმედება და დადგენილება, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში ამ კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ერთჯერადად გაასაჩივროს გამომძიებლის ან/და პროკურორის დადგენილება, რომელიც, მისი აზრით, არღვევს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას;“.
3. 140-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით გასცემს ბრძანებას აღკვეთის ღონისძიების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, ბრალდებულის ან სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საპროცესო სამართლებრივი იძულების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.“.
4. 162-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მოსამართლე განსასჯელის სამართალში მიცემამდე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოცემული შუამდგომლობის აღძვრიდან 48 საათში ამ კოდექსის 422-ე მუხლით დადგენილი წესით იხილავს განსასჯელისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს.“.
5. 290-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით (გარდა ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), რის შესახებაც მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, პროკურორმა უნდა აცნობოს 24 საათის განმავლობაში და გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, პროკურორის მონაწილეობით ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა და საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება ჩაატარა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე. მასალების განხილვის შემდეგ მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, გამოაქვს დადგენილება:
ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.“.
6. 481-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია ასევე თვით მოწმის შუამდგომლობით ან მისი თანხმობით. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.“.
7. 512-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაჩენის ხელმოწერის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) ბრუნდება სასამართლო სხდომის დარბაზში და თავმჯდომარე ან რომელიმე მოსამართლე აცხადებს განაჩენს ან მის სარეზოლუციო ნაწილს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 დეკემბერი.
№2359–რს
დოკუმენტის კომენტარები