დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3381 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/02/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 04/03/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.001.457 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 44-ე მუხლის მე-15 და მე-16 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. გამომძიებელი – პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობის პირები, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ სრული მოცულობით.
16. საგამოძიებო ორგანოს უფროსი – პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარეები (უფროსები) და მათი მოადგილეები, საგამოძიებო სამმართველოს, საგამოძიებო ნაწილის უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე სხვა საგამოძიებო ნაწილის უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე სხვა დანაყოფების უფროსები, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.
2. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიების განსჯადია საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 143-ე-144-ე, 146-ე-147-ე, 162-ე–164-ე მუხლებით, 212-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 214-ე მუხლის მე-2–მე-6 ნაწილებით, 222-ე–224-ე, 227-ე–235-ე მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 280-ე, 338-ე, 364-ე–367-ე მუხლებით, 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 381-ე, 391-ე, 401-ე-402-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა, აგრეთვე პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ადვოკატის, გამომძიებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის, ქალაქის მერის, რაიონის ან ქალაქის გამგებლის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უმცროს და უფროს ოფიცერთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.“.
3. 61-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები.“.
4. 62-ე მუხლის 61 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 190-ე, 192-ე–201-ე, 204-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე, 218-ე-219-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებს.“.
5. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ქვედანაყოფები – ყველა დანაშაულის საქმეზე, გარდა მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მოკვლევის ორგანოები და ქვედანაყოფები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;“;
გ) „ე1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებულ უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა, ხოლო დამსწრენი, – თუ ისინი არიან პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების, იუსტიციის ორგანოების ან სასამართლოს მუშაკები.“.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებამდე შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებმა თავიანთ წარმოებაში არსებულ საქმეებზე გამოძიება დაასრულონ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
თბილისი,
2004 წლის 24 თებერვალი.
№3381–რს
დოკუმენტის კომენტარები