საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 19/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.004
  • Word
2129
25/11/2005
სსმ, 53, 19/12/2005
090.000.000.05.001.002.004
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 47-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაგისტრატი მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებასა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მაგისტრატ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ:

ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის;

ბ) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. პასუხისმგებლობა სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის

1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სხდომის დარბაზში – სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე), რომელიც გასცემს სათანადო განკარგულებებს. სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) უფლებამოსილია დარბაზის ფართობიდან გამომდინარე შეზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა.

2. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევაში პროცესის მონაწილეს და სხდომაზე დამსწრეს სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით აჯარიმებენ ან/და აძევებენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან და საქმის მოსმენა გრძელდება მის დაუსწრებლად. სხდომის დარბაზიდან გაძევებული პირის მიმართ, რომელიც კვლავ აგრძელებს წესრიგის დარღვევას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობა.

3. თუ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან დამცველს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე ახორციელებდა რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე დამცველი. გაძევებული ბრალმდებლის ან დამცველის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომელიც ეგზავნება შესაბამისად ზემდგომ პროკურორს ან ადვოკატთა გაერთიანებას.

4. თუ ბრალდებული ან განსასჯელი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან, სასამართლო განაჩენი, განჩინება ან დადგენილება ცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, განაჩენის, განჩინების ან დადგენილების გამოცხადება ხდება ბრალდებულის ან განსასჯელის გარეშე, რის შემდეგაც მას ხელწერილით გადაეცემა სასამართლო განაჩენის, განჩინების თუ დადგენილების ასლი.

5. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, გარდა ბრალდებულისა ან განსასჯელისა, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.

6. თუ სასამართლოს მიმართ გამოხატულია აშკარა და უხეში უპატივცემულობა, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია გამოიტანოს განკარგულება პირის 30 დღე-ღამემდე ვადით დაპატიმრების შესახებ. აღნიშნული განკარგულება დაუყოვნებლივ აღსრულდება. თუ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება მიიღება ადგილზე თათბირით და არ საჩივრდება.“.

3. 458-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 458. სასამართლო სხდომაზე გამოძახებულ პირთა გამოცხადების შემოწმება და გაფრთხილება

სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნის გამოცხადებას და გამოუცხადებლობის მიზეზებს, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს და სხდომაზე დამსწრე პირებს წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების სავალდებულობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე.“.

4. 524-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 524. სააპელაციო საჩივრის შეტანა

1. განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელსაც მხარის საპროცესო მდგომარეობა უკავია.

2. ზემდგომ სასამართლოში საქმის გაგზავნისას მას უნდა დაერთოს განაჩენის იმდენი ეგზემპლარი, რამდენი პირის მიმართაც იქნა განაჩენი დადგენილი.“.

5. 604-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაჩენის, განჩინების ან დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ევალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განკარგულებას მოსამართლე (სასამართლო) სასამართლო გადაწყვეტილების ასლებთან ერთად უგზავნის განაჩენის აღმსრულებელ ორგანოს.

2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო აღსრულების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოს.“.

6. 680-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 და 21-ე ნაწილები:

„20. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 2006 წლის 1 ივნისამდე შეტანილ საჩივრებს სააპელაციო წესით განიხილავს ერთპიროვნულად სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

21. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეტანილ საჩივრებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ამ მუხლის მე-20 ნაწილის ამოქმედების შემდეგ ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლეებიდან ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

№2129–IIს