დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2543 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 04/01/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.002.123 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 ნაწილი:
„161. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი – პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და განათლება მხარის მიერ დასმულ საკითხებზე საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად.“.
2. 96-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და გამოცდილება საფინანსო ან საბუღალტრო საქმიანობაში, რაც დადასტურებულია შესაბამის დარგში უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი საბუთით, შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით ან შესაბამისი დოკუმენტით (სერტიფიკატით).“.
3. 106-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, თუ მეორე მხარის მოთხოვნის საპასუხოდ ის ვერ წარადგენს მისი სპეციალური განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ საბუთს ან შესაბამის დოკუმენტს (სერტიფიკატს). ამ შემთხვევაში, საფინანსო-საბუღალტრო ექპერტის დასკვნა და ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება ამ კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“.
4. 117-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. თუ არსებობს არსებითი წინააღმდეგობა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის მიერ შედგენილ წერილობით დასკვნასა და მის მიერ სასამართლო განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას შორის, მხარეს უფლება აქვს მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა მოცემული ჩვენებების ამ კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილი.“.
5. 129-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამცველს, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს უფლება აქვთ: შეაგროვონ მათ მარწმუნებელ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საჭირო ცნობები, მათ შორის, გამოავლინონ და შეკითხვები დაუსვან კერძო პირს, რომელიც ჯერ კიდევ ოფიციალურად დაკითხული არ არის; გამოითხოვონ ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნა; მიმართონ მცოდნე პირს გამოთქვას თავისი აზრი საქმის გამო წამოჭრილი სპეციალური საკითხის განსამარტავად, ჩატარებული ექსპერტიზის შესაფასებლად და შუამდგომლობის დასასაბუთებლად; მოიწვიონ საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი დასკვნის შესადგენად; ისარგებლონ კერძო დეტექტივის მომსახურებით მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობების მისაღებად.“.
6. 130-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. მხარეთა შუამდგომლობით, საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი უნდა დაიკითხოს მხარეების მიერ სასამართლოში მის მიერ მიცემული წერილობითი დასკვნის თაობაზე. ამ შემთხვევაში, წერილობითი დასკვნა მტკიცებულებით ძალას იძენს მხოლოდ საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის მიერ მისი წერილობითი დასკვნის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურების შემთხვევაში.“.
7. 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის), საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტისათვის, სპეციალისტისა და თარჯიმნისათვის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხებისაგან;“.
8. 356-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 356. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი
1. ექსპერტიზა ტარდება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ასევე სასამართლოს დადგენილებით დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის სპეციალისტთა დასკვნა. თუ გამომძიებელს, პროკურორს ან სპეციალისტს აქვს სპეციალური ცოდნა, ეს არ გამორიცხავს ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას.
2. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა ტარდება მხარის დავალებით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა შესაბამისი დარგის სპეციალისტთა დასკვნა.“.
9. 359-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზას ატარებს საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი.“.
10. 373-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. თუ მხარე შუამდგომლობს საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის დაკითხვაზე საქმის არსებითი განხილვის დროს, ექსპერტი უნდა დაიკითხოს მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე. ამ შემთხვევაში, საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, თუ ის არ დადასტურდება ექსპერტის ზეპირი ჩვენებით სასამართლოში.“.
11. 473-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია დანიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის არა უმეტეს ორი მესამედი.“.
12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4821 მუხლი:
„მუხლი 4821. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის დაკითხვა
თუ მხარე შუამდგომლობს საქმეში მონაწილე საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის დაკითხვას, საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი სასამართლოში გამოიძახება და დაიკითხება მოწმის სახით წერილობით დასკვნაში მოყვანილი საკითხების თაობაზე.“.
13. 623-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 623. განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება
განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 607-ე–612-ე, 618-ე–619-ე და 622-ე მუხლებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს ამ კოდექსის 517-ე–545-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარებისა და დასკვნის მიღების, ასევე სასამართლოში დასკვნის წარდგენის წესი განისაზღვრება ექსპერტიზის დანიშვნის დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 27 დეკემბერი.
№2543–რს
დოკუმენტის კომენტარები