საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191
დოკუმენტის ნომერი 2/3/182,185,191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/01/2003
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 05/02/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
2/3/182,185,191
29/01/2003
სსმ, 7, 05/02/2003
000000000.00.000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/3/182,185,191

საქართველოს სახელით

2003 წლის 29 იანვარი, ქ. თბილისი

(ამონარიდი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია, ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება – „პირის დაკავების შემთხვევაში დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ გამოტანილ უნდა იქნეს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში დაკავებულის მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა“ და მე-5 ნაწილის პირველი წინადადება – „დამცველი საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ეჭვმიტანილის პირველ დაკითხვამდე, აგრეთვე პირველი და შემდგომი დაკითხვების დროს“, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და „დ“ ქვეპუნქტის ბოლო დებულება – „…დღეში არა უმეტეს ერთი საათისა“, 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის ფრაზა – „უფლება აქვს“, 142-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 146-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 ნაწილი და მე-3 ნაწილის სიტყვები – „როცა“ და „შემოწმებას დაამთავრებს“ და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო დებულება – „დამცველთან კონსულტაციისათვის პირისპირ შეხვედრის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს“, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებთან, აგრეთვე 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების გათვალისწინებით, შეიმუშაოს და შეიტანოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები 2003 წლის 1 მაისამდე.

4. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

5. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. ეს გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე)

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე)

ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი)

ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)