საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2835
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 01/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.199
  • Word
2835
11/04/2006
სსმ, 11, 01/05/2006
090.000.000.05.001.002.199
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 26-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე, 189-ე და 1891 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს.“.

2. 62-ე მუხლის 61 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 1891, 190-ე, 192-ე, 193-ე, 195-ე–201-ე, 204-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.“.

3. 422-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია განიხილოს მხარეებისაგან შემოსული შუამდგომლობები დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის, აღკვეთის ღონისძიებების გაუქმებისა და შეცვლის, სამოქალაქო სარჩელისა და მისი უზრუნველყოფის ზომების შესახებ. ამასთანავე, მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია განმარტების მისაცემად დაიბაროს შუამდგომლობის განმცხადებელი პირი, თუ იგი ამას მოითხოვს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 11 აპრილი.

№2835–Iს