დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1958 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/05/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16(23), 14/05/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.000.534 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვის „ჩერდება“ წინ დაემატოს სიტყვა „სასამართლოში“, ხოლო სიტყვები „და საქმე გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე“.
2. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის, ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები.“.
3. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.“;
ბ) მე-3 ნაწილში სიტყვის „მომკვლევი“ წინ დაემატოს სიტყვები „მოკვლევის ორგანო,“.
4. მე-15 მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვების „საგამოძიებო ორგანოს უფროსს,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მოკვლევის ორგანოს, მომკვლევს“.
5. მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა: სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას; პირადი მიმოწერის და სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამის თანახმა არ არის პირი; ბრალდებულის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით განიხილება აგრეთვე: იმ პირის დანაშაულის საქმე, რომელსაც 16 წლის ასაკამდე არ მიუღწევია; სქესობრივი დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმე, რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ; როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილის და მისი ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავის პირადი უსაფრთხოების დაცვა.“.
6. 22-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „მომკვლევი“ შეიცვალოს სიტყვებით „მოკვლევის ორგანო“.
7. 24-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილში სიტყვის „ახორციელებენ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მოკვლევის ორგანო,“;
ბ) მე-3 ნაწილში სიტყვების „დევნის განხორციელებისას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მოკვლევის ორგანო,“;
გ) მე-4 ნაწილში სიტყვა „მომკვლევი“ შეიცვალოს სიტყვებით „მოკვლევის ორგანო“;
დ) მე-5 და მე-6 ნაწილებში სიტყვა „ბრალდებულად“ შეიცვალოს სიტყვებით „ბრალდებულის სახით“;
ე) მე-7 ნაწილის ბოლო წინადადებაში სიტყვა „გამომძიებელი“ შეიცვალოს სიტყვით „პროკურორი“.
8. 25-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „ასეთ შემთხვევაში საქმე არ წყდება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო პროკურორს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საქმის შემდგომ განხილვაში“.
9. 27-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „სააპელაციო, საკასაციო ან სარევიზიო“ შეიცვალოს სიტყვებით „სააპელაციო და საკასაციო“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროკურორი სასამართლო გამოძიების დაწყებამდე უნდა ჩაებას კერძო ბრალდებით აღძრულ საქმეში, თუ ამას წერილობით მოითხოვენ მხარეები ანდა მოითხოვს მხოლოდ დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. პროკურორი უფლებამოსილია ჩაებას აღნიშნული კატეგორიის საქმეში, თუ მას განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ასეთ შემთხვევაში საქმე არ შეიძლება შეწყდეს მხარეთა შერიგებით.“.
10. 28-ე მუხლის:
ა) სათაურში სიტყვის „საფუძვლები“ წინ დაემატოს სიტყვები „და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის“;
ბ) პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;“;
გ) პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „კერძო-საჯარო“;
დ) პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებად;
ე) პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საზოგადოებრივ-პოლიტიკური“;
ვ) მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს „დ“ ქვეპუნქტზე მითითება;
ზ) მე-8 ნაწილში სიტყვები „სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო“ შეიცვალოს სიტყვებით „სააპელაციო და საკასაციო“.
11. 29-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „არა უადრეს ერთი თვისა მისი დამალვიდან“, ხოლო ამავე ქვეპუნქტში სიტყვა „ბრალდებულის“ შეიცვალოს სიტყვით „მის“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „არა უადრეს 3 თვისა“;
გ) „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ანდა საქმე შეწყდება“;
დ) „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მაგრამ არა უადრეს 6 თვისა სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან“;
ე) „ე“ ქვეპუნქტში სიტყვა „დადგენილების“ შეიცვალოს სიტყვით „გადაწყვეტილების“;
ვ) ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2-3 ნაწილები:
„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში გამომძიებელს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება წინასწარი გამოძიების შეჩერების შესახებ. თუ საქმეში ჩაბმულია ორი ან რამდენიმე ბრალდებული, ხოლო საქმის შეჩერების საფუძველი არ შეეხება ყველა ბრალდებულს, გამომძიებელს 391-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გამოყოს და შეაჩეროს საქმე ცალკეული ბრალდებულის მიმართ ან შეაჩეროს მთელი საქმის წარმოება.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიება შეჩერდება მხოლოდ გამოძიების ვადის გასვლისას.“
12. 38-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „აღიარება“ შეიცვალოს სიტყვით „ცნობა“.
13. 44-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის პირველი ინსტანციით“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საერთო სასამართლოებში“;
ბ) მე-4 ნაწილში სიტყვა „სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვით „საოლქო“;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამოძიების მოსამართლე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს.“;
დ) მე-11 ნაწილში სიტყვები „მოქმედებებისა და ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა“ შეიცვალოს სიტყვით „მოქმედებების“;
ე) მე-17 ნაწილში სიტყვის „პირი“ წინ დაემატოს სიტყვები „მოკვლევის ორგანოს თანამდებობის“;
ვ) მე-19 ნაწილში სიტყვების „საგამოძიებო ორგანოს უფროსი,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მომკვლევი, მოკვლევის ორგანო“;
ზ) 23-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. დასაცავი პირი – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული, რომელსაც დამცველი იცავს.“;
თ) მე-40 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„40. რესოციალიზაციის სამსახური – ორგანიზაცია, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ან სხვა სასჯელის მოხდის ადგილებიდან განთავისუფლებულ პირს ეხმარება შრომით მოწყობაში და ხელს უწყობს მის სოციალურ რეაბილიტაციას.“;
14. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-43-ე ნაწილები:
„41. კერძო ბრალმდებელი – დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას სასამართლოში.
42. კერძო გამოძიება – დაცვის მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დაცვისათვის საჭირო მონაცემების შეკრება და მტკიცებულებათა სახით პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენა. აღნიშნული საქმიანობა არ წესრიგდება ამ კოდექსით.
43. სისხლისსამართლებრივი დევნა – ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და მის მიმართ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა.“.
15. 45-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო“ შეიცვალოს სიტყვებით „სააპელაციო და საკასაციო“.
16. 46-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსით დადგენილი წესით ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხს განსჯადობის მიხედვით წყვეტენ: რაიონული (საქალაქო) სასამართლო (მოსამართლე), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიები.“;
ბ) მე-4 ნაწილში სიტყვების „თბილისისა და ქუთაისის“ შემდეგ სიტყვა „სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვით „საოლქო“, ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და საოლქო“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვები „სააპელაციო სასამართლოები“ შეიცვალოს სიტყვებით „საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები“;
გ) მე-5-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკასაციო საჩივარს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენებზე, განჩინებებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენებსა და განჩინებებზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმები განიხილავენ საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.
17. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-8 ნაწილები:
„7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა და პლენუმი განიხილავენ საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
8. სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება: ბრძანების გაცემა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო მოქმედებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და პატიმრობის ვადის გაგრძელება; ბრალდებულის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე და საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; ჩხრეკა და ამოღება; საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ; ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, თანამდებობიდან (სამუშაოდან) მათი გადაყენება, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები.“.
18. 47-ე მუხლის:
ა) პირველი – მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმეს ისეთი დანაშაულის თაობაზე, რომლისთვისაც კანონით სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით არა უმეტეს 5 წლისა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, აგრეთვე საჩივარსა და სხვა მასალას განიხილავს მოსამართლე ერთპიროვნულად, ხოლო საქმე ისეთი დანაშაულის თაობაზე, რომლისთვისაც კანონით სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წელზე მეტი ვადით, განიხილება კოლეგიურად, ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის მონაწილეობით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები მათ განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს პირველი ინსტანციით განიხილავენ კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო ამავე სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლეები საჩივრებსა და სხვა მასალებს განიხილავენ ერთპიროვნულად.“;
ბ) მე-4 ნაწილში სიტყვები „ორიდან ექვსამდე“ შეიცვალოს სიტყვით „ორი“;
გ) მე-5-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
19. 48-ე მუხლის:
ა) მე-2-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულის თაობაზე, გარდა ამ მუხლის მე-3-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიების განსჯადია საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 75-80-ე, 85-861, 87-88-ე, 90-901, 961, 1001, 104-ე მუხლებით, 117-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებით, 133-1331 მუხლებით, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 139-1391, 140-ე, 172-ე, 189-1891, 192-194-ე, 2033, 2091 მუხლებით, 2281 მუხლის მე-2 ნაწილით, 2381, 2422-2423, 2512-2519 მუხლებით, 252-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 258-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და 267-268-ე, 273-ე, 275-283-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ადვოკატის, გამომძიებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის, ქალაქის მერის, რაიონისა და ქალაქის გამგებლის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უმცროს და უფროს ოფიცერთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.“;
ბ) მე-4 ნაწილში სიტყვების „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის“, სიტყვების „სახალხო დამცველის“ წინ დაემატოს სიტყვა „საქართველოს“, სიტყვები „პროკურორის, გამომძიებლის, ადვოკატის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრების“, ხოლო ამავე ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-73-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე“;
გ) მე-5 ნაწილში სიტყვების „სასამართლოს მოსამართლის“ წინ დაემატოს სიტყვები „რაიონული (საქალაქო)“, ხოლო სიტყვები „განსჯადიცაა ეს სისხლის სამართლის საქმე“ შეიცვალოს სიტყვებით „სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება მოკვლევა და წინასწარი გამოძიება, ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღნიშნული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის კომპეტენციას“;
ე) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის ან საქმეში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით.“
20. 57-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვები „და სარევიზიო წარმოების სტადიებზე“ შეიცვალოს სიტყვებით „წარმოების სტადიაზე“.
21. 59-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „გამოიტანოს და“.
22. 64-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 ნაწილი.
23. 65-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი-მე-4 ნაწილები, ხოლო მე-5-10 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად პირველ – მე-6 ნაწილებად; ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. მოკვლევის ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა წესრიგდება საქართველოს კანონით „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“.“.
24. 66-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თუ რაიმე მიზეზით ამ მოქმედების ჩატარება არ შეუძლია გამომძიებელს ან პროკურორს,“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვების „საპროცესო მოქმედება“ წინ დაემატოს სიტყვა „სხვა“;
ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-2 ნაწილად;
გ) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი მოკვლევის საწარმოებლად“, ხოლო ამავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სასაზღვრო“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო საზღვრის“.
25. 67-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვების „დაწესებულების ხელმძღვანელი“ წინ დაემატოს სიტყვა „სახელმწიფო“;
ბ) მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქმის წარმოების შეჩერების,“.
26. 68-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სარევიზიო“.
27. 69-ე მუხლის:
ა) „ნ“ ქვეპუნქტში სიტყვები „საჩივრებსა და პროტესტებზე“ შეიცვალოს სიტყვით „საჩივრებზე“, ხოლო სიტყვები „რევიზიის წესით და ახლად აღმოჩენილ“ – სიტყვებით „ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ“;
ბ) „ფ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ხელმძღვანელ“ შეიცვალოს სიტყვით „მწარმოებელ“;
გ) „ჟ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო“ შეიცვალოს სიტყვებით „სააპელაციო და საკასაციო“.
28. 70-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „173-ე მუხლის“ შეიცვალოს სიტყვებით „173-176-ე მუხლების“;
ბ) მე-3 ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დაზარალებულს შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის შესაბამისად.“.
29. 71-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვების „იცავს ადვოკატი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(არა უმეტეს სამისა)“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვა „სასამართლო“ შეიცვალოს სიტყვებით „პროცესის მწარმოებელი ორგანო“.
30. 72-ე მუხლის პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადებები:
„თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა ამავე ნაწილის „ა“, „დ“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. ეჭვმიტანილს, რომელიც დაკავებული არ არის, უფლება აქვს მისი ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებათა ასლები.“
31. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „გ“ ქვეპუნქტში სიტყვის „დამცველის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(არა უმეტეს სამისა)“, ხოლო სიტყვები „ანაზღაურების დანიშვნით“ შეიცვალოს სიტყვით „ანაზღაურებით“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტში სიტყვა „დაუყოვნებლივ“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით“.
32. 75-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას, აგრეთვე პროკურორის მიერ საქმის სასამართლოში გაგზავნის დღიდან ბრალდებულის სამართალში მიცემამდე გასული დრო.“
33. 76-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო“ შეიცვალოს სიტყვებით „სააპელაციო და საკასაციო“.
34. 78-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც ადვოკატია კანონით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-4-6 ნაწილები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-7-8 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4-5 ნაწილებად.
35. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლისა და ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ შეცვლა მიზნად არ ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში.“.
36. მე-80 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს მათი თანხმობით სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს დამცველი – ადვოკატი, თუ ისინი არასმქონენი არიან, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.“;
ბ) მე-2, მე-3 და მე-6 ნაწილები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-4-5 და მე-7 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-2-4 ნაწილებად.
37. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. იძულებითი დაცვა
ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, იმ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის უარი დამცველის დანიშვნაზე, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, თუ:
ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია;
ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას;
გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სამართალწარმოების ენა;
დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა;
ე) პირი გაიგზავნა სტაციონარულ სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე;
ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი;
ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი;
თ) სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე მონაწილეობს სახელმწიფო ბრალმდებელი.“
38. 82-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2-4 ნაწილები, ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილიდან – ამ ნაწილის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი „1“.
39. 83-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა დრო არანაკლებ 3 საათისა, რათა შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს და ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს და ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუნიშნონ მათ დამცველი.“;
ბ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ზემოაღნიშნულ“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვა „ქონებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „მატერიალური“;
გ) მე-5 ნაწილში სიტყვები „2 კვირისა“ შეიცვალოს სიტყვებით „10 დღისა“.
40. 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. დამცველის შეცვლა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორის თანხმობით, გამოაქვთ მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“.
41. 87-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ახლო ნათესავი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, ანდა სხვა პირი“.
42. 91-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ახლო ნათესავი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, ანდა სხვა პირი,“.
43. 94-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვების „ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზისას ისარგებლოს 366-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით“, ხოლო ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ადვოკატთან ერთად გამოცხადდეს და“.
44. 95-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 95. პირი, რომელიც არ შეიძლება მოწმე იყოს
1. არ შეიძლება მოწმედ დაკითხონ:
ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან იმ პირის წარმომადგენელი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
გ) ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
დ) ადვოკატი, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
ე) სასულიერო პირი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
ვ) პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება;
ზ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის ახლო ნათესავი – თუ იგი არ დათანხმდება მისცეს ჩვენება როგორც ბრალდების მოწმემ;
თ) სახალხო დამცველი – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს როგორც სახალხო დამცველს;
ი) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარისა ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს ამომრჩევლებმა;
კ) მოსამართლე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებას.
2. გამომძიებელს, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლონ:
ა) ექიმი, მედიცინის და, მეანი, ფარმაცევტი, სხვა სამედიცინო მუშაკი, თუ მათ პროფესიულად ევალებათ საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;
ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;
გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;
დ) ჟურნალისტი, თუ მას ნაკისრი აქვს ვალდებულება, არ გაამჟღავნოს მიღებული ინფორმაციის წყარო, პუბლიკაციის ავტორის სახელი ან გამოუქვეყნებელი მასალის ავტორი და შინაარსი.“.
45. 96-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილში სიტყვები „358-373-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „356-374-ე“;
ბ) მე-6 ნაწილში სიტყვების „რომლის შემადგენლობაშიც“ შემდეგ სიტყვა „უნდა“ შეიცვალოს სიტყვით „შეიძლება“, ხოლო ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება.
46. 97-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას ან სასამართლო განხილვის დროს;“;
ბ) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „კატეგორიული“ შეიცვალოს სიტყვით „ობიექტური“;
გ) პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი.“;
დ) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და ამოიწეროს საჭირო ცნობები ან გადაიღოს ასლები“;
ე) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვების „უარი თქვას დასკვნის მიცემაზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე“;
ვ) მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები“;
ზ) მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში სიტყვები „უარის მიღების შემთხვევაში – სასამართლოში“ შეიცვალოს სიტყვებით „პროკურორის მოქმედება ზემდგომ პროკურორთან“.
47. 99-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „ჩვევები“ შეიცვალოს სიტყვით „გამოცდილება“.
48. 101-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „არასწორი თარგმანისათვის“ წინ დაემატოს სიტყვა „შეგნებულად“.
49. 104-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისა)“.
50. XIV თავის სათაურს ბოლოში დაემატოს სიტყვები „პროცესის მონაწილეთა დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან“.
51. 105-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ზედამხედველობის წესით და“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვების „ახლად აღმოჩენილ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ახლად გამოვლენილ“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მის მიერ იქნა გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, თუ ამას განჩინებით (დადგენილებით) აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო (მოსამართლე), ან თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი.“.
52. 106-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვის „ექსპერტს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა)“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვების „სახელმწიფო უშიშროების ორგანოების,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის,“.
53. 107-ე მუხლში სიტყვა „დაზარალებული“ შეიცვალოს სიტყვით „დაზარალებულის“.
54. 108-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილში სიტყვები „წინასწარი გამოძიებისას“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს თვით საქმის განმხილველი მოსამართლე“;
ბ) მე-5 ნაწილს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „საქმის წინასწარი გამოძიებისას“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვები „სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა“ შეიცვალოს სიტყვებით „საქმის სასამართლოში განხილვისას“;
გ) მე-6 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება;
დ) მე-9 ნაწილში სიტყვების „საკითხი წყდება დაუყოვნებლივ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სათათბირო ოთახში“.
55. 109-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „დასაცავი“;
ბ) მე-6 ნაწილში სიტყვა „დასაცავი“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული“.
56. 111-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-5 ნაწილად, ხოლო მე-4-5 ნაწილები – შესაბამისად მე-3-4 ნაწილებად;
ბ) მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „შეიძლება“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვის „დაშვებულ“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „უნდა“.
57. 113-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „პროკურატურის“ შეიცვალოს სიტყვით „პროკურორის“;
ბ) მე-4 ნაწილში სიტყვების „უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად“ შემდეგ ტექსტი ამოღებულ იქნეს.
58. 121-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „ხდება, თუ ამ პროცესს ესწრება მტკიცებულების ამოღებაში მონაწილე თუნდაც ერთი დამსწრე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხდება დამსწრეთა მონაწილეობით“.
59. 128-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „და სარევიზიო წარმოების სტადიებზე“ შეიცვალოს სიტყვებით „წარმოების სტადიაზე“;
ბ) მე-3 ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით, აგრეთვე პროკურორს, გამომძიებელსა და მომკვლევს უფლება აქვთ:“.
60. 137-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) მეორე წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სასამართლო“;
ბ) მესამე წინადადებაში სიტყვების „პროკურორსა და სასამართლოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახალხო დამცველს“;
გ) მერვე წინადადებაში სიტყვის „გამომძიებლის“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვა „ან“, ხოლო სიტყვის „პროკურორის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „მოსამართლის“;
დ) ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პატიმრობის ვადის გასვლამდე 7 დღე-ღამით ადრე შეატყობინოს ეს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხოლო თუ პატიმრობის აღნიშნული ვადა არ გაგრძელებულა, გაათავისუფლოს ბრალდებული საგამოძიებო იზოლატორიდან.“
61. 140-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვების „წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე“, ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პატიმრობის ვადის გაგრძელების,“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვის „შინაპატიმრობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მათი ვადის გაგრძელების“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შუამდგომლობა ზონარგაყრილ და დანომრილ ყველა მასალასთან ერთად წარედგინება მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია.“;
გ) მე-6 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „დაკავებულს,“;
დ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მოსამართლე შუამდგომლობას პირის დაპატიმრების, შინაპატიმრობის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების ან მის მიმართ აღკვეთის სხვა ღონისძიების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ განიხილავს შუამდგომლობისა და საქმის მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილიდან ბრალდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის, სტიქიური უბედურების ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო, მოსამართლეს შეუძლია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილას.“;
ე) მე-8 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ამასთან, მოსამართლე არ განიხილავს პირის ბრალეულობის საკითხს და არკვევს მხოლოდ იმას, დაცული იყო თუ არა ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს.“;
ვ) მე-12 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „შერჩეული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შუამდგომლობს ბრალდების მხარე (გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი).“;
ზ) მე-13 ნაწილში სიტყვების „ბრძანების მოქმედების“ წინ დაემატოს სიტყვები „ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“, ხოლო სიტყვების „აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ“ წინ – სიტყვები „მოსამართლის მიერ“;
თ) მე-17 ნაწილის:
თ.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მხარეებს უფლება აქვთ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით მიმართონ იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლის ბრძანების საფუძველზედაც იქნა გამოყენებული ეს აღკვეთის ღონისძიება, ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით აღნიშნული სასამართლოებისათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს.“;
თ.ბ) მეორე წინადადებაში სიტყვა „ასეთი“ შეიცვალოს სიტყვებით „ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე“, ხოლო ამავე წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მხოლოდ ერთხელ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის ფარგლებში, ამასთან“.
62. 143-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დროს“, აგრეთვე 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე მითითებები.
63. 144-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „სახალხო დამცველი“ წინ სიტყვა „საქართველოს“ ამოღებულ იქნეს.
64. 145-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „მუხლში“ შეიცვალოს სიტყვებით „მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში“.
65. 146-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხოლო არასამუშაო დროს – მისი მორიგე თანაშემწე“;
ბ) მე-4 ნაწილში სიტყვები „მორიგე თანაშემწის“ შეიცვალოს სიტყვებით „მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილი პირის“;
გ) მე-9 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მოკვლევის ან“.
66. 147-ე მუხლის:
ა) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ბრალდებულისა და“;
ბ) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ამ ნაწილის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი „2“.
67. 148-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 148. დაკავების დროის ჩათვლა
პირის ეჭვმიტანილის სახით დაკავების მომენტიდან აღრიცხული დრო ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში.“.
68. 152-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბრალდებულის მიმართ გამოყენებული, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. პატიმრობის და შინაპატიმრობის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 9 თვეს.“.
69. 154-ე მუხლში სიტყვები „მისი გაქცევის ან მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება“ შეიცვალოს სიტყვებით „151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები“.
70. 155-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „თუ აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი“, ხოლო ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე პროკურორის მიერ დამტკიცებული გამომძიებლის მოტივირებული დადგენილებით.“.
71. 156-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 ნაწილი, ხოლო პირველი ნაწილიდან – ამ ნაწილის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი „1“.
72. 157-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილში სიტყვების „საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მხარის შუამდგომლობით“;
ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-5 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად;
გ) მე-4 ნაწილს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „საქმის სასამართლოში განხილვისას“.
73. 159-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „2 წელზე მეტი ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „2 წლით ან მეტი ვადით“.
74. 160-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გასცა ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ, ხოლო ბრძანების გამცემი მოსამართლის არყოფნისას – იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისას, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ, რის თაობაზეც ადგენს ოქმს. თუკი დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს უფლება აქვთ აგრეთვე მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
75. 162-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და პროკურორის თანხმობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და ოლქის პროკურორის თანხმობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 6 თვემდე. საქმის მომეტებული სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 8 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 9 თვემდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.“;
ბ) მე-5 ნაწილში სიტყვის „პირველი“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სააპელაციო“;
გ) მე-7 ნაწილში ციფრი „6“ შეიცვალოს რიცხვით „12“;
დ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოებში საქმის პირველი ინსტანციით, სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვისას განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის საერთო ვადა, მისი სამართალში მიცემიდან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, არ შეიძლება აღემატებოდეს 24 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ეს ვადა კიდევ 6 თვემდე შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.“.
76. 163-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
77. 166-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან ბრალდებულის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ შეადგინონ ოქმი და დაუყოვნებლივ გადასცენ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხის გადასაწყვეტად.“
78. 167-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4-5 ნაწილები.
79. 168-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 168. გირაო
1. გირაო არის ის ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2. გირაოს თანხას და მისი შეტანის ვადას განსაზღვრავს პროცესის მწარმოებელი ორგანო, რომელიც იყენებს აღკვეთის ღონისძიების ამ სახეს. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები.
3. გირაო, როგორც წესი, არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-5 ნაწილში.
4. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობით გამომძიებელი მიმართავს შესაბამის სასამართლოს 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა სასამართლოს მიერ პირის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესვლისთანავე გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით გირაოს შემტანს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდებათ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) ან სხვა ფასეულობა, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
7. თუ ბრალდებულის ან განსასჯელის სახელით გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ან განსასჯელის სათანადო ქცევას და მის დროულ გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში, გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) ან სხვა ფასეულობა, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიება.“.
80. 169-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან“.
81. 170-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მომკვლევის,“;
ბ) მე-3 ნაწილში სიტყვა „შუამავლობით“ შეიცვალოს სიტყვით „შუამდგომლობით“.
82. 171-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მომკვლევთან,“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვების „მხოლოდ ამ პირთა“ შემდეგ სიტყვა „ან“ შეიცვალოს სიტყვით „და“;
გ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მომკვლევმა,“;
დ) მე-7 ნაწილში სიტყვა „ათ“ შეიცვალოს სიტყვით „ას“.
83. 172-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მომკვლევის,“.
84. 174-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვების „არ შეიძლება“ წინ დაემატოს სიტყვები „როგორც წესი“.
85. 176-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვების „საქართველოს პარლამენტის წევრის“ შემდეგ სიტყვა „საქართველოს“ ამოღებულ იქნეს, ხოლო სიტყვები „პროკურორის, გამომძიებლის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრის“.
86. 177-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მომკვლევს,“ და „ეჭვმიტანილი,“;
ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
87. 184-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მომკვლევი,“.
88. 187-ე მუხლის:
ა) სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 187. ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენება (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება)
1. საქართველოს პარლამენტის წევრის, სახალხო დამცველის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, მოსამართლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომელიც თანხმობის მიღების შემდეგ სასამართლო ბრძანების მისაღებად მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს“.
89. 190-ე მუხლში სიტყვების „სხვა ქონებრივი სახდელის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე საპროცესო კონფისკაციის“, ხოლო სიტყვების „გადამალავენ ან დახარჯავენ“ შემდეგ – სიტყვები „ანდა რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“.
90. 193-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვების „თუ არსებობს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ამ კოდექსის 190-ე მუხლით გათვალისწინებული“, ხოლო ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვა „უგზავნის“ შეიცვალოს სიტყვით „წარუდგენს“, ხოლო ამავე ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ქონებაზე ყადაღის დადებისათვის მოსამართლის ბრძანების მისაღებად მომკვლევის შუამდგომლობა სანქციონირებული უნდა იყოს პროკურორის მიერ.“.
91. 195-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვის „მომკვლევს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „პროკურორის სანქციით“.
92. 196-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „პირი“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლო აღმასრულებელი“.
93. 198-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვის „ქონება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ქონებისა“.
94. 199-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „დ“ და „ე“ შეიცვალოს სიტყვებით „დ“, „ე“ და „ი“;
ბ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე მითითება.
95. 203-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მოწმე ან ექსპერტი თავს აარიდებს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ორგანოში ან სასამართლოში გამოცხადებას, ანდა გამოძახებული მოწმე ან ექსპერტი უარს იტყვის თავისი მოვალეობის შესრულებაზე, მათ დაეკისრებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“;
ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
96. 204-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „196-197-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „197-198-ე“.
97. 211-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საკასაციო ან სარევიზიო“ შეიცვალოს სიტყვებით „სააპელაციო ან საკასაციო“.
98. 218-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილში სიტყვების „საექსპერტო დაწესებულების“ წინ დაემატოს სიტყვა „სახელმწიფო“;
ბ) მე-5 ნაწილში სიტყვები „სააპელაციო, საკასაციო და სარევიზიო“ შეიცვალოს სიტყვებით „სააპელაციო და საკასაციო“;
გ) მე-7 ნაწილში სიტყვების „წინასწარი გამოძიების დროს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „აგრეთვე“.
99. 227-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სარევიზიო“.
100. 232-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილში სიტყვის „დამცველის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის“, ხოლო ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „აუცილებლად“;
ბ) მე-8 ნაწილში სიტყვები „სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში 235-ე მუხლით დადგენილი წესით“ შეიცვალოს სიტყვებით „შესაბამის სასამართლოში წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით“.
101. 233-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „294-ე“ შეიცვალოს სიტყვით „140-ე“.
102. 235-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 ნაწილი.
103. 239-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის მეორე წინადადებაში სიტყვა „სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვით „საოლქო“;
ბ) მე-3 ნაწილში სიტყვები „სარევიზიო ინსტანციის სასამართლომ“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებმა ამ კოდექსით დადგენილი წესით“.
104. 240-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „ნაწილობრივი“ შეიცვალოს სიტყვებით „ბრალდების ნაწილში“.
105. 242-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ის“, ამავე ნაწილში სიტყვა „სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვით „საოლქო“, ხოლო სიტყვები „რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე“ – სიტყვებით „გამოძიების ადგილის მიხედვით“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვა „სასამართლოში“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოსათვის“;
გ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება;
დ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებები, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონოა ან დაუსაბუთებელი. კერძოდ:
ა) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (მე-200 მუხლი);
ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (269-ე მუხლი);
გ) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (399-ე მუხლი).“
ე) მე-5 და მე-9 ნაწილები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-6-8 და მე-10 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5-8 ნაწილებად;
ვ) მე-5 ნაწილში სიტყვები „რომლის განსჯადიცაა“ შეიცვალოს სიტყვებით „გამოძიების ადგილის მიხედვით“, ხოლო სიტყვები „2 თვისა“ – სიტყვებით „15 დღისა“;
ზ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. იმავე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, ხოლო შესაბამისად მასალებს ან სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის შესაბამის პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად ან საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.“
106. 243-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 243. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი
1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს შემდეგი წესით:
ა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემიდან (გამოტანიდან) 48 საათის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში;
ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს იმავე ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
2. საჩივარი შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამცემ (გამომტან) მოსამართლესთან, რომელიც ამ საჩივარსა და საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების (დადგენილების) აღსრულებასა და საქმეზე გამოძიებას.
3. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივარს იხილავს საქმის მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა. საჩივრის განხილვის დღე და დრო დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს.
4. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, ხოლო საკასაციო პალატა – კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით, პროკურორისა და მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს. საჩივრის განხილვაში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა. საჩივრის განმხილველ მოსამართლეს (სასამართლოს) უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი. მოსამართლე (სხდომის თავმჯდომარე) ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, ასახელებს მხარეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სათათბირო ოთახში. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
5. საჩივრის განხილვისას მოსამართლე (სასამართლო) ამოწმებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემისას (გამოტანისას) დაიცვა თუ არა მოსამართლემ 151-172-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლე (სასამართლო) იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
7. ბრალდების მხარის (პროკურორი, დაზარალებული და მისი წარმომადგენელი) შუამდგომლობის საფუძველზე საჩივრის განმხილველ მოსამართლეს (სასამართლოს) უფლება აქვს ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, რის შესახებაც გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას).
8. საჩივრის შემტან მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას მოსამართლის (სასამართლოს) სათათბირო ოთახში გასვლამდე უკანვე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.
9. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების (განჩინების) ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება ბრძანების (დადგენილების) გამცემ მოსამართლესა და დადგენილების (განჩინების) აღმსრულებელ ორგანოს.
10. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი დადგენილება (განჩინება) საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
11. პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ გასაჩივრდება.“
107. 246-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) დანაშაულის დაუდგენელი თანამონაწილის მიმართ.“
108. 255-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაედოს სისხლისსამართლებრივი სასჯელი,“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვა „წესები“ შეიცვალოს სიტყვით „წესი“.
109. 259-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სასამართლო ორდერი (ბრძანება)“ შეიცვალოს სიტყვებით „შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ორდერი (ბრძანება, დადგენილება)“.
110. 261-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მომკვლევი,“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვების „მოკვლევის ორგანო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „პროკურორის თანხმობით“.
111. 263-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ანონიმური ცნობები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბს არ წარმოადგენს. ასეთი ცნობები შეიძლება გადამოწმდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების გზით.“.
112. 265-ე მუხლის მე-4 ნაწილში ციფრი „7“ შეიცვალოს რიცხვით „20“.
113. 267-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვა „მომკვლევს“ შეიცვალოს სიტყვებით „მოკვლევის ორგანოს“;
ბ) მე-5 ნაწილში სიტყვების „გამოყოფილ მასალებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად და“.
114. 269-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 269. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გასაჩივრება
დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან, ხოლო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ იმავე ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან ან სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ.“.
115. 270-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „ბრალდებულის“ შეიცვალოს სიტყვით „განსასჯელის“.
116. 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში ციფრი „6“ შეიცვალოს ციფრით „8“.
117. 274-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „და მე-3 ნაწილებით“ შეიცვალოს სიტყვით „ნაწილით“.
118. 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „დაპატიმრების“, ხოლო ამავე ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;“.
119. 279-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ხოლო მისი გადაწყვეტილება“ შეიცვალოს სიტყვით „ან“.
120. XXXV თავის სათაურს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა,“
121. 282-ე მუხლის:
ა) სათაურში სიტყვა „ბრალდებულად“ შეიცვალოს სიტყვებით „ბრალდებულის სახით“;
ბ) პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს, პროკურორს გამოაქვთ დასაბუთებული დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში აღინიშნება:“;
გ) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „გ“ ქვეპუნქტად, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი – „ბ“ ქვეპუნქტად.
122. 282-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის, ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების თანხმობა.“.
123. 284-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „დადგენილების ასლს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით“, ხოლო ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს წინადადება „იმავდროულად ბრალდებულს გადაეცემა მისი უფლება-მოვალეობების ნუსხა.“.
124. 288-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. თუ ბრალდებულმა ან სხვა პირმა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი არ მოაწერა, ეს ეცნობება პროკურორს. იგი ვალდებულია დაადგინოს ოქმის ხელის მოწერაზე უარის მიზეზი და მონაწილეობა მიიღოს შემდგომ დაკითხვაში.“.
125. 290-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სატელეფონო საუბრების“ და სიტყვები „პიროვნების ხელშეუხებლობის“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვების „რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს“, სიტყვები „დღე-ღამის“ შეიცვალოს სიტყვებით „24 საათის“, სიტყვების „საცხოვრებელი ბინის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სხვა მფლობელობის“, ხოლო სიტყვის „დათვალიერება“ შემდეგ – სიტყვები „მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ“;
გ) მე-3 ნაწილში სიტყვების „საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ“, ხოლო სიტყვა „193-ე“ შეიცვალოს სიტყვით „293-ე“;
დ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც: არსებობს დანაშაულის კვალისა და ნივთიერი მტკიცებულების მოსპობისა და დაკარგვის რეალური საშიშროება, პირს დანაშაულის ფაქტზე წაასწრებენ, საქმისათვის საჭირო საგნები და დოკუმენტები აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, შემოწმება) ან შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო.“.
ე) მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების,“ და სიტყვები „და გვამის ექსჰუმაციის“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვა „მიღებისა“ შეიცვალოს სიტყვით „მიღების“.
126. 292-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვების „ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე“;
ბ) მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სატელეფონო და სხვა საუბრების მიყურადების“, ხოლო ამავე ნაწილში რიცხვი „48“ შეიცვალოს რიცხვით „24“.
127. 293-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება და გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება.“.
128. 299-ე მუხლში სიტყვა „აკრძალულია“ შეიცვალოს სიტყვით „დაუშვებელია“.
129. 306-ე მუხლის მე-2 ნაწილში რიცხვი „14“ შეიცვალოს „რიცხვით „16“.
130. 307-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მძიმე ავადმყოფი მოწმის დაკითხვა ყველა შემთხვევაში ტარდება ექიმის წერილობითი ნებართვით, ხოლო თუ ამას აუცილებლად მიიჩნევს ექიმი – მისი თანდასწრებით.“.
131. 308-ე მუხლის მე-6 ნაწილში სიტყვები „პედაგოგმა და ექიმმა, თუ ისინი ესწრებოდნენ დაკითხვას“ შეიცვალოს სიტყვებით „დაკითხვაში მონაწილე სხვა პირებმა“.
132. 311-ე მუხლის მე-13 ნაწილში რიცხვი „16“ შეიცვალოს რიცხვით „18“.
133. 314-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვის „მოწმე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და დაზარალებული“, ხოლო სიტყვები „რომ მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს“ შეიცვალოს სიტყვებით „მათ უფლება აქვთ არ მისცენ“.
134. 318-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „უნდა მიმართოს სასამართლოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს“.
135. 332-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „იჩივლოს საკასაციო ინსტანციაში“ შეიცვალოს სიტყვებით „საჩივრით მიმართოს შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებს“.
136. 356-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 ნაწილი, ხოლო პირველი ნაწილიდან – ამ ნაწილის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი „1“.
137. 358-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ. ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ეჭვს შეიტანენ მათ შერაცხაობაში ან იმაში, საქმის წარმოების მომენტისათვის რამდენად შესწევთ უნარი ანგარიში გაუწიონ თავიანთ მოქმედებებს ან უხელმძღვანელონ მათ;“.
138. 362-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „უნდა“ შეიცვალოს სიტყვით „შეიძლება“.
139. 364-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 364. ალტერნატიული ექსპერტიზა
მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე ჩაატაროს ექსპერტიზა იმ გარემოების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების დაცვას. ექსპერტიზის ჩატარებისა და ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის შესახებ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე. საექსპერტო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს მხარის მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარის მოთხოვნით, ექსპერტის დასკვნა სავალდებულო წესით დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად.“.
140. 366-ე მუხლის:
ა) სათაური და პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 366. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს
1. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან დაზარალებულს უფლება აქვს:“;
ბ) პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით დაესწროს ექსპერტიზას, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ მოსთხოვოს მას განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე;“.
141. 387-ე მუხლის მე-4 ნაწილში რიცხვი „288“ შეცვალოს რიცხვით „289“.
142. 390-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან შესაბამისად ამოღებულ იქნეს სიტყვები „მომკვლევი“ და „მომკვლევს“.
143. 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ აღარ არსებობს 29-ე მუხლში მითითებული სისხლის სამართალწარმოების შეჩერების საფუძველი, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან გამოიტანონ დადგენილება საქმის წარმოების განახლების შესახებ.“.
144. 396-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვა „გამომძიებელსა“ შეიცვალოს სიტყვებით „გამომძიებელს ან“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვების „არა უგვიანეს 10 დღისა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „155-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა“, ხოლო ამავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაამტკიცოს დადგენილება;“.
145. მე-400 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „შეიძლება“ შეიცვალოს სიტყვით „უნდა“.
146. 402-ე მუხლის სათაურში სიტყვა „შესწავლის“ შეიცვალოს სიტყვით „გაცნობის“.
147. 404-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „უწყების მიღებიდან 7 დღის ვადაში“ შეიცვალოს სიტყვებით „დანიშნულ ვადაში“.
148. 405-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მესამე წინადადება;
ბ) მე-6 ნაწილში სიტყვების „გააკეთოს ამონაწერი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „თავისი ხარჯით“, ხოლო ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მოახდინოს ნივთიერი მტკიცებულებების ფოტოგრაფირება“.
149. 406-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება.
150. 407-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვა „პირს“ შეიცვალოს სიტყვით „მხარეს“, ხოლო სიტყვების „უფლება აქვს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ერთჯერადად“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „48 საათამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „5 დღე“, ხოლო სიტყვები „72 საათამდე“ – სიტყვებით „15 დღე“;
გ) მე-3 ნაწილში რიცხვი „48“ შეიცვალოს რიცხვით „72“, ხოლო რიცხვი „24“ – რიცხვით „48“;
დ) მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხოლო პროცესის მონაწილის თხოვნით – საქმის ყველა მასალას“.
151. 412-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მოკვლევა ან“.
152. 413-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „და“ შეიცვალოს სიტყვით „ან“.
153. 414-ე მუხლში სიტყვა „ის“ შეიცვალოს სიტყვით „იგი“, ხოლო ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და დაუბრუნდება გამომძიებელს აღმოჩენილ შეცდომებზე მითითებით“.
154. 416-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „უგზავნის ბრალდებულს,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში –“.
155. 417-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 417. სამართალში მიცემის ორგანოები
სამართალში მიცემის ორგანოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად საქმეებზე – რაიონული (საქალაქო) სასამართლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების პირველი ინსტანციით განსჯად საქმეებზე – ამ სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განსჯად საქმეებზე – ამ სასამართლოს კოლეგიის მოსამართლეები.“.
156. 419-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს, საბრალდებო დასკვნითურთ, სამართალში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად, განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.“;
ბ) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „არა უადრეს 24 საათისა და“;
გ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „გამოძიების“.
157. 420-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 420. სისხლის სამართლის საქმის შესწავლა
1. სასამართლოში შემოსული სისხლის სამართლის საქმე არა უგვიანეს 5 დღისა უნდა გადაეცეს შესაბამის მოსამართლეს. იგი ვალდებულია საქმე შეისწავლოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ შესასწავლი საქმე რთულია ან მოცულობით დიდია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეებს უფლება აქვთ საქმის შესწავლის ვადა გააგრძელონ ერთ თვემდე.
2. მოსამართლე ვალდებულია განიხილოს ბრალდებულის სამართალში მიცემასთან დაკავშირებით პროცესის მონაწილეთაგან შემოსული შუამდგომლობები და განცხადებები ამ კოდექსით დადგენილი წესით.
3. წარმოებაში მიღებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლისათვის ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადების ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღისა მოსამართლეს 422-ე მუხლით განსაზღვრული წესის დაცვით გამოაქვს 424-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი დადგენილება, ხოლო 421-ე მუხლის მე-3-5 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას იგი დადგენილებით ნიშნავს საქმის წინასწარ მოსმენას.“
158. 421-ე მუხლის მე-4-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. წინასწარი მოსმენა ტარდება აგრეთვე, თუ მოსამართლეს მიაჩნია, რომ არსებობს ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული საფუძველი, რომელიც საჭიროებს განხილვასა და შემოწმებას მხარეთა მონაწილეობით.
5. წინასწარი მოსმენის ჩატარება სავალდებულოა ისეთი დანაშაულის საქმეზე, რომლისთვისაც განსასჯელს შეიძლება დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე არასრულწლოვანთა საქმეებზე.“.
159. 422-ე მუხლში სიტყვები „პასუხს გასცემს“ შეიცვალოს სიტყვით „არკვევს“, ხოლო ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ასეთ შემთხვევაში სასამართლოს სხდომა ტარდება მხარეთა მონაწილეობის გარეშე.“.
160. 423-ე მუხლის:
ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განსასჯელის სახით პირის სამართალში მიცემის ყველა შემთხვევაში მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი საკითხები:“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) შეესაბამება თუ არა საქმის მასალებს ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაცია;“;
გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) არსებობს თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიების ან საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი;“.
161. 424-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვა „ნაწილობრივ“ შეიცვალოს სიტყვებით „ბრალდების ნაწილში“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „არა უგვიანეს 72 საათისა“ შეიცვალოს სიტყვებით „7 დღის გასვლის შემდეგ“.
162. 426-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვა „დასმა“ შეიცვალოს სიტყვით „დაყენება“.
163. 427-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან გამოძიების მოსამართლე“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულისათვის ახალი, არსებითად განსხვავებული ან უფრო მძიმე ბრალდების წაყენებას;“.
164. 430-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე ან გამოძიების“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვის „მოსამართლე“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(სასამართლო)“;
ბ) მე-3 ნაწილში სიტყვის „მოსამართლე“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(სასამართლო)“;
გ) მე-4 ნაწილში სიტყვის „მოსამართლე“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(სასამართლო)“;
დ) მე-5 ნაწილის ბოლო წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მოითხოვოს ოქმის საჯაროდ წაკითხვა, რომელშიც დაფიქსირებულია ბრალდების მტკიცებულება“;
ე) მე-6 ნაწილში სიტყვების „ისინი მოპოვებულია“ წინ დაემატოს სიტყვები „აღნიშნული მოთხოვნა დასაბუთებულია ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც საფუძველს იძლევა ეჭვისათვის, რომ“, სიტყვები „სათანადო სამართლებრივი“ შეიცვალოს სიტყვებით „საპროცესო კანონით დადგენილი“, ხოლო ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს წინადადებები „იმ მტკიცებულების მოპოვების პირობები, რომლის დასაშვებობასაც სადავოდ ხდის დაცვა, შეიძლება შემოწმდეს მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის, დოკუმენტების წარდგენისა და საჯაროდ დაკითხვის გზით და სხვა საპროცესო საშუალებებით. დაცვას აქვს ბრალდების მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება“, აგრეთვე წინადადება „ასეთ მტკიცებულებათა წარმოდგენის შემთხვევაში პროკურორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მათს შემოწმებაში, მათ შორის, დაცვის მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის გზით“;
ვ) მე-8 ნაწილში სიტყვის „მოსამართლეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(სასამართლოს)“.
165. 431-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 424-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 426-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა შეიძლება გასაჩივრდეს: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში – თუ დადგენილება გამოტანილია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიერ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – თუ დადგენილება გამოტანილია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, საოლქო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიების მოსამართლეთა მიერ.“;
ბ) მე-2 ნაწილის პირველ და მეორე წინადადებებში სიტყვის „მოსამართლე“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(სასამართლო)“;
გ) მე-3 ნაწილში სიტყვის „მოსამართლესთან“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(სასამართლოში)“;
დ) მე-4 ნაწილში სიტყვები „სამი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია“ შეიცვალოს სიტყვებით „მოსამართლე (სასამართლო)“.
166. 432-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3-6 ნაწილები შესაბამისად ჩაითვალოს პირველ-მე-4 ნაწილებად;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლე (სასამართლო), რომელსაც დაევალა საქმის განხილვა, გასცემს განკარგულებას, რათა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად გამოიძახონ სამართალში მიცემის შესახებ დადგენილებაში მითითებული პირები, აგრეთვე საქმის განხილვაში ჩაბმული მოწმეები და ექსპერტები, მის მიერ შედგენილი სასამართლო განხილვის გრაფიკის შესაბამისად.“.
167. 433-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 433. მოსამართლის საქმის არსებითად განხილვაში მონაწილეობის უფლება ბრალდებულის სამართალში მიცემის შემდეგ
მოსამართლე (სასამართლო), რომელმაც 426-ე მუხლის შესაბამისად გამოიტანა დადგენილება ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ, უფლებამოსილია შემდგომში მონაწილეობა მიიღოს ამ სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვაში.“.
168. 439-ე მუხლის მე-7 ნაწილში სიტყვები „კერძო ბრალმდებელი, აგრეთვე დაზარალებული“ შეიცვალოს სიტყვებით „დაზარალებული (კერძო ბრალმდებელი),“.
169. 448-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „სარგებლობს მხარის უფლებებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(მე-15 მუხლი)“.
170. 451-ე მუხლის მე-3 ნაწილს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „29-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და“.
171. 455-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 455. შენიშვნები სასამართლოს სხდომის ოქმზე და მათი განხილვის წესი
1. სასამართლოს სხდომის ოქმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ 5 დღე-ღამის განმავლობაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. შენიშვნებს განიხილავს იმავე საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო).
2. შენიშვნების განხილვის შემდეგ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება), რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილება (განჩინება) ყველა შემთხვევაში დაერთვის საქმეს.“.
172. 456-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვა „209-ე“ შეიცვალოს სიტყვით „208-ე“.
173. 476-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განსასჯელს დაკითხავენ პროცესის მონაწილენი შემდეგი თანამიმდევრობით: სახელმწიფო ბრალმდებელი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენელი, მისი დამცველი, სხვა განსასჯელები და მათი დამცველები, ბოლოს კი სასამართლო.“.
174. 477-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) განსასჯელი სასამართლო სხდომაზე უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე.“
175. 478-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „რაზედაც ჩამოერთმევა ხელწერილი“.
176. 483-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილში სიტყვები „358-376-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „356-374-ე“;
ბ) მე-8 ნაწილში სიტყვები „არ შეარყიეს“ შეიცვალოს სიტყვებით „ეჭვქვეშ ვერ დააყენეს“.
177. 485-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „335-341-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „333-339-ე“.
178. 486-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „352-357-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „350-355-ე“.
179. 487-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, ამოსაცნობად წარდგენა და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის ხდება 340-343-ე, 347-349-ე, 375-384-ე მუხლებით დადგენილი წესებით.“.
180. 490-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგითობით წარმოთქვამენ სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი (დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი), სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი (თუ დამცველი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობს), სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი.“.
181. 501-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვების „მას გამოაქვს დადგენილება“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(განჩინება)“;
ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
182. 503-ე მუხლის მე-4 ნაწილის მეორე წინადადებაში სიტყვა „განსასჯელის“ შეიცვალოს სიტყვით „პირის“, ხოლო სიტყვების „წინასწარ პატიმრობაში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე შინაპატიმრობასა და სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე“.
183. 511-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ზიანი და მორალური თუ სხვა ზიანით მიყენებული შედეგების აღმოფხვრა 220-227-ე მუხლებით დადგენილი წესით“ შეიცვალოს სიტყვებით „და მორალური ზიანი 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით“.
184. 515-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „მე-80“ შეიცვალოს სიტყვით „81-ე“, ხოლო სიტყვები „რომელიც ეძლევა ადვოკატს, როცა იგი ახორციელებს დაცვას ან წარმომადგენლობს შეთანხმებით“ – სიტყვებით „რაც დადგენილია კანონმდებლობით“.
185. LVI და LVII თავების შესაბამის მუხლებში, გარდა 538-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 539-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა, სიტყვა „განსასჯელი“ შეიცვალოს სიტყვით „მსჯავრდებული“.
186. 517-ე მუხლში სიტყვები „– პირველ და სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვით „სასამართლო“, ხოლო ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მაინც, მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევით, ან საკასაციო ინსტანციაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით“.
187. 519-ე მუხლში სიტყვები „პირველი ინსტანციის“ შეიცვალოს სიტყვებით „რაიონული (საქალაქო)“.
188. 521-ე და 522-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 521. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა თუ სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარს განიხილავენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატები.
2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველ მოსამართლეთა შემადგენლობის თავმჯდომარედ ინიშნება ამ შემადგენლობის ერთ-ერთი მოსამართლე.
მუხლი 522. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველი
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენისა თუ სხვა გადაწყვეტილების როგორც დასაბუთებულობის, ისე კანონიერების თაობაზე შეტანილი საჩივარი.“
189. 525-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში სიტყვები „პირველი ინსტანციის“ შეიცვალოს სიტყვებით „რაიონული (საქალაქო)“.
190. 528-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვები „პირველი ინსტანციის“ შეიცვალოს სიტყვებით „რაიონული (საქალაქო)“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „14 დღისა“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთი თვისა“, ხოლო ციფრი „7“ შეიცვალოს რიცხვით „15“.
191. 529-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადებები: „თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო სააპელაციო გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.
192. 536-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეაქვს ცვლილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;“;
ბ) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მისი შუამდგომლობით“.
193. 542-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „609-610-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „602-606-ე“.
194. 544-ე მუხლში სიტყვა „209-ე“ შეიცვალოს სიტყვით „208-ე“.
195. 547-ე მუხლში სიტყვები „პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიებისა და ამ სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი“, ხოლო ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება.
196. 548-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მოქმედებს 520-ე მუხლით დადგენილი წესები, მაგრამ“ და სიტყვები „სრული მოცულობით“.
197. 549-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 549. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო
საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 3 მოსამართლის შემადგენლობით.“.
198. 551-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკასაციო ინსტანციის სასამართლო ვალდებულია საკასაციო საჩივრის გამო შემოსული სისხლის სამართლის საქმე განიხილოს განაჩენის, განჩინების ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს.“.
199. 552-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადებები: „თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო საკასაციო გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.
200. 553-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში სიტყვები „პირველი ინსტანციის სასამართლოს“ შეიცვალოს სიტყვებით „547-ე მუხლში მითითებული სასამართლოების“.
201. 558-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
202. 559-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
203. 560-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 ნაწილები.
204. 561-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი, მე-8 და მე-9 ნაწილები, ხოლო მე-2-7 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად პირველ-მე-6 ნაწილებად.
205. 562-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 ნაწილი, ხოლო პირველი ნაწილიდან – ამ ნაწილის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი „1“.
206. 563-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს „ო“ ქვეპუნქტი.
207. 566-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 566. საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა
საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, გააფართოოს ბრალდების მოცულობა, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა, გაამკაცროს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მსჯავრდებულის ყოფნის რეჟიმი ან მიიღოს მსჯავრდებულის საზიანო სხვა გადაწყვეტილება.“.
208. 567-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „ერთ-ერთი“ შეიცვალოს სიტყვით „იმ“.
209. 568-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
210. 569-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 569. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება
განაჩენის გაუქმებისას ან საქმის შეწყვეტისას დანაშაულის შემთხვევის ან შემადგენლობის არარსებობისას, აგრეთვე მაშინ, როდესაც განსასჯელი არ მონაწილეობდა დანაშაულში, დაუშვებელია განაჩენის გაუქმების ან საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ისეთ ფორმულირებათა შეტანა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ იმ პირის უდანაშაულობას, რომლის მიმართაც წყდება საქმე.“.
211. 570-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „გამომძიებელს, პროკურორსა და პირველი“ შეიცვალოს სიტყვებით „გამომძიებელსა და პროკურორს პირველი და სააპელაციო“.
212. 571-ე მუხლის:
ა) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „განაჩენის და“;
ბ) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „განაჩენი ან“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვების „შემთხვევებში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „593-601-ე მუხლებით დადგენილი წესით“;
213. LVIII თავი ამოღებულ იქნეს.
214. LIX თავის სათაურში სიტყვები „ახლად გამოვლენილ“ შეიცვალოს სიტყვებით „ახლად აღმოჩენილ“, ხოლო სიტყვები „ახლად აღმოჩენილ“ – სიტყვებით „ახლად გამოვლენილ“.
215. 593-ე და 594-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 593. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა სახეები
1. განაჩენი და შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ არსებობს ფაქტობრივი ან სამართლებრივი ხასიათის ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებანი.
2. ახლად აღმოჩენილია ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
ა) როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მოწმის ჩვენება ან ექსპერტის დასკვნა, აგრეთვე ყალბია სხვა მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენს ან განჩინებას;
ბ) როცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია მოსამართლის, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მის მიერ ჩადენილი იყო ამ საქმის განხილვის დროს;
გ) სხვა გარემოება, რომელიც განაჩენის ან განჩინების გამოტანის დროს სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ან იმ პირის ბრალეულობას, ვის მიმართაც საქმე შეწყვეტილი იყო;
დ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს, კანონის სხვა არსებით დარღვევებს, რომლებმაც შეაპირობეს უკანონო ან დაუსაბუთებელი განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა.
3. ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
გ) გარემოებანი, რომლებიც მიუთითებენ დაშვებულ სასამართლო შეცდომაზე, რომელმაც თავი იჩინა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
მუხლი 594. საჩივრის შეტანა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ:
ა) საქართველოს გენერალურ პროკურორთან – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან – შესაბამისად ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი უშუალოდ შეაქვთ:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში – შესაბამისად ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მსჯავრდებულს, მის დამცველს, მსჯავრდებულის ნათესავს და დაინტერესებულ პირებს (მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში).
4. სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობას.“.
216. 595-ე მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები „ახლად გამოვლენილ“ შეიცვალოს სიტყვებით „ახლად აღმოჩენილ“, ხოლო სიტყვები „ახლად აღმოჩენილ“ – სიტყვებით „ახლად გამოვლენილ“;
ბ) პირველ და მე-2 ნაწილებში სიტყვები „ახლად გამოვლენილ“ შეიცვალოს სიტყვებით „ახლად აღმოჩენილ“, ხოლო სიტყვები „ახლად აღმოჩენილ“ – სიტყვებით „ახლად გამოვლენილ“.
217. 596-ე მუხლის:
ა) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ახლად გამოვლენილ და“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გენერალურ პროკურორთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან შეტანილი საჩივრების საფუძველზე აღნიშნული პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას, საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში აღძრავენ წარმოებას საჩივრის გამო და გამოძიებას ავალებენ პროკურორს ან გამომძიებელს.“;
გ) მე-3 ნაწილში სიტყვების „რომელსაც ამტკიცებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „შესაბამისად“, ხოლო სიტყვების „საქართველოს გენერალური პროკურორი“ შემდეგ – სიტყვები „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები“;
დ) მე-4 ნაწილში სიტყვები „593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში“ შეიცვალოს სიტყვებით „593-ე მუხლის მე-2 ნაწილში“, ხოლო ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ახლად გამოვლენილ ან“;
ე) მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ახლად გამოვლენილ ან“;
ვ) მე-5-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ გარემოებათა არსებობის გამო საქმის გადასინჯვის შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი ან შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, რომლებიც დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარდგინებით მიმართავენ შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებს. წარდგინებასთან ერთად პლენუმს და პრეზიდიუმს გადაეცემა გამოძიების მასალები, პროკურორის მიერ დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ასეთი წარდგინებით მიმართოს აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებს.
6. საქართველოს გენერალურ პროკურორს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინებით მიმართონ შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებს საკუთარი ინიციატივითაც სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი უარყოფს საქართველოს გენერალური პროკურორის ან ამ ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მიერ შეტანილ წარდგინებას, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია იმავე საქმეზე წარდგინებით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმების სხდომაზე ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულ წარდგინებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდის პროკურორი, რომელმაც წარდგინება შეიტანა, ან გენერალური პროკურორის დავალებით – მისი მოადგილე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმების სხდომაზე – გენერალური პროკურორის დავალებით შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინება განიხილება 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით.“
218. 597-601-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 597. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის შეტანა
593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მხარეს საჩივარი უშუალოდ შეაქვს:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში – შესაბამისად ამ რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
მუხლი 598. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში
1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილ საჩივარს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები შესასწავლად გადასცემენ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის წევრ ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც დაუყოვნებლივ გამოითხოვს იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის თაობაზედაც საჩივარი იქნა შეტანილი.
2. საქმის შესწავლის შემდეგ, საჩივრის შემოსვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა, მოსამართლე ადგენს დასკვნას და გამოთხოვილ საქმესთან ერთად განსახილველად წარუდგენს პრეზიდიუმს. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა ნიშნავს პრეზიდიუმის სხდომას საჩივრის არსებითად განხილვისათვის. პრეზიდიუმი საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით. პრეზიდიუმს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით, ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება და საჩივარი არ დაკმაყოფილდება.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილება მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა ეგზავნება მხარეს. მას უფლება აქვს აღნიშნული დადგენილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში.
მუხლი 599. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის, განჩინებისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილება 598-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
2. საჩივრის განხილვის შედეგად საზედამხედველო პალატა ხმათა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:
ა) კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმისათვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის საფუძვლის არარსებობის შესახებ.
3. საზედამხედველო პალატის დასკვნა განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის საფუძვლის არარსებობის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. პალატის მიერ გამოტანილ დასკვნას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე, ხოლო შუამდგომლობას – პალატის თავმჯდომარე.
5. საკითხის გადაწყვეტისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საჩივარი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე არსებითი განხილვისათვის მიიღება.
6. პალატაში საჩივრის განხილვისას მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. იგი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
7. საჩივრის უარყოფის შესახებ მიღებული დასკვნის ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გადაეგზავნოს საჩივრის შემომტან პირს.
8. საზედამხედველო პალატის მიერ საჩივრის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში ამ პალატის თავმჯდომარე ადგენს შუამდგომლობას და მისი შედგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა საქმის ყველა მასალასთან ერთად უგზავნის საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს საჩივრის არსებითი განხილვისათვის.
მუხლი 600. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის შუამდგომლობის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შესაბამისად საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის მიერ შეტანილი შუამდგომლობა განიხილება 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილების სახით, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მუხლი 601. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები
1. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების მსჯავრდებულის სასარგებლოდ გასაჩივრების ვადა შეუზღუდავია.
2. გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამართლებულის ან მსჯავრდებულის საზიანოდ გასაჩივრება დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა პირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს ან საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს შესაბამისად საჩივრით ან თხოვნით, დაადგინონ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობა.“
219. 606-ე მუხლის მე-2-3 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-3-4 ნაწილებად, ხოლო ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:
„2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და მოსამართლის დადგენილება, რომლის გასაჩივრება არ დაიშვება, კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება დაუყოვნებლივ, მისი გამოტანის შემდეგ.“
220. LXI თავში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) 607-ე მუხლი ამოღებულ იქნეს, ხოლო 608-ე მუხლი ჩაითვალოს 607-ე მუხლად და ამავე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ანდა საგრძნობლად გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა“;
ბ) 614-ე მუხლი ჩაითვალოს 608-ე მუხლად;
გ) 609-612-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 609. განაჩენის აღსრულების გადადება
1. თავისუფლების აღკვეთით, გადასახლებით, გასახლებით, თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოებით მსჯავრდებული პირისათვის განაჩენის აღსრულების გადადება შეიძლება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის გამო, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას – მის გამოჯანმრთელებამდე;
ბ) განაჩენის აღსრულების მომენტისათვის მსჯავრდებული ქალის ორსულობის გამო – მშობიარობის შემდეგ ერთ წლამდე;
გ) თუ მსჯავრდებულ ქალს ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი – ვიდრე ბავშვი მიაღწევდეს 3 წლის ასაკს;
დ) თუ სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მოჰყვეს მსჯავრდებულისათვის ან მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგი ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, მძიმე ავადმყოფობის, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
2. ჯარიმის გადახდის გადადება ან გადავადება შეიძლება 6 თვემდე ვადით, თუ მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია.
მუხლი 610. იმ მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენის აღსრულება გადადებულია. განაჩენის აღსრულების გადადების წესი
1. სასამართლო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც განაჩენის აღსრულება გადადებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 471 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით, სასჯელისაგან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა ორგანოს წარდგინებით, ხოლო არასრულწლოვანს – შინაგან საქმეთა ორგანოს წარდგინებით.
2. სასამართლო განაჩენით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის აღსრულების გადადებას გააუქმებს და თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულს გააგზავნის მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შინაგან საქმეთა ორგანოს, ანდა იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის წარდგინებით, რომელსაც დაეკისრა მსჯავრდებულის მეთვალყურეობა და მასთან აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარების მოვალეობა.
მუხლი 611. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით
1. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ახდენს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის აღსრულების გამგებელი ორგანოს წარდგინებით, აგრეთვე მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთობლივი წარდგინებით, ხოლო თუ პირი სასჯელს იხდის სადისციპლინო ბატალიონში – სადისციპლინო ბატალიონის მეთაურის წარდგინებით.
2. იმ პირთა სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 18 წლის ასაკამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, ახდენს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის აღსრულების გამგებელი ორგანოს წარდგინებით.
3. იმ სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი, რომელიც გამოიხატება განსაზღვრული თანამდებობის დაკავების ან განსაზღვრული საქმიანობის უფლების ჩამორთმევაში, წყდება შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით, მსჯავრდებულის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით.
მუხლი 612. თავისუფლების აღკვეთის მოხდის რეჟიმის შეცვლა. გამასწორებელი სამუშაოებისა და ჯარიმის შეცვლა სხვა სასჯელით
1. შრომა-გასწორების დაწესებულების სახეობის ან სასჯელის მოხდის რეჟიმის შეცვლის საკითხს იმ საფუძვლებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, წყვეტს სასამართლო შრომა-გასწორების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებულია სამეთვალყურეო კომისიასთან.
2. თუ სასამართლო უარს იტყვის განსაკუთრებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში ან საპყრობილიდან შრომა-გასწორების კოლონიაში გადაყვანაზე, ამ საკითხზე წარდგინების განმეორებით განხილვა შეიძლება უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არა უადრეს 6 თვის გასვლის შემდეგ.
3. სასამართლო შინაგან საქმეთა ორგანოს წარდგინებით, ანდა საზოგადოებრივი ორგანიზაცის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად შრომისუუნაროდ ცნობილ პირს გამასწორებელ სამუშაოებს შეუცვლის ჯარიმით ან საზოგადოებრივი გაკიცხვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოების მუშაობის ადგილას მოხდით მსჯავრდებულ პირს სასჯელის მოსახდელად გააგზავნის გამასწორებელი სამუშაოების აღსრულების გამგებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გამასწორებელ სამუშაოებს შეცვლის თავისუფლების აღკვეთით.
4. ჯარიმის გამასწორებელი სამუშაოებით შეცვლის საკითხი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად წყდება სასამართლოს განჩინებით.“;
დ) 613-ე მუხლი ამოღებულ იქნეს, ხოლო 616-ე მუხლი ჩაითვალოს 613-ე მუხლად;
ე) კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 614-ე მუხლი:
„მუხლი 614. განაჩენის აღსრულება სისრულეში მოუყვანელი სხვა განაჩენების არსებობის დროს
იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ არსებობს სისრულეში მოუყვანელი რამდენიმე განაჩენი, რაც არ იყო ცნობილი იმ სასამართლოსათვის, რომელმაც გამოიტანა დროის მიხედვით უკანასკნელი განაჩენი, ეს სასამართლო ან განაჩენის აღსრულების ადგილის მიხედვით იმავე დონის სასამართლო ვალდებულია ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით გამოიტანოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამოყენების წესის შესახებ, რისთვისაც უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლით.“;
ვ) 615-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 615. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადამწყვეტი სასამართლოები
1. განაჩენის აღსრულების გადადების საკითხებს ამ კოდექსის 609-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენის სისრულეში მოუყვანლობის საკითხებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო ჯარიმისა და თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოების სხვა აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის საკითხებს ამ კოდექსის 612-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს განაჩენის გამომტანი სასამართლო.
2. თუ განაჩენის აღსრულება ხდება განაჩენის გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, აღნიშნულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის აღსრულების ტერიტორიაზე არ არსებობს იმავე დონის სასამართლო – ზემდგომი სასამართლო. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება განაჩენის გამომტან სასამართლოს.
3. საკითხები მსჯავრდებულის ავადმყოფობის ან ინვალიდობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების, შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმიდან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გაგზავნის, ერთი შრომა-გასწორების ან შრომა-აღმზრდელობითი კოლონიიდან სხვა სახის რეჟიმის კოლონიაში, შრომა-აღმზრდელობითი კოლონიიდან შრომა-გასწორების კოლონიაში, შრომა-გასწორების კოლონიიდან საპყრობილეში ან საპყრობილიდან შრომა-გასწორების კოლონიაში გადაყვანის, კოლონია-დასახლებაში მუშაობის დროის საერთო შრომით სტაჟში ჩათვლის შესახებ წყდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, იმის მიუხედავად, თუ რომელმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი.
4. საკითხები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოების მუშაობის ადგილას მოხდით მსჯავრდებული პირის გამასწორებელი სამუშაოების აღსრულების გამგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას სასჯელის მოსახდელად გაგზავნის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად პირობითი მსჯავრდების დროს გამოსაცდელი ვადის შემცირების ან პირობითი მსჯავრდების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის, იმ მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ, რომლის მიმართაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 471 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით განაჩენის აღსრულება გადადებულია, აგრეთვე განაჩენის აღსრულების ასეთი გაუქმებისა და თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის საკითხები წყდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“;
ზ) კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 616-ე მუხლი:
„მუხლი 616. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის წესი
1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები წყდება სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომაზე პროკურორის მონაწილეობით. სხდომაზე, როგორც წესი, იბარებენ მსჯავრდებულს, ხოლო თუ მან იშუამდგომლა – მის დამცველსაც. თუკი საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, იბარებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს და სამოქალაქო მოპასუხეს, მაგრამ ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აჩერებს საქმის განხილვას. როდესაც გადასაწყვეტია საკითხი ავადმყოფობის ან ინვალიდობის გამო მსჯავრდებულის გათავისუფლების ან საავადმყოფოში მოთავსების შესახებ, აუცილებელია იმ საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება, რომლის მიერაც გაცემულია დასკვნა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
2. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმიდან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გაგზავნის, ერთი შრომა-გასწორების ან შრომა-აღმზრდელობითი კოლონიიდან სხვა სახის რეჟიმის კოლონიაში, შრომა-აღმზრდელობითი კოლონიიდან შრომა-გასწორების კოლონიაში, შრომა-გასწორების კოლონიიდან საპყრობილეში ან საპყრობილიდან შრომა-გასწორების კოლონიაში გადაყვანის საკითხის განხილვისას გამოიძახებენ სასჯელის აღსრულების გამგებელი ორგანოს წარმომადგენელს.
3. სასამართლოს მიერ იმ საკითხების განხილვისას, რომლებიც დაკავშირებულია პირობით მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან, იმ მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლებასთან, რომლის მიმართაც თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება გადადებული იყო, ან განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდისათვის ამ პირების გაგზავნასთან, მოიწვევენ მათი ყოფაქცევისადმი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, აგრეთვე იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და შრომითი კოლექტივის წარმომადგენლებს, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას მსჯავრდებულისადმი და ატარებენ მასთან აღმზრდელობით მუშაობას.
4. საქმის განხილვა იწყება თავმჯდომარის მოხსენებით, რის შემდეგაც სასამართლო მოუსმენს სხდომაზე გამოცხადებულ პირებს და პროკურორის დასკვნას. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს მსჯავრდებული, მას მიეცემა საბოლოო სიტყვა. შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.“;
თ) 617-ე მუხლი ამოღებულ იქნეს, ხოლო 618-ე მუხლი ჩაითვალოს 617-ე მუხლად;
ი) კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 618-ე მუხლი:
„მუხლი 618. ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად განიხილავს სასამართლო იმ პირთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლებსაც მოხდილი აქვთ სასჯელი, ამ პირთა ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების შუამდგომლობით, ხოლო ნასამართლობის ვადამდე მოხსნის საკითხს – საზოგადოებრივი ორგანიზაციების შუამდგომლობით.
2. ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობის განხილვის დღის შესახებ ეცნობება პროკურორს, მაგრამ მისი გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის დასწრება სავალდებულოა. შუამდგომლობის განხილვაზე შუამდგომლობის აღმძვრელი ორგანიზაციის წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა.
3. ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობის განხილვა იწყება მოსამართლის მოხსენებით, რის შემდეგაც სასამართლო განიხილავს არსებულ დოკუმენტებს, მოისმენს მოწვეულ პირთა ახსნა-განმარტებას და შუამდგომლობის განხილვაში მონაწილე პროკურორის დასკვნას. მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება ნასამართლობის მოხსნის შესახებ, რომელიც არ გასაჩივრდება.
4. თუ მოსამართლე გამოიტანს დადგენილებას ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, განმეორებით შუამდგომლობის აღძვრა იმავე საკითხზე შეიძლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ამ დადგენილების გამოტანის დღიდან.“;
კ) 619-621-ე მუხლები ამოღებულ იქნეს, ხოლო 622-625-ე მუხლები ჩაითვალოს შესაბამისად 619-622-ე მუხლებად.
221. 630-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „268-ე“ შეიცვალოს სიტყვით „267-ე“.
222. 634-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „635-ე მუხლში“ შეიცვალოს სიტყვებით „27-ე მუხლის პირველ ნაწილში“.
223. 636-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „მოსამართლე ვალდებულია“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საფუძვლიანობის შემთხვევაში“.
224. 640-ე მუხლში სიტყვები „უფროსებთან“ და „247-ე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „სრულწლოვნებთან“ და „246-ე“.
225. 647-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გამომძიებლის ნებართვით“, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვა „შეიძლება“ შეიცვალოს სიტყვით „უნდა“.
226. 652-ე მუხლის პირველ ნაწილში ციფრი „5“ შეიცვალოს ციფრით „3“.
227. 662-ე მუხლის მე-3 ნაწილში რიცხვი „183“ შეიცვალოს რიცხვით „182“.
228. 676-ე მუხლის:
ა) სათაურს ბოლოში დაემატოს სიტყვა „(დადგენილება)“;
ბ) პირველ-მე-5 ნაწილებში სიტყვის „განჩინება“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(დადგენილება)“, ხოლო პირველ ნაწილში სიტყვა „452-ე“ შეიცვალოს სიტყვით „453-ე“;
გ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „იძლევა პასუხს 683-ე მუხლში აღნიშნულ საკითხებზე“.
229. 680-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი – მე-3, მე-5, მე-8-9 ნაწილები, ხოლო მე-4-7 ნაწილები შესაბამისად ჩაითვალოს პირველ – მე-4 ნაწილებად.
230. 680-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-9 ნაწილები:
„5. 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ძებნილი ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ პროკურორის სანქციით გაცემული დადგენილება მისი აღსრულებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.
6. ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო ქვემდებარეობის შეცვლისას გამოძიება დაასრულოს იმ საგამოძიებო ორგანომ, რომლის წარმოებაშიც იყო საქმე 1999 წლის 15 მაისამდე.
7. 1999 წლის 15 დეკემბრამდე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების პირველი ინსტანციით განსჯად საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე და 2091 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია.
8. საკასაციო საჩივრები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში, მაგრამ არ განხილულა, საკასაციო წესით განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
9. სისხლის სამართლის საქმეებზე საზედამხედველო პროტესტები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში ან პლენუმში, აღარ განიხილება. საქმეები, რომლებზედაც შეტანილი იყო ეს საზედამხედველო პროტესტები, შეიძლება გადაისინჯოს ამ კოდექსით დადგენილი წესით მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი.“.
231. 6801 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6801. საქმის განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მსაჯულთა უფლებამოსილების დაწყებამდე
მსაჯულთა უფლებამოსილების დაწყებამდე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ყველა საქმეს, საჩივარსა და სხვა მასალას განიხილავს მოსამართლე ერთპიროვნულად, ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.
232. 681-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვების „ეს კოდექსი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა 47-ე მუხლის პირველი ნაწილისა“;
ბ) მე-2 ნაწილში რიცხვი „2001“ შეიცვალოს რიცხვით „2005“;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 47-ე მუხლის პირველი ნაწილი ძალაშია მსაჯულთა უფლებამოსილების დაწყების დღიდან.“;
დ) მე-4 ნაწილი ჩაითვალოს მე-5 ნაწილად, ხოლო ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე და 2091 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე ძალაშია 1999 წლის 15 დეკემბრიდან.“.
II. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1999 წლის 20 მაისამდე უზრუნველყოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საბოლოო ცვლილებებითა და დამატებებით) გამოცემა.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 13 მაისი.
№1958–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები