"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1496
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.389
  • Word
1496
26/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
090.000.000.05.001.000.389
"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 108-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

საკითხს მოსამართლის აცილების შესახებ, რომელიც ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, წყვეტს თვით ეს მოსამართლე. აცილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აცილება მისცეს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, სადაც არ არის სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადაუგზავნის საოლქო სასამართლოს.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6801 მუხლი:

     „მუხლი 6801. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე

1. საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის აცილების გამო საქმის განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს უგზავნის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებს.

2. სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლეს საქმის მიღებიდან 48 საათში გამოაქვს დადგენილება საქმეს აცილებული სასამართლოს ახლომდებარე ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ.

3. სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლის დადგენილება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის აცილების გამო საქმის სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის განსახილველად გადაცემის შესახებ პროცესის მონაწილე დაინტერესებულმა მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 7 დღისა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში..

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1496IIს