საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4207, 30/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.518
  • Word
4207
29/12/2006
სსმ, 4207, 30/12/2006
090.000.000.05.001.002.518
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ თანამდებობის პირს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442 ან 1443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იგი მიიმალა ან მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.“.

2. 44-ე მუხლის 47-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი) – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე ანდა საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შესაბამისად სამოხელეო ანდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისაგან თავის არიდება, საბაჟო წესების დარღვევა, წამება ან წამების მუქარა ანდა დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.“.

3. 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დაზარალებულისათვის ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხებისაგან;“.

    მუხლი 2

ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

    მუხლი 3

ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4207–რს