საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი
დოკუმენტის ნომერი 1/3/393,397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2006
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 20/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
1/3/393,397
15/12/2006
სსმ, 42, 20/12/2006
000000000.00.000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/3/393,397

საქართველოს სახელით

2006 წლის 15 დეკემბერი, ქ. თბილისი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

I. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – ონისე მებონიას და ვახტანგ მასურაშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის" 212-ე მუხლის მე-6 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას);

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-6 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას) იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;

III. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – ონისე მებონიას და ვახტანგ მასურაშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

IV. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;

V. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;

VI. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;

VII. გადაწყვეტილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.

კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)

ვახტანგ გვარამია

ქეთევან ერემაძე (მომხსენებელი მოსამართლე)

ბესარიონ ზოიძე