დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 373 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 23/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.000.781 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 162-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
ა) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ბრალდებულის საზღვარგარეთ დაპატიმრების შემთხვევაში, თუ მისი გამოძიების ადგილზე ჩამოყვანისას გასულია დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა, იგი შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით.“;
ბ) მე-4–8 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5–9 ნაწილებად;
გ) მე-9 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მისი სამართალში მიცემიდან“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 13 ივნისი.
№373–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები