საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 13/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.317
  • Word
3310
20/06/2006
სსმ, 25, 13/07/2006
090.000.000.05.001.002.317
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა: სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; პირადი მიმოწერის და სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი; ბრალდებულის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით აგრეთვე განიხილება: არასრულწლოვნის დანაშაულის საქმე, სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმეები, რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ, როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილისა და მისი ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების პირადი უსაფრთხოების დაცვა.“.

2. 28-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.“.

3. 29-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლისსამართლებრივი დევნა ჩერდება:

ა) თუ ბრალდებული მიიმალა – მის მოძებნამდე;

ბ) თუ უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფელი – ამ გარემოების დადგენიდან ბრალდებულის მოძებნამდე;

გ) თუ ბრალდებული მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით – დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადდა, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, და მის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახით გამოყენებულია იძულებითი მკურნალობა – ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე;

დ) თუ სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;

ე) თუ დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან პირის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;

ვ) თუ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცა შესაბამისად პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.“.

4. 71-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობა, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო აანაზღაურებს დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია.“.

5. 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოწმედ არ შეიძლება დაკითხონ პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური დაავადების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს ან აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 20 ივნისი.

№3310–Iს