საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 29/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.042
  • Word
2356
20/12/2005
სსმ, 57, 29/12/2005
090.000.000.05.001.002.042
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 24-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს. გამომძიებელი უფლებამოსილია დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების გამო ამ კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.

7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.“.

2. 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი დადგენილების ასლი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ბრალდებულს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის დამცველს.“.

3. 81-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა შესაძლებლობა ერთი კვირის ვადაში დანიშნოს დამცველი. თუ თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრი ამ ვადაში არ დანიშნავს დამცველს, თანამდებობის პირს, რეკეტირს ან ქურდული სამყაროს წევრს დამცველი დაენიშნება სავალდებულო წესით.“.

4. 84-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა დამცველს ეძლევა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.“.

5. 160-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანის შემდეგ არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გასცა ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ, ხოლო ბრძანების გამცემი მოსამართლის არყოფნისას – იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების თაობაზე, რის შესახებაც დგება ოქმი. თუ დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს აგრეთვე უფლება აქვთ მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. თანამდებობის პირის, რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის დაპატიმრების შემდეგ მისი დაკითხვის, სასამართლოში წარდგენის და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ ნაწილით დადგენილი წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრი დაპატიმრებულია მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ თანამდებობის პირმა, რეკეტირმა ან ქურდული სამყაროს წევრმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო მის მიმართ შეუძლებელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ან იგი მიმალვაშია, გამომძიებელს თანამდებობის პირის, რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის დაუსწრებლად გამოაქვს დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და ბრალდების წაყენების შემდეგ უფლება აქვს პროკურორის თანხმობით შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.“.

6. 190-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არის საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება რეკეტულია ან ქურდული სამყაროს წევრის ქონებაა.“.

7. 283-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებული უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილი უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს ბრალდებულის სახით. ბრალდების წაყენების და ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდებული თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.“.

8. 284-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამომძიებელი ან პროკურორი თანამდებობის პირის, რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის დამცველს და გააცნობს დადგენილებას თანამდებობის პირის, რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად. ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს თანამდებობის პირის, რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობის ფაქტს.“.

9. 416-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ პროკურორი საბრალდებო დასკვნის ასლს აბარებს ბრალდებულს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი უნდა ჩაბარდეს მის დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.“.

10. 420-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეჩერდება.“.

11. 443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განსასჯელი თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.“.

12. 451-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ განსასჯელი მიიმალა ან/და მძიმედ არის ავად, რაც გამორიცხავს სასამართლოში მის გამოცხადებას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას ამ განსასჯელის მიმართ მის მოძებნამდე ან გამოჯანმრთელებამდე და განაგრძობს სასამართლო განხილვას დანარჩენ განსასჯელთა მიმართ, ხოლო თუ ეს ხელს შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურ და სრულ გამოკვლევას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. თუ განსასჯელი თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, სისხლისსამართლებრივი დევნა არ ჩერდება.“.

13. 523-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულ თანამდებობის პირს, რეკეტირს ან ქურდული სამყაროს წევრს, რომლის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს განაჩენი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 14 დღის ვადაში, თუ განაჩენი ამ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გასაჩივრებული მისი დამცველის ან წარმომადგენლის მიერ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 დეკემბერი.

№2356–რს