საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2399ა
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43(50), 21/09/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.694
  • Word
2399ა
09/09/1999
სსმ, 43(50), 21/09/1999
090.000.000.05.001.000.694
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.07.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 601-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები სისხლის სამართლის საქმეთა” შეიცვალოს სიტყვით საზედამხედველო”.

2. 680-ე მუხლის მე-8 ნაწილს დასაწყისში დაემატოს შემდეგი წინადადება:

საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შესული საზედამხედველო საჩივრები, რომლებზედაც არ არის დამთავრებული საზედამხედველო წარმოება, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას.”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

№2399აIს