დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 815 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 815, 31/03/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.000.902 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 44-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლო ინსტანციები – პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები.“;
ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. განჩინება – კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.“;
გ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. სახელმწიფო ბრალმდებელი – პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.“.
2. 46-ე მუხლის მე-7 ნაწილში, 113-ე მუხლის მე-4 ნაწილში, 594-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში, 596-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებში, 597-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, 598-ე მუხლის მე-3 ნაწილში, 599-ე მუხლის სათაურში, პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში სიტყვა „საზედამხედველო“ შეიცვალოს სიტყვებით „სისხლის სამართლის საქმეთა“.
3. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტში სიტყვები „სააპელაციო, საკასაციო და საზედამხედველო“ შეიცვალოს სიტყვებით „სააპელაციო და საკასაციო“.
4. 599-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
5. 680-ე მუხლის მე-11 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის გაუქმებამდე უზენაეს სასამართლოში ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი წესით.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 16 მარტი.
№815–IIს
დოკუმენტის კომენტარები