დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1506 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.000.393 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 26-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „125-ე მუხლით, 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 142-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე, 153-ე, 167-ე და 175-ე მუხლებით” შეიცვალოს სიტყვებით „117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 147-ე მუხლით”.
2. 27-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „120-121-ე და 126-ე მუხლებით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაული ჩადენილია დაზარალებულის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიერ), 217-ე მუხლით, 218-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 263-ე მუხლის პირველი ნაწილით” შეიცვალოს სიტყვებით „112-ე მუხლით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 138-ე მუხლით”.
3. 28-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს” ქვეპუნქტი:
„ს) გავიდა ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა”;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვა „22-ე” შეიცვალოს სიტყვით „მე-18”;
გ) მე-3 ნაწილში სიტყვა „შეიძლება” შეიცვალოს სიტყვით „უნდა”, ხოლო სიტყვები „72-ე მუხლი” შეიცვალოს სიტყვებით „65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 67-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 190-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნა, 252-ე მუხლის შენიშვნა”.
4. 44-ე მუხლის 26-ე ნაწილში სიტყვის „გამოტანილია” შემდეგ დაემატოს სიტყვები „კანონიერ ძალაში შესული”.
5. 47-ე მუხლის მე-5 ნაწილს სიტყვების „ჩხრეკა და ამოღება” შემდეგ დაემატოს სიტყვები „პირადი ჩხრეკა”.
6. 55-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა ამისა, პროკურატურა”.
7. 62-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „110-118-ე, 135-136-ე, 141-166-ე, 333-359-ე და 363-388-ე” შეიცვალოს სიტყვებით „72-ე, 75-ე, 78-ე-781, 81-83-ე, 86-ე-861, 90-ე-901 მუხლების პირველი ნაწილებით, 103-109-ე, 117-121-ე, 123-126-ე, 128-134-ე მუხლებით, 137-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 138-141-ე, 143-147-ე, 149-ე, 159-ე, 1611, 164-165-ე, 1651-1657, 1761-1763, 181-ე, 183-ე, 184-ე-1841, 186-202-ე, 2033, 205-206-ე, 2062-20610, 207-ე-2071, 208-ე-2081, 209-ე-2091, 224-ე-2271, 2281, 231-ე, 236-ე-2361, 2422-2425, 244-247-ე, 250-ე, 251-ე-2511”;
ბ) მე-4 ნაწილში სიტყვები „208-ე, 212-ე, 220-222-ე, 224-ე, 234-237-ე, 262-ე, 271-272-ე, 313-332-ე, 345-347-ე და 405-412-ე მუხლებით” შეიცვალოს სიტყვებით „65-ე-711, 73-ე, 76-ე-771, 79-ე-მე-80, 84-85-ე მუხლებით, 90-ე-901 მუხლების მე-2 ნაწილებითა და 273-ე მუხლით”.
8. 65-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების ხელყოფასთან დაკავშირებულ” შეიცვალოს სიტყვებით “სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე-711, 73-ე, 78-ე-781, 133-ე-1331 და 2381 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა”.
9. 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საბაჟო სამსახურის ორგანოები – საბაჟო გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებისა და კონტრაბანდის საქმეებზე”.
10. 71-ე მუხლის მე-3 ნაწილს სიტყვების „გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში” შემდეგ დაემატოს სიტყვები „რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო”, ხოლო ბოლოში დაემატოს წინადადება „გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში დაზარალებულისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო”.
11. 72-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „პოლიციის დაწესებულების ან მოკვლევის ორგანოს დაკავებულთა მოთავსების ადგილას პირის” შეიცვალოს სიტყვებით „პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში დაკავებულის”.
12. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში მისი მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლი, აგრეთვე მისი ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ დადგენილების ასლი.”.
13. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-5 ნაწილები:
„4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 24 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემდეგ პირი თავს არიდებდა გამოძიებას, აგრეთვე ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა.”.
14. მე-80 მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტს დაემატოს წინადადება „გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო”;
ბ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სავალდებულო”.
15. 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მთელ”, ხოლო ამავე ქვეპუნქტში სიტყვები „ნებისმიერი ცნობები ნებისმიერი მოცულობით” შეიცვალოს სიტყვებით „ცნობები სამოქალაქო სარჩელის ნაწილში”.
16. 89-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „მას” შეიცვალოს სიტყვებით „სხვა პირს”.
17. 94-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „371-372-ე” შეიცვალოს სიტყვებით „197-198-ე”, ხოლო ამავე ნაწილს სიტყვების „ცრუ ჩვენების მიცემისათვის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გამოცხადებაზე თავის არიდებისათვის”.
18. 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის, აგრეთვე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებაზე თავის არიდებისათვის ან თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-198-ე მუხლებით”.
19. 101-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „371-ე” შეიცვალოს სიტყვით „197-ე”.
20. 140-ე მუხლის:
ა) მე-7 ნაწილში სიტყვები „მეორე დღისა” შეიცვალოს სიტყვებით „24 საათისა”;
ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების, მისი ვადის გაგრძელების ან შეცვლის შესახებ, ხოლო თუ საქმეში არ მოიპოვება პირის მიმართ ასეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძველები (არ არის საკმაო მტკიცებულებანი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის), მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, ხოლო პროკურორის შუამდგომლობით – უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.”;
გ) მე-17 ნაწილს სიტყვების „იმ მოსამართლეს, რომლის ბრძანების საფუძველზეც იქნა გამოყენებული აღკვეთის ეს ღონისძიება” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით”.
21. 162-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „არ შეიძლება აღემატებოდეს 2 თვეს” შეიცვალოს სიტყვებით „განისაზღვრება 3 თვით”, ხოლო ამავე ნაწილის მესამე წინადადებაში ციფრი „2” შეიცვალოს ციფრით „3”;
ბ) მე-3 ნაწილს დასაწყისში დაემატოს წინადადება „საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების წარმოების ადგილის მიხედვით, პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობით, შეუძლია ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით”, ხოლო ამავე ნაწილში ციფრი „3” შეიცვალოს ციფრით „4”.
22. 166-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შინაპატიმრობა გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომლის სრული იზოლაციაც აუცილებელი არ არის, კერძოდ, პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდის, მძიმე ქრონიკული ან ინფექციური სნეულებით დაავადებული პირის, 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალის მიმართ, აგრეთვე ბრალდებულის მძიმე ოჯახური მდგომარეობის დროს. ამასთან, მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ბრალდებულის ნასამართლობა და სხვა გარემოებები.”.
23. 167-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან ბრალდებულის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ შეადგინონ ოქმი და დაუყოვნებლივ გადასცენ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის წარმოებაშიც არის სისხლის სამართლის საქმე, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხის გადასაწყვეტად.”. ამავე მუხლის მე-4-5 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5-6 ნაწილებად.
24. 171-ე მუხლის მე-7 ნაწილში სიტყვა „ას” შეიცვალოს სიტყვით „ათ”.
25. 174-ე მუხლის მე-5 ნაწილს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „საქმის სასამართლოში განხილვისას”, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვები „141-145-ე” შეიცვალოს სიტყვებით „119-121-ე”.
26. 203-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან დაზარალებული”, ხოლო ამავე ნაწილში სიტყვა „372-ე” შეიცვალოს სიტყვით „198-ე”;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვა „ექსპერტი” შეიცვალოს სიტყვით „დაზარალებული”.
27. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. მოწმესა და ექსპერტს გამოცხადებაზე თავის არიდებისათვის ან თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმისათვის ეკისრებათ შესაბამისად 94-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.”.
28. 204-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „370-372-ე” შეიცვალოს სიტყვებით „196-197-ე”.
29. 209-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვები „მე-13 კარით გათვალისწინებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ),” შეიცვალოს სიტყვებით „196-203-ე, 2032-2033 და 205-206-ე მუხლებით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულს”;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „ნაწილით, 204-205-ე მუხლებით” შეიცვალოს სიტყვებით „ნაწილითა და 205-ე მუხლით”;
გ) მე-3 ნაწილში სიტყვები „204-ე მუხლში” შეიცვალოს სიტყვებით „203-ე და 205-ე მუხლებში”.
30. 210-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილში სიტყვა „ბრალდებულად” შეიცვალოს სიტყვით „ბრალეულად”;
ბ) მე-5 ნაწილსა და 211-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „23-ე” შეიცვალოს სიტყვით „24-ე”.
31. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტების ჩამონათვალს დაემატოს „ს” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ა”, „ბ”, „გ”, „დ”, „ე”, „კ”, „ნ”, „ო”, „პ”, „რ” და „ს”.
32. 242-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე პროცესის მონაწილეთა შორის წარმოშობილ დავას განიხილავს ის სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე, გარდა 59-ე მუხლის „უ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”.
33. 255-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „დაეკისროს” შეიცვალოს სიტყვით „დაედოს”.
34. 265-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „დაკავებიდან 12 საათის განმავლობაში” შეიცვალოს სიტყვებით „პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში მისი მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა”.
35. 271-ე მუხლის მე-5 ნაწილს სიტყვის „წარუდგენს” შემდეგ დაემატოს სიტყვა “შესაბამის”.
36. 271-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ მუხლით დადგენილი წინასწარი გამოძიების ვადა შეიძლება გააგრძელონ:
ა) რაიონის, ქალაქის, რეგიონულმა სამხედრო, რეგიონულმა ტრასპორტის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურორებმა – 4 თვემდე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს ტრასპორტის, ქ. თბილისის, საოლქო პროკურორებმა და საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილემ – 6 თვემდე;
გ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ –12 თვემდე;
დ) საქართველოს გენერალურმა პროკურორმა – 12 თვეზე მეტი ვადით”. ამავე მუხლის მე-4-5 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5-6 ნაწილებად.
37. 279-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „შემდეგ კი – “ შეიცვალოს სიტყვით „ან”.
38. 354-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „მოწმეთა თანდასწრებით” შეიცვალოს სიტყვით „დამსწრეთა”.
39. 376-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ დამსწრეებისა და სპეციალისტის ან ექსპერტის მონაწილეობით პირისაგან აიღონ ნიმუში საექსპერტო გამოკვლევისათვის, თუ ეს არ არის დაკავშირებული მის გაშიშვლებასთან და არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ ჩვევებს.”.
40. 518-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვების „ზემდგომ პროკურორს” შემდეგ დაემატოს სიტყვა „დაზარალებულს”, ხოლო სიტყვა „განსასჯელის” შეიცვალოს სიტყვებით „განსასჯელისა და დაზარალებულის”;
ბ) მე-4 ნაწილში სიტყვა „განსასჯელისა” შეიცვალოს სიტყვებით „განსასჯელის, დაზარალებულისა”, ხოლო სიტყვის “როცა” შემდეგ დაემატოს სიტყვა „დაზარალებული”.
41. 534-ე მუხლში სიტყვები „484-492-ე მუხლების წესები” შეიცვალოს სიტყვებით „489-492-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები”.
42. 536-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აუქმებს განაჩენს და წყვეტს საქმეს”.
43. 537-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვის „საფუძველზე,” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ასევე მაშინ”.
44. 542-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში, გარდა 602-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”.
45. 549-ე მუხლის მე-4 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა 521-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა”.
46. 571-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “სარევიზიო წესით”.
47. 572-ე მუხლში სიტყვა „209-ე” შეიცვალოს სიტყვით „208-ე”.
48. 590-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „568-ე” შეიცვალოს სიტყვით „562-ე”.
49. 591-ე მუხლში სიტყვა „209-ე” შეიცვალოს სიტყვით „208-ე”.
50. 619-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,”.
51. 626-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 626. კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების წესი
27-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ დანაშაულთა ჩადენასთან დაკავშირებით კერძო ბრალდების საქმეთა წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებით და LXII თავის შესაბამისად”.
52. 634-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაზარალებულის განსასჯელთან შერიგებით არ შეწყდება ის საქმე, რომლის სასამართლო განხილვაშიც პროკურორი მონაწილეობს”.
53. 676-ე მუხლის მე-6 ნაწილში სიტყვები „სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით”.
54. 680-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვების „საპროცესო გადაწყვეტილებებს” შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ძებნილ ბრალდებულებზე მათი დაპატიმრების შესახებ 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პროკურორის სანქციით გაცემულ დადგენილებებს”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1506–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები