საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 18/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.764
  • Word
1204
25/03/2005
სსმ, 14, 18/04/2005
090.000.000.05.001.001.764
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. სისხლის სამართლის პროცესის ამოცანები

სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი, უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება, არ დაუშვას უდანაშაულო პირის მსჯავრდება, გამოასწოროს საგამოძიებო და სასამართლო შეცდომები, დაიცვას მოქალაქის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ყველა სხვა მონაწილის უფლებები და თავისუფლებები, დაამკვიდროს საზოგადოებაში კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება დროში

1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.

2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მდგომარეობა.“.

4. მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.“.

5. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებს, სტრუქტურას, ფუნქციებსა და წესს.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, ფიზიკური და იურიდიული პირები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.“.

7. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მოსამართლე დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს.

4. სასამართლო ხელისუფლება აკონტროლებს გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერებასა და დასაბუთებულობას.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში და ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე. მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს ადგენს კანონი.“.

8. მე-11 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესს ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ უფლებები, მისცენ შესაძლებლობა, დაიც-ვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, უზრუნველყონ მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.“.

9. მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია პირის 48 საათზე მეტი ხნით დაკავება. პირის დაპატიმრება ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). მოსამართლე, სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავი-სუფლებაშეზღუდული პირი.“.

10. მე-13 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები.“.

11. მე-14 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო, რომლებიც მოქმედებენ საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით.“;

ბ) მე-4–მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მხარეებს უფლება აქვთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტაზე.

5. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

6. ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას ან ამ კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.“.

12. მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრება პროკურორს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და მათ წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს; დაწესებულია სასამართლო კონტროლი გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლება აქვთ სასამარ-თლოში გაასაჩივრონ გამომძიებლის ან პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე.“.

13. მე-16 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით.“.

14. მე-17 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სისხლის სამართლის პროცესის ენა“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, მისცეს ჩვენება და განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, შეიტანოს საჩივარი, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც იცის. ამ შემთხვევებში, აგრეთვე საქმის მასალების გაცნობისას პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.“;

გ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ყველა საპროცესო აქტი დგება სისხლის სამართლის პროცესის ენაზე.

7. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე ვალდებულნი არიან სრულყოფილად იცოდნენ სისხლის სამართლის პროცესის ენა.“.

15. მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.“.

16. მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით.“.

17. მე-20 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სისხლის სამართლის პროცესის უშუალობა და ზეპირობა“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაკითხული პირი ჩვენებას იძლევა ზეპირად. ჩვენება ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.“.

18. 21-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილემ, აგრეთვე სხვა პირმა და ორგანომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივრონ სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედება და გადაწყვეტილება.“.

19. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და სახეები“.

20. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება

პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი ვალდებულია დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ საამისოდ არსებობს საკმარისი საფუძველი.“.

21. 24-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი.

3. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.“;

დ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 ნაწილები:

„51. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, თუ გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დაზარალებულს, მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც ხდება მტკიცებულებათა შეკრება, უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

52. ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება იწვევს ყველა იმ მტკიცებულების უკანონოდ ცნობას, რომლებიც მოპოვებულ იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი.“;

ე) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.“.

22. 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე ან შეცვლის ბრალდებას, დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლოში მხარი დაუჭიროს წინანდელ ბრალდებას. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ წყდება, ხოლო პროკურორს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საქმის შემდგომ განხილვაში.“.

23. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე და 189-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს.

2. თუ საქმეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე დანაშაულის შესახებ განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ამასთანავე, დაზარალებულს უმწეო მდგომარეობის ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს უფლება აქვს დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუნდაც არ არსებობდეს დაზარალებულის საჩივარი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქმედუნარიან დაზარალებულს ამაზე წერილობითი თანხმობა აქვს მიცემული.“.

24. 27-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამდენი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და უნდა შეწყდეს ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროკურორი სასამართლო გამოძიების დაწყებამდე უნდა ჩაებას კერძო ბრალდების საქმეში, თუ ამას წერილობით მოითხოვენ მხარეები ანდა მოითხოვს მხოლოდ დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. პროკურორი უფლებამოსილია ჩაებას აღნიშნული კატეგორიის საქმეში, თუ მას განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება შეწყდეს მხარეთა შერიგებით.“.

25. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები

1. სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს:

ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;

გ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;

დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;

ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;

ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

ზ) თუ არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძო-საჯარო და კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეთა გამო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურორი (ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი);

თ) თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე და 891 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ი) თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე;

კ) თუ არსებობს სასამართლოს ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

ლ) თუ ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში;

მ) თუ პროკურორი და დაზარალებული უარს იტყვიან ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ნ) ამ კოდექსის 6791 მუხლის მე-5 ნაწილით და 6798 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ო) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი);

პ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები) და იმავე კოდექსის 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 323-ე, 339-ე, 370-ე, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებულ შემთხვე-ვებში;

ჟ) თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე უნდა შეწყდეს, თუ:

ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;

ბ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გამოძიების წარმართვისათვის;

გ) გასულია ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე უნდა შეწყდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა გადმოცემული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ წინასწარი გამოძიების დროს გადაწყვეტილებას დასაბუთებული დადგენილებით ან განჩინებით იღებს პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე).

4. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი.

5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან. იგივე წესი გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე – 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით.“.

26. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძვლები და ვადები

1. სისხლისსამართლებრივი დევნა ჩერდება, თუ:

ა) ბრალდებული მიიმალა – მის მოძებნამდე;

ბ) უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფელი – ამ გარემოების დადგენიდან ბრალდებულის მოძებნამდე;

გ) ბრალდებული ფსიქიკურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნით – ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ ასეთი რამ 6 თვის განმავლობაში არ მოხდა, აღიძვრება წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად;

დ) სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონ-სტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;

ე) დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან უცხო სახელმწიფოსათვის პირის გადაცემის შესახებ – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;

ვ) საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში მოსა-მართლეს ან პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ. თუ ამ საქმეში ჩაბმულია ორი ან რამდენიმე ბრალდებული, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი ყველა ბრალდებულს არ შეეხება, პროკურორს შეუძლია გამოყოს და შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა ცალკეული ბრალდებულის მიმართ.

3. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი დევნა არ ჩერდება.“.

27. 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ გამომძიებელთან ან პროკურორთან, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე.“.

28. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლების განმარტება

თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დარწმუნდება, რომ პირს აქვს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება, იგი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მას ამ უფლების თაობაზე.“.

29. 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრალდებულის დაუდგენლობა არ აბრკოლებს სამოქალაქო სარჩელის წარდგენას. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შემთხვევაში, თუ ბრალდებული დაიმალა, მისი ადგილსამყოფელი ან პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია, სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.“.

30. 35-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს საკმარისი საფუძველი აქვს, მას გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ. დადგენილების (განჩინების) ასლი გადაეცემა მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამასთანავე, სამოქალაქო მოსარჩელეს განემარტება ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოვალეობები, ხოლო პირს, რომელსაც უარი ეთქვა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე – ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.“.

31. 372 მუხლი ამოღებულ იქნეს.

32. 38-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართლის პროცესის წესით.“.

33. მე-40 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსარჩელისაგან უარის მიღებამდე გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, ვალდებულია მოსარჩელეს განუმარტოს სამოქალაქო სარჩელზე მისი უარის სამართლებრივი შედეგები და შეადგინოს ოქმი ან ამის შესახებ სათანადო აღნიშვნები შეიტანოს შესაბამის საგამოძიებო ოქმში.“.

34. 41-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე ამ კო-დექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში (დადგენილებაში) ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისა თუ მის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში (დადგენილებაში).

2. სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას.

3. სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით.“.

35. 44-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამოძიების მოსამართლე – ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს.“;

გ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში.“;

დ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) – გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო (მოსამართლე).“;

ე) მე-15 და მე-16 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. გამომძიებელი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.

16. საგამოძიებო დანაყოფის უფროსი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე.“;

ვ) მე-17 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ბრალდების მხარე – პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები.“;

თ) 25-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. განსასჯელი – ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.“;

ი) 29-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. სისხლის სამართლის პროცესი – გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.“;

კ) 32-ე და 33-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. საპროცესო გადაწყვეტილება – გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.

33. პროკურორის სანქცია – პროკურორის მიერ გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

ლ) 43-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. წინასწარი გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება.“;

მ) 43-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 ნაწილი:

„431. სისხლისსამართლებრივი დევნა – ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა.“;

ნ) 44-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. დამსწრე – ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში მოწვეული პირი.“;

ო) 47-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი) – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, ან საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შესაბამისად სამოხელეო ან სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისაგან თავის არიდება ან საბაჟო წესების დარღვევა, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.“;

პ) 53-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე და 55-ე ნაწილები:

„54. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ბრალდებული, რომლის მიმართაც განიხილება საქართველოში ექსტრადიციის საკითხი, ან პირი, რომლის მიმართაც განიხილება საზღვარგარეთ ექსტრადიციის საკითხი.

55. საექსტრადიციო პატიმრობა – პატიმრობა, რომელიც გამოიყენება საზღვარგარეთ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად.“.

36. 45-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო განსჯადობის მიხედვით ვალდებულია განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, წარდგინება, შუამდგომლობა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებისა და აქტების გამო.“.

37. 46-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 – მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსით დადგენილი წესით ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხს განსჯადობის მიხედვით წყვეტენ: რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს კოლეგია.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო სააპელაციო საჩივარს განიხილავენ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატები.

5. საკასაციო საჩივარს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებზე, განჩინებებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

6. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.

38. 47-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო და საოლქო სასამართლო მათ განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს პირველი ინსტანციით განიხილავენ კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.

3. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატები სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო ამავე სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლეები საჩივრებსა და სხვა მასალებს განიხილავენ ერთპიროვნულად.“;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

39. 48-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯა-დია საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულის თაობაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასა-მართლოს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განსჯადია საქმეები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამ სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აგრეთვე საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის და სამხედრო ძალების უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის, გამომძიებლის, პროკურატურის მუშაკის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის, ქალაქის მერის, რაიონის ან ქალაქის გამგებლის ბრალდების გამო, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 143-ე-144-ე, 146-ე-147-ე, 162-ე – 164-ე მუხლებით, 212-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 214-ე მუხლის მე-2 – მე-6 ნაწი-ლებით, 222-ე – 224-ე, 227-ე – 235-ე მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწი-ლით, 280-ე, 308-ე–321-ე, 323-ე–331-ე, 338-ე, 364-ე–367-ე მუხლებით, 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 381-ე, 391-ე, 401-ე-402-ე, 404-ე–413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.“;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასა და იძულების ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება წინასწარი გამოძიება (გარდა ამ მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

დ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:

„51. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამ სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, აგრეთვე საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სამხედრო ძალების უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის, საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრების მიერ ჩადენილ, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე – 321-ე, 323-ე–331-ე, 404-ე –413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასა და იძულების ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწ-ყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა და გადაწყვეტა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება.“.

40. 50-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.“;

ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

41. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. მოსამართლეთა თანასწორობა საქმის განხილვისას

სასამართლო კოლეგიის ყველა მოსამართლეს საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების თანაბარი უფლება აქვს.“.

42. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 52. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე წარმართავს სხდომას, მოსამართლეთა თათბირის მიმდინარეობას; მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი; განხილვას განარიდებს ყველაფერს, რასაც კავშირი არა აქვს საქმესთან; უზრუნველყოფს კანონიერებასა და სამართლიანობას საქმის განხილვისას; მხარეებს განუმარტავს მათ უფლებებს; სხდომის დარბაზიდან აძევებს წესრიგის დამრღვევს და აკისრებს მას ფულად ჯარიმას ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

43. 55-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა აგრეთვე სრული მოცულობით ატარებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, სასამართლოს მიერ დანიშ-ნული სასჯელის მოხდისას, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავე-ბის, წინასწარი პატიმრობისა და ადამიანის თავისუფ-ლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.“.

44. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 56. პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე

სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურორი უფლებამოსილია:

ა) საქმის გამოძიება დაავალოს წინასწარი გამოძიების ორგანოს ან გამომძიებელს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;

გ) გამომძიებელს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმების შესახებ და წინასწარი გამოძიების წარმოებისას წამოჭრილ სხვა საკითხებზე;

დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად;

ე) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მოძრაობის, წინასწარი გამოძიების ვადებისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ;

ვ) გამოიტანოს დადგენილება ან მისცეს თანხმობა დადგენილების გამოტანაზე პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაუყენოს პირს ბრალდება, მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულის დაკითხვაში ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ზ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად;

თ) გააუქმოს გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილებანი;

ი) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღოს ნებისმიერი საქმე, გადასცეს იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას;

კ) ჩამოაშოროს გამომძიებელი საქმის შემდგომ გამოძიებას;

ლ) შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, აგრეთვე შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები;

მ) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის;

ნ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა ან დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და წარმართოს საქმე სასამართლოში;

ო) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;

პ) ამ კოდექსის 6791 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

ჟ) ამ კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღძრას სარჩელი ბრალდებული თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით;

რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინე-ბული სხვა უფლებამოსილებანი.“.

45. 57-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორი სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაში. მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების და სხვა საკითხების განხილვაში.“.

46. 58-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი და გამამართლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.

4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის წერილობითი მითითებები. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების, შემოწმების, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებებს ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა.“.

47. 59-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირს წარუდგინოს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ამ კოდექსის 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით;“;

გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალის-ტის, ამოსაცნობი პირის მონაწილეობა;“;

ე) „რ“ და „ტ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

48. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 60. საგამოძიებო დანაყოფის უფროსი

საგამოძიებო დანაყოფის უფროსი უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს გამომძიებლებს, აკონტროლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას.“.

49. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. წინასწარი გამოძიების ორგანოები

1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.

2. ყველა გამომძიებელს, უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობანი და მათ მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით განხორციელებული ყველა საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა.

3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, პროკურორის დავალებით უფლება აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქ-მესთან დაკავშირებით განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.“.

50. 62-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, უმაღლესი სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 332-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.“;

ბ) 61 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 190-ე, 192-ე, 193-ე, 195-ე–201-ე, 204-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.“;

გ) 61 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62– 65 ნაწილები:

„62. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე – 359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომე-ლიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში.

63. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 377-ე – 381-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებს.

64. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე – 403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.

65. თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.“;

დ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

51. 63-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი.“.

52. IX თავი ამოღებულ იქნეს.

53. 68-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს სასამართლო გამოძიების დაწყებამდე.“.

54. 69-ე მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან გამომძიებ-ლის და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;“.

55. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით, გულახდილად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმესთან დაკავშირებით იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ; დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წესი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში.

2. დაზარალებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ ამ კოდექსის 173-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად. დაზარალებულის გამოუცხადებლობა საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე არ აბრკოლებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.“.

56. 71-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაზარალებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში წარმოადგენს და იცავს ადვოკატი (ადვოკატები).“;

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება, მისი თანხმობის გარეშე დაეთანხმოს უარს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტაზე, პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს სარჩელის თანხა, მოურიგდეს ან შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება ან უარი თქვას მათ გასაჩივრებაზე.“.

57. 72-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმი-ტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა ამავე ნაწილის „ა“, „დ“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა, აგრეთვე უფლება აქვს მისი ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების ასლი.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და გამომძიებლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება და გაათავისუფლოს დაკავებული.“.

58. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე, ეცნობოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი და გადაეცეს დაკავების ოქმის ასლი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურებისაგან სრული გათავისუფლებით ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ჩხრეკის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოიწვიოს დამსწრე (არა უმეტეს ორისა);“;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;“;

ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედებები და გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში – სასამართლოში;“;

ვ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა უკანონო დაკავების შედეგად;

ნ) მიიღოს გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების და მოვალეობების შესახებ.“.

59. 75-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაუშვებელია მომავალში მას წარედგინოს იგივე ბრალდება.“.

60. 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი, გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას, განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას; მოითხოვოს დაპირისპირება იმ პირთან, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; წინასწარი გამოძიების დამთავრების, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დროს, დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, ამასთან, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს.“.

61. 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;“.

62. 83-ე მუხლის:

ა) მე-2–მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა შესაძლებლობა, დაკავების მომენტიდან 6 საათის ვადაში შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, გამომძიებელი, პროკურორი ვალ-დებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებუ-ლის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაუნიშნონ მას დამცველი.

3. გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა ადვოკატთა გაერთიანებებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.

4. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება.

5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი მონაწილეობას ვერ იღებს სისხლის სამართლის პროცესში ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა საპატიო მიზეზის გამო, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია გადადოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, ან გადადოს სასამართლო განხილვა, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან სასამარ-თლო ბრალდებულსა და განსასჯელს სთავაზობს მოიწვიოს სხვა დამცველი, ხოლო უარის ან დადგენილ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძახებს დამცველს დანიშვნით.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დამცველის შეცვლა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს პროკურორის თანხმობით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბა-მისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამარ-თლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება).“.

63. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის:

ა) „ნ“ – „პ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – პირველი ინსტანციის სასამართლოში გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და დადგენილება, რომლებიც, მისი აზრით, არღვევს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას;

ო) გამოვიდეს სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვისას;

პ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დროს, გაეცნოს საქმის მთელ მასალას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო აქტის ასლი;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ დადგე-ნილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენის, დადგენილებისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს);“.

64. 86-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იყოლიოს წარმომადგენელი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში;“;

ბ) „თ“–„ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, დაუსვას შეკითხვები დასაკითხ პირს, მოითხოვოს, ოქმში შეიტანონ სარჩელის დამადასტურებელი მონაცემები და სხვა საწინააღმდეგო მოსაზრებები გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებაზე;

ი) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და აქტები;

კ) არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვოს გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში გამოძახების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

ლ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისას, გაეცნოს საქმის მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ცნობები სამოქალაქო სარჩელის ნაწილში;“.

65. 94-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ; დაიც-ვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს სასა-მართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოწმეს უფლება აქვს: იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ჩვენება მისცეს მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; აცილება მისცეს თარჯიმანს; საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს თავისი ჩვენება; გაეცნოს დაკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, სადაც ჩაწერილია მისი ჩვენება, და მოითხოვოს მასში დამატებების, ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა, ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით; ამ კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზისას ისარგებლოს 366-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინე-ბული უფლებებით; გამომძიებლის უკანონო მოქმედება გაასაჩივროს პროკურორთან, არ მისცეს ჩვენება, რომელიც ამხელს მას ან მის ახლო ნათესავებს დანაშაულის ჩადენაში; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გაეცნოს ოქმს და გააკეთოს განცხადებები, რომლებიც ოქმში შეიტანება.“.

66. 95-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 95. პირი, რომელიც არ არის ვალდებული იყოს მოწმე

1. მოწმედ დაკითხვის ვალდებულება არ ეკისრებათ:

ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან იმ პირის წარმომადგენელს, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

გ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

დ) ადვოკატს, რომელიც ორგანიზაციას ემსახურე-ბოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

ე) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;

ვ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ახლო ნათესავს – თუ იგი არ დათანხმდება მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ;

ზ) სახალხო დამცველს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;

თ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს ამომრჩევლებმა;

ი) მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის საი-დუმლოებას;

კ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

2. მოწმედ არ შეიძლება დაიკითხოს პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

3. გამომძიებელს, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლონ:

ა) ექიმი, მედიცინის და, მეანი, ფარმაცევტი, სხვა სამედიცინო მუშაკი, თუ მათ პროფესიულად ევალებათ საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;

ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;

გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას.“.

67. 96-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში და რომელიც გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ, ბრალდებულმა, დამცველმა, დაზარალებულმა დანიშნა სპეციალური გამოკვლევის ჩასატარებლად და სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გარემოებათა შესახებ დასკვნის შესად-გენად.“;

ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა სპეციალური ცოდნა გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს.

6. ექსპერტის დასკვნის მოპოვების უფლება აქვს მხარესაც. ამ შემთხვევაში მხარე ექსპერტის დასკვნას წარუდგენს გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს და მოითხოვს მის მონაწილეობას საქმის შემდგომ წარმოებაში. დაცვის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას სახელმწიფო არ ანაზღაურებს. ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, მხარეს უნდა წარუდგინოს ნივთიერი მტკიცებულებანი და საექსპერტო გამოკვლევის სხვა ობიექტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უნდა გადაეცეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტს. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საექსპერტო კომისიის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდეს მის მიერ შეთავაზებული ექსპერტი.“.

68. 97-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;“;

ბ) მე-3 ნაწილის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო პროკურორის მოქმედება – ზემდგომ პროკურორთან;“.

69. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 98. სპეციალისტი

1. სპეციალისტი საჭირო დახმარებას უწევს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს მტკიცებუ-ლებათა აღმოჩენაში, დამაგრებასა და დემონსტრირებაში. სპეციალისტად შეიძლება გამოიძახონ კრიმინალისტი, ექიმი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა და ჩვევები.

2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს ტექნიკური აპარატურის (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფოტო- და კინოგადასაღები, სხვა აპარატები) გამოყენების მიზნით შეიძლება გამოი-ძახონ სპეციალისტ-ოპერატორი.

3. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს. საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში სპეციალისტის მონაწილეობის წესი გათვალისწინებულია ამ კოდექსის 99-ე მუხლით.“.

70. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 99. სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი

1. სპეციალისტი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში; გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებები, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება მტკიცებულებათა აღმოჩენისა და დამაგრებისათვის; გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს ყურადღება მიაპყროს გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, მისცეს განმარტებანი მის მიერ შესრულებულ მოქმედებათა გამო; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.

2. თუ სპეციალისტი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. სპეციალისტს უფლება აქვს: იცოდეს, რა მიზნით გამოიძახეს იგი; უარი განაცხადოს საქმეში მონაწილეობაზე, თუ არ გააჩნია სათანადო ცოდნა; ოქმში შესატანად გააკეთოს განცხადება და შენიშვნა იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომლის ჩატარებაშიც იგი მონაწილეობდა; გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვით შეკითხვები დაუსვას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში მონაწილე პირებს; გაეცნოს საგამოძიებო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმებს.“.

71. მე-100 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ (მოსამართლეებმა) არ იციან ან სათანადოდ არ იციან ენა, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას;

ბ) ბრალდებულმა, ეჭვმიტანილმა, დამცველმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ, მათმა წარმომადგენლებმა, პროცესის სხვა მონაწილეებმა არ იციან ან სათანადოდ არ იციან სისხლის სამართლის პროცესის ენა;“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.“;

გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. თუ საქმის რამდენიმე მონაწილეს სჭირდება თარჯიმანი და ისინი სათანადოდ ფლობენ ერთსა და იმავე ენას, ამ კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება შეუძლია ერთ თარჯიმანს.“.

72. 101-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თარჯიმანი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი; ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და სასამართლო სხდომის ოქმში, აგრეთვე სხვა საპროცესო დოკუმენტებში, რომლებიც პროცესის მონაწილეს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან იმ ენაზე თარგმნილი, რომელიც მან იცის; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.“.

73. 102-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 102. დამსწრე

1. დამსწრე მოიწვევა ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების ფაქტის, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში.

2. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთი საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენება.

3. ჩხრეკის ან/და ამოღებისას პირს, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი, მაგრამ შეიძლება შეეხოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება, უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოიწვიოს დამსწრე.

4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია დამსწრის გარეშე, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ეჭვმიტანილი და ბრალდებული სარგებლობენ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული უფლებით, რის თაობაზე გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნავს საგამოძიებო მოქმედების ოქმში.

5. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოწვეულ პირს საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაში დამსწრედ მონაწილეობაზე.“.

74. 103-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამსწრე ვალდებულია: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები.“.

75. 104-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეჭვმიტანილად (თუ იგი დაკავებული არ არის), ბრალდებულად (თუ იგი დაპატიმრებული არ არის), დაზარალებულად ან მის წარმომადგენლად, მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, დამსწრედ გამოძახებულ პირს უნარჩუნდება საშუალო ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ დროის განმავლობაში, რომელიც მან მოახმარა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებას. თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე (გარდა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისა), მას ეძლევა გასამრჯელო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან მოცდენისათვის. გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.“.

76. 105-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქმეში მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი“;

ბ) პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:

ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით;

ბ) საქმე არ არის ამ პროკურორის ან გამომძიებლის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი;

გ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი;

დ) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს;

ე) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან;

ვ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2. მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში, როგორც გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი.

3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა გამომძიებლის და პროკურორის მოქმედებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვაში, აგრეთვე „ოპერატიულ-სამ-ძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში ან ამ კოდექსის 140-ე და 292-ე მუხლებში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში, პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვაში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში.“.

77. 106-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები

1. ექსპერტს (გარდა ამ კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან სპეციალისტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.

2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებული უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა.

3. ექსპერტად ან სპეციალისტად საქმეში მონაწილეობის უფლება არა აქვს პირს, რომელიც ატარებდა რევიზიას ან სხვა უწყებრივ შემოწმებას აღნიშნულ საქმეზე.“.

78. 107-ე მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე;

ბ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამარ-თლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობდა ან მონაწილეობს ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში, ანდა პირთან, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება პროცესის იმ მონაწილის ინტერესებს და რომელმაც მასთან დადო შეთანხმება იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;

გ) მას უკავია მოსამართლის, პროკურორის ან გამომძიებლის თანამდებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი შრომისუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელია, ანდა როცა დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს, ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ და ის ამ დაწესებულების წარმომადგენლად გამოდის;“.

79. 108-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არსებობს ამ კოდექსის 105-ე–107-ე მუხლებში აღნიშნული გარემოებები, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლები, ექსპერტი, სპეციალისტი ან თარჯიმანი ვალდებულნი არიან განაცხადონ თვითაცილება. თუ მათ ეს არ განუცხადებიათ, მათ აცილება შეიძლება მისცენ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დამცველმა, აგრეთვე დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, ხოლო სასამართლო სხდომაზე – სახელმწიფო ბრალმდებელმაც. პირებს, რომლებიც პროცესს აწარმოებენ, უფლება აქვთ აცილება მისცენ ერთმანეთს.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამართლის აცილების საკითხს წყვეტენ დანარჩენი მოსამართლეები იმ მოსამართლის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. საკითხს აცილების შესახებ, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას ან სასამართლოს მთელ შემადგენლობას ანდა სასამართლო სხდომის მდივანს მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უბრალო უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს თვით საქმის განმხილველი მოსამართლე. აცილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აცილება მისცეს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, სადაც არ არის სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადაუგზავნის საოლქო სასამართლოს.“;

გ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამომძიებლის აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, როგორც საპროცესო ხელმძღვანელი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.

7. ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.“;

დ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-9 – მე-12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. წინასწარი გამოძიებისას განცხადებული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი 24 საათის განმავლობაში. თუ აცილება განცხადებულია სასამართლო სხდომაზე, საკითხი წყდება დაუყოვნებლივ სათათბირო ოთახში.

10. განცხადებული აცილების საკითხზე გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს დადგენი-ლება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

11. ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მთელი შემადგენლობა, საქმე იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცემა შესაბამისად საოლქო სასამართლოს ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.

12. ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა საოლქო სასამართლოს ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.“.

80. 109-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლეს, პროკურორს, გამომძიებელს, მოწმეს და დაზარალებულს უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ სახელმწიფო იცავდეს საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მათ, მათი ოჯახების წევრებისა და ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივს, ღირსებასა და ქონებას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. თუ არსებობს მონაცემი ასეთი ხელყოფის შესახებ, მათ ეს უნდა შეატყობინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, რომელიც ვალდებულია მიიღოს ზომები ამ პირთა დასაცავად.“.

81. 110-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორ-ციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.

2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცეს-ში დასაშვებია:

ა) ეჭვმიტანილის ჩვენება;

ბ) ბრალდებულის ჩვენება;

გ) განსასჯელის ჩვენება;

დ) დაზარალებულის ჩვენება;

ე) მოწმის ჩვენება;

ვ) ექსპერტის დასკვნა;

ზ) ნივთიერი მტკიცებულებანი;

თ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმე-დებისა და სასამართლო განხილვის ოქმები;

ი) სხვა დოკუმენტები;

კ) ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას. ამ შემთხვევაში ფარული გადაღების მწარმოებელი პირი დაკითხული უნდა იქნეს სასამართლოში მოწმის სახით ფარული ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით.“.

82. 113-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში გამომძიებელსა და პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად. ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე საქმესთან ერთად იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ან ცვლის ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს.“.

83. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 117. მოწმის ჩვენება

1. მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვნების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.

2. თუ მოწმის მიერ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მიცემულ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა მოცემული ჩვენებების ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილი.“.

84. 121-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩი-ნებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, – გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარ-სის 41 ნაწილი:

„41. ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება ტარდება დამსწრის თანდასწრებით, თუ ის მოწვეულია. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება ხდება იმ დამსწრის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ნივთიერი მტკიცებულების ამოღებასა და დალუქვას. დამსწრეს იძახებს პროკურორი ან გამომძიებელი. თუ დამსწრე არ გამოცხადდება, პროკურორი ან გამომძიებელი ადგენს ოქმს და უფლებამოსილია განახორციელოს ნივთიერ მტკიცებულებაზე ლუქის მოხსნა და მოცემული მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება და ხელახლა დალუქვა მის გარეშე.“.

85. 122-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ექსპერტიზისათვის გასაგზავნი საგნები უნდა იყოს დალუქული, რაც დადასტურებული უნდა იქნეს გამომძიებლისა და ამ კოდექსის 121-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსწრის ხელმოწერით. ექსპერტისაგან მიღებული საგნები უნდა იყოს დალუქული ექსპერტის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით. იგივე წესები უნდა იქნეს დაცული ნივთიერ მტკიცებულებათა ფოსტით გაგზავნისა და მიღების დროს.“.

86. 124-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ან დადგენილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:

ა) თუ დანაშაულის იარაღს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;

ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, ნადგურდება;

გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით, მას გადაეცემა;

დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყე-ნებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტს;

ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. თუ ნივთი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მასზე ვრცელდება ამ კოდექსის 123-ე მუხლის 11 ნაწილით დადგენილი წესი.

2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, საპროცესო კონფისკაცია და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გამომძიებელმა წარადგინა.“.

87. 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით, აგრეთვე პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ: მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით დაკითხვის, დასკვნის მიცემის მიზნით ექსპერტად გამოიძახონ ნებისმიერი პირი; ჩაატარონ დათვალიერება, შემოწმება, სხვა საგამოძიებო მოქმედება; საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, კერძო პირს მოსთხოვონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნებისა და დოკუმენტების წარმოდგენა.“.

88. 129-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამცველის დასაბუთებული მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის. ამ მოქმედების ოქმი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მისი ასლი გადაეცეს დამცველს, რომელსაც უფლება აქვს დაიმოწმოს ისინი ბრალდებულის უდანაშაულობის ან მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა დასამტკიცებლად.“.

89. 132-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით.“.

90. 133-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე ეწინააღმდეგება საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედების ჩატარებას, არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს (მოსამართლეს) ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუძლიათ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებანი. საჭიროების შემთხვევაში ისინი აფრთხილებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომ აღიკვეთება ის ქცევა, რომელიც ხელს უშლის სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების შესრულებას.“.

91. 134-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჯარიმები, სახდელები და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები – იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვისას.“.

92. 135-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

93. 137-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს, რომ დაპატიმრებულს საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, განჩინების, დადგენილების ასლი გადაეცეს მისი მიღებისთანავე; დაკავებულისა და დაპატიმრებულის საჩივარი და შუამდგომლობა გასინჯვის გარეშე გაუგზავნოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახალხო დამცველს, ადმინისტრაციისათვის მათი ჩაბარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა; დროულად მიიყვანოს დაკავებული და დაპატიმრებული გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გამოძახებით; არ დაუშვას მათი ურთიერთობა თანამდებობის პირსა და ორგანოსთან, რომელსაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღია; ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა დამცველთან შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა ექიმთან ან ექსპერტთან; შეადგინოს აქტი იმის შესახებ, რომ განსასჯელი უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე, და დაუყოვნებლივ გაუგზავნოს იგი შესაბამის სასამართლოს; დაუყოვნებლივ შეასრულოს გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან განჩინება დაკავებულისა თუ დაპატიმრებულის გათავისუფლების შესახებ; გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ან დაპატიმრებული პირი გადაიყვანოს საგამოძიებო იზოლატორში, რომელიც სხვა ტერიტორიაზე მდებარეობს; ეჭვმიტანილი დაკავების ვადის გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს; პატიმრობის ვადის გასვლამდე 7 დღე-ღამით ადრე შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხოლო თუ პატიმრობის მითითებული ვადა არ გაგრძელებულა, გაათავისუფლოს ბრალდებული საგამოძიებო იზოლატორიდან.“.

94. 138-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულების ღონისძიე-ბას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამარ-თლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან ექსპერტიზი-სათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3 საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.“.

95. 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 139. დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფთა, მისი საცხოვრებელი ბინისა და ქონების მეურვეობის ღონისძიებანი

1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომლებიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩებიან, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავებს, სხვა პირებს ან დაწესებულებებს, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება ან საცხოვრებელი ბინა, გაატარონ მისი დაცვის ღონისძიებანი.

2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის შესახებაც გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ანდა კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.“.

96. 140-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

„1. პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო ამ კოდექსის 48-ე მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე გასცემს ბრძანებას დაპატიმრების, შინაპატიმრობის და მათი ვადის გაგრძელების, ბრალდებულის პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემის, გირაოს ან აღკვეთის სხვა ღონისძიებების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო სამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას – აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე მოსამართლის ბრძანების მიღების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.“;

გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შუამდგომლობა საქმის ყველა მასალის ასლებთან ერთად წარედგინება მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს კოლეგიის მოსამართლეს. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია.

6. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად პროკურორის მონაწილეობით. განხილვას აგრეთვე ესწრება ის გამომძიებელი, რომელმაც პროკურორის თანხმობით შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს ბრალდებულს, იმ პირს, რომლის მიმართაც სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა), თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, სისხლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მათ დამცველებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.“;

დ) მე-18 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 ნაწილი:

„19. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების საკითხის გადასაწყვეტად პროკურორი შესაბამის რაიონულ სასამართლოს წარუდგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური პირის (ორგანოს) მიერ გაცემულ ბრძანებას დაპატიმრების შესახებ, დადგენილებას ძებნის გამოცხადების თაობაზე და პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებს. მოსამართლე პროკურორის მონაწილეობით ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობას მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს აქვს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება.“.

97. 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 143. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება

პოლიციის თანამშრომელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. ამ მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, თუ არსებობს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლები.“.

98. 144-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

99. 145-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 145. დაკავების წესი

1. თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და ასევე აცნობოს, რომ მას აქვს დამცველის ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ სასამართლოში. დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს ის განცხადებები, რომლებიც გაკეთებულ იქნა დაკავებული პირის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე.

2. პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია, დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.

3. თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს ჩაატაროს პირადი ჩხრეკა, რაზედაც უნდა შედგეს ოქმი ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით. პირადი ჩხრეკის ოქმი შეიძლება შედგეს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დაკავებულის მიყვანის შემდეგაც. ასეთ შემთხვევაში ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რატომ არ იქნა იგი შედგენილი პირადი ჩხრეკის ჩატარების ადგილზე.

4. მოქალაქე ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არსებობისას ვალდებულია დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამარ-თალდამცავ ორგანოში ანდა გადასცეს იგი ხელისუფ-ლების წარმომადგენელს.

5. პოლიციის თანამშრომელმა ან სხვა კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს ეჭვმიტანილის დაკავებას ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძ-ვლებით, დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია, ოქმი უნდა შედგეს დაუყოვნებლივ პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულის მიყვანისთანავე. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, კანონში აღნიშნულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყ-ვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის უფლებების ჩამონათვალი; აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამო შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი დამცველი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ეჭვმიტანილის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე დაკავების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. თუ დაკავების ოქმი არ შეუდგენიათ ზემოაღ-ნიშნული პირობების დაცვით, აგრეთვე, თუ იგი დაკავებულს არ გადაეცა, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეჭვმიტანილის დაკავების შემთხვევაში პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილება არ გამოიტანება.

6. ეჭვმიტანილი უნდა დაიკითხოს დაკავებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და შედგეს სათანადო ცნობა.

7. დაკავების ვადა დაკავების მომენტიდან ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღინისძიების სხვა სახის გამოყენების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

8. გამომძიებელს, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე თავის წარმოებაში მიიღო, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების შესამოწმებლად.

9. დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და დაკითხონ, როგორც ბრალდებული, ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ გამოძიების ორგანოს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წარედგინა.“.

100. 146-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

101. 147-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 147. მსჯავრდებულის დაკავება

მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება პირობით მსჯავრდებულის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებულის 7 დღე-ღამით დაკავების შესახებ, თუ არსებობს საშიშროება, რომ იგი მიიმალება. დაკავების შესახებ სასამართლო ბრძანება გაიცემა პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამოძიების სხვა ორგანოს შუამდგომლობით, რომლის წარმოებაშიც არის სისხლის სამართლის საქმე ახალი დანაშაულის შესახებ.“.

102. 151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 151. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი და საფუძველი

1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს არ შეიძლება შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ან აღკვეთის სხვა ღონისძიება, თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ამ ნაწილით გათვალისწინებულ მიზნებს.

2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

3. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახის მიზანშეწონილობა და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენების შეუძლებლობა, ხოლო წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შუამდგომლობის წარდგენისას – მოთხოვნილი ვადის აუცილებლობა.

4. სასამართლო უფლებამოსილია აღკვეთის ღონისძიების სახით პირს შეუფარდოს პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.“.

103. 152-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ბრალდებულს უნდა განემარტოს მისი ვალდებულება გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით და უნდა შეატყობინოს მათ, თუ შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს.“;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

104. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 153. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები

აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, პირის მიერ მისთვის შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.“.

105. 155-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღ-კვეთის ღონისძიება უქმდება აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწ-ყვეტის თაობაზე პროკურორის მიერ მიღებული დადგენილებით.“.

106. 157-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავისი განჩინებით (დადგენილებით) საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მხარის შუამდგომლობით შეუძლია შეარჩიოს, შეცვალოს ან გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის ღონისძიების საკითხი.“.

107. 160-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

„1. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს, რომელიც პირს წარუდგენს ბრალდებას და დაკითხავს როგორც ბრალდებულს, შეუძლია ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. მოსამართლის მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტამდე პროკურორი უფლებამოსილია დააკავოს ბრალდებული არა უმეტეს 24 საათისა, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლი.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ თანამდებობის პირმა ან რეკეტირმა ჩაიდინა დანაშაული, და მძიმე ავადმყოფობის გამო მის მიმართ შეუძლებელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ან იგი მიმალვაშია, გამომძიებელს, თანამდებობის პირის ან რეკეტირის დაუსწრებლად გამოაქვს დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და ბრალდების წარდგენის შემდეგ უფლება აქვს პროკურორის თანხმობით შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.“;

გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარ-სის მე-6 ნაწილი:

„6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვა-ლისწინებული საფუძვლები.“.

108. 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 162. პატიმრობის ვადა

1. ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ აღემატება 4 თვეს (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და გამოითვლება დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა, ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.

2. პატიმრობის ვადის დინება წყდება საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ განსჯადობის მიხედვით სასამართლოში საქმის ჩაბარების მომენტში.

3. ბრალდებულის პატიმრობის პირველადი ვადა განისაზღვრება 2 თვით. ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთი თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა დაარღვია მისთვის შერჩეული ნაკლე-ბად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება;

ბ) თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა;

გ) საქმის სირთულის გამო;

დ) თუ პატიმრობის ვადის გასვლისას პროცესის მონაწილენი ვერ ასწრებენ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობას.

4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ 60 დღემდე. ამ ვადის ამოწურვისთანავე ბრალდებული დაუყოვნებლივ თავისუფლდება პატიმრობიდან.

5. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში მისი პატიმრობის ვადები აითვლება საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მისი ფაქტობრივი გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის წარდგინების შედეგად შედგენილი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ერთი თვემდე, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე კიდევ ერთ თვემდე აგრძელებს პატიმრობის ვადას.

7. ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება შინაპატიმრობაში ყოფნის დრო.

8. საქართველოში ექსტრადიციის მიზნით პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრებისა და სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ბრალდებულის ყოფნის დრო არ ჩაითვლება პატიმრობის ვადაში.

9. წინასწარი პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ვადის გამოთვლისას მასში ჩაითვლება ბრალდებულისა და მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის დრო.

10. მოსამართლე განსასჯელის სამართალში მიცემამდე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოცემული შუამდგომლობის აღძვრიდან 48 საათში ამ კოდექსით დაგენილი წესით იხილავს განსასჯელისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს.

11. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში და საოლქო სასამართლოში საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ან განსასჯელის მოთხოვნით შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასა-მართლოში და საოლქო სასამართლოში საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ან განსასჯელის მოთხოვნით შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვის დროს განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს, ხოლო განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ან განსასჯელის მოთხოვნით ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ ერთ თვემდე. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.“.

109. 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესე-ბის დაცვით.“.

110. 164-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დღეს.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუ იგი სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, – არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის გათავისუფლების შესახებ.“.

111. 165-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება, თუ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან საქმე შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით.“.

112. 166-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არა უმეტეს 4 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღკვეთის ეს ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს.“.

113. 168-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურორი სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის დროს განსაზღვრავს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2 000 ლარზე ნაკლები.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარ-სის 41 ნაწილი:

„41. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა დადგე-ნილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის საქმის გან-მხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეტანა, პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.

114. 169-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 169. ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ

ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ არის ბრალდებულის წერილობითი ვალდებულება, რომელსაც იგი აძლევს სასამართლოს იმის თაობაზე, რომ არ დაემალება წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, არ განახორციელებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ხელს არ შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გამოცხადდება გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით. ხელწერილის მიმცემი კისრულობს ვალდებულებას არ გავიდეს აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვის გარეშე და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს მითითებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში.“.

115. 172-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამხედრო მეთაური, რომელსაც სამეთვალყურეოდ გადაეცა ბრალდებული, ვალდებულია დაუ-ყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.“.

116. 173-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით იძახებენ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამარ-თლე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ზუსტად დანიშნულ დროს. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესის მონაწი-ლენი შეიძლება იძულებით მოიყვანონ.“.

117. 174-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მოყვანა წინასწარი გამოძახების გარეშე შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული პირები ემალებიან წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, ან არა აქვთ გარკვეული საცხოვრებელი ადგილი.“.

118. 175-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე გასცემს ბრძანებას წინასწარი გამოძიების ადგილას გარკვეული პირის იძულებით მოყვანის შესახებ, ხოლო სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს, გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენილება) აღნიშნული პირის მოყვანის თაობაზე.“.

119. 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული ექსპერტიზისათვის პირი თავსდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მან გასცა პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.“.

120. 184-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით).“.

121. 188-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზ-ღაურდება სრული მოცულობით, საქმის შედეგის მიუხედავად.“.

122. 193-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 193. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი

1. თუ არსებობს ამ კოდექსის 190-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ქონებაზე ყადაღის დადებისათვის, პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ადგენს, სად და ვის ხელშია ეს ქონება. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს საჭირო საგამოძიებო მოქმედება ბანკში, ლომბარდში, შემნახველ საკანში, საფოსტო და სხვა დაწესებულებებში ან საცავში ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და საგნების აღმოსაჩენად.

2. პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ადგენს და სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს მოსამართლის ბრძანების მისაღებად საჭირო მონაცემები.

3. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

123. 194-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონებაზე ყადაღა ედება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომლის ასლიც ეძლევა გამომძიებელს ან პროკურორს თავისი შუამდგომლობის შესაბამისად, ანდა საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.“.

124. 195-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონე-ბაზე ყადაღის დადების შესახებ. დადგენილებაში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემები.“.

125. 196-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლის ბრძანებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – თავის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა, ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

126. 197-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მიხედვით, ხოლო სასამართლოს აღმასრულებელი აღწერს ქონებას. ოქმში (აღწერაში) უნდა აღინიშნოს დასაყადაღებელი ქონების ზუსტი დასახელება, რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთის ხარისხი, სხვა ინდივიდუალური ნიშნები და ღირებულება; მიეთითოს, თუ რა ქონებაა ჩამორთმეული და რა დარჩა შესანახად; ეკუთვნის თუ არა ეს ქონება ან მისი ნაწილი სხვა პირებს; მოყვანილ იქნეს განცხადებები იმ პირის მოქმედების შესახებ, რომელიც ქონებას აყადაღებს.“.

127. 199-ე მუხლის მე-2–მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღა უქმდება.

3. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „თ“ – „მ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძ-ვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, მოსამართლეს ან სასამართლოს უფლება აქვს გააგრძელოს ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 30 დღით.

4. სამოქალაქო სარჩელის გამოხმობის ან ქონებაზე ყადაღის დადების სხვა საფუძვლების მოსპობის შემთხვევაში ეს ღონისძიება შეიძლება გააუქმოს მოსამართლემ პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველმა სასამართლომ თავისი განჩინებით.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალდებულის ქონების მიმართ გამოყენებული ყადაღის დადების ღონისძიება უქმდება აგრეთვე პროკურორის დადგენილებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.“.

128. მე-200 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ქონებას ყადაღა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში (აღწერაში), უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის გამო სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის, აგრეთვე საქმის განმხილველი სასამართლოსათვის.“.

129. XXV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXV

პასუხისმგებლობა წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის“.

130. 202-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 202. იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებასა და სასამართლო განხილვას

1. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საპროცესო მოვალეობის განზრახ დარღვევისათვის.

2. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ უხეში დაუდევრობისათვის, რასაც უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება მოჰყვა.

3. სხვა შემთხვევაში, თუ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ბრალეულად დაარღვევენ საპროცესო მოვალეობას, მათ კანონის მიხედვით დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4. გამომძიებელი სისხლის სამართლის საქმის შემდგომ გამოძიებას შეიძლება ჩამოაშოროს პროკურორმა, ხოლო პროკურორი – ზემდგომმა პროკურორმა, თუ მათ დაარღვიეს კანონი.“.

131. 204-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცრუ დასმენას, დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენებას, ექსპერტის არასწორ დასკვნას, წინას-წარი გამოძიების დროს და სასამართლოში თარჯიმნის არასწორ თარგმანს მოსდევს ამ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 373-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებ-რივი პასუხისმგებლობა.

2. ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ აგრეთვე მოწმე და დაზარალებული, თუ ისინი ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავები არიან, ანდა რომლებსაც უნდა ეპასუხათ დანაშაულის ჩადენაში მათ მამხილებელ შეკითხვებზე.“.

132. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 205. პასუხისმგებლობა სხვა საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის

ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე დაეკისრებათ: დაზარალებულებსა და მოწმეებს, – თუ უარს იტყვიან გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს კანონიერ მოთხოვნებზე შემოწმების, ექსპერტიზის ჩატარების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშების მიღების შესა-ხებ; კავშირგაბმულობის დაწესებულებათა უფრო-სებსა და თანამშრომლებს – საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან არასათანადოდ შესრულებისათვის; სხვა პირებს, რომლებიც ხელს უშლიან შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის, ჩხრეკის ან ამოღების ჩატარებას; სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე ყველა პირს, ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის გარდა, – წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნებისათვის, თუ ისინი გამომძიებელმა ან პროკურორმა გააფრთხილა მათი გამჟღავნების დაუშვებლობის შესახებ და თუ მან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მათი მიცემა მიზანშეწონილად არ მიიჩნია; საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, – თუ ხელს შეუშლიან გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით იმ პირთა გამოცხადებას, რომლებიც არიან ბრალდებული, ეჭვმიტანილი, დაზარალებული, მოწმე, სპეციალისტი, ექსპერტი, თარჯიმანი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები; აგრეთვე იმისათვის, თუ განუხილველი დარჩა ანდა დროულად არ გაეცა პასუხი კერძო განჩინებას (დადგენილებას) ან წარდგინებას კანონის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების შესახებ.“.

133. 207-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 207. პასუხისმგებლობა საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ზიანისათვის

კანონით დადგენილი წესით გამომძიებელთან, პრო-კურორთან ან სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სასამართლოში საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ხარჯები გადახდება გამოუცხადებელ პირს.“.

134. 209-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინასწარი გამოძიების სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაუ-ლისა და სხვა სამართალდარღვევისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პროცესის რომელიმე მონაწილე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 კარით გათვალისწი-ნებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ), ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს გამოძიებას ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

135. 210-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინასწარი გამოძიების დროს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრე-ბის წესი“.

136. 211-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 211. სასამართლო სხდომაზე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი

თუ სასამართლოში საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ არსებობს საფუძველი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პროცესის მონაწილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად, განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების გამოტანასთან ერთად სასამართლო ადგენს, რომ სათანადო მასალები გაეგზავნოს პროკურორს წინასწარი გამოძიებისათვის.“.

137. 217-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წინასწარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფულადი სახსრები სისხლის სამართლის თითოეულ საქმეზე;“;

ბ) მე-2 ნაწილის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაზარალებულის, მოწმის, სპეცილისტის, ექსპერტისათვის გადახდილი თანხებისაგან – გამოცხადების ხარჯებისა და დღიური თანხის ანაზღაურების წესით;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) წინასწარ გამოძიებასთან ან სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლისა და ოპერატიული მუშაკებისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხებისაგან.“.

138. 218-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულისა და პროცესის სხვა მონაწილეთა სახსრებიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება საგამოძიებო აპარატის, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების, პროკურორის, სასამართლოს, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების, წინასწარი პატიმრობის ადგილის შესანახი, თარჯიმნის შრომის ანაზღაურების ხარჯები, თუ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ საჭიროდ ცნო მათი მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასამართლოში საქმის გაგზავნისას გამომძიებელი ადგენს ცნობას წინასწარი გამოძიების ხარჯების შესახებ, რომლის უტყუარობაც მოწმდება სასამართლო სხდომაზე. თუ საქმე შეწყდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე, სისხლის სამართლის საქმის გამო გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“;

გ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პროცესის ყველა მონაწილეს, მსჯავრდებულის, დამცველის, ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენლის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელთა გარდა, სამუშაო ადგილას უნარჩუნდება საშუალო ხელფასი (მათ შორის – პრემია, დანამატი და ანაზ-ღაურება შეთავსებითი სამუშაოსათვის) წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მათ მონაწილეობაზე დახარჯული მთელი დროის განმავლობაში. თუ არა-სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ადმინისტრაცია უარს ამბობს პროცესის მონაწილისათვის საშუალო ხელფასის გადახდაზე, მაშინ გადახდა წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

139. XXVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXVIII

რეაბილიტაცია და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება“.

140. 219-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება), სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“, „ი“ – „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სა-ფუძვლებით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულე-ბითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ.

3. რეაბილიტირებულ უნდა იქნეს აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც ხორციელდებოდა სისხლისსამარ-თლებრივი დევნა და სასამართლო განხილვა, მას შემდეგ, რაც გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი და დევნა შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი საფუძვლით.“.

141. 221-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები“.

142. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეაბილიტაციის დროს სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას ყველა გადასახდელი გადაიხდევინება, ამ ორგანოების თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.“.

143. 227-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესი“;

ბ) პირველი – მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენე-ბულია გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო ანდა დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება. მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას.

2. მოსამართლეს, რომელმაც წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას.

3. მას შემდეგ, რაც პროკურორი შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ან/და წინასწარ გამოძიებას იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, საქმეს გადასცემს სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, და ეს იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. თუ პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას არ განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. საქმის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მოსამართლე ატარებს სხდომას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წესების მიხედ-ვით და გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

4. თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მოსამართლემ (სასამართლომ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის ვადაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო ორგანოებისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით.“.

144. 232-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა დააკმაყოფილონ გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს.“.

145. 233-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 233. შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, გაგრძელების ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას, აგრეთვე შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ადგენს გამომძიებელი და ეთანხმება პროკურორი.

2. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

3. პროკურორის მონაწილეობა მოსამართლის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, გაგრძელების, ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სავალდებულოა.“.

146. 234-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 234. სისხლის სამართლის პროცესის განმახორციელებელი ორგანოს და თანამდებობის პირის მოქმედების ან გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება

გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის, პროკურორის, მოსამართლის ან სასამართლოს მოქ-მედების ან გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ პროცესის მონაწილეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

147. 235-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს შესაბამის პროკურორს. საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ პროკურორს. თანამდებობის პირმა, რომელმაც მიიღო საჩივარი თავისი მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო, ადრესატისათვის მისი გაგზავნისას უნდა დაურთოს საკუთარი განმარტებები.“.

148. 236-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის ან პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება წინასწარი გამოძიების მთელი წარმოების განმავლობაში.“.

149. 240-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღე-ბულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის შესახებ; სისხლისსამართლებრივი დევნის სრული ან ბრალდების ნაწილში შეწყვეტის შესახებ; გასაჩივრებული მოქმედების იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის შესახებ; საჩივრის უარყოფის შესახებ.“.

150. 242-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით უკანონო ან დაუსაბუთებელია, კერძოდ:

ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება;

ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება.“;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით დადგენილი წესით პროცესის მონაწილეს უფლება აქვს გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს.“;

დ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ხოლო სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის პროკურორს საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.“.

151. 243-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმე-ბის შესახებ, ასევე პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი“;

ბ) პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემიდან (გამოტანიდან) 48 საათში შეიძლება გასაჩივრდეს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს იმავე ვადაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.“;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივარს იხილავს მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა. საჩივრის განხილვის დღე და დრო დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს.“;

დ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ 24 საათში ზემდგომ სასამართლოში. მოცემული ბრძანება კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცემისთანავე. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზემდგომი სასამართლო მხარეთა საჩივარს იხილავს მიღებიდან 24 საათში.“.

152. 245-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმეთა გაერთიანება ხდება პროკურორის დადგენილებით ან პროკურორის შუამდგომლობით მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით).

3. ერთ წარმოებად საქმეთა გაერთიანებისას წარმოების ვადა აითვლება პირველ საქმეზე წინასწარი გამოძიების დაწყების დღიდან.“.

153. 246-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 246. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა

1. პროკურორს უფლება აქვს მოტივირებული დადგენილებით სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოს საქმე ცალკე წარმოებისათვის.

2. გამოყოფას ექვემდებარება საქმის მასალების დედნები, ხოლო მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები რჩება საქმეში, რომლიდანაც გამოიყო მასალები.

3. გამოყოფილი საქმის წინასწარი გამოძიების ვადა იწყება გამოყოფის შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან.“.

154. 251-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო, პროკურორი ან გამომძიებელი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალა-ქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალებას ასრულებს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.“.

155. 252-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა

თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან, გამოძიებული საქმის ყველა მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აღნიშნულ მასალებს უგზავნის უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისხლისსამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად ან მიმართავს თხოვნით საქართველოს ხელისუფლებისათვის ბრალდებულის გადმოცემის შესახებ.“.

156. 253-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულია, მაგრამ ამ ქმედებისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მის მიმართ ჩაატაროს გამოძიება და გამოიტანოს განაჩენი. ამასთან, შეიძლება მასალებისა და მტკიცებულებათა გამოთხოვა იმ სახელმწიფოდან, სადაც ჩადენილია დანაშაული და წამოყენებულია მოთხოვნა დევნილი პირის საქართველოს ხელისუფლებისათვის გადმოცემის შესახებ.“.

157. 257-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირის მიმართ უკვე გამოტანილია იმავე დანაშაულთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;“.

158. 259-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 259. უცხოეთში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონისძიების გამოყენება

1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს შესაბამის რაიონულ პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. სასამართლო აღნიშნულ საკითხს განიხილავს ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საოლქო სასამართლოში პირისათვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის ვადაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 10 დღის ვადაში.

2. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა განისაზღვრება 3 თვით, რომელიც ექსტრადიციის განხორციელებისათვის გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე რაიონული სასამართლოს მოსამართლე 2 თვით, ხოლო საოლქო სასამართლო კიდევ 2 თვით აგრძელებენ საექსტრადიციო პატიმრობის ვადას.

4. ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პირმა უცხო სახელმწიფოში ჩაიდინა საქართველოს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით დასჯადი ქმედება, საქართველოს გენერალური პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით შესაბამისი ქვეყნიდან გამოითხოვს პირის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.

6. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გადაცემის მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.“.

159. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2591 მუხლი:

     „მუხლი 2591. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის მინიჭებული ყველა უფლებით.

2. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს მისი გადაცემის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 15 დღის ვადაში.

3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით შეიძლება გასაჩივრდეს მხარეების მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 10 დღის ვადაში.“.

160. XXXIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXXIII

წინასწარი გამოძიების ზოგადი დებულებანი“.

 161. 261-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 261. წინასწარი გამოძიების დაწყების მოვალეობა

 დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიწყონ წინასწარი გამოძიება. გამომძიებლის მიერ წინასწარი გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.“.

162. 262-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

163. 263-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 263. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ

1. წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ფიზიკურმა ანდა იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო ან თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა, თანამდებობის პირმა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანომ, ბრალის აღიარებით გამოცხადებულმა პირმა, ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე უშუალოდ სისხლის სამართლის პროცესის ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ორგანოს წარმომადგენელი დანაშაულის თვითმხილ-ველი ან დაზარალებულია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გამოვლენილი ცნობები.

2. ანონიმური ცნობები წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველს არ წარმოადგენს. ასეთი ცნობები უნდა გადამოწმდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების გზით.“.

164. 264-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

165. 265-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 265. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების განხილვის წესი

1. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.

2. ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი.

3. სისხლის სამართლის საქმის პირველადი დოკუმენტია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტი.

4. 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.“.

166. 266-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 266. საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნა

თუ წინასწარი გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება განეკუთვნება გამოძიების სხვა ორგანოს, გამომძიებელი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებათა შესრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდე-ბარეობის მიხედვით.“.

167. 267-ე – 269-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

168. 270-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინასწარი გამოძიების სავალდებულოობა“;

ბ) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.

169. 271-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 271. წინასწარი გამოძიების ვადა

წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადებში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.“.

170. 272-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

171. 274-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი და პროკურორი უზრუნველყოფენ, რომ არ გამჟღავნდეს მონაცემები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და მისი შედეგების, ჩვენებათა შინაარსის, მთლიანად საქმის ან მისი გარკვეული ნაწილის შინაარსის თაობაზე, აგრეთვე მონაცემები ექსპერტთა დასკვნის შესახებ. ამ მიზნით მათ შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს ჩამოართვან ხელწერილი – ვალდებულება, რომ მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილონ ისინი სისხ-ლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.“.

172. 275-ე–277-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

173. 278-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 278. რამდენიმე გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედების შესრულება

თუ დათვალიერების, ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი ერთდროულად უნდა იყვნენ სხვადასხვა შენობაში ან ერთმანეთისაგან დიდი მანძილით დაშორებულნი, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება განახორციელოს რამდენიმე გამომძიებელმა. ამასთან, ერთ-ერთი გამომძიებელი ხელმძღვანელობს დანარჩენ გამომძიებელთა საქმიანობას.“.

174. 279-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებლის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო საჩივარი წარედგინება შესაბამის პროკურორს.“.

175. 280-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა დადგენისას გამომძიებელი ან პროკურორი შესა-ბამისი ორგანიზაციის თანამდებობის პირს უგზავნის წარდგინებას ამ გარემოებათა გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.“.

176. 287-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე ყველა პირი.

7. ოქმს დაერთვის ფოტონეგატივი და სურათი, ინფორმაციის შემცველი ელექტრონული საშუალებები, კინოფირი, დიაპოზიტივი, დაკითხვის ფონოგრამა, ვიდეოჩანაწერის კასეტა, ნახაზი, გეგმა, სქემა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დამზადებული კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი.“.

177. 290-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ხოლო ამ კოდექსის 48-ე მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს უნდა ეცნობოს 24 საათის განმავლობაში და გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებენ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა და საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩაატარა. მასალების განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება:

ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.“;

ბ) მე-3 და მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამომძიებლისა და პროკურორის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნეს მოსამართლის ბრძანება პირის იძულებით შემოწმების, მოყვანის, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ.“.

178. 291-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

179. 292-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ერთპიროვნულად იხილავს მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო ამ კოდექსის 48-ე მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.“.

180. 294-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 294. დაკითხვის ადგილი

მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას.“.

181. 295-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმეს, დაზარალებულს, აგრეთვე თავისუფლებაში მყოფ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს გამომძიებელთან ან პროკურორთან იძახებენ უწყებით. უწყება იგზავნება ფოსტით ან შიკრიკის ხელით. გამოძახება შეიძლება აგრეთვე ტელეფონოგრამით, დეპეშით, რადიოგრამით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით.“.

182. 296-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 296. დასაკითხი პიროვნების დადგენა

გამომძიებელმა დაკითხვის წინ დასაკითხს უნდა გამოკითხოს სახელი და გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) და ადგილი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები, თანამდებობა, სარგებლობს თუ არა იმუნიტეტით, არის თუ არა ნასამართლევი, და ეს მონაცემები შეუდაროს დასაკითხის პირად დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს ან სხვაგვარად დარწმუნდეს მის ვინაობაში.“.

183. 298-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაკითხ პირს უნდა განემარტოს, რა საქმეზეა გამოძახებული, და წინადადება მიეცეს მოყვეს, რა იცის საქმის გარემოებათა შესახებ. თავისუფალი თხრობის შეწყვეტა დაუშვებელია, მაგრამ, თუ დასაკითხი ლაპარაკობს გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, გამომძიებელს შეუძლია მისი შეჩერება.“.

184. მე-300 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამომძიებელს და პროკურორს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტები და სხვა ჩანაწერები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ ან დაურთონ საქმეს.“.

185. 301-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაკითხვისას გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს შეუძლიათ დასაკითხს წარუდგინონ საქმეზე დართული საგნები და დოკუმენტები.“.

186. 303-ე მუხლის მე-2–მე-5 ნაწილები ჩამოყა-ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაკითხვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე გამოსახულების ან/და ხმის ჩაწერის შესაბამისი ტექნიკური საშუალება. დაკითხვა ყოველთვის უნდა ჩაიწეროს ამგვარი ტექნიკური საშუალებით, თუ დასაკითხი პირი შუამდგომლობს დაკითხვის ჩაწერაზე და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფს ჩაწერას.

3. ჩვენება ოქმში უნდა ჩაიწეროს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით. კითხვა-პასუხი ფიქსირდება ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც დაკითხვისას. ოქმში შეტანილ უნდა იქნეს ის შეკითხვაც, რომელიც განარიდა გამომძიებელმა ან პროკურორმა, აგრეთვე შეკითხვა, რომლის პასუხის გაცემაზედაც უარი თქვა დასაკითხმა.

4. ოქმში თანამიმდევრულად უნდა დაფიქსირდეს დაკითხვისას ჩატარებული ყველა მოქმედება. დაკითხვის ტექნიკური საშუალებებით ჩანაწერი ერთვის დაკითხვის ოქმს.

5. დაკითხვის დამთავრებისთანავე ოქმი წასაკითხად წარედგინება დაკითხულს, ან მისი თხოვნით ოქმს წაუკითხავს გამომძიებელი ან პროკურორი.“.

187. 304-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამომძიებელი გადაწყვეტილებას იღებს ხმის ჩაწერის შესახებ და ამის თაობაზე დასაკითხს აცნო-ბებს დაკითხვის დაწყებამდე.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-5 ნაწილი:

„5. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის შუამდგომლობით მისი ჩვენება შეიძლება ჩაწერილ იქნეს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური საშუალებებით.“.

188. 310-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეჭვმიტანილის დაკითხვა მისი დაკავების შემ-თხვევაში უნდა ჩატარდეს დაკავების მომენტიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს ჩვენება მისცეს დამცველის თანდასწრებით. თუ შეუძლებელია დამცველის მონაწილეობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მისი მონაწილეობა უზრუნველყონ და განუმარტონ დაკავებულს, რომ დამცველის მოსვლამდე უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება.

3. დაკითხვის დაწყებამდე გამომძიებელმა და პროკურორმა ეჭვმიტანილს უნდა აცნობონ ეჭვის არსი და განუმარტონ მისი უფლებები.“.

189. 314-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში დააპირისპიროს ადრე დაკითხული ორი პირი, თუ მათ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა.

2. ბრალდებულს უფლება აქვს დაუპირისპირდეს იმ პირს, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში ან აარიდოს თავი დაპირისპირებას.“.

190. 316-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 316. ამოღების საფუძველი

გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი და დოკუმენტი, თუ შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ისინი ინახება გარკვეულ ადგილას, გარკვეულ პირთან და მათი ძებნა საჭირო არ არის.“.

191. 317-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 317. ჩხრეკის საფუძველი

გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ჩაატარონ ჩხრეკა, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გარკვეულ საცხოვრებელ, სამსახურებრივ, საწარმოო სათავსში, ამა თუ იმ ადგილას ან ამა თუ იმ პირთან ინახება ამ კოდექსის 315-ე მუხლში აღნიშნული საგანი, დოკუმენტი, და არსებობს მონაცემები, რომ მათ ნებაყოფლობით არ გასცემენ.“.

192. 318-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არსებობს ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი, პროკურორმა ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელმა უნდა მიმართოს სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო 48-ე მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის ან საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს მოტივირებული შუამდგომლობით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩასატა-რებლად ნებართვის თაობაზე მოსამართლის ბრძანების მისაღებად.“.

193. 319-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 319. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი

მოსამართლე ამ კოდექსის 292-ე–293-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობას ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ბრძანებით იძლევა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვას. ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე შენობა, რომელშიც ნებადართულია ამოღება ან ჩხრეკა, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ეკუთვნის ეს შენობა, მოქალაქე, რომლის მიმართაც ნებადართულია პირადი ჩხრეკის ჩატარება, ჩხრეკისა თუ ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები საგანი, დოკუმენტი და მათი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.“.

194. 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 320. ამოღება და ჩხრეკა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე

1. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი გამოვლინდა, სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს განჩინება (დადგენილება), რომელშიც აღინიშნება ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში მითითებული მონაცემები, და ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ავალებს გამომძიებელს ან პროკურორს.

2. ამოღების ან ჩხრეკის ოქმს და მისი ჩატარებისას ამოღებულ საგანსა და დოკუმენტს გამომძიებელი ან პროკურორი დაუყოვნებლივ გადასცემს სასამართლოს.“.

195. 321-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 321. დამსწრის და სხვა პირთა მონაწილეობა ამოღების ან ჩხრეკის დროს

1. ამოღების ან ჩხრეკის დროს ეჭმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს დამსწრე (არა უმეტეს ორისა).

2. ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის მფლობელი ან/და ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარ-მომადგენელი.

3. ამოღება ან ჩხრეკა საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის შენობაში უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.

4. პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, აგრეთვე დამსწრეს, სპეციალისტს, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან (წარმომადგენელს) უფლება აქვს დაესწროს გამომძიებლის, პროკურორის ყველა მოქმედებას, გააკეთოს განცხადება, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.“.

196. 323-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 323. ამოღებისა და ჩხრეკის წესი

1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ ბინაში შევიდნენ (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით.

2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს.

3. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი.

4. გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე.

5. ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცეს ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით.

6. ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა.

7. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულია მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი.

8. ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი ყველა საგანი ან დოკუმენტი, მათ ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაწვრილებით აღიწეროს ოქმში, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში.

9. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას.“.

197. 324-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, თუ არ აღმოჩნდა მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს სადგომში წესრიგის აღდგენა და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოქალაქეს მიადგა ამოღების ან ჩხრეკის შედეგად.“.

198. 325-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში აღნიშნული საფუძვლების არსებობისას გამომძიებელს ან პროკუ-რორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, რომელიც აღმო-ჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთებში ან სხეულზე.“;

ბ) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით პოლიციაში ეჭვმიტანილის მიყვანის შემდეგ დაკავების ოქმის შედგენისას.“;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირადი ჩხრეკა და პირისაგან საგნის, ნივთისა თუ დოკუმენტის ამოღება, რასაც თან სდევს გაშიშვლება, უნდა ჩაატაროს იმავე სქესის თანამდებობის პირმა, ასევე იმავე სქესის სპეციალისტმა თუ ის მოწვეულია.“.

199. 326-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექ-სის 287-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ ამოღების ან ჩხრეკის ჩამტარებელი თანამდებობის პირი, დამსწრე, სპეციალისტი და აგრეთვე პირი, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა ან ამოღება, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამ კოდექსის 321-ე მუხლში აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას იყო მცდელობა გაენადგურებინათ და გადაემალათ მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, ანდა, თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. აქვე უნდა აღინიშნოს გამომძიებლის და პროკურორის მიერ განხორციელებული ღონისძიებანი.“.

200. 329-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისთვის, რომ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი შეიცავს ცნობას ჩადენილი დანაშაულის, მიმალული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ, ანდა სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს ან საგანს, პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით ამ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადების შესახებ.

2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღება ნიშნავს, რომ იკრძალება ადრესატისათვის მისი გადაცემა და მისი მიღების ფაქტის შეტყობინება მოსამართლის საგანგებო განკარგულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე ან განაჩენის გამოტანამდე.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამართლის ბრძანებაში საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ, გარდა ამ კოდექსის 293-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ცნობებისა, მითითებული უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, ვისაც ეგზავნება დასაყადაღებელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი – თუ არის ცნობა ამის შესახებ; დაყადაღებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამომძიებლის და პროკურორის უფლება საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვა-ლიერებასა და ამოღებაზე.“;

გ) მე-6–მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). დათვალიერებისა და ამოღების ოქმი დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთან ერთად დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.

7. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების შესახებ გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა წარუდგინოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსს. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შეუსრულებლობა ან გახმაურება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

8. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსი აჩერებს მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნულ კორესპონდენციას, სხვა გზავნილებს და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს გამომძიებელს ან პროკურორს.“.

201. 330-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 330. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება

1. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულებაში გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლის მონაწილეობით, ხოლო თუ საჭიროა – შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ხსნის და ათვალიერებს დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს. თუ გამომძიებელმა ან პროკურორმა აღმოაჩინა სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობა, დოკუმენტი ან საგანი, მან უნდა ამოიღოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი ან გადაიღოს მისი ასლი. სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობის, დოკუმენტის ან საგნის არარსებობის შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი იძლევა მითითებას, დათვალიერებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი გადასცენ ადრესატს ან შეაჩერონ ის მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული ვადით.

2. შეჩერებული გზავნილის დათვალიერების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება, რომელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით შეჩერდეს, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად. ოქმს ხელს აწერს თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაატარა დათვალიერება და ამოღება, აგრეთვე ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სხვა პირები.“.

202. 331-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 331. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე დადებული ყადაღის მოხსნა

საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღას აუქმებს მოსამართლე პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა სასამართლო, როცა ამ ზომის გამოყენება აღარ არის საჭირო. ყველა შემთხვევაში ყადაღა უნდა მოიხსნას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისთანავე ან განაჩენის გამოტანისთანავე.“.

203. 332-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელმაც შეიტყო მისთვის გამოგზავნილი ან მის მიერ გაგზავნილი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შესახებ, უფლება აქვს ამ მოქმედების უკანონობის ან უსაფუძვლობის გამო საჩივრით მიმართოს შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, სადაც მის საჩივარს ერთპიროვნულად განიხილავს მოსამართლე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით. თუ საჩივარი საფუძვლიანად ცნეს, მომჩივანს წერილობით უნდა მოუხადოს ბოდიში ბრძანების გამცემმა მოსამართლემ. მომჩივანს აგრეთვე უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა.“.

204. 333-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი, გვამი, ადგილმდებარეობა, სადგომი, საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი.“.

205. 334-ე მუხლის:

ა) პირველი – მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დათვალიერება ტარდება ორი დამსწრის მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები.

2. აუცილებლობის შემთხვევაში დათვალიერებისას, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს ფოტო და კინოგადაღებას, ხმის ჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდებს.

3. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოვლენას.

4. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგნები თუ დოკუმენტები მათ ამოღებამდე უნდა წარუდგინონ დათვალიერების მონაწილეებს. ამასთან, უნდა მოხდეს მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული საგნის, დოკუმენტის, კვალის, ტვიფრის ან ანაბეჭდის ამოღება.“.

206. 335-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირმა, რომელიც დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი და დოკუმენტი, აგრეთვე კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა შეფუთოს და დალუქოს, შეფუთულ საგანზე, ლუქის გარდა, აღინიშნება საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და თარიღი.“.

207. 336-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი სასამართლო ექსპერტის მონაწილეობით, ხოლო თუ სასამართლო ექსპერტის მონაწილეობა შეუძლებელია – სხვა ექიმის მონაწილეობით. საჭიროების შემთხვევაში, გვამის დასათვალიერებლად შეიძლება მოწვეულ იქნეს სხვა სპეციალისტიც.“.

208. 337-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 337. ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერება

1. გამომძიებელი ან პროკურორი ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერებას ატარებს ამ კოდექსის 334-ე – 339-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომებში ან დახურულ ტერიტორიაზე მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მიმართავს მოსამართლეს, რომელიც შესაბამისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას დათვალიერების ჩასატარებლად. ბრძანება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.

3. გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებას შეიძლება მოჰყვეს ნივთიერ მტკიცებულებათა განადგურება, დამალვა ან გაფუჭება, გამონაკლისის სახით დასაშვებია ბინაში ან სამსახურებრივ სადგომში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე, ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეო-ჩანაწერი, კინოფილმი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი ოქმზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ამ მოქმედებაში მონაწილე პირებმა.“.

209. 338-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი ან პროკურორი ათვალიერებს საგანს ან დოკუმენტს მისი აღმოჩენის ადგილას, ხოლო თუ დასათვალიერებლად ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალებაა საჭირო, დათვალიერებას აგრძელებს წინასწარი გამოძიების ჩატარების ადგილას.

2. აუცილებლად უნდა მოხდეს იმ საგნის ან დოკუმენტის დათვალიერება, რომელიც თანამდებობის პირმა ან მოქალაქემ წარუდგინა გამომძიებელს ან პროკურორს ამ კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

210. 339-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დათვალიერების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. ოქმში უნდა აღიწეროს დათვალიერებისას გამომძიებლის ან პროკურორის ყველა მოქმედება, აგრეთვე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ყველა კვალი, საგანი თუ დოკუმენტი. ამოღებული საგნის ან დოკუმენტის მფლობელს აძლევენ სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ოქმის ასლს.“.

211. 342-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი (სპეციალისტები) და ექსპერტი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.“.

212. 343-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარე-ბისას შედგენილი გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ხმის ჩანაწერი, კინო, ვიდეოჩანაწერი, დამზადებული ექსპერიმენტული ტვიფრი და ანაბეჭდი ოქმში ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა.“.

213. 345-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჩვენების ადგილზე შემოწმებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი. შემოწმებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული და დამცველი, თუ ეს მოქმედება ტარდება მათი შუამდგომლობით.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების განმეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის დათვალიერებაში და გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.“.

214. 347-ე მუხლის მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

215. 348-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

216. 352-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელს ან პროკურორს შემოწმების ჩასატარებლად გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარის მონაცემებს, რომ ადამიანს სხეულზე აჩნევია დანაშაულის კვალი ან ამ კოდექსის 350-ე მუხლში მითითებული სხვა ნიშნები.“.

217. 353-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოწმების შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება სავალდებულოა იმ პირისათვის, რომელსაც იგი ეხება.“.

218. 354-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამომძიებლის ან პროკურორის მიერ შემოწმების ჩატარების წესი“.

ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოწმებას, რომელიც დაკავშირებული არ არის სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში – სპეციალისტის მონაწილეობით.

3. შემოწმებისას, რომელიც დაკავშირებულია სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, აგრეთვე ამ კოდექსის 350-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებთან, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, ატარებს ექიმი. ექიმს უფლება აქვს დაათვალიეროს შესამოწმებელი პირის სხეული, ჩაატაროს საჭირო გაზომვა და გამოიყენოს გასინჯვის ინსტრუმენტული მეთოდი. თუ შემოწმება ითვალისწინებს გაშიშვლებას, სპეციალისტი უნდა იყოს იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი.“.

219. 355-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 355. შემოწმების ოქმი

1. შემოწმების ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში აღწერილი უნდა იყოს შემმოწმებელი პირის ყველა მოქმედება იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ის სრულდებოდა, და შემოწმებისას აღმოჩენილი ყველა კვალი, თავისებურება და ნიშანი. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე შემოწმებული, ექიმი და სხვა სპეციალისტი.

2. თუ შემოწმებას ატარებს ექიმი, იგი ადგენს და ხელს აწერს ოქმს, რომელსაც ასევე ხელმოწერით ადასტურებს შემოწმებული, რის შემდეგაც იგი გადაეცემა გამომძიებელს ან პროკურორს.“.

20. 356-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 356. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი

ექსპერტიზა ტარდება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ასევე სასამართლოს დადგენილებით დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის სპეციალისტთა დასკვნა. თუ გამომძიებელს, პროკურორს ან სპეციალისტს აქვთ სპეციალური ცოდნა, ეს არ გამორიცხავს ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას.“.

221. 358-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დანიშნოს ექსპერტიზა, თუ უნდა დადგინდეს:

ა) სიკვდილის მიზეზი, სხეულის დაზიანების ხასიათი და სიმძიმის ხარისხი;

ბ) იყო თუ არა ორსულობა და მისი ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზი;

გ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმის ასაკი, როცა ასაკის შესახებ დოკუმენტი არ არსებობს, ან ის საეჭვოა;

დ) ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ეჭვს შეიტანენ მათ შერაცხადობაში ან იმაში, საქმის წარმოების მომენტისათვის რამდენად შესწევთ უნარი ანგარიში გაუწიონ თავიანთ მოქმედებებს ან უხელმძღვანელონ მათ;

ე) პირის იდენტიფიკაცია ხმის მიხედვით;

ვ) დაზარალებულის ან მოწმის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა, მისი უნარი, სწორად აღიქვამდეს, იმახსოვრებდეს და აღადგენდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს;

ზ) ფულადი ნიშნებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გაყალბება;

თ) აფეთქების, ხანძრის, კატასტროფისა და სხვა საგანგებო შემთხვევის გამომწვევი ტექნიკური მიზეზები.“.

222. 359-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო ან სხვა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სპეციალისტი ან სხვა მცოდნე პირი, რომელსაც ნიშნავს გამომძიებელი ან პროკურორი, ანდა ანაზღაურებით იწვევენ მხარეები.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა ექსპერტად დანიშნული პირის გამოძახებისა და მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური ცოდნის მქონე პირისათვის, აგრეთვე იმ დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, სადაც ეს პირი მუშაობს.“.

223. 362-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა საკომისიო ექსპერტიზის ჩასატარებლად სავალდებუ-ლოა შეასრულოს საექსპერტო დაწესებულებამ. თუ ექსპერტიზა დაევალა საექსპერტო დაწესებულებას, მის ხელმძღვანელს უფლება აქვს ორგანიზაცია გაუწიოს საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებას.“.

224. 366-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს:

ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) აცილება მისცეს ექსპერტს;

გ) მოითხოვოს, რომ ექსპერტი დანიშნონ მის მიერ მითითებულ პირთაგან;

დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით, მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა;

ე) დამატებითი კითხვები დაუსვას გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს;

ვ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით დაესწროს ექსპერტიზას, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ მოსთხოვოს მას განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე;

ზ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ აღძრას შუამდგომლობა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;

თ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტის დაკითხვაში, როცა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით იყო დანიშ-ნული.“.

225. 367-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელს ან პროკურორს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზისათვის გაგზავნილი სხვა ობიექტები იმის მითითებით, თუ სად, როდის და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცნობები, რომლებსაც უნდა დაემყაროს ექსპერტის დასკვნები, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.“.

226. 369-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი ან პროკურორი დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გამოსაკვლევ ობიექტებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმის ასლსაც, უგზავნის საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც განკარგულება უნდა გასცეს იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებს ექსპერტიზას, რასაც აცნობებს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.“.

227. 370-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი.“.

228. 373-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ექსპერტის დასკვნა გაუგებარია, ან აქვს ხარვეზი, მაგრამ მის შესავსებად საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, ანდა აუცილებელია ექსპერტის მიერ გამოყენებული მეთოდისა და ტერმინების დაზუსტება, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაკითხოს ექსპერტი ამ კოდექსის 305-ე მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით.“.

229. 374-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპერტის დასკვნას აფასებს გამომძიებელი ან პროკურორი იმ თვალსაზრისით, თუ როგორ არის იგი დასაბუთებული, შეესაბამება თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს და არის თუ არა დაცული ექსპერტიზის ჩასატარებლად დადგენილი საპროცესო წესები.“.

230. 375-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის თვისებების ამსახველი ნიმუში, თუ მისი გამოკვლევა საჭიროა ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად.“.

231. 376-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 376. პირი, რომელსაც უფლება აქვს აიღოს ნიმუში

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სპეციალისტისა და ექსპერტის მონაწილეობით პირისაგან აიღოს ნიმუში საექსპერტო გამოკვლევისათვის, თუ ეს არ არის დაკავშირებული მის გაშიშვლებასთან და არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ ჩვევებს.

2. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია ადამიანის სხეულის გაშიშვლებასთან, გამომძიებლის ან პროკუ-რორის დავალებით, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშს იღებს ექიმი.“.

232. 378-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 378. დადგენილება ნიმუშის აღების შესახებ

ნიმუშის აღების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ნიმუშის ამღები პირი, ის პირი, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, როგორი ნიმუშებია ასაღები და რა რაოდენობით, როდის და ვისთან უნდა მივიდეს პირი ნიმუშების ასაღებად, როდის და ვის უნდა გადაეცეს ნიმუშები მათი აღების შემდეგ.“.

233. 380-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 380. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი

1. გამომძიებელი ან პროკურორი იძახებს პირს ან თავად მიდის მასთან და ხელმოწერით აცნობს დადგენილებას ნიმუშის აღების შესახებ, განუმარტავს მას, აგრეთვე სპეციალისტს მათ უფლება-მოვალეობებს.

2. გამომძიებელი ან პროკურორი საჭიროების მიხედვით მოქმედებს და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის; ამასთან, შეიძლება გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური მეთოდები, რომლებიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათ-ვის. ნიმუშად მიღებული ბიოლოგიური ობიექტები იფუთება და ილუქება.

3. ნედლეულის, პროდუქციის, ნივთიერებისა და სხვა მასალების სინჯების ნიმუშების აღება ხდება ამოღების ან ჩხრეკის გზით.

4. გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რომ სისხლის სამართლის საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაურთონ ნიმუში, და დადგენილებასა და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად უგზავნის შესაბამის ექსპერტს.“.

234. 381-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 381. ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი

1. გამომძიებელი ან პროკურორი ექიმს ან სხვა სპეციალისტს წარუდგენს შესაბამის პირს, აგრეთვე დადგენილებას მისგან ნიმუშის აღების შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ამ საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის უფლება-მოვალეობები. ექიმის, სხვა სპეციალისტის აცილების საკითხს წყვეტს დადგენილების გამომტანი გამომძიებელი ან პროკურორი.

2. ექიმი ან სხვა სპეციალისტი ატარებს საჭირო მოქმედებას და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოს მეცნიერულ-ტექნიკური მეთოდები და საშუალებები, თუ ეს არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშს ათვალიერებენ, ფუთავენ, ლუქავენ, ხელს აწერენ და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად გადასცემენ გამომძიებელს ან პროკურორს.

3. გამომძიებელი ან პროკურორი ცხოველებისაგან ნიმუშების აღებას ავალებს ექიმ-ვეტერინარს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა სპეციალისტს.“.

235. 382-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი ან პროკურორი ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადგენს ოქმს, რომელშიც აღწერს თვით ნიმუშს, მის ასაღებად განხორციელებულ ყველა მოქმედებას, აგრეთვე გამოყენებულ მეცნიერულ-ტექნიკურ მეთოდებსა და საშუალებებს იმ თანამიმდევრობით, როგორითაც სრულდებოდა ეს მოქმედებები.“.

236. 383-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია პირის გაშიშვლებასთან, სპეციალისტი იმავე სქესის უნდა იყოს, რაც ის პირი, რომლისგანაც იღებენ ნიმუშს.“.

237. 384-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაესწროს საცდელი ნიმუშის აღებას, რაც აისახება მის მიერ შედგენილ ოქმში.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტისაგან მიღებულ ნიმუშსა და დასკვნას ურთავს სისხლის სამართლის საქმეს.“.

238. 385-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 385. გვამის ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი

თუ დათვალიერების, ამოცნობის ან საექსპერტო გამოკვლევის ჩასატარებლად გვამის ამოღება აუცილებელია, პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი ამის თაობაზე აღძრავს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელსაც განიხილავს მოსამართლე და, თუ არის ამის საფუძველი, გასცემს ბრძანებას გვამის ექსჰუმაციის შესახებ.“.

239. 387-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყა-ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს გვამის ექსჰუმაციას დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობით. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში მონაწილეობს სასამართლო ექსპერტი, ხოლო თუ ეს საჭიროა – სხვა სპეციალისტიც.“.

240. მერვე კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი მერვე

წინასწარი გამოძიების დამთავრება და შეწყვეტა, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება და შეწყვეტა“.

241. XLVII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XLVII

სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება“.

242. 390-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 390. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი

1. სისხლისსამართლებრივ დევნას აჩერებს პროკურორი ან მოსამართლე ამ კოდექსის 29-ე მუხლში მითითებული საფუძვლით და იმავე მუხლით დადგენილ ვადებში.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, ხოლო სასამართლოს – მოტივირებული განჩინება.“.

243. 391-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

244. 392-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 392. სისხლისსამართლებრივი დევნის ნაადრევი შეჩერების დაუშვებლობა

ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვე-ვებში სისხლისსამართლებრივი დევნა ჩერდება მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ, რომ-ლებიც შესაძლებელია ბრალდებულის გარეშე.“.

245. 393-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 393. მიმალული ბრალდებულის ძებნა

1. მიმალული ბრალდებულის ძებნას აცხადებს გამომძიებელი ან პროკურორი და ამის განხორციელებას ავალებს საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამის ორგანოს.

2. ძებნილის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება.

3. ორგანოს, რომელსაც დავალებული აქვს ძებნა, ვალდებულია თვეში ერთხელ მაინც წარუდგინოს ძებნის გამომცხადებელს ანგარიში ძებნასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი შედეგების შესახებ.“.

246. 394-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 394. შეჩერებული სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება

 თუ აღარ არსებობს ამ კოდექსის 29-ე მუხლში მითითებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს განჩინება, ხოლო მოსამართლე და პროკურორი ვალდებულნი არიან გამოიტანონ დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ.“.

247. XLVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XLVIII

სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა“.

248. 395-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 395. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა

სასამართლო (მოსამართლე) ან პროკურორი ვალდებულია შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, როგორც კი წარმოიშობა ამ კოდექსის 28-ე მუხლში მითითებული საფუძველი.“.

249. 396-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 396. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის წესი

სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ხოლო მოსამართლეს ან პროკურორს – მოტივირებული დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.“.

250. 397-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 397. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ

1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მოსამართლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ.

2. დადგენილების (განჩინების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება წინასწარი გამოძიების დაწყების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გამორკვეული გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას.

3. დადგენილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მოსამართლის ან პროკურორის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების ყადაღის გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ.

4. მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის-სამართლებრივი დევნის შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში (განჩინებაში) ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას.“.

251. 398-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 398. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემდეგ

1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინას-წარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ სასამართლო განჩინების, ხოლო მოსამართლე და პროკურორი – დადგენილების ასლებს უგზავნის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის განცხადებითაც დაიწყო წინასწარი გამოძიება.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ პირებს განემარტებათ საქმის მასალების გაცნობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრების უფლება და წესი.“.

252. 399-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 399. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრება

1. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა და დამცველმა, დაზარალებულმა და მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე პირმა, რომლის განცხადებითაც დაიწყო გამოძიება.

2. საჩივარი სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს დადგენილების (განჩინების) ასლის მიღებიდან 15 დღე-ღამის განმავლობაში.

3. საჩივარს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 238-ე–242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის განჩინება გასაჩივრდება კერძო საჩივრის წესით.“.

253. მე-400 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 400. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების განახლება

1. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება უნდა განახლდეს, თუ სასამართლომ (მოსამართლემ) ან პროკურორმა გააუქმა დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ოღონდ იმ პირობით, თუ არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა.

 2. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე პირს, რომლის განცხადებითაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება.“.

254. XLIX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XLIX

წინასწარი გამოძიების დამთავრება და სასამართლოში საქმის გაგზავნა“.

255. 401-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს გამომძიებელი წერილობით ატყობინებს წინასწარი გამოძიების დამთავრების შესახებ და ბრალდებულის პატიმრობის ამ კოდექსით დადგენილი ზღვრული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა გასაცნობად წარუდგენს საქმის მასალებს. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში პატიმრობის ვადის გასვლისთანავე ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს; ამასთანავე, მას უნარჩუნდება საქმის მასალების ბოლომდე გაცნობის უფლება.“.

256. 406-ე მუხლის 42 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „42. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს), მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გაეცნონ საქმის მასალებს მათი გადაცემიდან 10 დღის ვადაში.“.

257. 407-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქმის გაცნობის შემდეგ მხარეს უფლება აქვს ერთჯერ აღძრას შუამდგომლობა წინასწარი გამოძიების შევსების, ახალ მტკიცებულებათა მოპოვების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან სხვა საპროცესო გადაწყვეტილებათა მიღების შესახებ.“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „21. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს), მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ მოამზადონ და აღძრან შუამდგომლობა საქმის მასალების გასაცნობად გადაცემიდან 10 დღის ვადაში.“.

258. 409-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დანაშაულის გარემოებანი – ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, შედეგი;“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბრალდებო დასკვნას ადგენს და ხელს აწერს პროკურორი, მისი შედგენის ადგილისა და თარიღის მითითებით.“;

გ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

259. 410-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

260. 411-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 411. სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნა პროკურორისათვის

წინასწარი გამოძიების დასრულებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვის შემდეგ გამომძიებელი სისხლის სამართლის საქმეს საბრალდებო დასკვნის შედგენის მიზნით დაუყოვნებლივ უგზავნის პროკურორს.“.

261. 412-ე მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ხომ არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) წარდგენილი აქვს თუ არა პირს ბრალდება ყველა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „მ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ) დაცულია თუ არა წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ ამ კოდექსის ყველა სხვა მოთხოვნა.“.

262. 413-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 413. პროკურორის გადაწყვეტილება შემოსული საქმის გამო

პროკურორი ან მისი მოადგილე ვალდებულია 5 დღე-ღამის ვადაში განიხილოს შემოსული საქმე და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) თუ მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი საქმის სასამართლოში გადასაგზავნად, შეადგინოს საბრალდებო დასკვნა;

ბ) დაუბრუნოს საქმე თავისი წერილობითი მითი-თებებით გამომძიებელს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად;

გ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და შეადგინოს შესაბამისი დადგენილება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

263. 414-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

264. 415-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 415. ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ბრალდებით

თუ აუცილებელია ბრალდების შეცვლა უფრო მძიმე ან ისეთი ბრალდებით, რომელიც თავდაპირველი ბრალდებისაგან არსებითად განსხვავდება ფაქტობრივი გარემოებებით, პროკურორი ან მისი მოადგილე საქმეს უბრუნებს გამომძიებელს ახალი ბრალდების წარსადგენად ან უშუალოდ წარუდგენს ბრალდებულს ახალ ბრალდებას.“.

265. 420-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

 „1. თუ მოსამართლე (სასამართლო) სამართალში მიცემის საკითხის განხილვის დროს დაადგენს, რომ ბრალდებული მიიმალა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, იგი გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის მოძებნამდე სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებული საზღვარგარეთაა და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულის ფსიქიკური ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადების შემთხვევაში, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სამსახურში მყოფი ექიმის მიერ, მოსამართლე (სასამართლო) გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ.“.

266. 424-ე მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხომ არ არის საქმეში გარემოებები, რომლებიც იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან შეჩერებას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

„ზ) წინასწარი გამოძიების დროს ხომ არ დარ-ღვეულა საპროცესო კანონი;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

267. 425-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„ბ) დაზარალებულის ცნობას სამოქალაქო მოსარჩელედ, თუ სამოქალაქო სარჩელი წინასწარი გამოძიებისას არ წარდგენილა;“.

268. 426-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 426. სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიებისათვის

1. სისხლის სამართლის საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის მოსამართლე (სასამართლო) წარმართავს იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულისათვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენას.

2. დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის პროკურორისათვის დაბრუნებისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია დადგენილებაში (განჩინებაში) მიუთითოს დაბრუნების საფუძველი.

3. როდესაც გამომძიებელს არ მიუღია ზომები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად და თუ ასეთ ზომებს უშუალოდ სასამართლო ვერ მიიღებს, მოსამართლე (სასამართლო) დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაუბრუნებლად თავისი დადგენილებით (განჩინებით) ავალებს სათანადო ორგანოს, განახორციელოს საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ჯეროვანი ღონისძიებანი.

4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია გადაწყვიტოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხი ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

269. 427-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 427. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა

1. როდესაც არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილი საფუძველი, სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომებს და წყვეტს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხს.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) ასლი ბარდება პირს, რომელსაც ბრალი ედებოდა დანაშაულის ჩადენაში, და დაზარალებულს.“.

270. 428-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 426-ე ან 427-ე მუხლის საფუძველზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განმწეს-რიგებელი სხდომის განჩინება (დადგენილება) მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიების განჩინებანი – იმავე სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში, 5 დღის ვადაში.“.

271. 432-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსამართლის მოქმედება იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც გამოძიება იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით და რომელზედაც წინასწარი გამოძიება არ ჩატარებულა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

„1. ამ კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის წინასწარი გამოძიება იწყება მოსამართლის დადგენილებით. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ზომები დაზარალებულისა და იმ პირის შესარიგებლად, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი. მოსამართლე ერთპიროვნულად ნიშნავს საქმის განხილვას. თუ აუცილებელია, საქმის განხილვის დანიშვნამდე მოსამართლე იბარებს ბრალდებულსა და დაზარალებულს იმ მტკიცებულებების გამოსარკვევად, რომლებიც სასამართლო შემოწმებას საჭიროებს.“.

272. 434-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოები განსჯადობის შესაბამისად განიხილავენ: რაიონული (საქალაქო) სასამართლო – ერთი მოსამართლის შემადგენლობით; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო და საოლქო სასამართლო – კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.“.

273. 436-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 436. სათადარიგო მოსამართლე

1. თუ საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დაწყებიდან შეიძლება იმყოფებოდეს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც სასამართლო მოქმედებებში არ იღებს მონაწილეობას.

2. მოსამართლის სასამართლო შემადგენლობიდან გამოსვლისას სათადარიგო მოსამართლე ცვლის გამოსულს და საქმის განხილვა გრძელდება. მათივე მოთხოვნით შეიძლება ცალკეული სასამართლო მოქმედების განახლება.“.

274. 438-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

275. 440-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინასწარი გამოძიების მასალები შეიძლება სასამართლოში გამოქვეყნდეს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

276. 451-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და 420-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.“.

277. 452-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სასამართლო წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე.“.

278. 461-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 461. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა

1. თავმჯდომარე აცხადებს სასამართლო შემადგენლობას და მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს წესი გამოიყენება სათადარიგო მოსამართლის მიმართაც.

2. მოსამართლის, სასამართლოს, სათადარიგო მოსამართლის, აგრეთვე სასამართლო სხდომის მდივ-ნის აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით.“.

279. 473-ე მუხლის პირველი – მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ განსასჯელმა სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე თავი დამნაშავედ ცნო და ეს აღიარება ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავასა და სასამართლოს ეჭვს, სასამართლო გამოძიება სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიკვეცოს. განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.

2. სასამართლო (მოსამართლე), რომელიც განიხილავს განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებას, ვალდებულია მხარეთა მონაწილეობით დარწმუნდეს, რომ:

ა) განსასჯელს გაცნობიერებული აქვს ბრალის არსი და შედეგები;

ბ) განსასჯელს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება, მიეღო შესაბამისი სამართლებრივი დახმარება თავისი დამცველისაგან, თუ მას დამცველი ჰყავს;

გ) აღიარება ნებაყოფლობითია და ბრალდებულის (განსასჯელის) მიმართ არ ყოფილა მუქარა, დაშინება, იძულება ან სხვაგვარი ზეწოლა ან/და მოტყუება;

დ) აღიარება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მასალებით, რომელთაც ეთანხმება განსასჯელი.

3. თუ საქმეში რამდენიმე განსასჯელია და თუნდაც ერთ მათგანს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა ტარდება სრული მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს ეს განსასჯელი.

4. სასამართლო გამოძიების გაუქმება ან შეკვეცა დაუშვებელია, თუ განსასჯელს არ შესრულებია 16 წელი, ფსიქიკური ნაკლი აქვს ან ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე თუ საქმეში არის ორი ან მეტი განსასჯელი და თუნდაც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს.

5. სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) განიხილავს სასჯელის ერთი მესამედით შემცირების შესაძლებ-ლობას.

6. განსასჯელის დაკითხვას იწყებს დამცველი, დაცვის მხარის წარმომადგენელი; შემდეგ მას დაკითხავენ პროცესის სხვა მონაწილენი, რომლებიც არ წარმოადგენენ ბრალდების მხარეს, შემდეგ ბრალმდებელი, ბრალდების მხარის წარმომადგენელი და პროცესის სხვა მონაწილეები, ბოლოს კი მოსამართლე. ამის შემდეგ დამცველს უფლება აქვს დამატებითი კითხვები დაუსვას განსასჯელს.“.

280. 477-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 477. წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვის და მისი მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა

თუ ბრალდებული წინააღმდეგია, წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა, ასევე მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.“.

281. 481-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია თვით მოწმის შუამდგომლობით. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარ-სის 21 ნაწილი:

„21. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მოწმის ან დაზარალებულის მიმართ იყო იძულება, მუქარა, დაშინება ან მოსყიდვა, მხარეს უფლება აქვს სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ამ მუხლის პირველი ნაწილის დაუცველად მოწმის ან დაზარალებულის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის შესახებ. ამ შემთხვევაში მოცემული ჩვენება მიიჩნევა დასაშვებ მტკიცებულებად.“.

282. 484-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, სასამართლო სხდომის მდივანი საჯა-როდ კითხულობს წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ წერილობით მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე.“.

283. 485-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„2. წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე უშუა-ლოდ სასამართლო განხილვისას მხარეთა ან სხვა პირთა მიერ წარმოდგენილ საგანს სასამართლო ათვალიერებს სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, სპეციალისტი და მოწმე.“.

284. 486-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოწმება, რომელიც საჭიროებს პირის გაშიშვლებას, ტარდება ცალკე ოთახში ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ. შემოწმების დამთავრების შემდეგ პროცესის მონაწილენი ადგენენ ოქმს, ხელს აწერენ მას, ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ექიმი ან სხვა სპეციალისტი მხარეების, შესამოწმებელი პირისა და სასამართლო სხდომის დამსწრეთა წინაშე საჯაროდ კითხულობს ოქმს, რომელიც დაერთვის საქმეს.“.

285. 487-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლოს უფლება აქვს გამომძიებელს ან პროკურორს მოსთხოვოს ხელშეწყობა ამ მოქმედებათა შესრულებისათვის.“.

286. 506-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაჩენი უნდა დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მას ხელი უნდა მოაწეროს ყველა მოსამართლემ, განსხვავებული აზრის მქონეთა გარდა.“.

287. 521-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა თუ სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარს განიხილავენ შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატები.“.

288. 536-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აუქმებს გამამტყუნებელ განაჩენს და საქმეს მის განმხილველ სასამართლოს უბრუნებს ხელახლა განსახილველად;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) აუქმებს გამამტყუნებელ განაჩენს და ამ კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი წესით აბრუნებს საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის, თუ პროკურორს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული ჰქონდა შუამდგომლობა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა, და პროკურორი კვლავ მხარს უჭერს მის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას.“.

289. 538-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის უსრულობა და ცალმხრივობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს, რომ არ დაუკითხავთ ან არასრულად დაკითხეს ის პირები, რომელთა ჩვენებებსაც მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტების დასადგენად; არ ჩატარებულა ექსპერტიზა, თუმცა მისი ჩატარება კანონის თანახმად სავალდებულო იყო; არ შესრულებულა სხვა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც საჭირო იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად; არ გამოუთხოვიათ დოკუმენტები და არ აღმოუჩენიათ ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გარეშეც განაჩენი ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად; არ შემოწმებულა განსასჯელისა და დამცველის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები; არ გამოკვლეულა გარემოებები, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შესახებ.“.

290. 541-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

291. 547-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 547. საკასაციო გასაჩივრების საგანი

საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიების და სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატების მიერ გამოტანილი განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში და, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობაში იგულისხმება: სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევები, რომლებიც არ გამოუვლენია პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ან რომლებიც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს; განსასჯე-ლის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია ან სამოქა-ლაქო სარჩელის გადაწყვეტის დროს სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენებისას დაშვებული შეცდომა; სასჯელის ისეთი სახის ან ზომის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება განსასჯელის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.“.

292. 561-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აუქმებს განაჩენს და საქმეს გზავნის ახალი სასამართლო განხილვისათვის;“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში, რომელთაგან თითოეული კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და შეიძლება ცალკე იქნეს განხილული, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გააუქმოს განაჩენი და გაგზავნოს საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ერთი ან რამდენიმე ბრალდების ნაწილში და უცვლელად დატოვოს დანარჩენ ნაწილში.“;

გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს ვერ დადგინდა დანაშაულის შემთხვევა ან ვერ დამტკიცდა განსასჯელის მონაწილეობა დანაშაულში, საკასაციო განჩინებაში აღინიშნება, რომ სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვა.

6. სხვა საფუძვლით განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება, რომ სარჩელი არ განიხილება.“.

293. 569-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 569. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება განაჩენის გაუქმებისას ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას

დანაშაულის შემთხვევის ან ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობისას, აგრეთვე მაშინ, როდესაც განსასჯელი არ მონაწილეობდა დანაშაულში, დაუშვებელია განაჩენის გაუქმების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ისეთ ფორმულირებათა შეტანა, რომლებიც საეჭვოს ხდის იმ პირის უდანაშაულობას, რომლის მიმართაც წყდება საქმე.“.

294. 570-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას საკასაციო ინსტანციის სასამარ-თლოს უფლება აქვს მისცეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს სავალდებულო მითითებები, რომელთა მიზანია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაშვებული ხარვეზების შევსება და სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება.“.

295. 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) როცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია მოსამართლის, გამომძიებლის ან პროკურორის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა ამ საქმის განხილვის დროს;

გ) სხვა გარემოება, რომელიც განაჩენის ან განჩინების გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ან იმ პირის ბრალეულობას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;“.

296. 594-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში შესაბამისად ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.“.

297. 596-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გენერალურ პროკურორთან, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან შეტანილი საჩივრის საფუძველზე ქვემდგომი პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას. საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი აღძრავს წარმოებას და გამოძიებას ავალებს პროკურორს ან გამომძიებელს, ხოლო თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საფუძველი, პროკურორს ან გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ვერ დადგინდა საქმის გადასინჯვის საფუძ-ველი, პროკურორი ან გამომძიებელი წყვეტს წარმოებას მოტივირებული დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს გენერალური პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. დადგენილების ასლი ეგზავნება მომჩივანს, რომელსაც უფლება აქვს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი საქარ-თველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.“;

გ) მე-5–მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ გარემოებათა არსებობის გამო საქმის გადასინჯვის შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, რომლებიც დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარდგინებით მიმართავენ შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს. წარდგინებასთან ერთად პალატას და პრეზიდიუმს გადაეცემა გამოძიების მასალები, პროკურორის მიერ დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ასეთი წარდგინებით მიმართოს აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს.

6. საქართველოს გენერალურ პროკურორს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უფლება აქვთ საკუთარი ინიციატივითაც წარდგინებით მიმართონ შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი უარყოფს საქართველოს გენერალური პროკურორის ან ამ ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მიერ შეტანილ წარდგინებას, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია იმავე საქმეზე წარდგინებით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამარ-თლოს პლენუმს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულ წარდგინებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდის პროკურორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინება განიხილება ამ კოდექსის 560-ე – 573-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

298. 597-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასა-მართლოს პრეზიდიუმი – ამ რესპუბლიკის საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.“.

299. 598-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილ საჩივარს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე შესასწავლად გადასცემს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამარ-თლოს პრეზიდიუმის წევრ ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც დაუყოვნებლივ გამოითხოვს იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის თაობაზედაც საჩივარი იქნა შეტანილი.“.

300. 603-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში, რომელიც ეხება განსასჯელის პატიმრობიდან გათავისუფლებას.“.

301. 619-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს განსჯადობის დაცვით, მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის მიხედვით განიხილავს საქართველოს სასამართლო.“.

302. 627-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

     „მუხლი 627. საჩივარი კერძო ბრალდების წესით

1. ამ კოდექსის 27-ე მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულთა შესახებ საჩივარი შეიტანება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსჯადობის დაცვით.

2. საჩივარი შეიტანება წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს: დანაშაულის შემთხვევის აღწერას, ცნობებს დანაშაულის ჩამდენი პირისა და დანაშაულის შესახებ, მტკიცებულებათა ჩამონათვალსა და თხოვნას, რომ მოსამართლემ განიხილოს საქმე. საჩივარს ხელს უნდა აწერდეს დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.

3. თუ საჩივარი შეტანილია გამომძიებელთან ან პროკურორთან, მან იგი უნდა გადასცეს განსჯადობის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.“.

303. 628-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 628. მოსამართლის მოქმედება საჩივართან დაკავშირებით

1. საჩივრის მიღების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს განმცხადებელს პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის და ჩამოართვას ხელწერილი, გამოიძახოს და გააცნოს საჩივარი იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია იგი, მიიღოს განმარტება დაზარალებულისაგან ან იმ პირისაგან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი; გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები; განსაზღვროს სასამართლოში გამოსაძახებელ და დასაკითხ პირთა წრე.

2. თუ საჩივრის შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის შესახებაც საქმე უნდა გამოიძიონ და განიხილონ საერთო წესით, მოსამართლე მასალებს უგზავნის პროკურორს.“.

304. 629-ე – 631-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

305. 632-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 632. დაზარალებულის შერიგება პირთან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი

1. კერძო ბრალდების წესით წარმოება შეიძლება დამთავრდეს შერიგებით, სათათბირო ოთახში განაჩე-ნის გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე.

2. სასამართლო განხილვის დროს შერიგების შესახებ დაზარალებულისა და იმ პირის ზეპირი განცხადებები, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი, შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო წერილობითი – დაერთვის საქმეს. სისხლისსამარ-თლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.“.

306. 633-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დაზარალებულის საჩივარი შეიძლება გაერთიანდეს შემხვედრ საჩივართან ერთ წარმოებად. ასეთი გაერთიანება დაშვებულია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. სასამართლო განხილვის დროს საქმეთა გაერთიანების შესახებ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება.“.

307. 634-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    „2. პროკურორს უფლება აქვს დაზარალებულის თანხმობით ჩაებას კერძო ბრალდების საქმეში და მხარი დაუჭიროს ბრალდებას სასამართლოში, თუ ამას მოითხოვს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ინტერესები ან მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქმეში პროკურორის ჩაბმა დაზარალებულს არ ართმევს ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს.“.

308. 638-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 638. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა კერძო ბრალდების დროს

სისხლისსამართლებრივი დევნა კერძო ბრალდების დროს უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე:

ა) თუ გარდაიცვალა დაზარალებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებულის ახლო ნათესავი ან განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას;

ბ) თუ დაზარალებული არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო განხილვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას.“.

309. 645-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 645. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმეში დამცველის მონაწილეობის უზრუნველყოფა

გამომძიებელი და პროკურორი უზრუნველყოფენ საქმეში დამცველის მონაწილეობას არასრულწლოვნის პირველი დაკითხვისთანავე. ამ მიზნით არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს განუმარტავენ უფლებას, მოიწვიონ დამცველი საკუთარი არჩევანით. თუ დამცველი არ მოიწვია არასრულწლოვანმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან სხვა პირმა მათი დავალებითა და მათივე თანხმობით, გამომძიებელი ვალდებულია თავისი ინიციატივით უზრუნველყოს საქმეში დამცველის მონაწილეობა.“.

310. 646-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 646. არასრულწლოვნის გამოძახების წესი

გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში არასრულწლოვნის გამოძახება ხდება მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების ანდა იმ დაწესებულების ადმინისტრაციის მეშვეობით, სადაც იზრდება ან სწავლობს არასრულწლოვანი.“.

311. 660-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირი ფსიქიკურად დაავადდა, ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა პირმა, რომლის შერაცხადობა საეჭვოა, პროკურორს ან სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს დადგენი-ლება (განჩინება) სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად წარმოების დაწყებისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

2. თუ ექსპერტიზისა და სხვა საპროცესო მოქმედების შემდეგ დადგინდა, რომ პირი შერაცხადია და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად არ დაავადებულა, პროკურორი აუქმებს თავის დადგენი-ლებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის წარმოების დაწყების შესახებ და საქმის შემდგომ წარმოებას განაგრძობს ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო წესებით.“.

312. 668-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 668. სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა

1. ამ კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილი საფუძვლის არსებობისას სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება იმ დანაშაულზე, რომლის ჩადენის შემდეგაც პირი ფსიქიკურად დაავადდა, აგრეთვე შეურაცხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე უნდა შეწყდეს.

2. საქმე უნდა გაიგზავნოს სასამართლოში, თუ არ დადგინდა ის გარემოებები, რომლებიც განაპირობებს სისხლისსამართლებრივი დევნის და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას.“.

313. 669-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ გამომძიებელი აცნობებს პირს, რომლის მიმართაც ტარდებოდა წინასწარი გამოძიება, თუ ამ პირს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში, ასევე მის კანონიერ წარმომადგენელსა და დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. გამომძიებელი პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებას, გაეცნონ საქმის მასალებს, და აცნობებს, სად და როდის შეუძლიათ ამის გაკეთება. დამცველი, რომელსაც ატყობინებენ, რომ საქმე სასამართლოში უნდა გაიგზავნოს, ვალდებულია გამოცხადდეს საქმის მასალების გასაცნობად.“.

314. 670-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 670. დადგენილება სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ

1. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობისა და მათი შუამდგომლობების განხილვის შემდეგ პროკურორს გამოაქვს დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად სასამართლოში საქმის გაგზავნის შესახებ. დადგენილების შინაარსი განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 671-ე მუხლით.

2. დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში პროკურორი აყალიბებს ამ კოდექსის 671-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, აგრეთვე დამცველისა და სხვა პირთა მოსაზრებებს, თუ ისინი სადავოდ ხდიან სასამართლოში საქმის გაგზავნის საფუძველს, და საქმის ფურცლების დამოწმებით მოჰყავს მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებს ამ მოსაზრებებს.“.

315. 672-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

316. 673-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.“.

317. 674-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამართლეები დასაკითხ პირებს ბოლოს უსვამენ კითხვებს.“.

318. 676-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას დანაშაულის შემთხვევის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო;

გ) შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, თუ არ დადგინდა, რომ პირი არ მონაწილეობდა ჩადენილ ქმედებაში;“.

319. LXIV1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი LXIV1

საპროცესო შეთანხმება და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება“.

320. 6791 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6791. საპროცესო შეთანხმების არსი

1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (განსასჯელს), ისე პროკურორს. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო კამათის დაწყებამდე სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული წერილობითი საპროცესო შეთანხმების დადება.

2. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა.

3. ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს.

4. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

5. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.

6. ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი უნდა ითვალისწინებდეს საჯარო ინტერესს, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს და ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხს.

7. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება დამცველის უშუალო მონაწილეობისა და შეთანხმების შესახებ ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.

8. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული (განსასჯელი) გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

9. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

10. ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული (განსასჯელი) გამოძიებას აწვდის მის მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.“.

321. 6792 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბრალდებულის (განსასჯელის) სახელი, გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა;“.

ბ) მე-2 – მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულის (განსასჯელის) წერილობით განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული (განსასჯელი) და მისი დამცველი, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე თანხმობა ბრალდებულმა (განსასჯელმა) ნებაყოფლობით განაცხადა დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ამასთანავე, ბრალდებული (განსასჯელი) სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს შუამდგომლობის შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

3. თუ პროკურორი და ბრალდებულის (განსასჯელის) დამცველი შეთანხმდებიან თანამშრომლობის შესახებ, პროკურორი ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეთანხმების შინაარსი. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებულის (განსასჯელის) დამცველი და ბრალდებული (განსასჯელი).

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, სადაც მითითებულია ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მასზე ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, გარდა ამ კოდექსის 6791 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

322. 6793 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ საჯარო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს (განსასჯელს) ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.“;

ბ) მე-2 ნაწილის:

ბ.ა) „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი;

ბ) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

გ) ბრალდებულისთვის (განსასჯელისთვის) ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

დ) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას;

ე) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი კონსტიტუციური უფლებები:

ე.ა) დაცვის უფლება;

ე.ბ) უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ;

ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე;

ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის (განსასჯელის) იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს;

ზ) ბრალდებული (განსასჯელი) ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;“;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერი-ლობით საპროცესო შეთანხმებაში;

ი) ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.“;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის მიღწეული შეთანხმება.“;

დ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის შესახებ სასამართლო განხილვის მიმდინარეობა სიტყვასიტყვით უნდა დაფიქსირდეს წერილობით ოქმში.“.

323. 6794 მუხლის:

ა) მე-3 – მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება და კანონიერია თუ არა შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, ასევე რამდენად ნებაყოფლობით მოხდა ბრალის აღიარება.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი კანონიერია, მას გამოაქვს განაჩენი პროკურორის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში. განაჩენს ხელს აწერს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო შემადგენლობა).

5. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურატურას საბრალდებო დასკვნის საკითხის გადასაწყვეტად. სასამართლო, პროკურატურისათვის საქმის უკან დაბრუნების ნაცვლად, მხარეებს თავდაპირველად სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბრალდებულს (განსასჯელს) უფლება აქვს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ მომენტში უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება დამცველის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.“;

გ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-8 ნაწილი:

„8. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.“.

324. 6795 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6795. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობა

თუ სასამართლო გააუქმებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენს ან ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს შეთანხმებაზე, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების გამოყენება მის საწინააღმდეგოდ.“.

325. 6796 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6796. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება

1. მსჯავრდებულს ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:

ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით;

ბ) ბრალდებულს (განსასჯელს) შეეზღუდა დაცვის უფლება;

გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით;

დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ (მოსამართლემ) უგულებელყო ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

2. თუ ბრალდებულმა (განსასჯელმა) დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს აბრუნებს წინასწარ გამოძიებაში.“.

326. 6797 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და დამცველს გადაეცემათ განაჩენის დამოწმებული ასლი.

2. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლო განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა ამ კოდექსის 6796 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. მხარეს უფლება აქვს სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში 15 დღის ვადაში.“.

327. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6799 მუხლი:

     „მუხლი 6799. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება

1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი თავისუფლდება სასჯელისაგან, თუმცა იგი ითვლება ნასამართლევად.

2. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე დგება წერილობითი შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და საქართველოს გენერალური პროკურორი.

3. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაში აღინიშნება, რომ თუ პირი არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შეთანხმების პირობების შესაბამისად შეთანხმება ჩაითვლება ბათილად.

4. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გენერალური პროკურორი. დაუშვებელია სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას პირველი ინსტანციით განიხილავს საოლქო სასამართლო.“.

328. 680-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

329. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6804 მუხლი:

     „მუხლი 6804. პატიმრობის დროებითი ვადები

1. ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი, მე-2 – მე-4, მე-6 – მე-8, მე-10 და მე-11 ნაწილების ამოქმედებამდე მოქმედებს ამ მუხლის მე-2 – მე-9 ნაწილები.

2. ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა, – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.

3. წინასწარი გამოძიებისას პატიმრობის ვადაა 3 თვე ეჭვმიტანილის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. პატიმრობის ვადის დინება წყდება საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ განსჯადობის მიხედვით სასამართლოში საქმის ჩაბარების მომენტში. თუ დაკავებული დააპატიმრეს, მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. თუ სამთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება დაარღვია ან თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, ხოლო ამ კოდექსის 48-ე მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებულ შემ-თხვევაში – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის ერთი თვით დაპატიმრების შესახებ.

4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და პროკუ-რორის თანხმობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებ-ლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ქ. თბილისის პროკურორისა და ოლქის პროკურორის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 6 თვემდე. საქმის მომეტებული სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 8 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 9 თვემდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

5. ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება შინაპატიმრობის, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო.

6. თუ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნდა პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოდან, ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლომდე გამოითვლება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის მიღების დღიდან. სასამართლომდე და სასამართლოს შემდეგ, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

7. თუ სამთვიანი და ექვსთვიანი პატიმრობის ვადის გასვლისას პროცესის მონაწილენი ვერ ასწრებენ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობას, პროკურორი უფლებამოსილია ამ კოდექსით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე.

8. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯეის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში და საოლქო სასამართლოში საქმის პირველი ინსტანციით, სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვისას განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის საერთო ვადა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.“.

330. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6805 მუხლი:

     „მუხლი 6805. საქმის მასალების გაცნობისა და შუამდგომლობების დაყენების დროებითი ვადები

1. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11 ნაწილის, 406-ე მუხლის 42 ნაწილის, 407-ე მუხლის 21 ნაწილის ამოქმედებამდე მოქმედებს ამ მუხლის მე-2 – მე-4 ნაწილები.

2. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს გამომძიებელი წერილობით ატყობინებს წინასწარი გამოძიების დამთავრების შესახებ და ბრალდებულის პატიმრობის ამ კოდექსით დადგენილი ზღვრული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 35 დღისა გასაცნობად წარუდგენს საქმის მასალებს. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში პატიმრობის ვადის გასვლისთანავე ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს; ამასთანავე, მას უნარჩუნდება საქმის მასალების ბოლომდე გაცნობის უფლება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს), მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გაეცნონ საქმის მასალებს მათი გადაცემიდან 30 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს), მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ მოამზადონ და აღძრან შუამდგომლობა საქმის მასალების გასაცნობად გადაცემიდან 30 დღის ვადაში.“.

331. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6806 მუხლი:

     „მუხლი 6806. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანების მოქმედების ვადა

2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანება ძალაშია მასში მითითებული საპატიმრო ვადის ამოწურვამდე.“.

332. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6807 მუხლი:

     „მუხლი 6807. ბრალდებულად ყოფნის დროებითი ზღვრული ვადა

ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის ამოქმედებამდე დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 24 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წარუდგენიათ ახალი ბრალდება. ასეთი ბრალდების წარდგენისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წარდგენის დღიდან.“.

333. 681-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედ-დეს 2006 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარ-სის მე-9 ნაწილი:

„9. ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8, მე-10 და მე-11 ნაწილები, 401-ე მუხლის 11 ნაწილი, 406-ე მუხლის 42 ნაწილი, 407-ე მუხლის 21 ნაწილი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიაში განსახილველად შესული და განხილვის პროცესში მყოფი საქმეები (გარდა იმ საქმეებისა, რომლებზედაც სასამართლო გამოძიება დასრულებულია) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გადაეცემა ამ კანონით გათვალისწინებული განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს.

    მუხლი 3

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონები:

ა) „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“;

ბ) „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობის შესახებ“.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1204-Iს