საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/286

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/286
დოკუმენტის ნომერი 2/3/286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 23/03/2005
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 23/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
2/3/286
23/03/2005
სსმ, 8, 23/03/2005
000000000.00.000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/286
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/3/286

საქართველოს სახელით

2005 წლის 17 მარტი, ქ. თბილისი

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე ოლეგ სვინტრაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არ დაკმაყოფილდეს მოქალაქე ოლეგ სვინტრაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 ნაწილების, 428-ე მუხლის შესაბამისი ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით.

3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, იმსჯელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველ ნაწილში შესწორების შეტანის თაობაზე ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-9 პუნქტის დებულებათა შესაბამისად.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;

6. გადაწყვეტილება გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 7 დღის ვადაში.

კოლეგიის წევრები:

1. ოთარ ბენიძე,

2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი,

3. ლამარა ჩორგოლაშვილი.