საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 809
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 25/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.642
  • Word
809
24/12/2004
სსმ, 39, 25/12/2004
090.000.000.05.001.001.642
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 44-ე მუხლის მე-15 და მე-16 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. გამომძიებელი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობის პირები, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ სრული მოცულობით.

16. საგამოძიებო ორგანოს უფროსი – პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარეები (უფროსები) და მათი მოადგილეები, საგამოძიებო სამმართველოს, საგამოძიებო ნაწილის უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე სხვა საგამოძიებო ნაწილის უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე სხვა დანაყოფების უფროსები, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

2. 48-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიების განსჯადია საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 143-ე-144-ე, 146-ე-147-ე, 162-ე–164-ე მუხლებით, 212-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 214-ე მუხლის მე-2–მე-6 ნაწილებით, 222-ე–224-ე, 227-ე–235-ე მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 280-ე, 338-ე, 364-ე–367-ე მუხლებით, 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 381-ე, 391-ე, 401-ე-402-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა, აგრეთვე პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა), გამომძიებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის, ქალაქის მერის, რაიონის ან ქალაქის გამგებლის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამ სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უმცროს და უფროს ოფიცერთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, განსჯადია სისხლის სამართლის საქმეები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამ სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, აგრეთვე საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სამხედრო ძალების უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის, საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრების, ადვოკატის ბრალდების გამო, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე-321-ე, 323-ე-331-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.“.

3. 59-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის ორგანოებს მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ;“.

4. 61-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები.“.

5. 62-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატესტირებული თანამშრომლის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, ადვოკატის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მოსამსახურის, სამხედრო მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალებში მომსახურე იმ სამოქალაქო პირის საქმე, რომელსაც ბრალად ედება სამსახურში, სამხედრო ნაწილში ან სამხედრო დაწესებულების ტერიტორიაზე დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, ასევე იმ სამოქალაქო პირის საქმე, რომელიც სამხედრო მოსამსახურესთან ან მასთან გათანაბრებულ პირთან ერთად მონაწილეობდა დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე–116-ე, 133-ე, 136-ე–175-ე, 194-ე, 217-ე, 220-ე–226-ე, 240-ე, 242-ე, 246-ე–247-ე, 252-ე, 275-ე, 279-ე, 332-ე–342-ე, 349-ე–358-ე, 364-ე–413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა და არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ.“;

ბ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

6. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოკვლევის ორგანოები – საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედების შესახებ საქმეებზე;“.

7. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებულ უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა, ხოლო დამსწრენი, – თუ ისინი არიან პოლიციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების, იუსტიციის ორგანოების ან სასამართლოს მუშაკები.“.

8. 109-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ პირი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოს საიდუმლო თანამშრომელი, ანდა ცნობების მიმწოდებელი, მისი განსაიდუმლოება შეიძლება მაშინ, როცა დაცვა ამტკიცებს, რომ მისი ვინაობის გამჟღავნება შესაძლებელს გახდის დამტკიცდეს მის მიერ მიცემული ჩვენების სიყალბე და ბრალდებულის უდანაშაულობა. ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმა იწვევს საიდუმლო თანამშრომლის ან ცნობების მიმწოდებლის ჩვენებათა მტკიცებულებად დაუშვებლობის აღიარებას.

6. დაცვის ღონისძიება გამოიყენება, როგორც წესი, ამ მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული პირის მიერ ჩვენების მიცემის შემდეგ. ისეთი ღონისძიების შესახებ, როგორიცაა სახელისა და გვარის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან გარეგნობის შეცვლა, სხვა ადგილას გადასახლება, სხვა სამუშაოზე მოწყობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეატყობინოს პირს ან ორგანოს, რომელმაც გამოიტანა დადგენილება (განჩინება) პროცესის მონაწილის დაცვის ღონისძიების გატარების შესახებ.“.

9. 393-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმალული ბრალდებულის ძებნას აცხადებს გამომძიებელი ან პროკურორი და ამის განხორციელებას ავალებს ფინანსთა ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 დეკემბერი.

№809რს