საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 980
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 06/07/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.952
  • Word
980
20/06/2001
სსმ, 22, 06/07/2001
090.000.000.05.001.000.952
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ეჭვმიტანილად ცნობის შემდეგ მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში..

2. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის:

ა) კ“ ქვეპუნქტში სიტყვები “ეჭვმიტანილის სახით პირის დაკითხვის“ შეიცვალოს სიტყვებით პირის ეჭვმიტანილად ცნობის“;

ბ) ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას;“;

გ) ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ქ“ ქვეპუნქტი:

ქ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას;“;

დ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ღ“ ქვეპუნქტად.

3. 242-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის გ“ ქვეპუნქტი:

გ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი).“;

ბ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები თუ გავიდა 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, მაგრამ საჩივარზე პროკურორს პასუხი არ გაუცია

4. 290-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები ცნობისა და“ შეიცვალოს სიტყვით „ცნობის,“, ხოლო სიტყვის „დაუშვებლობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის“.

5. 305-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

5. მოწმის თხოვნით დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.“.

6. 681-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 20 ივნისი.

№980IIს