დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 411 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 411, 13/07/2000 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.000.789 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „214-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით“ შეიცვალოს სიტყვებით „214-ე მუხლის მე-2–მე-6 ნაწილებით“.
2. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „223–225-ე, 220–228-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „220–226-ე“.
3. 242-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „მიღებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს 15 დღის ვადაში.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
4. 558-ე მუხლში სიტყვები „სასამართლო გადაწყვეტილებით ან მისი შუამდგომლობით“ შეიცვალოს სიტყვებით „მისი შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით“.
5. 612-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 612. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის მკაცრი რეჟიმის პირობების შეცვლა
1. სასამართლოს მსჯავრდებული ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებულია დაწესებულების კომისიასთან, ანდა მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.
2. თუ სასამართლო უარს იტყვის მსჯავრდებულის ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე, ამავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახალი განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
3. სასამართლოს მსჯავრდებული შედარებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებულია დაწესებულების კომისიასთან.
4. მსჯავრდებულის გადაყვანა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაძლებელია 3 წლამდე ვადით, ხოლო მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საპყრობილეში – 1 წლამდე ვადით.
5. სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადები გააგრძელოს 1 წლამდე ვადით, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებულია ამ დაწესებულების კომისიასთან. დაწესებულების დირექტორს შეუძლია შესაბამისი წარდგინებით მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაშიც, როცა მსჯავრდებულის მიმართ ადრე გაგრძელებული იყო რეჟიმის შეცვლის ვადა.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 28 ივნისი.
№411–IIს
დოკუმენტის კომენტარები