საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 287, 15/05/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.767
  • Word
287
05/05/2000
სსმ, 287, 15/05/2000
090.000.000.05.001.000.767
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8. 04. 1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას“;

ბ) მე-5 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი“.

2. 26-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 147-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე და 189-ე მუხლებით“.

3. 27-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „112-ე მუხლით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 138-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „120-ე, 125-ე და 148-ე მუხლებით“.

4. 28-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;“;

ა.ბ) „კ“ და „ს“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებად;

ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვა „მე-18“ შეიცვალოს სიტყვით „21-ე“;

გ) მე-3 ნაწილში სიტყვები „65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 67-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 190-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნა, 252-ე მუხლის შენიშვნა)“ შეიცვალოს სიტყვებით „68-ე და 322-ე მუხლები.) და იმავე კოდექსის 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 323-ე, 339-ე, 370-ე, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“;

დ) მე-4 ნაწილში სიტყვები „ბ“, „გ“, „ე“ შეიცვალოს სიტყვებით „ბ“ და „ე“;

ე) მე-5 ნაწილში „პ“ ქვეპუნქტზე მითითება შეიცვალოს „ო“ ქვეპუნქტზე მითითებით;

ვ) მე-6 ნაწილში სიტყვები „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „ჟ“, „რ“ და „ს“ შეიცვალოს სიტყვებით „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“;

ზ) მე-7 ნაწილში სიტყვები „ზ“, „თ“ და „პ“ შეიცვალოს სიტყვებით „გ“, „ზ“, „თ“ და „ო“.

5. 29-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს პარლამენტმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად პარლამენტის წევრის, დეპუტატის, სახალხო დამცველის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.“.

6. 41-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში „პ“ ქვეპუნქტზე მითითება შეიცვალოს „ო“ ქვეპუნქტზე მითითებით;

ბ) მე-2 ნაწილში „კ“ ქვეპუნქტზე მითითება შეიცვალოს „მ“ ქვეპუნქტზე მითითებით;

გ) მე-3 ნაწილში სიტყვები „ „ლ“ და „მ“ შეიცვალოს სიტყვებით „ „კ“ და „ლ“ “.

7. 44-ე მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განჩინება – კოლეგიური წესით გამოტანილი, პირველი, სააპელაციო, საკასაციო ან საზედამხედველო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.“;

ბ) მე-9 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მეორე წინადადება;

გ) მე-20 ნაწილში სიტყვის „ბრალდებული,“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „განსასჯელი“.

დ) მე-40 ნაწილში სიტყვა „რესოციალიზაციის“ შეიცვალოს სიტყვით „პრობაციის“;

ე) 44-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45-ე ნაწილი:

„45. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილი.“.

8. 48-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილში სიტყვები „75-80-ე, 85-861, 87-88-ე 90-901, 961, 1001, 104-ე მუხლებით, 117-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებით, 133-1331 მუხლებით, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 139 -1391, 140-ე, 172-ე, 189-1891, 192-194-ე, 2033, 2091 მუხლებით, 2281 მუხლის მე-2 ნაწილით, 2381, 2422-2423, 2512-2519 მუხლებით, 252-ე მუხლის პირველი და მე- 2 ნაწილებით, 258-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და 267-268-ე, 273-ე, 275-283-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „109-ე მუხლით, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 143 -144-ე, 146-147-ე, 162-164-ე მუხლებით, 212-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 214-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 222-224-ე, 227-235 -ე მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 280-ე, 338 -ე, 364-367-ე მუხლებით, 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 381-ე, 391-ე, 401-402-ე“;

ბ) მე-4 ნაწილში სიტყვები „65-73-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „308-321-ე, 323-331-ე, 404-413-ე“.

9. 53-ე მუხლში სიტყვების „ადგილს, ამზადებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სასამართლო გადაწყვეტილების პროექტებს, აგრეთვე“.

10. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს ახლით.“.

11. 57-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „პროკურორს უფლება აქვს“ შეიცვალოს სიტყვებით „პროკურორი ვალდებულია“.

12. 59-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გადაწყვიტოს პროცესის მონაწილეთა აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებაში აღძრული საკითხი და თავისი განმარტებები წარუდგინოს პროკურორს;“.

13. მე-60 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „გააუქმოს გამომძიებლის უკანონო დადგენილება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქმის წარმოების შეჩერების შესახებ“.

14. 62-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „72-ე, 75-ე, 78-781, 81-83-ე, 86-ე-861, 90-ე-901 მუხლების პირველი ნაწილებით, 103-109-ე, 117-121-ე, 123-126-ე, 128-134-ე მუხლებით, 137-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 138-141-ე, 143-147-ე, 149-ე, 159-ე, 1611, 164-165-ე, 1651-1657, 1761-1763, 181-ე, 183-ე, 184-ე-1841, 186-202-ე, 2033, 205-206-ე, 2062-20610, 207-ე-2071, 208-ე-2081, 209-ე-2091, 224-ე-2271, 2281, 231-ე, 236-ე-2361, 2422-2425, 244-247-ე, 250-ე, 251-ე-2511“ შეიცვალოს სიტყვებით „108-116-ე, 133-ე, 136-175-ე, 223-225-ე, 220-228-ე, 240-ე, 242-ე, 246-247-ე, 252-ე, 275-ე, 279-ე, 332-342-ე, 349-358-ე, 364-413-ე“;

ბ) მე-4 და მე-5 ნაწილებში სიტყვის „გამომძიებლები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის წესების დაცვით“;

გ) მე-6 ნაწილში სიტყვები „65-ე-711, 73-ე, 76-ე-771, 79-ე-მე-80, 84-85-ე მუხლებით, 90-ე-901 მუხლების მე-2 ნაწილებითა და 273-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „214-215-ე, 217-ე, 227-228-ე, 230-235-ე, 241-ე, 245-ე, 262-263-ე, 280-ე, 308-331-ე, 344-345-ე მუხლებით“.

15. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვა „კონტრაბანდის“ შეიცვალოს სიტყვებით „საბაჟო წესების დარღვევის“.

16. 70-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „შეგნებულად“, ხოლო იმავე ნაწილში სიტყვა „197-ე“ შეიცვალოს სიტყვით „370-ე“.

17. 71-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე დაზარალებულის მიერ მოწვეული პირი“;

ბ) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „– მშობელმა, მეურვემ, მზრუნველმა“;

გ) მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს პირველი წინადადება.

18. 75-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვების „ან თავს არიდებდა გამოძიებას,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ანდა მას იცავდა იმუნიტეტი,“.

19. 76-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვების „ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე:“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი,“.

20. 78-ე მუხლის მე-6 ნაწილში სიტყვების „დამცველის დანიშვნაზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან დანიშნულ დამცველზე“.

21. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტში სიტყვების „ბრალდების მხარის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მისი აზრით“.

22. 85-ე მუხლში სიტყვების „იურიდიული პირი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ორგანიზაცია“, ხოლო სიტყვების „იურიდიული პირის“ შემდეგ – სიტყვები „ან ორგანიზაციის“.

23. 87-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვების „შეიძლება იყოს“ შემდეგ სიტყვები „სამოქალაქო მოსარჩელის“ ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილში სიტყვები „69-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში“ შეიცვალოს სიტყვებით „86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში“.

24. 89-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო მოპასუხედ შეიძლება ცნობილ იქნეს 36-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა ორგანიზაცია.“.

25. 90-ე მუხლის პირველ ნაწილში „პ“ ქვეპუნქტზე მითითება შეიცვალოს „ჟ“ ქვეპუნქტზე მითითებით.

26. 91-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „შეიძლება იყოს“ შემდეგ სიტყვები „სამოქალაქო მოპასუხის“ ამოღებულ იქნეს.

27. 94-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „197-198-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „370-371-ე“, ხოლო იმავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გამოცხადებაზე თავის არიდებისათვის“.

28. 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყალბი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.“.

29. 101-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „197-ე“ შეიცვალოს სიტყვით „370-ე“, ხოლო იმავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „შეგნებულად“.

30. 105-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „65-ე,“ შეიცვალოს სიტყვებით „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში ან ამ კოდექსის“.

31. 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) განსასჯელის ჩვენება;“.

32. 112-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დამტკიცდეს:

ა) ბრალდებულის ან სხვა პირის მოქმედება ან უმოქმედობა;

ბ) მოქმედების (უმოქმედობის) მართლსაწინააღმდეგო ხასიათი;

გ) ბრალი;

დ) გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას;

ე) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ხასიათი და ოდენობა.“.

33. 113-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვების „ერთ მათგანს“ წინ დაემატოს სიტყვები „ან ცვლის“.

34. 118-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ოქმს უნდა დაერთოს ჩვენების ფონოგრამა.“.

35. 124-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში სიტყვები „საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში ან განჩინებაში“ შეიცვალოს სიტყვებით „განაჩენში, განჩინებასა და დადგენილებაში საქმის შეწყვეტის შესახებ“.

36. 140-ე მუხლის:

ა) მე-13 ნაწილში სიტყვების „მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი“ წინ დაემატოს სიტყვები „ამ კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების შემთხვევებში – გასაჩივრების წესი და ვადები;“;

ბ) მე-16 ნაწილში ციფრი „5“ შეიცვალოს ციფრით „6“, ხოლო სიტყვები „ხოლო მეხუთე“ – სიტყვებით „მეხუთე გადაეცემა ბრალდებულს ან მის დამცველს, ხოლო მეექვსე“;

გ) მე-17 ნაწილის პირველ წინადადებაში სიტყვის „მხარეებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გამოძიების დამთავრების გამოცხადებამდე“, ხოლო მეორე წინადადებაში სიტყვების „აღკვეთის ღონისძიების შეცვლის“ შემდეგ – სიტყვები „ან გაუქმების“;

დ) მე-17 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 ნაწილი:

„18. შუამდგომლობის შემტანს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი შუამდგომლობა. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.“.

37. 147-ე მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მიმალული“.

38. 151-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „ანდა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას“ შეიცვალოს სიტყვებით „ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ანდა თუ ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“.

39. 152-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ვალდებულების ჩამორთმევა არ გამოიყენება იმის მიმართ, ვისაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით.“.

40. 160-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვების „დააკავონ ბრალდებული“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „არა უმეტეს 24 საათისა“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვების „ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გამოძიების ადგილას მიყვანის შემდეგ“;

გ) მე-4 ნაწილში სიტყვების „პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „როგორც წესი“, ხოლო სიტყვების „გამოკვლევის შემდეგ“ შემდეგ – სიტყვები „(გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან იმყოფება მიმალვაში)“.

41. 162-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „თუ სამთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება დაარღვია ან თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, ხოლო 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის ერთი თვით დაპატიმრების შესახებ.“.

42. 166-ე მუხლის მე-3 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ბრალდებულს ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გამოძახებით“.

43. 167-ე მუხლის მე-3 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ბრალდებულს ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გამოძახებით“.

44. 168-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილში სიტყვის „მძიმე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან განსაკუთრებით მძიმე“;

ბ) მე-5 ნაწილში სიტყვების „საბოლოო გადაწყვეტილების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კანონიერ ძალაში“.

45. 170-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.“.

46. 174-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვები „119-121-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „140-ე და 141-ე“.

47. 181-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში სიტყვა „ერთი“ შეიცვალოს სიტყვით „სამი“.

48. 190-ე მუხლში სიტყვების „საპროცესო კონფისკაციის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების“.

49. 199-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს „კ“, „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებზე მითითება;

ბ) მე-5 ნაწილი ჩაითვალოს მე-6 ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალდებულის ქონების მიმართ გამოყენებული ყადაღის ღონისძიება უქმდება აგრეთვე პროკურორის მიერ დამტკიცებული, გამომძიებლის მოტივირებული დადგენილებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.“.

50. მე-200 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ამოღებულ იქნეს, მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-2 ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი ნაწილი:

„1. მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მისი გამოცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათის ვადაში, ხოლო დადგენილება ქონებისათვის ყადაღის დადებაზე უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.“.

51. 203-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, მას დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვა „დაზარალებული“ შეიცვალოს სიტყვით „ექსპერტი“, ხოლო სიტყვების „ამ კოდექსით“ წინ სიტყვა „და“ – სიტყვით „ან“.

52. 204-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები „197–198-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „370-ე, 373-ე“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „რომლებიც ბრალდებულისა და ეჭვმიტანილის“ შეიცვალოს სიტყვებით „ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის“.

53. 205-ე მუხლში სიტყვები „ჩხრეკისა და;“ შეიცვალოს სიტყვებით „ჩხრეკის ან“, ხოლო სიტყვების „კერძო განჩინებას“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(დადგენილებას)“.

54. 208-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევაში პროცესის მონაწილეს მოსამართლის დადგენილებით ან სასამართლოს განჩინებით აძევებენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან და საქმის მოსმენა გრძელდება მის დაუსწრებლად. თუ სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე სხვა პირი არღვევს წესრიგს ან პატივს არ სცემს სასამართლოს, იგი თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან.“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვების „კერძო განჩინება“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(დადგენილება)“;

გ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს, მე-5 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. თუ სამართალწარმოების მონაწილეს სასამართლო სხდომის დროს ჩადენილი აქვს ადმინისტრაციული წესით დასჯადი საპროცესო სამართალდარღვევა და მისი გაძევება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, დამრღვევისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია იმავე სასამართლო პროცესზე გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) დამრღვევის შრომის ანაზღაურების ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმების შესახებ.“.

55. 209-ე მუხლის:

ა) სათაურში სიტყვა „დანაშაულისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევისათვის“;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „196-203-ე, 2032-2033 და 205-206-ე მუხლებით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულს“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-12 კარით გათვალისწინებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ)“, ხოლო სიტყვა „მომკვლევი“ – სიტყვებით „მოკვლევის ორგანო“;

გ) მე-2 ნაწილში სიტყვები „203-ე მუხლის მეორე ნაწილითა და“ შეიცვალოს სიტყვებით „203-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ან“, ხოლო სიტყვის „იგზავნება“ წინ დაემატოს სიტყვა „დაუყოვნებლივ“;

დ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

56. 210-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები „ან სასამართლო გამწესრიგებელ სხდომაზე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამოძიების ადგილის მიხედვით“;

ბ) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „გამწესრიგებელ“;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ არსებობს პირის ბრალეულად ცნობის საფუძველი, მოსამართლე მას აკისრებს ჯარიმას ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ოდენობით.“.

დ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს 546-573-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

57. 211-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი ნაწილის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი „1“ და მე-2 ნაწილი.

58. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილში „კ“ ქვეპუნქტზე მითითება შეიცვალოს „მ“ ქვეპუნქტზე მითითებით, ხოლო „ო“ ქვეპუნქტზე მითითება – „პ“ ქვეპუნქტზე მითითებით.

59. 227-ე მუხლის მე-3 ნაწილს პირველი წინადადების შემდეგ დაემატოს შემდეგი წინადადება: „თუ პროკურორი საქმის შეწყვეტის შემდეგ არ განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.“.

60. 231-ე მუხლის პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა ამ კოდექსის 468-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

61. 236-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. მოსამართლის დადგენილება გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით, ზემდგომ სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს აღადგინოს გაშვებული ვადა და არსებითად განიხილოს საქმე საჩივრის საფუძველზე.“.

62. 239-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჩივრის განხილვის ვადები განისაზღვრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

63. 242-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებად;

ბ) მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, ხოლო იმავე ნაწილში სიტყვები „ „ბ“ და „გ“ “ შეიცვალოს სიტყვებით „ „ა“ და „ბ“ “;

გ) მე-6 ნაწილი ჩაითვალოს მე-7 ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში.“.

64. 243-ე მუხლის მე-9 ნაწილში სიტყვის „დადგენილების“ წინ დაემატოს სიტყვები „ბრძანების ან“.

65. 254-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „მოქალაქეს წაყენებული აქვს ბრალდება დანაშაულის ჩადენაში“ შეიცვალოს სიტყვებით „მოქალაქის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ“.

66. 259-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „ერთი“ შეიცვალოს სიტყვით „სამი“.

67. 265-ე მუხლის მე-3 ნაწილში რიცხვი „16“ შეიცვალოს რიცხვით „14“.

68. 269-ე მუხლში სიტყვები „იმავე ვადაში“ შეიცვალოს სიტყვებით „15 დღეში“.

69. 272-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვის „მოქალაქის“ წინ დაემატოს სიტყვა „აგრეთვე“.

70. 280-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ საკითხზე პროკურორის მიერ შეტანილი შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 210-ე მუხლით დადგენილი წესით.“

71. 283-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „მოყვანის დღისა“ შეიცვალოს სიტყვებით „მოყვანიდან 24 საათში“.

72. 284-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „თუ ბრალდებული დაკავებულია, დამცველთან კონსულტაციისათვის პირისპირ შეხვედრის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს.“.

73. 290-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აღძრული სისხლის სამართლის საქმის და“;

ბ) მე-5 ნაწილში სიტყვები „დაუყოვნებლივ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და წარმართავს მას მოკვლევის ან გამოძიების ჩასატარებლად“ შეიცვალოს სიტყვებით „წყვეტს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს“.

74. 292-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჩხრეკის, ამოღების, ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.“

75. 306-ე მუხლის მე-4 ნაწილში რიცხვი „16“ შეიცვალოს რიცხვით „14“.

76. 337-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილში სიტყვების „დახურულ ტერიტორიაზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ“;

ბ) მე-3 ნაწილში სიტყვების „სამსახურებრივ სადგომში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ“.

77. 340-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „სხვა მფლობელობაში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ“.

78. 344-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვების „სხვა მფლობელობაში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ“.

79. 347-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამომძიებლის გადაწყვეტილებით, პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ამოსაცნობის ვიზუალური დაკვირვების გარეშე.“;

ბ) მე-6 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით.“;

გ) მე-7 ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განსაკუთრებულ შემთხვევაში პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით.“;

დ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. პირის ამოსაცნობად წარდგენა უნდა მოხდეს არანაკლებ ორი დამსწრის მონაწილეობით.“.

80. 366-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვის „დაზარალებულს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან მის წარმომადგენელს“.

81. 370-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „განზრახ არასწორი“ შეიცვალოს სიტყვით „ყალბი“.

82. 389-ე მუხლში სიტყვა „დადგენილებითაც“ შეიცვალოს სიტყვით „შუამდგომლობითაც“.

83. 410-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „სამოქალაქო სარჩელის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების“.

84. 417-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „ან აუცილებელია ბრალდებულის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა“ შეიცვალოს სიტყვებით „აგრეთვე 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის არსებობის დროს“.

85. 420-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „არ ცხადდება გამომძიებლის ან პროკურორის გამოძახებით“ შეიცვალოს სიტყვებით „თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას“.

86. 426-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დაზარალებული დასაბუთებულად შუამდგომლობს ბრალდებულისათვის უფრო მძიმე ბრალდების ან ისეთი ბრალდების წაყენებას, რომელიც არსებითად განსხვავება პირველი ბრალდებისაგან, ანდა საქმეში ბრალდებულად სხვა პირის ჩაბმას.“.

87. 428-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვების „დადგენილი წესით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „10 დღის ვადაში“.

88. 429-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 429. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის გაცნობის უფლება

1. ბრალდებულის სამართალში მიცემის შემდეგ, საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე 5 დღის ვადაში, ხოლო რთულ საქმეებზე – 10 დღის ვადაში პროკურორს, განსასჯელს, მის დამცველს და კანონიერ წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ დამატებით გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ სათანადო ამონაწერები და გადაიღონ ასლები.

2. თუ საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს დამცველი, რომელსაც წინასწარ გამოძიებაში მონაწილეობა არ მიუღია, ან თუ განსასჯელი წინასწარი გამოძიების დამთავრებისას საქმის მასალებს არ გასცნობია, მათ უფლება აქვთ საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე 10 დღის ვადაში, ხოლო რთულ და მრავალეპიზოდიან საქმეებზე – 30 დღის ვადაში გაეცნონ საქმეს, გააკეთონ სათანადო ამონაწერები და გადაიღონ ასლები.“.

89. 437-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სასამართლო სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება“.

90. 443-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსასჯელი.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს გამოუცხადებელი განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს განსასჯელისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვაში მისი დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.“.

91. 444-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განსასჯელის გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვა გადაიდება, გარდა 443-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. არასაპატიო მიზეზით განსასჯელის გამოუცხადებლობისას იგი შეიძლება მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით) მოიყვანონ, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას ამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენონ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ან შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეცვალონ უფრო მკაცრით.“.

92. 445-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილში ციფრი „7“ შეიცვალოს რიცხვით „10“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანის დამცველი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დამცველისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა.“.

93. 447-ე მუხლის მე-4 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას“.

94. 451-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასამართლო განხილვის გადადება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერება. სასამართლო განხილვის განახლება“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში საქმის წარმოება განახლდება.“.

95. 452-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვა „პროკურორის“ შეიცვალოს სიტყვებით „ბრალდების მხარის (პროკურორის, დაზარალებულის ან მისი წარმომადგენლის)“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვების „ბრალდება არ წაუყენებიათ,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ბრალდების მხარის (პროკურორის, დაზარალებულის ან მისი წარმომადგენლის) დასაბუთებული შუამდგომლობით“, ხოლო იმავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „კერძო“.

96. 453-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „ექსპერტიზის დანიშვნის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მტკიცებულებათა დაუშვებლობისა და საქმიდან ამოღების“.

97. 475-ე მუხლის მე-2 ნაწილს პირველი წინადადების შემდეგ დაემატოს შემდეგი წინადადება: „ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს შეიძლება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ბრალდების მხარის თანხმობით.“

98. 480-ე მუხლის პირველ ნაწილში რიცხვი „16“ შეიცვალოს რიცხვით „14“.

99. 497-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც აკეთებს ჩანაწერს“;

ბ) მე-4 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ტელეფონით ან სხვა გზით თათბირი განაჩენში გადასაწყვეტ საკითხებზე“;

გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. მოსამართლესა და ტექნიკურ თანამშრომელს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მოსამართლეთა თათბირის დროს გამოთქმული მოსაზრებანი.“.

100. 498-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჩაიდინა თუ არა განსასჯელმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა განსასჯელის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა განსასჯელს ბრალად ჩადენილი ქმედება“;

ა.ბ) „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო „ე“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებად;

ბ) მე-3 ნაწილში სიტყვები „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ შეიცვალოს სიტყვებით „ვ“ და „ზ“.

101. 504-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამამართლებელი განაჩენის საფუძველია:

ა) განსასჯელს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) განსასჯელის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;

გ) განსასჯელის ქმედება არ არის ბრალეული.“

102. 506-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაჩენი უნდა დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მას ხელი უნდა მოაწეროს ყველა მოსამართლემ და მსაჯულმა, იმათ გარდა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.“.

103. 508-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების გამოყენება“.“.

104. 509-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე შინაპატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროის ჩათვლის შესახებ;“;

ბ) ბოლოს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა.“.

105. 515-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „განაჩენის დადგენისთანავე“ შეიცვალოს სიტყვებით „შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად“, ხოლო სიტყვის „განჩინება“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(დადგენილება)“.

106. 523-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარემ“ შეიცვალოს სიტყვებით „განმხილველმა მოსამართლემ.“.

107. 529-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი მოითხოვს.“;

გ) მე-3 ნაწილში სიტყვების „აპელანტს აძლევს დროს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „5 დღის ვადით“, ხოლო იმავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სააპელაციო გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ“.

108. 531-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-7 ნაწილი ჩაითვალოს მე-6 ნაწილად.

109. 537-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ასევე მაშინ“.

110. 552-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვების „კასატორს აძლევს დროს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „5 დღის ვადით“, ხოლო იმავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საკასაციო გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ“.

111. 558-ე მუხლს ბოლოში დაემატოს სიტყვები „პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული – სასამართლო გადაწყვეტილებით ან მისი შუამდგომლობით“.

112. 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვის „განაჩენს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან განჩინებას“.

113. 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა 506-ე მუხლის მე-2 ნაწილისა“.

114. 566-ე მუხლის:

ა) ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად, მასში სიტყვების „ახალი ფაქტები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები“ და იმავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გაამკაცროს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მსჯავრდებულის ყოფნის რეჟიმი“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოტივით გააუქმოს სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს ხელახალი სასამართლო განხილვისათვის, თუ დაცული არ არის ამ კოდექსის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები.“.

115. 570-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „პირველი ინსტანციის სასამართლო“ შეიცვალოს სიტყვებით „პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოები“.

116. 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

117. 602-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრი „3“ შეიცვალოს ციფრით „7“.

118. 607-ე–622-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 607. განაჩენის აღსრულების გადავადება

1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით (დადგენილებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადდა ფსიქიკურად ან დაავადებულია სხვა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა, – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე;

გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება;

დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

2. ჯარიმის გადახდა, თუ დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია, შეიძლება გადავადდეს ან განაწილვადდეს 6 თვემდე ვადით.

3. სამოქალაქო ნაწილში განაჩენის აღსრულების გადავადების ან განაწილვადების საკითხს სასამართლო წყვეტს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

4. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს პროკურორის, მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის შუამდგომლობით.

    მუხლი 608. ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის შუამდგომლობითა და სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს უფროსის წარდგინებით, საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შესახებ.

2. ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლებისას სასამართლოს უფლება აქვს იგი დამატებითი სასჯელისგანაც გაათავისუფლოს.

    მუხლი 609. იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება. განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება

1. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, სასამართლო ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.

2. სასამართლო თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულების გადავადებას აუქმებს და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად აგზავნის სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარდგინებით.

    მუხლი 610. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა

1. სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით. იმის მიმართ, ვინც სასჯელს სადისციპლინო სამხედრო ნაწილში იხდის, სასამართლო იყენებს იმავე ღონისძიებას სადისციპლინო სამხედრო ნაწილის სარდლობის წარდგინებით. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში შეიძლება შეიტანოს აგრეთვე მსჯავრდებულმა, მისმა დამცველმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა.

2. სასამართლო მსჯავრდებულს რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.

3. თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, ამავე საკითხებზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

4. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა.

    მუხლი 611. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

    მუხლი 612. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის პატიმრობაში ყოფნის პირობების შეცვლა

1. სასამართლოს მსჯავრდებული ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაჰყავს სამეთვალყურეო კომისიასთან შეთანხმებული, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარდგინებით ანდა მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.

2. თუ სასამართლო უარს იტყვის მსჯავრდებულის ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანაზე, ამავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

    მუხლი 613. სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროის ჩათვლა სასჯელის მოხდის ვადაში

თუ მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით იხდის, მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, იქ ყოფნის დრო მას სასჯელის ვადაში ეთვლება.

    მუხლი 614. განაჩენის აღსრულება სისრულეში მოუყვანელი სხვა განაჩენის არსებობისას

თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს სისრულეში მოუყვანელი რამდენიმე განაჩენი, რაც არ იყო ცნობილი ბოლო განაჩენის გამომტანი სასამართლოსთვის, ამ სასამართლოს ან განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-60-61-ე მუხლების საფუძველზე გამოაქვს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.

    მუხლი 615. განაჩენის აღსრულებისას გამოვლენილ ბუნდოვანება-უზუსტობათა აღმოფხვრა

1. განაჩენის გამომტან სასამართლოს უფლება აქვს აღმოფხვრას მასში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს განაჩენის გაუქმებას ან შეცვლას:

ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;

ბ) შესწორება შეიტანოს პროცესის მონაწილის სახელსა და გვარში;

გ) დააზუსტოს და გაანაწილოს სასამართლო ხარჯები;

დ) გადაწყვიტოს ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი;

ე) განაჩენში შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული განმარტებებისა და დაზუსტებების შეტანა თავიანთ განჩინებებში შეუძლიათ აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებს.

    მუხლი 616. სასამართლო, რომელიც წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს

1. განაჩენის გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა, ფსიქიკური ავადმყოფის მიმართ გამოყენებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება, გაგრძელება ან შეწყვეტა.

2. თუ განაჩენის აღსრულება ხდება განაჩენის გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში განჩინების (დადგენილების) ასლი ეგზავნება განაჩენის გამომტან სასამართლოს.

3. სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება ან სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების თავისუფლების აღკვეთით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ერთი სახის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა.

4. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირება ან გაზრდა ანდა პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად.

    მუხლი 617. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი

1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე, პროკურორისა და მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

2. თუ საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, სასამართლო სხდომაზე იძახებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

3. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება.

4. თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ერთი რეჟიმიდან უფრო მსუბუქ რეჟიმში გადაყვანის საკითხებს, სასამართლო სხდომაზე იძახებენ სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.

5. თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით.

6. თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან გაზრდასთან, ანდა იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ან განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ყოფაქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.

7. წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს პროკურორის, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს, კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად.

    მუხლი 618. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა

1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასამართლო წყვეტს სასჯელმოხდილი პირის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.

2. აღძრული შუამდგომლობის შესახებ ეცნობება პროკურორს. სასამართლო სხდომაში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.

3. სავალდებულოა სასამართლო სხდომაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის მიმართაც განიხილავენ შუამდგომლობას ნასამართლობის მოხსნის შესახებ.

4. ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო ისმენს გამოცხადებულ პირთა აზრს და გადის დადგენილების გამოსატანად.

5. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა აღძვრა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

    მუხლი 619. სასამართლო, რომელიც წყვეტს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს განიხილავს საქართველოს სასამართლო განსჯადობის წესების დაცვით მსჯავრდებულის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში განსჯადობის საკითხს წყვეტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

2. საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, საქმის მასალების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

    მუხლი 620. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი

1. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება).

2. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;

ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;

გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომელშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;

ე) სასჯელის სახე და ვადა (ძირითადი და დამატებითი), რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყებისა და დამთავრების თარიღის მითითებით, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.

3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულება ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.

4. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.

5. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების (დადგენილების) ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

    მუხლი 621. მსჯავრდების შედეგები

უცხო სახელმწიფოდან საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.

    მუხლი 622. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ ამნისტიისა და შეწყალების აქტის გამოყენება

საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ გამოიყენება განაჩენის გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი ამ აქტით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

119. 627-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვების „მან იგი უნდა გადასცეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „განსჯადობის მიხედვით“.

120. 647-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ან პედაგოგი“.

121. 660-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვის „გამომძიებელს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სასამართლოს (მოსამართლეს)“, ხოლო სიტყვის „დადგენილება“ შემდეგ – სიტყვა „(განჩინება)“.

122. 662-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დანაშაული ან“.

123. 667-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „გამომძიებელი ან სასამართლო“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლო (მოსამართლე) გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით“.

124. 674-ე მუხლის მე-7 ნაწილში სიტყვის „სასამართლო“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(მოსამართლე)“, ხოლო სიტყვის „განჩინების“ შემდეგ – სიტყვა „(დადგენილების)“.

125. 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დანაშაული ან“.

126. 676-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ დადგინდა, რომ პირი არ მონაწილეობდა ჩადენილ ქმედებაში;“.

127. 679-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები „სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში კერძო“ შეიცვალოს სიტყვით „(დადგენილებაზე)“;

ბ) მე-3 ნაწილში სიტყვები „523–534-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „546–573-ე“.

128. 680-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილში სიტყვები „1999 წლის 15 მაისამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2000 წლის 1 ივნისამდე“;

ბ) მე-6 ნაწილში სიტყვები „2000 წლის 1 ივნისამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2001 წლის 1 იანვრამდე“, ხოლო სიტყვები „104-ე და 2091 მუხლებით“ – სიტყვებით „109-ე მუხლით“;

გ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. 2000 წლის 1 ივლისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად წარიმართოს იმ სასამართლოში, რომლის განსჯადობაშიც ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე შედიოდა.“;

დ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი:

„11. 2000 წლის 1 ივლისამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს დადგენილი წესით.“.

129. 681-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „104-ე და 2091 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე ძალაშია 2000 წლის 1 ივნისიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე ძალაშია 2001 წლის 1 იანვრიდან“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 5 მაისი.

№287IIს