„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2048
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18(25), 01/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.567
  • Word
2048
28/05/1999
სსმ, 18(25), 01/06/1999
090.000.000.05.001.000.567
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 28-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილში სიტყვები „მე-2-3 ნაწილებში“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-3 ნაწილში“;

ბ) მე-6 ნაწილში „ო“ ქვეპუნქტზე მითითების შემდეგ დაემატოს „ჟ“ ქვეპუნქტზე მითითება;

გ) მე-7 ნაწილში „ჟ“ ქვეპუნქტზე მითითება შეიცვალოს „პ“ ქვეპუნქტზე მითითებით.

2. 41-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს „რ“ ქვეპუნქტზე მითითება, აგრეთვე სიტყვა „და“ „ჟ“ ქვეპუნქტზე მითითების შემდეგ.

3. 44-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილში სიტყვები „სარევიზიო (საზედამხედველო)“ შეიცვალოს სიტყვით „საზედამხედველო“;

ბ) მე-7 ნაწილში სიტყვის „პირველი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სააპელაციო“, ხოლო სიტყვა „ინსტანციის“ შეიცვალოს სიტყვით „ინსტანციების“;

გ) 26-ე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „კანონიერ ძალაში შესული“;

დ) 39-ე ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა“;

ე) 43-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე ნაწილი:

„44. დამსწრე პირი, რომელიც მოწვეულია პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის მიერ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების დროს დასასწრებად და მათ დასამოწმებლად.“ .

4. 46-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილებების გამო სააპელაციო საჩივარს განიხილავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები.“.

5. 47-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ყველა საქმეს, საჩივარსა და სხვა მასალას განიხილავს მოსამართლე ერთპიროვნულად.“.

6. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ბრალდებულად“ შეიცვალოს სიტყვებით „ბრალდებულის სახით“.

7. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. გამომძიებელს უფლება აქვს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დაავალოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარება.“ .

8. 72-ე მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამცველის მონაწილეობა პირის ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას სავალდებულოა 81-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

9. 73-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) გაასაჩივროს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებლის მოქმედებები და გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში – სასამართლოში;“.

10. 78-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა.“.

11. 81-ე მუხლის პირველ წინადადებაში სიტყვების „იმ პირის“ წინ დაემატოს სიტყვა „აგრეთვე“.

12. 84-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქმეში ეჭვმიტანილის სახით პირის დაკითხვის მომენტიდან გაეცნოს მის ახსნა-განმარტებას, ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების დადგენილებებს, დაკითხვის ოქმს, აგრეთვე ამოიწეროს მათგან საჭირო ცნობები, რომლებიც უშუალოდ ეხება მისი დასაცავი პირის ინტერესებს;

ლ) ბრალდების წაყენების მომენტიდან გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებს, რომლებიც გასაცნობად წარედგინა ან უნდა წარდგენოდა მის დასაცავ პირს, აგრეთვე მასალებს, რომლებიც მიღებულია მისი ან მისი დასაცავი პირის მონაწილეობით, დამცველის ან დასაცავი პირის შუამდგომლობით;“;

ბ) მე-3 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტში სიტყვები „უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებებისა და აქტების გამო მისი“ შეიცვალოს სიტყვებით „აქტებთან დაკავშირებით მის მიერ შეტანილი“;

გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. იმ შემთხვევაში, როდესაც დათქმულ დროს დამცველი არ ცხადდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, პროცესის მწარმოებელ ორგანოს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით.“.

13. 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვებით „სააპელაციო და“, ხოლო ამავე ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და საზედამხედველო“.

14. 92-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება.

15. 94-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხოლო უარის მიღების შემთხვევაში – სასამართლოში, გაასაჩივროს პროკურორის უკანონო მოქმედება სასამართლოში“.

16. 99-ე და 101-ე მუხლების მე-3 ნაწილებიდან, აგრეთვე 103-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „შეიტანოს სასამართლოში საჩივრები მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა გამო“.

17. 105-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მისი მონაწილეობით გამოტანილი განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების გაუქმების შემდეგ“.

18. 108-ე მუხლის:

ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. განცხადებული აცილების საკითხზე მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვთ დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.“;

ბ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის მე-11 და მე-12 ნაწილები:

„11. 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მთელი შემადგენლობა, საქმე იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცემა შესაბამისად თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.

12. 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მთელი შემადგენლობა, საქმე იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.“

19. 111-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვის „მტკიცებულება“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „შეიძლება“, ხოლო ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „უნდა“.

20. 112-ე მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „მოქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოქმედების (უმოქმედობის) მართლსაწინააღმდეგო ხასიათი;“.

21. 113-ე მუხლის მე-4 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადებები:

„ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე საქმესთან ერთად იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, განსახილველად გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი აუქმებს ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს.“

22. 162-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის მეორე წინადადებაში სიტყვების „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „უზენაესი სასამართლოს განსჯად საქმეებზე“;

ბ) მე-7 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.“.

23. 163-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვების „პროკურორი ვალდებულია“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „შესაბამის“, ხოლო ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გამოძიების ადგილის მიხედვით“;

ბ) მე-4 ნაწილში სიტყვის „ბრძანება“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(დადგენილება)“, ხოლო სიტყვის „ბრძანების“ შემდეგ–სიტყვა „(დადგენილების)“.

24. 208-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება.

25. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილში „რ“ ქვეპუნქტზე მითითება შეიცვალოს „ჟ“ ქვეპუნქტზე მითითებით.

26. 242-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 242. მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში

1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონოა ან დაუსაბუთებელი, კერძოდ:

ა) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (მე-200 მუხლი);

ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (269-ე მუხლი);

გ) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (399-ე მუხლი).

2. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს.

3. პროცესის მონაწილეს უფლება აქვს მომკვლევის ან გამომძიებლის მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს, თუ გავიდა 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, მაგრამ საჩივარზე პროკურორს პასუხი არ გაუცია.

4. საჩივარს განიხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით. საჩივარი შეიტანება არა უგვიანეს 15 დღისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს.

5. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. იმავე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, ხოლო შესაბამისად მასალებს ან სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის შესაბამის პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად ან საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.

6. განმცხადებელი თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან.“.

27. 245-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმეთა გაერთიანება ხდება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ან პროკურორის შუამდგომლობით მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით).“.

28. 246-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ან მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით).“.

29. 265-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მესამე წინადადება.

30. 290-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „შემდეგი დღისა“ შეიცვალოს სიტყვებით „24 საათისა“;

ბ) მე-3 ნაწილში სიტყვები „დღე-ღამის“ შეიცვალოს სიტყვებით „24 საათის“, სიტყვები „შემდეგი დღისა“–სიტყვებით „24 საათისა“; ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე“, „აგრეთვე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „შეწყვეტისა“;

გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-6 და მე-7 ნაწილებად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორი დაუყოვნებლივ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და წარმართავს მას მოკვლევის ან გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლის მიერ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ“;

დ) მე-7 ნაწილში სიტყვების „გათვალისწინებულ შემთხვევებში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სასამართლო სხდომის ოქმი არ დგება, ხოლო“.

31. 292-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვების „კოლეგიის მოსამართლე“ შემდეგ არსებული ტექსტი.

32. 406-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვების „საქმის გაცნობის დრო არ ჩაითვლება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „წინასწარი გამოძიებისა და“.

33. თავი L ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი L

სამართალში მიცემა

    მუხლი 417. სამართალში მიცემა

1. სასამართლო სხდომაზე საქმის განსახილველად საკმაო საფუძვლის არსებობისას მოსამართლე (სასამართლო), წინასწარ არ წყვეტს რა ბრალეულობის საკითხს, გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ.

2. არასრულწლოვანთა დანაშაულის ან იმ დანაშაულის საქმეზე, რომლისთვისაც სასჯელად შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე არ ეთანხმება საბრალდებო დასკვნას ან აუცილებელია ბრალდებულის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ტარდება სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა.

3. მოსამართლეს (სასამართლოს) განმწესრიგებელ სხდომაზე გამოაქვს დადგენილება (განჩინება) ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ, აბრუნებს საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის, წყვეტს საქმეს წარმოებით, აჩერებს საქმის წარმოებას ან წარმართავს საქმეს განსჯადობით, აგრეთვე წყვეტს საკითხს აღკვეთის ღონისძიების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულის სამართალში მიცემის შემთხვევაში სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე შეუძლია საბრალდებო დასკვნიდან ამორიცხოს ბრალდების ცალკეული პუნქტი ან გამოიყენოს სისხლის სამართლის კანონი ნაკლებად მძიმე დანაშაულის შესახებ, ამასთან, არ შეცვალოს ბრალდების ფორმულირება.

    მუხლი 418. მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილება (განჩინება) ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ

ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებაში (განჩინებაში) უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის დრო და ადგილი, დასკვნა იმის შესახებ, რომ არსებობს სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკმაო მონაცემები, სამართალში მისაცემი პირების ზუსტი ვინაობა და იმ ქმედებათა კვალიფიკაცია, რომლებიც მათ ერაცხებათ, გადაწყვეტილებები შემოსულ შუამდგომლობაზე და სასამართლო სხდომის მომზადების შესახებ.

    მუხლი 419. სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტის ვადა

სამართალში მიცემის საკითხი მოსამართლემ (სასამართლომ) უნდა გადაწყვიტოს არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა, ხოლო რთულ საქმეებზე – არა უგვიანეს ერთი თვისა მის წარმოებაში არსებულ ბოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.

    მუხლი 420. მოსამართლის (სასამართლოს) მოქმედება საქმის შესაჩერებლად

1. თუ მოსამართლე (სასამართლო) სამართალში მიცემის საკითხის განხილვის დროს დაადგენს, რომ ბრალდებული მიიმალა და მისი ადგილსამყოფელი არ არის ცნობილი, იგი გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის მოძებნამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებული საზღვარგარეთაა და არ ცხადდება გამომძიებლის ან პროკურორის გამოძახებით.

2. ბრალდებულის ფსიქიკური ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადების შემთხვევაში, რაც დადასტურებული იქნება სახელმწიფო სამსახურში მყოფი ექიმის მიერ, მოსამართლე (სასამართლო) გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. თუ ავადმყოფობა განუკურნავად არის ცნობილი, საქმე გადაწყდება ამ კოდექსის LXI თავით დადგენილი წესით.

    მუხლი 421. სასამართლო შემადგენლობა განმწესრიგებელ სხდომაზე. პროკურორის მონაწილეობა განმწესრიგებელ სხდომაში

1. სისხლის სამართლის საქმე განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილება მოსამართლის ან სასამართლოს მიერ.

2. პროკურორის მონაწილეობა სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაში სავალდებულოა.

    მუხლი 422. შუამდგომლობის განხილვა

1. სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია განიხილოს მხარეებისაგან შემოსული შუამდგომლობები დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, სამოქალაქო სარჩელისა და მისი უზრუნველყოფის ზომების შესახებ. ამასთან, მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია განმარტების მისაცემად დაიბაროს შუამდგომლობის განმცხადებელი პირი, თუ იგი ამას მოითხოვს.

2. შუამდგომლობის გადაწყვეტის შედეგი ეცნობება შუამდგომლობის განმცხადებელ პირს. შუამდგომლობაზე უარის თქმა გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მაგრამ იგი შეიძლება კვლავ იქნეს განცხადებული სასამართლო სხდომაზე.

    მუხლი 423. განმწესრიგებელი სხდომის ჩატარების წესი

სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე იწყება სხდომის თავმჯდომარის მოხსენებით განსახილველი საქმის შესახებ. შემდეგ სასამართლო მოუსმენს პროკურორს და მოიწვევს სასამართლო სხდომაზე დაბარებულ პირებს, მოუსმენს მათ განცხადებული შუამდგომლობების გამო. განცხადებული შუამდგომლობების შესახებ მოსამართლე (სასამართლო) მოისმენს პროკურორის დასკვნას. შემდეგ მოსამართლეს (სასამართლოს) სათათბირო ოთახში გამოაქვს დადგენილება (განჩინება). განმწესრიგებელი სხდომის დროს სასამართლო სხდომის მდივანი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 454-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმეებისა და ექსპერტების გამოძახება არ დაიშვება.

    მუხლი 424. სამართალში მიცემის დროს გამოსარკვევი საკითხები

სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლემ (სასამართლომ) უნდა განიხილოს შემდეგი საკითხები თითოეული ბრალდებულის მიმართ:

ა) მოცემული სასამართლოს განსჯადია თუ არა საქმე;

ბ) ქმედება, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, შეიცავს თუ არა დანაშაულის შემადგენლობას;

გ) ქმედებას, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, სწორად აქვს თუ არა შეფარდებული სისხლის სამართლის კანონი;

დ) ხომ არ არის საქმეში გარემოებები, რომლებიც იწვევს საქმის შეწყვეტას ან შეჩერებას;

ე) შეკრებილია თუ არა საჭირო მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე საქმის განსახილველად;

ვ) ჩატარდა თუ არა გამოძიება სრულად და ობიექტურად, ხომ არ არსებობს დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების საფუძველი;

ზ) მოკვლევისა და გამოძიების დროს ხომ არ დარღვეულა საპროცესო კანონი;

თ) შედგენილია თუ არა საბრალდებო დასკვნა 414-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად;

ი) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება;

კ) მიღებულია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომები;

ლ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მხარის შუამდგომლობა;

მ) სწორად არის თუ არა გაერთიანებული ან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეები.

    მუხლი 425. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომაზე განსახილველად მომზადებასთან დაკავშირებით გადასაწყვეტი საკითხები

თუ მოსამართლე (სასამართლო) მიიჩნევს, რომ არსებობს საკმაო საფუძველი ბრალდებულის სამართალში მისაცემად, მან უნდა გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც ეხება:

ა) დამცველის დანიშვნას ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) დაზარალებულის ცნობას სამოქალაქო მოსარჩელედ, თუ სამოქალაქო სარჩელი წინასწარი გამოძიებისას ან მოკვლევის წარმოებისას არ წარდგენილა;

გ) სამოქალაქო სარჩელის ან საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომას;

დ) პირებს, რომლებიც დაბარებულ უნდა იქნენ სასამართლო სხდომაზე როგორც დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები და სპეციალისტები;

ე) დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვას;

ვ) საქმის განხილვას დახურულ სასამართლო სხდომაზე ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) სხდომის დროსა და ადგილს;

თ) თარჯიმნის დაბარებას.

    მუხლი 426. სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიებისათვის

1. სისხლის სამართლის საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის მოსამართლე (სასამართლო) განმწესრიგებელი სხდომიდან წარმართავს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) წარმოებული მოკვლევა ან გამოძიება არსებითად არასრულია და იგი არ შეიძლება სასამართლო სხდომაზე შეივსოს;

ბ) მოკვლევის ორგანომ, მომკვლევმა ან გამომძიებელმა დაუშვა ამ კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევა, რაც ხელს უშლის საქმის განხილვას სასამართლოს მიერ;

გ) პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულისათვის უფრო მძიმე ბრალდების ან ისეთი ბრალდების წაყენებას, რომელიც არსებითად განსხვავდება პირვანდელი ბრალდებისაგან;

დ) პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულად სხვა პირების ჩაბმას;

ე) თუ საქმეები არასწორად არის გაერთიანებული ან გამოყოფილი.

2. დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის პროკურორისათვის დაბრუნებისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია დადგენილებაში (განჩინებაში) მიუთითოს დაბრუნების საფუძველი, დამატებით გამოსარკვევი გარემოებანი და ის საგამოძიებო მოქმედებანი, რომლებიც უნდა ჩატარდეს. მოსამართლეს (სასამართლოს) უფლება აქვს გადაწყვიტოს, რომ დამატებითი გამოძიება დაევალოს სხვა გამომძიებელს.

3. როცა მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებელს არ მიუღია ზომები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ან შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად, თუ ასეთ ზომებს უშუალოდ სასამართლო ვერ მიიღებს, მოსამართლე (სასამართლო) დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაუბრუნებლად თავისი დადგენილებით (განჩინებით) ავალებს სათანადო ორგანოს განახორციელოს უზრუნველყოფის ჯეროვანი ღონისძიებანი.

4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია გადაწყვიტოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შეცვლის ან გაუქმების საკითხი ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 427. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა

1. როდესაც არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილი საფუძველი, სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე შეწყვეტს საქმეს. ამასთან, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე სამოქალაქო სარჩელისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ზომებს და წყვეტს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხს.

2. მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) ასლი საქმის შეწყვეტის შესახებ ბარდება პირს, რომელსაც ბრალი ედებოდა დანაშაულის ჩადენაში, და დაზარალებულს.

    მუხლი 428. სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დადგენილება (განჩინება) და მისი გასაჩივრების წესი

1. სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დადგენილებაში (განჩინებაში) უნდა აღინიშნოს: სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, სასამართლოს სახელწოდება, სასამართლოს შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, პროკურორი, საქმე, რომელიც იხილება, და მიღებული გადაწყვეტილება.

2. განჩინებას ხელს აწერს სასამართლოს შემადგენლობა, ხოლო დადგენილებას – მოსამართლე.

3. 426-ე ან 427-ე მუხლის საფუძველზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის განჩინება (დადგენილება) მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს სასამართლოებსა და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, აგრეთვე უმაღლესი სასამართლოებისა და საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიების განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, 5 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივარი განიხილება 243-ე მუხლით დადგენილი წესით. გამოტანილი დადგენილება (განჩინება) არ გასაჩივრდება.

    მუხლი 429. სისხლის სამართლის საქმის გაცნობის უფლება

ბრალდებულის სამართალში მიცემის შემდეგ პროკურორს, განსასჯელს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს და მათს წარმომადგენლებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის ყველა მასალას ამ კოდექსის 401-408-ე მუხლების შესაბამისად და გააკეთონ სათანადო ამონაწერები. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული პირებისათვის საქმის მასალის გაცნობის შესაძლებლობა.

    მუხლი 430. დადგენილების (განჩინების) ასლების ჩაბარება განსასჯელისათვის

1. თუ სამართალში მიცემის საკითხის განხილვისას შეიცვალა ბრალდება, აღკვეთის ღონისძიება ან სასამართლოში დასაბარებელ პირთა სია, განსასჯელს ბარდება აგრეთვე მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) ასლები.

2. საქმის განხილვა სასამართლო სხდომაზე ვერ დაინიშნება 5 დღე-ღამეზე ადრე იმ დროიდან, როდესაც ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დოკუმენტები განსასჯელს ჩაბარდა.

    მუხლი 431. მოსამართლის (სასამართლოს) მოქმედება სასამართლო სხდომის მოსამზადებლად

მოსამართლე (სასამართლო) გასცემს განკარგულებას დადგენილებაში (განჩინებაში) აღნიშნული პირების სასამართლო სხდომაზე დასაბარებლად, აგრეთვე იღებს სხვა ზომებს სასამართლო სხდომის მოსამზადებლად.

    მუხლი 432. მოსამართლის მოქმედება იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით აღიძვრება და რომელზედაც წინასწარი გამოძიება არ ჩატარებულა

1. სისხლის სამართლის საქმე იმ დანაშაულის გამო, რომელიც ამ კოდექსის 27-ე მუხლშია აღნიშნული, აღიძვრება მოსამართლის დადგენილებით. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების გამოტანამდე მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ზომები დაზარალებულისა და იმ პირის შესარიგებლად, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი. მოსამართლე ერთპიროვნულად ნიშნავს საქმის განხილვას. თუ აუცილებელია, ვიდრე საქმის განხილვა დაინიშნებოდეს, მოსამართლე იბარებს ბრალდებულსა და დაზარალებულს იმ მტკიცებულებების გამოსარკვევად, რომლებიც სასამართლო შემოწმებას საჭიროებს.

2. შეგებებული ბრალდებები შეიძლება გაერთიანდეს ერთ წარმოებად, სანამ სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყებოდეს.

3. სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა განსასჯელს უნდა ჩაბარდეს დაზარალებულის განცხადების ასლი, სასამართლო სხდომაზე დაბარების უწყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის აღნიშვნით, რომლითაც მას ბრალი ედება, და სასამართლო სხდომაზე დაბარებულ პირთა სია.

    მუხლი 433. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დაწყების ვადა

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა უნდა დაიწყოს ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილების (განჩინების) გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღე-ღამისა, ხოლო რთულ საქმეებზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა.“.

34. 434-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ორიდან ექვსამდე“ შეიცვალოს სიტყვით „ორი“.

35. 442-ე მუხლში სიტყვების „სრულად მოქმედებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „პირველი კარის“.

36. 451-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „428-ე“ შეიცვალოს სიტყვით „420-ე“.

37. 452-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „427-ე“ შეიცვალოს სიტყვით „426-ე“.

38. 453-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ქმედების ჩადენის გამო პროცესის მონაწილეების სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების საკითხის გადაწყვეტა ხდება მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით) სათათბირო ოთახში.“.

39. 461-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „თუ მსაჯულის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე სასამართლო სხდომის მდივნის“.

40. 473-ე მუხლის მე-4 ნაწილში რიცხვი „10“ შეიცვალოს რიცხვით „15“.

41. 479-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სრულწლოვანი მოწმე ჩვენების მიცემის წინ დებს ფიცს: ვფიცავ ვილაპარაკო სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!“.

42. 501-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „427-ე“ შეიცვალოს სიტყვით „426-ე“.

43. 509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებად, ხოლო ამავე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;

კ) ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა;“.

44. 519-ე მუხლში სიტყვა „უსაფუძვლოა“ შეიცვალოს სიტყვით „დაუსაბუთებელია“, სიტყვა „უსაფუძვლობაში“ – სიტყვით „დაუსაბუთებლობაში“, ხოლო სიტყვები „განაჩენის საფუძვლიანობასთან ერთად სადავო ხდება მისი კანონიერებაც“ სიტყვებით „სადავო ხდება განაჩენის დასაბუთებულობა ან/და კანონიერება“.

45. 524-ე მუხლში სიტყვები „რათა იგი გადაეცეს“ შეიცვალოს სიტყვებით „რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს“.

46. 536-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აუქმებს გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს და საქმეს უბრუნებს პროკურორს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად ან საქმის განმხილველ სასამართლოს ხელმეორედ განსახილველად;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „428-ე“ შეიცვალოს სიტყვით „420-ე“;

გ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებად.

47. 540-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „როგორც ბრალდების, ისე დაცვის“ შეიცვალოს სიტყვით „ბრალდების“.

48. 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაირღვა ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის უფლება, ისარგებლოს მშობლიური ენით ან სხვა ენით, რომელიც მან იცის;“.

49. 567-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თუ ეს ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს თავიანთ საჩივრებში არ უთხოვიათ“.

50. 571-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „განაჩენი და“.

51. 602-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ საქმეზე რამდენიმე მსჯავრდებულია და განაჩენი გასაჩივრებულია თუნდაც ერთი მათგანის მიერ ან მიმართ, განაჩენი არც ერთი მსჯავრდებულის მიმართ არ შევა კანონიერ ძალაში, სანამ საქმეს არ განიხილავს ზემდგომი სასამართლო.“.

52. 603-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სააპელაციო ან“.

53. 604-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვის „სააპელაციო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ინსტანციის განაჩენის“.

54. 606-ე მუხლის მე-4 ნაწილის მომდევნო ნაწილის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი „4“ შეიცვალოს ციფრით „5“.

55. 673-ე მუხლში სიტყვა „433-ე“ შეიცვალოს სიტყვით „423-ე“.

56. 680-ე მუხლის:

ა) მე-5-9 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4-8 ნაწილებად;

ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 ნაწილები:

„9. რაიონის (ქალაქის) სასამართლოებში 1999 წლის 15 მაისამდე განსჯადობით შესული საქმეები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით 1999 წლის 15 მაისიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ან თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადია, განსახილველად გადაეცეს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში მიღებული საქმეები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადია და რომელთა სასამართლო განხილვა დაიწყო, მაგრამ არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, განიხილოს და დაამთავროს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.“.

57. 6801 მუხლი ამოღებულ იქნეს.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი.

№2048IIს