საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 07/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.312
  • Word
470
01/11/2008
სსმ, 30, 07/11/2008
090.000.000.05.001.003.312
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

44-ე მუხლის:

ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები.“;

ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. გამომძიებელი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადო საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.“.

2. 56-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას;“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავარი პროკურორი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. დაუშვებელია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება სასამართლოს სათათბირო ოთახში.“.

3. 61-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.“.

4. 62-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე, 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე, 377-ე, 3771, 3772 და 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს.“.

5. 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 143. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება

პოლიციის თანამშრომელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. ამ მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, თუ არსებობს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლები.“.

6. 161-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ბადრაგირების განხორციელება გართულებულია, მოსამართლის დადგენილებით შესაძლებელია განსასჯელი საქმის განხილვისას დროებით მოთავსდეს უახლოეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მასზე ზედამხედველობას განახორციელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.“.

7. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირთა თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.“.

8. 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან დამცველს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე ახორციელებდა რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე დამცველი. გაძევებული ბრალმდებლის ან დამცველის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომელიც ეგზავნება შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან ადვოკატთა გაერთიანებას.“.

9. 247-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართლებრივი დახმარების შესახებ ამ კოდექსის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს (მოსამართლეს), პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით:

ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობით;

ბ) მოითხოვონ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან/და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი პირი;

გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება ამ კოდექსის 248-ე–260-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.“.

10. 248-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იგზავნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მეშვეობით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეშვეობით.“.

11. 251-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სრულდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ შუამდგომლობის შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს მისი შესრულების ხელშემშლელი მიზეზები. შუამდგომლობა ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და უშიშროებას.“.

12. 252-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა

თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან, გამოძიებული საქმის ყველა მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილ პროკურორს ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აღნიშნულ მასალებს უგზავნის უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისხლისსამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად ან მიმართავს თხოვნით საქართველოს ხელისუფლებისათვის ბრალდებულის გადმოცემის შესახებ.“.

13. 253-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო სახელმწიფოს მოთხოვნას, გამოსაძიებლად გადასცენ მასალები საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საქართველოში დაბრუნდა, განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ამასთანავე, საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გამოძიების დამთავრებამდე მასალების გადაცემის შესახებ; საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩატარების შესახებ; საქართველოს მოქალაქის გადაცემის შესახებ იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ჩასატარებლად, სადაც მოხდა დანაშაული.“.

14. 254-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას მიმართავს იმ პირის გადმოცემის მოთხოვნით, რომლის მიმართაც საქართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, ან რომლის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.“.

15. 256-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

5. თუ პირის ექსტრადიციას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ.“.

16. 259-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პირმა უცხო სახელმწიფოში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით შესაბამისი სახელმწიფოდან გამოითხოვს პირის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.“.

17. 2591 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, მისი გადაცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 15 დღის ვადაში.“.

18. 2601 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2601. ინფორმაციის გადაცემა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2271 და 2272 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გარემოებების, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ მიღებული ზომებისა და აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ხოლო 2311 და 324-ე მუხლებით გათვალისწინებული (ბირთვულ ნივთიერებებთან დაკავშირებული) დანაშაულების შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აცნობებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს.“.

19. 393-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმალული ბრალდებულის ძებნას აცხადებს გამომძიებელი ან პროკურორი და ამის განხორციელებას ავალებს საქართველოს ფინანსთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამის ორგანოს.“.

20. 443-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ პატიმრობაში მყოფი განსასჯელი (მსჯავრდებული) სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ბადრაგირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს სხდომას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს განსასჯელის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბადრაგირების განუხორციელებლობის მიზეზი.“.

21. 446-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზი.“.

22. 594-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავარ პროკურორთან – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;“.

23. 596-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავარ პროკურორთან, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან შეტანილი საჩივრის საფუძველზე ქვემდგომი პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას. საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი აღძრავს წარმოებას და გამოძიებას ავალებს პროკურორს ან გამომძიებელს, ხოლო თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საფუძველი, პროკურორს ან გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ვერ დადგინდა საქმის გადასინჯვის საფუძველი, პროკურორი ან გამომძიებელი წყვეტს წარმოებას მოტივირებული დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. დადგენილების ასლი ეგზავნება მომჩივანს, რომელსაც უფლება აქვს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.“;

გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ გარემოებათა არსებობის გამო საქმის გადასინჯვის შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, რომლებიც დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარდგინებით მიმართავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. წარდგინებასთან ერთად პალატას გადაეცემა გამოძიების მასალები, პროკურორის მიერ დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე.

6. საქართველოს მთავარ პროკურორს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უფლება აქვთ საკუთარი ინიციატივითაც წარდგინებით მიმართონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.“.

24. 601-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამართლებულის ან მსჯავრდებულის საზიანოდ გასაჩივრება დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა პირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ან საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს შესაბამისად საჩივრით ან თხოვნით, დაადგინონ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობა.“.

25. 6221 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საქართველოს მოქალაქე უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, გამამტყუნებელი განაჩენის მიღების მომენტიდან სამი თვის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურების მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.“.

26. 6791 მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.“.

27. 6792 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მითითება ამ კოდექსის 6791 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლით გათვალისწინებული მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.“.

28. 6799 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი თავისუფლდება სასჯელისაგან, თუმცა იგი ითვლება ნასამართლევად.

2. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე დგება წერილობითი შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და საქართველოს მთავარი პროკურორი.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურორი. დაუშვებელია სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ.“.

    მუხლი 2

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფმა განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-19, მე-20 ნაწილებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-19, მე-20 ნაწილები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№470–რს