საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3093
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 15/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.402
  • Word
3093
26/08/2003
სსმ, 28, 15/09/2003
090.000.000.05.001.001.402
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 44-ე მუხლის მე-15 და მე-16 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. გამომძიებელი – პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობის პირები, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ სრული მოცულობით.

16. საგამოძიებო ორგანოს უფროსი – შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, საგამოძიებო სამმართველოს, საგამოძიებო ნაწილის უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე სხვა დანაყოფების უფროსები, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

2. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიების განსჯადია საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 143-144-ე, 146-147-ე, 162–164-ე მუხლებით, 212-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 214-ე მუხლის მე-2–6 ნაწილებით, 222–224-ე, 227–235-ე მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 280-ე, 338-ე, 364-367-ე მუხლებით, 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 381-ე, 391-ე, 401-402-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ადვოკატის, გამომძიებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის, ქალაქის მერის, რაიონის ან ქალაქის გამგებლის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უმცროს და უფროს ოფიცერთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.“.

3. 59-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის ორგანოებს მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ.“.

4. 61-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები.“.

5. 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

„61. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-193-ე, 196-197-ე, მე-200, 204–207-ე, 209-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 218-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ დანაშაულთა საქმეებს, რომლებზედაც მასალები შემოწმებულია ან/და სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ან საბაჟო დეპარტამენტის მოკვლევის ორგანოების მიერ. ამ ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა (გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისა) საქმეებს აგრეთვე იძიებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები.“.

6. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ქვედანაყოფები – ყველა დანაშაულის საქმეზე, გარდა მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა, აგრეთვე ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მოკვლევის ორგანოები და ქვედანაყოფები – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე, გარდა ამ ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმეებისა;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მოკვლევის ორგანოები და ქვედანაყოფები – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელთა კომპეტენციას მიკუთვნებულ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საქმეებზე.“.

7. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებულ უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა, ხოლო დამსწრენი, – თუ ისინი არიან პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საგადასახადო ან საბაჟო დეპარტამენტის მოკვლევის ორგანოებისა და ქვედანაყოფების, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების, იუსტიციის ორგანოების ან სასამართლოს მუშაკები.“.

8. 393-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმალული ბრალდებულის ძებნას აცხადებს გამომძიებელი ან პროკურორი და ამის განხორციელებას ავალებს ფინანსთა, შინაგან საქმეთა ან სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამის ორგანოს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბერს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3093რს